ეგეოსის ზღვა

ეგეოსის ზღვა ხმელთაშუა ზღვის განშტოებაა, მდებარეობს პელოპონესის ნახევარკუნძულსა და ანატოლიას შორის. ის მარმარილოსა და შავ ზღვებს უერთდება დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებით.

ზღვის ფართობი 214 000 კმ-ს შეადგენს, გრძედის მიმართულებით გადაჭიმულია დაახლოებით 610 კმ-ზე, ხოლო განედის 300 კმ-ზე. მაქსიმალური სიღრმე 3 543 მეტრია (კრეტის აღმოსავლეთით).

Aegeansea
ეგეოსის ზღვის თანამგზავრული ფოტო

რესურსები ინტერნეტში

აგელადა

აგელადა (ბერძ. Ἀγελάδας) — ბერძენი, მოქანდაკე. არგოსის სკოლის მამამთავარი. მოღვაწეობდა დაახლოებით ძვ. წ. 520-450 წლებში. იყო მირონის, პოლიკლიტესა და შესაძლოა ფიდიასის მასწავლებელი. აგელადას ნამუშევრებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ვარაუდობენ რომ აგელადა იყო ავტორი არტემისიონის კონცხთან (ეგეოსის ზღვა) ნაპოვნი პოსეიდონის ქანდაკებისა (ბრინჯაო, დაახლოებით ძვ. წ. 460 წელი, ათენის არქეოლოგიის ეროვნული მუზეუმი).

ბალკანეთის ნახევარკუნძული

ბალკანეთის ნახევარკუნძული — ნახევარკუნძული სამხრეთ ევროპაში. ფართობი დაახლოებით 505 ათასი კმ2. დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 1260 კმ-ზე, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ — 950 კმ. დასავლეთით ეკვრის ადრიატიკისა და იონიის, აღმოსავლეთით — შავი, მარმარილოს და ეგეოსის ზღვები, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები. პირობითი სახმელეთო საზღვარია მდინარე დუნაისა და მდინარე სავის შესართავამდე, იქიდან კი — ტრიესტის ყურის წვერამდე.

გელიბოლუს ნახევარკუნძული

გელიბოლუს ნახევარკუნძული (თურქ. Gelibolu) — ნახევარკუნძული თურქეთის ევროპულ ნაწილში, დარდანელის სრუტესა და საროსის ყურეს (ეგეოსის ზღვა) შორის. სიგრძე 90 კილომეტრი, სიგანე 20 კილომეტრი. აგებულია პალეოგენური ქვიშაქვებითა და თიხებით. რელიეფი ვაკეა, აქა-იქ 420 მეტრამდე სიმაღლის ბორცვიანი ვაკეებია. მცენარეულობა ხმელთაშუა ზღვის ტიპისაა. ნახევარკუნძულზეა საზღვაო ნავსადგური გელიბოლუ.

დალამანი

დალამანი (თურქ. Dalaman) — ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში, ეგეოსის რეგიონში, მუღლის პროვინციის ერთ-ერთი საკურორტო ქალაქი. მდებარეობს ეგეოსის ზღვის სანაპიროზე. მუღლის პროვინციაში მდებარე თითქმის ყველა ქალაქი საკურორტოა და არც დალამანია გამონაკლისი. მდებარეობს 10 მეტრზე ზღვის დონიდან. 2012 წლის აღწერის მონაცემებით, მისმა მოსახლეობამ 24 807 ადამიანი შეადგინა. თუმცა, ზაფხულში ქალაქის მოსახლეობაზე მეტი ტურისტი ჩადის დალამანში. დალამანს აქვს მერია და მისი მერი არის მუჰამედ შაშმაზი. ქალაქ დალამანის ფართობი 621.86 კმ²-ია. დალამანში მდებარეობს თურქეთში ცნობილი „დალამანის აეროპორტი“. ტურიზმის გარდა, დალამანში ეკონიმიკის მნიშვნელოვანი დარგია სოფლის მეურნეობა, რადგან ქალაქში არის ძალიან ნაყოფიერი მიწა.

დალამანს სამხრეთ-დასავლეთით ეგეოსის ზღვა ესაზღვრება. სამხრეთით მას ქალაქი ფეთჰიე ესაზღვრება, დასავლეთით — ორთაჯა, ხოლო ჩრდილოეთით — ქიოჩეგიზი. ამას გარდა, ქალაქ დალამანს აღმოსავლეთით დენიზლის პროვინცია ესაზღვრება.

დოდეკანესის კუნძულები

დოდეკანესი (ბერძ. Δωδεκάνησα) — საბერძნეთის კუთვნილი არქიპელაგი ეგეოსის ზღვაში. შედგება 12 დიდი და 150-ზე მეტი პატარა კუნძულისაგან, რომელთაგან 26 დაუსახლებელია. კუნძულები განლაგებულია თურქეთის სანაპირო ზოლის სამხრეთ დასავლეთით, კუნძულ სამოსის სამხრეთითა და კუნძულ კრეტის ჩრდილოეთით. მიეკუთვნება სამხრეთ სპორადესის კუნძულთა ჯგუფს. დოდეკანესს მდიდარი ისტორია გააჩნია. მის დაუსახლებელ კუნძულებზეც კი განლაგებულია არაერთი ბიზანტიური ეკლესია და შუა საუკუნეების ციხესიმაგრე.

არქიპელაგის ისტორიულად ყველაზე მნიშვნელოვანი და ცნობილი კუნძულია როდოსი, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში რეგიონს აკონტროლებდა. სხვა მნიშვნელოვანი კუნძულებია კოსი, პატმოსი, ასტიპალეა, კალიმნოსი, კარპატოსი, კასოსი, ლეროსი, ნისიროსი და ა. შ.

ეგევსი

ეგევსი (ბერძნ. Αἰγεύς) — ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ათენის მეფე, თესევსის მამა. კუნძულ კრეტაზე ურჩხულ მინოტავრის მოსაკლავად გამგზავრებისას თესევსს ეგევსმა სთხოვა, თუ მშვიდობით დაბრუნდებოდა, გემზე შავის ნაცვლად თეთრი იალქანი გაეშალა. გამარჯვებულ თესევსს დაავიწყდა პირობა. შავი იალქნის დანახვაზე ეგევსმა იფიქრა, შვილი დამეღუპაო და ზღვაში დაიხრჩო თავი. ასე დაერქვა ამ ზღვას ეგეოსის ზღვა. ეგევსი პოსეიდონის ერთ-ერთი სახელიც იყო. ათენში არსებობდა ეგევსის კულტი და ტაძარი, რომელსაც ეგეიონი ეწოდებოდა.

ედირნეს პროვინცია

ედირნეს პროვინცია (თურქ. Edirne ili) – პროვინცია (ილი) თურქეთში, ისტორიულ–გეოგრაფიულ პროვინცია აღმოსავლეთ თრაკიაში. მარმარილოს ზღვის რეგიონში. ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქი ედირნე. აღმოსავლეთით ესაზღვრება ქირკლარელის თექირდაღის და ჩანაქკალეს პროვინციები, ჩრდილოეთით – ბულგარეთი, დასავლეთით მდინარე მარიცა და საბერძნეთი, სამხრეთით – ეგეოსის ზღვა.

მოსახლეობა 382,222 ადამიანი (2007), უდიდესი ქალაქია ედირნე

ზღვა

ზღვა — მსოფლიო ოკეანის ნაწილი, გამოყოფილი ხმელეთით ან შემაღლებული წყალქვეშა რელიეფით. მსოფლიო ოკეანისაგან აგრეთვე განსხვავდება ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური და კლიმატური რეჟიმით, რაც დაკავშირებულია მსოფლიო ოკეანესთან მიმართებაში მათ შემოსაზღვრულ მდებარეობასა და წყლის შენელებულ მიმოქცევასთან გაშლილ ნაწილთან შეზღუდული კავშირის გამო. ზოგიერთი ზღვა ნაწილია სხვა ზღვის (მაგალითად, ეგეოსის ზღვა – ხმელთაშუა ზღვის ნაწილია). ტერმინი „ზღვა“ ხშირად გამოიყენება გაუმდინარე, დიდი, მლაშე ტბების (მაგალითად, კასპიის ზღვა, არალის ზღვა) და ხელოვნური წყალსაცავების (მაგალითად, თბილისის ზღვა) სახელწოდებებში.

ამასთან, ზღვებს ყოფენ მათი ფლორისა და ფაუნის შესაბამისად. ზღვის ფაუნისთვის დამახასიათებელია ენდემურობა.

სხვადასხვა ავტორებთან, კერძოდ, ბიბლიაში, ზღვად შეიძლება იწოდოს წყლის ნებისმიერი დიდი სივრცე (მდინარეები, ტბები, ყურეები); მაგალითად, ეგვიპტის ზღვა ( ესაია წინასწარმეტყველის წიგნი, 11.15 ) ბიბლიაში, სხვადასხვა მოსაზრებით, აღნიშნავს ან მდინარე ნილოსს, ან წითელი ზღვის ნაწილს. გარდა ამისა, ამ წიგნში ზღვად იწოდება მდინარე ევფრატიც.

ზღვად წოდებული ობიექტები არსებობს არა მხოლოდ დედამიწაზე; მაგ., სამხრეთის ზღვა არსებობს მარსსა და მთვარეზე (მთვარეზე ზღვად იწოდება (ვიზუალურად) ამ პლანეტის დისკოზე არსებული მუქი ლაქა).

თესალია

თესალია — რეგიონი საბერძნეთში. ამ რეგიონის საერთო ფართობია 14.036 კმ.2 და მოიცავს საბერძნეთის მოსახლეობის 11%–ს. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება დასავლეთი და ცენტრალური მაკედონია, სამხრეთით ეგრეთ წოდებული საბერძნეთის ცენტრი, დასავლეთით საბერძნეთის დასავლეთ რეგიონი, იპირი და აღმოსავლეთით ეგეოსის ზღვა.

იზმირი

იზმირი (თურქ. İzmir (იზმირ); ბერძ. Σμύρνη (სმირნა)) — ქალაქი დასავლეთ თურქეთში, იზმირის ყურის (ეგეოსის ზღვა) ნაპირზე. იზმირის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. დაარსდა ძვ. წ. II ათასწლეულში როგორც ბერძნულ-ეოლოელთა კოლონია და სმირნა ეწოდა.

კრეტის ზღვა

კრეტის ზღვა — მდებარეობს ეგეოსის ზღვის სამხრეთით, კუნძულ კრეტას ჩრდილოეთით და კიკლადის სამხრეთით.

ეს ზღვა გადაჭიმულია დასავლეთით მდებარე კუნძულ კიტირადან, აღმოსავლეთით დოდეკანესის კუნძულებამდე. კრეტის ზღვა სრუტეების მეშვეობით უკავშირდება როგორც იონიის ზღვას, ასევე, ხმელთაშუა ზღვას.

მირტოის ზღვა

მირტოის ზღვა (ბერძ. Mυρτώο Πέλαγος) — ხმელთაშუა ზღვაში არსებული ზღვა. იგი მდებარეობს კიკლადასა და პელოპონესს შორის. მირტოის ზღვის სიახლოვეს მდებარეობს ეგეოსის ზღვა.

ამ ზღვას ეწოდა მითური გმირის მირტილის სახელი.

მუღლის პროვინცია

მუღლის პროვინცია (თურქ. Muğla ili) — პროვინცია (ილი) დასავლეთ თურქეთში, ეგეოსის რეგიონში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი მუღლა. მოიცავს 13 რაიონს.

როდოსი (ქალაქი)

როდოსი (ბერძ. Ρόδος) — მთავარი ქალაქი და ყოფილი მუნიციპალიტეტი საბერძნეთის კუთვნილ დოდეკანესის კუნძულების კუნძულ როდოსზე. 2011 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 53 709 ადამიანს შეადგენს. როდოსი ცნობილია ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან, რადგან აქ მდებარეობდა მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი - როდოსის კოლოსი. როდოსის ციტადელი, რომელიც ჯვაროსნებმა ააგეს, ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახულია შუა საუკუნეების ევროპის ანალოგიურ ნაგებობებს შორის. 1988 წელს იუნესკომ იგი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. დღეს როდოსი საერთაშორისო ტურიზმის პოპულარულ დესტინაციას წარმოადგენს.

ქალაქი როდოსი კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდეზე მდებარეობს და ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით სამკუთხედის ფორმას იღებს. მიწის ფართობით, ის კუნძულის ყველაზე პატარა მუნიციპალიტეტია, მაგრამ მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდი. ჩრდილოეთიდან ქალაქს ესაზღვრება ეგეოსის ზღვა, აღმოსავლეთით და დასავლეთით - ლალისოსის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით - კალიტეის მუნიციპალიტეტი.

კუნძული როდოსი ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის გზაჯვარედინზე მდებარეობს. სწორედ ამიტომ, კუნძულზე მრავალი უმთავრესი საზღვაო გზა გადიოდა, რამაც როდოსს საკმაოდ მდიდარი ისტორია დაუტოვა. როდოსი დასახლებულია ჯერ კიდევ ძვ. წ. 4000 წლიდან (ნეოლითის ხანა).

საბერძნეთი

საბერძნეთის რესპუბლიკა (ბერძ. Ελληνική Δημοκρατία - გამოითქმის როგორც ელინური რესპუბლიკა, რაც მისი ოფიციალური სახელიცაა) — სახელმწიფო სამხრეთ ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. საბერძნეთს სახმელეთო საზღვარი ჩრდილო-დასავლეთით აქვს ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ჩრდილოეთით ბულგარეთთან და თურქეთთან. საბერძნეთს აღმოსავლეთიდან აკრავს ეგეოსის ზღვა, იონიის ზღვა დასავლეთიდან, ხოლო სამხრეთიდან ხმელთაშუა ზღვა. საბერძნეთის სანაპირო ზოლი 13 676 კილომეტრით მსოფლიოში მეოცეა, რომელიც ქმნის კუნძულების დიდი რაოდენობას (დაახლოებით 1400 საიდანაც 227 დასახლებულია). მათ შორისაა: კრეტა, დოდეკანესი, იონიის კუნძულები, კიკლადი. საბერძნეთის 80 % შედგება მთიანი რელიეფისგან და მისი უმაღლესი მთა ოლიმპო 2917 მეტრს აღწევს.

საბერძნეთის მდინარეების სია

საბერძნეთის მდინარეების სია.

სანტორინი

სანტორინი (ბერძ. Σαντορίνη, IPA: sando'ɾini) — მცირე ზომის ცირკულარული განლაგების ვულკანური კუნძულების ჯგუფი სამხრეთ ეგეოსის ზღვაში, დაახლოებით 200 კმ-ში საბერძნეთის კონტინენტური ნაწილის სანაპიროდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. ის ასევე ცნობილია სახელით „თერა“ ( ბერძ. Θήρα). ციკლადესის ჯგუფის კუნძულთა შორის ყველაზე სამხრეთით მდებარე ნაწილია, ფართობით 73 კმ² და 2001 წლისთვის მისი მოსახლეობა შეადგენდა 13 600 ადამიანს.

ქალკიდიკი

ქალკიდიკი (ბერძ. Χαλκιδική) — ნომი საბერძნეთში, ცენტრალური მაკედონიის რეგიონში. ნომის დედაქალაქია — პოლიგიროსი. ქალკიდიკი ნომს ქალკედონის ნახევარკუნძულის დიდი ნაწილი უკავია. ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება სალონიკის ნომს, ხოლო დანარჩენი მხრიდან ეგეოსის ზღვა. ქალკიდიკის ნომის ტერიტორიაზე მდებარეობს კუნძულები: კასანდრა, სიტონია და აიონ-ოროსი (ათონი). ქალკიდიკი — პლაჟის ტურიზმის ცენტრია საბერძნეთში.

მოსახლეობის რაოდენობა — 104 894 ადამიანი

ფართობი — 2 918 კმ²

ჩესმეს ბრძოლა

ჩესმეს ბრძოლა, ჩეშმეს ბრძოლა (თურქ. Çeşme Deniz Savaşı) — საზღვაო ბრძოლა რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომის დროს 1770 წლის 7 ივლისს ჩესმეს ყურეში (ეგეოსის ზღვა, ქიოსის სრუტე). არქიპელაგში მოქმედმა რუსულმა ფლოტმა 5 ივლისს ქიოსის სრუტეში, ჩესმეს ჩრდილო-დასავლეთით, შეუტია ოსმალეთის ფლოტს და მოწინააღმდეგის საფლაგმანო ხომალდი ჩაძირა. ოსმალეთის ფლოტმა თავი შეაფარა ჩესმეს ყურეს, სადაც იგი რუსეთის ფლოტმა ჩაიჭირა. 7 ივლისს ღამით ყურის შესასვლელთან კონტრ-ადმირალ ს. გრეიგის ავანგარდმა ცეცხლი წაუკიდა ოსმალეთის ხომალდებს, ხოლო შეტევაზე გადასულმა რუსეთის ფლოტის 4 ბრანდერმა - სახაზო ხომალდს. 1 სახაზო ხომალდისა და 5 გალერის გარდა ოსმალეთის მთელი ფლოტი დაიწვა.

წყნარი ოკეანე
ატლანტის ოკეანე
ინდოეთის ოკეანე
არქტიკის ოკეანე
ანტარქტიკის ოკეანე

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.