ევრაზია

ევრაზიადედამიწის ყველაზე დიდი კონტინენტი, მდებარეობს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში (გარდა ზოგიერთი კუნძულისა). საერთო ფართობი მიმდებარე კუნძულებიანად შეადგენს 53,4 მლნ კვ.კმ-ს, მოსახლეობა - 4,1 მილიარდს. კონტინენტს გარს აკრავს ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე, წყნარი, ატლანტის და ინდოეთის ოკეანეები და მათი ზღვები. კუნძულების ფართობი 2,75 მლნ კვ.კმ-ია.

ევრაზიაში შედის ორი კონტინენტური ნაწილი: ევროპა და აზია. მათ შორის საზღვარი გადის შემდეგ ხაზზე: ურალის მთები, მდინარე ვოლგა, მდინარე ემბა, მდინარე კუმა, კუმა-მანიჩის ღრმული, მდინარე მანიჩი, კავკასიონის ჩრდილოეთ დაბოლოება, შავი ზღვა, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები.


იხილეთ აგრეთვე

Eurasia (orthographic projection)
ევრაზიის კონტინენტი
Technomyrmex

Technomyrmex (ძვ. ბერძნ. τεχνο- +μύρμηξ „ხელმარჯვე ჭიანჭველა“) — ჭიანჭველათა გვარი Dolichoderinae-ს (Tapinomini) ქვეოჯახიდან. დაახლოებით 100 სახეობა.

არხისპირა

არხისპირა (ლათ. Oenánthe) — ბალახოვან მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. მოიცავს რამდენიმე სახეობას, რომელიც ძლიერ ნეიროტოქსინებს შეიცავს და რამდენიმე ისეთ სახეობას, რომელიც სუნელის სახით გამოიყენება. წყლის ან ჭაობის მცენარეებია. ღერო ხშირად წყალშია მოქცეული, რომელსაც ხშირად აქვს გაბერილი კვანძთშორისები. ფესვი ამობერილებით ან ბოლქვიანია. ფოთლები 1–3-ჯერაა თათისებრ დანაკვთული, ზოგჯერ, წყალქვეშ განვითარებული ფოთლები უფრო მეტადაა დანაკვთული. რთული ქოლგები თეთრ ყვავილებიანია, შეკრებილია კენწრულ ან უბის ყვავილედებად. შესაძლებელია საბურველის არსებობაც. ჯამი მწარე ჯამის ფოთლებისგან შედგება, მსხმოიარობის დროს ჩვეულებრივ არ სცვივა. ნაყოფი ცილინდრისებური, უკუკონუსისებურ-კვერცხისებრი ფორმისა ან მრგვალია, ბოლოში შევიწროებული ან მიჭყლეტილი.

იავური არხისპირა აზიის ხალხებს სამზარეულოში გამოიყენება, როგორც ბოსტნეული და სუნელი სხვადასხვა საკვებში. შესაძლებელია მისი ცოცხლად და დამზადებული სახით გამოყენება, ზოგჯერ აკონსერვებენ. ძველ ჩინეთში ითვლებოდა დელიკატესად. იაპონიაში VIII საუკუნის შუა ხანებიდანაა ცნობილი. 1975 წლიდან მოყავთ აშშ-ის ონტარიოს შტატში. გამოყვანილია რამდენიმე ჯიში მისაღები ფოთლის ფორმებითა და ყუნწის შეფერილობით. მდიდარია A ვიტამინით, კალციუმითა და რკინით, აგრეთვე შეიცავს აშკარა რაოდენობის რიბოფლავინს.გამოიყენება როგორც ფუნგიციდური და ბაქტერიციდული ნივთიერება.

სახეობათა უდიდესი ნაწილი ცნობილია ძველი სამყაროს (ევრაზია, ჩრდილოეთი აფრიკა) სხვადასხვა რეგიონებიდან, Oenanthe sarmentosa ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ მხარეში აღმოცენდა, Oenanthe pringle — მექსიკაში.

აღმოსავლეთი ნახევარსფერო

აღმოსავლეთი ნახევარსფერო (ინგლისურენოვან ლიტერატურაში: აღმოსავლეთი ჰემისფერო) — დედამიწის ნახევარსფერო, რომელიც მდებარეობს გრინვიჩის მერიდიანის აღმოსავლეთით და 180-ე მერიდიანის დასავლეთით. აღმოსავლეთი ნახევარსფერო აღნიშნავს ევროპის, აზიის, აფრიკისა და ავსტრალიის კონტინენტებს, საპირისპიროდ დასავლეთი ნახევარსფეროსა, რომელიც ამერიკას მოიცავს. გარდა ამისა, ტერმინი „აღმოსავლეთი ნახევარსფერო“ კულტურული და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც „ძველი სამყაროს“ სინონიმი.

აღმოსავლეთი და დასავლეთი ნახევარსფეროების დემარკაციის ხაზს დაუსაბუთებელი შეთანხმება წარმოადგენს, განსხვავებით ეკვატორისგან (წარმოსახვითი გადაკვეთის ხაზი დედამიწის ზედაპირის სიბრტყეზე), რომელიც ჰყოფს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებს. ნულოვანი მერიდიანი (გრძედისა) და დემარკაციული ხაზი, დაახლოებით გრძედის 180-ე მერიდიანი პირობითად მიღებული საზღვრებია, რამეთუ ისინი აღმოსავლეთ გრძედს დასავლეთ გრძედისაგან ყოფენ.

აღნიშნული შეთანხმება დაიდო 1884 წელს მერიდიანის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ქალაქ ვაშინგტონში გაიმართა. აღნიშნული დადგენილი საზღვრების მიხედვით დასავლეთი ევროპა, აფრიკა და აღმოსავლეთი რუსეთი ექცევა დასავლეთ ნახევარსფეროში, ხოლო ევრაზია და აფრიკა როგორც წესი, მოქცეულია აღმოსავლეთ ნახევარსფეროში.

აღმოსავლეთი ნახევარსფეროში მოქცეულია როგორც ხმელეთი ისე წყალი. ხმელეთის უმაღლესი წერტილია ევერესტი (8848 მ), ხოლო უდაბლესი მკვდარი ზღვა (– 423 მ). ამასთანავე აღმოსავლეთ ნახევარსფეროში ხმელეთი უფრო მეტია, ვიდრე დასავლეთ ნახევარსფეროში. ინდოეთის, ატლანტისა და წყნარის ოკეანეები აგრეთვე აღმოსავლეთი ნახევარსფეროს შემადგენელი ნაწილებია.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ან შემოკლებით იუსაიდი (United States Agency for International Development ან USAID) — აშშ-ის მთავრობის ორგანიზაცია, რომლის მოვალეობა უმეტესწილად არასამხედრო საერთაშორისო დახმარებაა. დამოუკიდებელი ფედერალური სააგენტო საერთო საგარეო პოლიტიკის მიმართულებებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნისგან იღებს და მიზნად ისახავს „დახმარების ხელი გაუწიოს უცხოეთში იმ ხალხს, რომლებიც ცდილობენ თავი დააღწიონ სიღარიბეს, გაიუმჯობესონ ცხოვრების პირობები, აღადგინონ სტიქიით მიყენებული ზარალი და ცდილობენ ააშენონ თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა...“

მისი მიზნები პასუხობს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შემდეგ მიმართულებებს:

ეკონომიკური ზრდა, სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა

ჯანდაცვა

დემოკრატია, კონფლიქტთა არიდება და ჰუმანიტარული დახმარებაიუსაიდი პროექტებს მსოფლიოს ოთხ რეგიონში ახორციელებს:

სუბ-საჰარის აფრიკა

აზია და ახლო აღმოსავლეთი

ლათინური ამერიკა და კარიბები

ევროპა და ევრაზიაიუსაიდს ასევე ოთხი ძირითადი კატეგორიის ამოცანები აქვს:

გლობალური განვითარების ალიანსი

ეკონომიკური ზრდა, სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა

გლობალური ჯანდაცვა

დემოკრატია, კონფლიქტები და ჰუმანიტარული დახმარება

ბაქო

ბაქო (აზერ. Bakı [bɑˈcɯ], ბაქი — ქარიანი ადგილი) — აზერბაიჯანის დედაქალაქი, მდებარეობს კასპიის ზღვის აფშერონის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე. თანამედროვე ბაქო სამი ნაწილისგან შედგება: ძველი ქალაქი (İçəri Şəhər), კოლონიური ნაწილი და საბჭოთა პერიოდში აშენებული ქალაქი. ქალაქის მოსახლეობა 2011 წლის მონაცემებით იყო 2.0 მილიონი, აგლომერაციაში 3 მილიონამდე ადამიანი სახლობს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩათვლით.

ბახმარო

ბახმარო — დაბა და კურორტი, გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. ბახმარო კლიმატური მაღალმთიანი კურორტია, სადაც მთავარი სამკურნალო ფაქტორი მთისა და ზღვის შერეული ჰავაა. კურორტი სოჭითა და ნაძვით მდიდარ ქვაბულში, ზღვის დონიდან 1950-2050 მეტრზე მდებარეობს. ბახმაროს სამკურნალო თვისებები 1890-იან წლებში აღმოაჩინეს და მისი კურორტად ჩამოყალიბება მაშინვე დაიწყო. 1923 წელს ოფიციალურად მიეჭინა კურორტის სტატუსი. ბახმაროს სეზონი ზაფხულში დაახლოებით ორ თვეს გრძელდება და ყოველი წლის 19 აგვისტოს, ტრადიციული დოღითა და დღესასწაულით სრულდება.

დედამიწა

დედამიწა — მზის სისტემის მზიდან მესამე პლანეტა. იგი უდიდესია დედამიწის ტიპის პლანეტებს შორის და სამყაროში ცნობილი ერთადერთი ადგილია, რომელიც დასახლებულია ცოცხალი არსებებით. დედამიწის ზედაპირის უდიდესი ნაწილი წყალს უკავია, მის გარშემო კი ჰაერის გარსი - ატმოსფეროა. იგი დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა თავისი ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი მთვარე. აგრეთვე დღემდე აღმოჩენილია რამდენიმე კვაზითანამგზავრი. დედამიწაზე ცხოვრობს გონიერი არსება — ადამიანი. 2018 წლის ბოლო მონაცემებით დედამიწაზე 7,6 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.

ევრაზიის კლდის მხატვრობა

კლდის მხატვრობა ევრაზიაში ერთ-ერთი უძველესია.

ევრაზიაში აღმოჩენილი კლდის მხატვრობის სია:

1) ალტას კლდის მხატვრობა ნორვეგიის ტერიტორიაზე მდებარე კლდის მხატვრობა - 69°56′49″ ჩ. გ. 23°11′16″ ა. გ.

2) გობუსტანის სახელმწიფო ნაკრძალი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე კლდის მხატვრობა - 40°06′20″ ჩ. გ. 49°23′20″ ა. გ.

ევროპა

ევროპა — მსოფლიოს ნაწილი, აზიასთან ერთად ქმნის ევრაზიის კონტინენტს. მათ შორის საზღვრის ხაზის თაობაზე არსებობს რამდენიმე ვარიანტი.

ევროპის ფართობი 10 180 000 კმ²-ია, მოსახლეობა კი 740 000 000 ადამიანი. ევროპა ფართობის მხრივ მეორე ყველაზე პატარა კონტინენტია (ის მხოლოდ ავსტრალიას აღემატება), თუმცა მოსახლეობის რაოდენობით ის აჭარბებს როგორც ავსტრალიას, ისე სამხრეთ ამერიკას, მოსახლეობის სიმჭიდროვით კი მხოლოდ აზიას ჩამორჩება.

ევროპა-აზიის საზღვარი

ევრაზიის სუპერკონტინენტის ევროპისა და აზიის კონტინენტებად დაყოფა პირობითია, ვინაიდან მათს შორის რაიმე მკვეთრად გამოხატული ფიზიკურ-გეოგრაფიული ან გეოლოგიური მსაზღვრელი არ არსებობს. ამდენად ზოგადად და საერთოდ ეს დაყოფა უპირატესად კულტურულ-ცივილიზაციური ხასიათისაა.

შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის დიდ ნაწილში - როდესაც ტერმინი ევროპა ფართოდ დაინერგა და საერთაშორისო ცნება გახდა - ევროპა გაიგივებული იყო „საქრისტიანოსთან“ (დღესაც კი დიდი ზომით ნებისმიერი დაყოფით ევროპა არსებითად სწორედ ტრადიციულ ქრისტიანულ ქვეყნებსა და ტერიტორიებს მოიცავს).

დაყოფის პირობითობა იქიდანაც ჩანს, რომ საზღვარი გაჰყავთ ურალის ქედის წყალგამყოფზე (ყველა ვარიანტში), მაგრამ - არა დიდი კავკასიონის ქედის წყალგამყოფზე, არამედ - ვთქვათ - კავკასიის ჩრდილოეთით მდებარე კუმა-მანიჩის დეპრესიის (დაბლობის) ხაზზე.

გეოგრაფებს შორის არსებობს (არსებითად პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე) 5 სხვადასხვა ვარიანტი, რომლებიც შეეხებიან ევროპასა და აზიას შორის პირობითი საზღვრის დადგენის საკითხს. ამ ვარიანტების მიხედვით, საზღვარი გადის:

(1) კუმა-მანიჩის ხაზზე.

ეს არის ფიზიკურ-გეოგრაფიულ ერთეულებს შორის არსებული გეოლოგიური საზღვარი. ამ ვარიანტით მთელი კავკასია მოთავსებულია აზიაში.(2 ა) კავკასიონის მთავარ ქედზე.

ეს ქვევარიანტი ეფუძნება ტერიტორიის ყველაზე არსებით ოროგრაფიულ ანუ გეოლოგიურ გაყოფას დიდი კავკასიონის წყალგამყოფის გასწვრივ. ამ შემთხვევაში ჩრდილოეთი კავკასია მდებარეობს ევროპაში, ხოლო სამხრეთი კავკასია - აზიაში. ამ შემთხვევაში საქართველოს ზოგი ნაწილი - მაგალითად ყაზბეგის რაიონი და თუშეთი ევროპაში იგულისხმებიან.(2 ბ) კავკასიონის მთავარ ქედზე.

ეს ქვევარიანტი ეფუძნება კლიმატურ პირობებს შორის განსხვავებას. ამ შემთხვევაში ჩრდილოეთი კავკასია მდებარეობს ევროპაში, ხოლო სამხრეთი კავკასია - აზიაში. ამ შემთხვევაშიც კლიმატური საზღვარი დიდი კავკასიონის წყალგამყოფს ემთხვევა და საქართველოს ზოგი ნაწილი - მაგალითად ყაზბეგის რაიონი და თუშეთი ევროპაში იგულისხმებიან.(3) მდინარეებზე რიონი, ყვირილა, მტკვარი.

ეს ვარიანტი, რომელიც საქართველოს ორ ტოლ ნაწილად ჰყოფს, ეკუთვნის ძველ ბერძენ ისტორიკოსს ჰეროდოტეს. ამ შემთხვევაში თბილისის მარცხენა სანაპირო (გლდანი-ნაძალადევი, დიდუბე-ჩუღირეთი, ისანი-სამგორი) ევროპაში მდებარეობს, მარჯვენა (ვაკე-საბურთალო, ძველი თბილისი, დიდგორი) კი აზიაში.(4) კავკასიონის მცირე მთიანეთზე.

ამ ვარიანტში გამყოფი ხაზის ჩრდილოეთით მოქცეულია საქართველო და ჩრდილოეთი კავკასია ანუ ტიპური ევროპული პეიზაჟების ტერიტორია.(5) ყოფილი სსრ კავშირის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ.

ეს არის წმინდა პოლიტიკური ვარიანტი, რომლის თანახმადაც მთელი კავკასია მოქცეულია ევროპაში.როგორც აქედან ჩანს, (1) და (5) ვარიანტები ორ უკიდურესობას წარმოადგენს, დანარჩენები კი კომპრომისულია. ფაქტია, რომ კულტურულად და პოლიტიკურად კავკასიელები ევროპელები არიან (ასეთ კლასიფიკაციას ემხრობიან უმრავლესი საერთაშორისო ორგანიზაციები), მაგრამ გეოგრაფიულად მთელი კავკასია (გარდა 2 ბ ვარიანტისა) აზიას ეკუთვნის.

ვაგიფ სულთანლი

ვაგიფ სულთანლი (ვაგიფ სულთან ოღლი ვერდიევი; აზერ. Vaqif Sultanlı) — აზერბაიჯანელი პროზაიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, 1994 წლიდან აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის წევრი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1999).ვაგიფ სულთანლი დაიბადა 1958 წლის 2 მარტს აზერბაიჯანის სსრ-ის ქურდამირის რაიონის სოფელ შაჰსევანში.

დაამთავრა სოფელ ქოჰნაბაზარის საშუალო სკოლა (1964 – 1974). პარალელურად სწავლობდა ქურდამირის რაიონულ მუსიკალურ სკოლაში (1970 – 1975). რაღაც დროის განმავლობაში მუშაობდა მუშად ქურდამირის ელექტროქსელში (1974 – 1976).

1981 წელს წარჩინების დიპლომით დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი, რის შემდეგაც ვ.სულთანლი გააწესეს აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად ისმაილლის რაიონის სოფელ კალაჯიგის საშუალო სკოლაში. შემდგომში სწავლა გააგრძელა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ლიტერატურის კათედრის ასპირანტურაში.

დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ხასიათის პრობლემა აზერბაიჯანულ დრამატურგიაში“ (1984). მუშაოდა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლად, უფროსს მასწავლებლად და დოცენტად (1984 – 1991). ამჟამად პროფესორია (1999) უნივერსიტეტის ისტორიის კათედრაზე. 1997 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „მუჰამედ ამინ რასულზადეს ცხოვრება და ლიტერატურული მოღვაწეობა“ (1997). აქტიურად ეწევა საზოგადოებრივ მოღვაწეობას. 1991 წელს დააარსა აზერბაიჯანთმცოდნეთა ასოციაცია და არჩეულ იქნა მის თავმჯდომარედ.

მუშაობდა ლიტერატურული გადაცემების კორესპონდენტად ამერიკული რადიოსადგურების („თავისუფლება“ და „თავისუფალი ევროპა“) აზერბაიჯანულ რედაქციაში (1995 – 1998). გახლდა რამდენიმე ჟურნალის მთავარი რედაქტორი, რომლებიც გამოდიოდნენ პოლონეთში („ხუდაფარინი“, 1995), შვეციაში („არაზი“, 1996 – 1997), აშშ-ში („მსოფლიოს აზერბაიჯანელები“, 2000 – 2012).

თურქული ლიტერატურის ორგანიზაციის („კვიპროსი-ბალკანეთი-ევრაზია“) კავკასიური ბიუროს ხელმძღვანელია. მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციების, სიმპოზიუმებსა და ფორუმების მონაწილე და მომხსენებელია.

ჰასან ბეკ ზარდაბის სახელობის პრემიისა (1995) და თურქული ლიტერატურის ორგანიზაციის („კვიპროსი-ბალკანეთი-ევრაზია“) პრემიის (2002) ლაურეატია. 2014 წელს დაჯილდოვდა ეგვიპტის კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელით.

იყო არჩეული მსოფლიოს აზერბაიჯანელთა კონგრესის საბჭოს წევრად, რომლის ყრილობები ჩატარდა შვეციაში (2001), ჰოლანდიაში (2002), გერმანიაში (2004), ბელგიასა (2008) და დიდ ბრიტანეტში (2010).

2012 წელს დაარსებული საერთაშორისო ეპოსების კვლევების საზოგადოების (ცენტრალური ოფისი მდებარეობს პეკინში) წევრია (The International Society for Epic Studies).

2018 წელს არჩეულ იქნა მწერალთა საერთაშორისო ასოციაციის წევრად, რომელიც მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

კავკასია

კავკასია (აზერ. Qafqaz; სომხ. Կովկաս; რუს. Кавказ) (სახელწოდება პირველად მოხსენიებულია დრამატურგის ესქილეს ტრაგედიაში „მიჯაჭვული პრომეთე“) — ვრცელი ბუნებრივი რეგიონი შავ, კასპიის და აზოვის ზღვებს შორის. იგი შემოსაზღვრულია კუმა-მანიჩის ღრმულით (ჩრდილოეთი), ირანით და თურქეთით (სამხრეთი), ყუბანის შესართავით (დასავლეთი) და აფშერონის ნახევარკუნძულით (აღმოსავლეთი).

კონტინენტი

კონტინენტი, იგივე მატერიკი — ხმელეთის დიდი ერთეული, რომელიც გარშემორტყმულია წყლის დიდი მასივებით (ზღვები, ოკეანეები).

კონტინენტი მომდინარეობს ტერმინისაგან "Terre Continente", რაც „უწყვეტ მიწას“ ნიშნავს, ანუ ეს არის ხმელეთის მასივი, რომლის რომელიმე კუთხეში მისვლა შესაძლებელია ზღვებისა და ოკეანეების გადაულახავად. გარდა ამისა, არ არსებობს ოფიციალური შეთანხმება იმის თაობაზე, თუ რა სიდიდის უნდა იყოს კუნძული, რომ ის განხილულ იქნეს კონტინენტად. საზოგადოდ, გრენლანდია (2.175.600 კმ2) ითვლება ყველაზე დიდ კუნძულად, ხოლო ავსტრალია (7.686.589 კმ2) - ყველაზე მცირე კონტინენტად.

ლავრაზია

ლავრაზია — ორი კონტინენტიდან ჩრდილოეთით მდებარე (სამხრეთით იყო გონდვანა). ამ ორ კონტინენტად დაიშალა პანგეა მეზოზოურ ერაში. ლავრაზიის შემადგენელი ნაწილები იყო ამჟამინდელი ევრაზია და ჩრდილოეთი ამერიკა, რომლებიც თავის მხრივ დაახლოებით 135-200 მლნ წლის წინათ განცალკევდნენ ერთმანეთისგან.

ლავრაზია ზეკონტინენტი იყო, რომელიც პანგეას გახლეჩით წარმოიშვა და ჩრდილოეთის ნახევარსფეროს დიდ ნაწილს მოიცავდა, ძირითადად კი, ლავრენტიას (კონტინენტი, რომელიც პალეოზოურ ერაში არსებობდა ცენტრალური კანადის ადგილას და კანადის კონტინენტურ ფარს მისცა სახელი), ბალტიკას, ციმბირს, ყაზახეთსა და ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ კონტინენტურ ფარებს.

ლავრაზია ლავრენტიასა და ევრაზიას აერთიანებს.

ნიღაბი (რიტუალი)

რიტუალური ნიღაბი — ხალხური ან რელიგიური დღეობებისათვის განკუთვნილი ნიღაბი ძველთაგანვე ფართოდ იყო გავრცელებული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (აფრიკა, ევრაზია, ოკეანეთი, ამერიკა). ნიღაბი სიმბოლურად გამოხატავდა ადამიანს ან ცხოველს, ფანტასტიკურ ან მითოლოგიურ პერსონაჟებს. რიტუალური ნიღბების გამოყენება დაკავშირებული იყო ტოტემისტურ ან ანიმისტურ წარმოდგენებთან, წინაპართა და ცხოველთა კულტებთან, რომელთა მიხედვით, ნიღბიანი პიროვნება თვითონვე გარდაისახებოდა იმ არსებად, რომელსაც ნიღაბი გამოხატავდა. ოკეანეთში ნიღაბს იყენებდნენ მამაკაცთა კავშირები, ახალგაზრდების განდობის ცერემონიაში (ინიციაცია). სამხედრო თავდასხმების ან მართლმსაჯულების აღსრულების დროს. ციმბირის ცალკეულ რეგიონებში ნიღბების გამოყენება დაკავშირებული იყო შამანურ ლოცვებთან. ანტიკური სამყაროსა და ძველი მსოფლიოს დაწინაურებული მიწათმოქმედი ხალხების კულტურებში. ნიღბები გავრცელდა სხვადასხვა რელიგიურ რიტუალებსა და მისტერიებში. ისტორიული და არქეოლოგიური მონაცემებით, ნიღბების არსებობა საქართველოში ძველთაგანვეა დამოწმებული. რიტუალურ ნიღბებს საქართველოში იყენებდნენ საახალწლო, ბერიკაობა-ყეენობია, ლაზარობა-გონჯაობისა და მიცვალებულთა სულებისადმი მიძღვნილ რიტუალებში. ეთნოგრაფიული მონაცემებით დამოწმებულია რიტუალური ნიღბების 2 სხვაობა:

სახეზე ასაფარებელი, თავზე ჩამოსაცმელი ან თავზე გასაკეთებელი ნიღაბი;

ნიღაბსამოსები.პირველ სახესხვაობას განეკუთვნება ნაჩვრეტებიანი ნიღაბი თვალებზე, ცხვირზე ან ნიკაპზე ასაფარებელი და ადამიანი სახის ან ცხოველის თავპირის გამომსახველი, თავზე ჩამოსაცმელი ან თავზე გასაკეთებელი. ნიღაბს ცვლიდა სახის გამურვის წესი. სახის ან თავზე ჩამოსაცმელ ნიღბებზე, ისევე როგორც სახის გამურვისას, იხურავდნენ თავისებურ ქუდს ან მის იმიტაციას, იკეთებდნენ ფრინველის ფრთებს, ცხოველის რქებს და თოჯინას. ამავე ფუნქციას ასრულებდა თავზე დადგმური საბუდარი შიგ ჩამჯდარი ცოცხალი კრუხით. მეორე სახესხვაობას განეკუთვნება ჩასაცმელი და მოსასხამი ნიღბები; ჩასაცმელი ნიღაბი ზოომორფული ან ანთროპომორფული იყო და ორი ნაწილისაგან — ნიღბისა და ნიღაბსამოსისაგან შედგებოდა, მოსასხამი კი მთლიანი იყო და მუდამ ზოომორფული გამოსახულება (თხა, ცხვარი, ხარი, ღორი, დათვი, მგელი, ფანტასტიკის პერსონაჟები და ა. შ.) ჰქონდა. საქართველოს ცალკეულ კუთხეებში ნიღბების დასამზადებლად იყენებდნენ ქეჩას, ხის ქერქს, ნამჯის ტყავს, გოგრას, სახიან ქსოვილს, ცხოველთა თავის ქალას და ა. შ.

პოსტსაბჭოთა სივრცე

პოსტსაბჭოთა სივრცე, აგრეთვე ცნობილი როგორც ყოფილი სსრკ–ის რესპუბლიკები — დამოუკიდებელი ქვეყნები, რომლებმაც დატოვეს საბჭოთა კავშირი 1991 წელს მისი დაშლის დროს.

ტერმინი შემოტანილია ლიტველი ისტორიკოსის ალგის პრაზაუსკასის მიერ და პირველად გამოჩნდა სტატიაში „დსთ, როგორც პოსტკოლონიური არეალი“, გამოცემული 1992 წლის 7 თებერვალს „ნეზავისიმაია გაზეტა“–ში.

სომხეთის საზოგადოებრივი რადიო

სომხეთის საზოგადოებრივი რადიო (სომხ. Հայաստանի հանրային ռադիո) — საზოგადოებრივი რადიოსადგური სომხეთში, რომელიც მაუწყებლობს ულტრამოკლე და საშუალო ტალღების დიაპაზონში, საკაბელო რადიოქსელით, ინტერნეტითა და თანამგზავრული კავშირით Eutelsat და HotBird (ევროპა), Eutelsat 36B (ევრაზია), Galaxy 19 (ჩრდილოეთი ამერიკა). რადიოსადგურის საეთერო ბადე შედგება საზოგადოებრივ-პოლიტიკური, საინფორმაციო, კულტურულ-გასართობი, სპორტული და მუსიკალური გადაცემებისაგან.

სუპერკონტინენტი

სუპერკონტინენტი (ინგლ. Supercontinent) — კონტინენტი, რომელიც შეიცავს დედამიწის კონტინენტური ქერქის დიდ ნაწილს. კონტინენტების გადაადგილების შესწავლის ისტორიამ უჩვენა, რომ პერიოდულობით კონტინენტური ფილები განიცდიდნენ შეერთებას, შემდეგ კი ისინი იშლებოდნენ. ზოგიერთი მკვლევარი ასეთ კონსტიტენციას ხსნის დედამიწის მანტიის გადასვლით ერთი უჯრედიდან ორუჯრედიან დინების სისტემაზე.

სუპერკონტინენტის განმეორებით წარმოქმნას ვარაუდობენ ამერიკელი მეცნიერები, რომლებსაც მიაჩნიათ რომ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ შესაძლებელია მოხდეს კონტინენტების ხელახალი გადაადგილება.

აფრიკა შეუერთდება ევროპას, ავსტრალია მომავალშიც გააგრძელებს ჩრდილოეთით მოძრაობას და აზიასთან გაერთიანდება, ხოლო ატლანტის ოკეანე რამდენადმე გაფართოების შემდეგ სრულიადაც გაქრება. აფრიკის მოახლოებასთან ერთად გაიზრდება ალპებისა და პირენეების მთათა სისტემები, ხოლო თურქეთსა და საბერძნეთს ხშირი მიწისძვრები შეაწუხებენ.

პანგეა ულტიმა (~250 — ~400 მლნ. წელი);

ავსტრალია-ანტარქტიდა-აფროევრაზია (~130 მლნ. წელი);

ავსტრალია-აფროევრაზია (~60 მლნ. წელი).

ღორი

ღორი (ლათ. Sus) — ძუძუმწოვართა გვარი ღორისებრთა ოჯახისა.

მათი სამშობლოა ევრაზია, საიდანაც მოგვიანებით სხვა კონტინენტებზეც გამრავლდნენ. გვხვდებიან ყველა კონტინენტზე, არქტიკისა და ანტარქტიკის რაიონების, მაღალმთიანი ტერიტორიების, რამდენიმე უდაბნოსა და კუნძლის გარდა. არქეოლოგიური კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ადამიანმა ღორი ჯერ კიდევ 10 000 წლის წინ მოიშინაურა, თხასა და ცხვარზე ადრე.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.