ებრაული ენა

ებრაული ენა (ებრ. עִבְרִית [Ivrit] — „ივრით“) — განეკუთვნება სემიტურ ენათა ქანაანურ ჯგუფს. ებრაული ენის უძველესი ძეგლებია: ბიბლია, ეპიგრაფიკული ძეგლები (გეზერის კალენდარი - ძვ. წ. X ს., შილოახის წარწერა - ძვ. წ. VII ს.), ოსტრაკა (სამარიიდან - ძვ. წ. VIII ს., ლახიშიდან - ძვ. წ. VI ს.), პალიმფსესტი იუდას უდაბნოდან (ძვ. წ. VIII - VII სს.), მონეტები, წარწერიანი საწონები. ძვ. წ. VI საუკუნემდე ებრაული ენა საერთო-სახალხო ენა იყო პალესტინაში, რის შემდეგაც დაიწყო მისი არამეიზაცია (პირველყოვლისა - ქალაქებში). ამ პერიოდში (ძვ. წ. XII-II სს.) ებრაული ენა ცნობილია როგორც ბიბლიის ებრაული ან ძველი ებრაული. ახ. წ. III საუკუნემდე ებრაული ენა ჯერ კიდევ იხმარებოდა სოფლის მოსახლეობაში; ქალაქად მას იყენებდნენ მხოლოდ სწავლულები - რაბინები, რომლებაც შექმნეს „აკადემიური“ ლიტერატურა: ბიბლიის კომენტარები და ბიბლიური კანონების დამატებანი („მიშნა“, „თოსეფთა“, „მიდრაშები“). უფრო გვიან - იერუსალიმისა და ბაბილონის „თალმუდები“ (IV-V სს.), ბიბლიის ტექსტების კითხვის წესებისა და ვოკალიზაციის ნიშნების კრებული „მასორა“(VI-VII სს.). ამ ლიტერატურის ენა ცნობილია როგორც რაბინული ებრაული ან მიშნის ებრაული. ძვ. წ. III- ახ. წ. II საუკუნეების ხანისაა იუდას უდაბნოში (ყუმრანისა და მურაბათის ხეობები) აღმოჩენილი გრაგნილები, ოსტრაკა, ასევე ნახალ-ხევერში ნაპოვნი კორესპონდენცია. ბიბლიის შემდგომი ებრაული ლიტერატურის ენა საშუალო ებრაულადაა ცნობილი. ამის შემდეგ იწყება თანამედროვე ებრაულის ხანა (ზოგჯერ მას უსწოროდ „ძველებრაულს“, „ივრითს“ უწოდებენ, რაც ებრაულად „ებრაულ ენას“ ნიშნავს). თანამედროვე ებრაული ენა გაცოცხლებული ბიბლიის ენაა, რომელზედაც XIX საუკუნის ბოლოდან სისტემატურად იქმნება ლიტერატურა (მხატვრული, სასწავლო, პერიოდიკა), ხოლო ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ (1948) ამ სახელმწიფოს ოფიციალური ენაა.

ებრაული ენა
ებრ. עִבְרִית
გავრცელებულია ისრაელი, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირი
მოლაპარაკეთა რაოდენობა 7 მლნ.
ოფიციალური სტატუსი ოფიციალური ენა ისრაელში
ლინგვისტური კლასიფიკაცია აფროაზიური ოჯახი:::სემიტური ოჯახი:::დასავლურ სემიტური ჯგუფი
დამწერლობის სისტემა ებრაული ანბანი
ენის კოდები ISO 639-1: he
ISO 639-2: heb
ISO/DIS 639-3: heb
ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-he}}

Wikipedia-logo.png ვიკისივრცეში არის ვიკიპედიაებრაული ენა

იხილეთ აგრეთვე

დამხმარე სახელმძღვანელოები, ქრესტომათიები, ლექსიკონები

  • წერეთელი, კონსტანტინე: ბიბლიის ებრაული – Biblical hebrew: გრამატიკა, ქრესტომათია, ლექსიკონი : სახელმძღვანელო / [რედ.: მ. გოცირიძე] - თბილისი : თბილისის უნ-ტის გამ-ბა, 2001 - ეძღვნება საქართველოში ებრაელთა დამკვიდრების 2600 წლისთავს . ISBN 99928-58-37-0
  • მალერი, ისრაელ: ალეფბეთი: ებრაული ანბანი სხვადასხვა ასაკის ბავშვებისათვის [მთარგმნ. გურამ ბათიაშვილი, მხატვ. მ. ჟერებჩევსკი] - თბილისი 2004
  • ებრაული ანთოლოგია / პროექტის ავტ. სოსო ჯინჯიხაშვილი ; [შემდგ. ირმა აბაშიძე ; რედ. მამუკა ბუცხრიკიძე] - თბილისი 2008. შპს ჟურნ. "თბილისელები"

რესურსები ინტერნეტში

ანა წინასწარმეტყველი (I)

ანა წინასწარმეტყველი (ებრ. חַנָּה, ბერძ. λδβλθυοτε Ἄννα) — ახალი აღთქმის პერსონაჟი. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი.

ებრაისტიკა

ებრაისტიკა დაკავებულია ებრაული ენისა და კულტურის შესწავლით.

ებრაული ენა (Hebraicum)

ჰებრაიკუმი (examen hebraicum) ეწოდება გამოცდას ებრაულ ენაში. გამოცდაზე ჩამბარებელმა უნდა დაამტკიცოს, რომ შესწევს უნარი გაიგოს ძველი აღთქმის ებრაულად შესრულებული ტექსტები.

ჰებრაიკუმი, ისევე როგორც გრეკუმი, ან ლატინუმი წარმოადგენს გამოცდის ერთ-ერთ ტიპს, რომლის წარმატებით ჩაბარების გარეშე წარმოუდგენელია ევროპის მრავალი ქვეყნის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება თეოლოგიის, ძველი და ახალი ფილოლოგიების სხვადასხვა მიმართულებით.

ცნობა ამ ენაში გამოცდის ჩაბარების შესახებ წარმოადგენს მთავარ წინაპირობას რომელიმე სემინარში მონაწილეობის უფლების მისაღებად. თეოლოგიის, სიძველეთმცოდნეობის და ძველი ფილოლოგიისა და არქეოლოგიის ნაყოფიერი სწავლისათვის მეტად მნიშვნელოვანია ამ ენის საფუძვლების ელემენტარული ცოდნა მაინც.

ებრაული ენის აკადემია

ებრაული ენის აკადემია (ებრ. הָאֲקָדֶמְיָה לַלָּשׁוֹן הָעִבְרִית, ჰა-აკადემია ლა-ლაშონ ჰა-ივრით) — უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულება ისრაელში. აკადემიის მიზანია ებრაული ენის ისტორიის შესწავლა და ნორმათა დადგენა. დაარსდა 1953 წელს ქნესეთის გადაწყვეტილებით. იგი მემკვიდრეა 1890 წელს დაარსებული ებრაული ენის კომიტეტისა (וַעַד הַלָּשׁוֹן הָעִבְרִית , ვაად ჰა-ლაშონ ჰა-ივრით). 1994 წელს ებრაული ენის აკადემიის ფარგლებში დაარსდა ებრაული ენის ისტორიის შესწავლისა და აღორძინების ინსტიტუტი.

აკადემია მდებარეობს იერუსალიმში.

ისრაელის ყველა მოქალაქეს აქვს უფლება მიმართოს აკადემიას და მიიღოს ებრაულ ენასთან დაკავშირებულ მისთვის საინტერესო საკითხებზე ოფიციალური ინფორმაცია.

ეპიფანე კვიპრელი

ეპიფანე კვიპრელი ან კვიპროსელი (ბერძ. Ἐπιφάνιος; დ. 315, პალესტინა — გ. 403) — სასულიერო პირი, კვიპროსის ეკლესიის ეპისკოპოსი. წმინდანად არის შერაცხილი რომის კათოლიკური ეკლესიისა და მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ. ცნობილია მისი ვრცელი თხზულება „პანარიონი“, რომელშიც აღწერილი აქვს ყველა ერესი — დასაბამიდან ქრისტიანულ ელინისტურ პერიოდამდე.

იდიში

იდიში არის ებრაული და სლავური ელემენტების მქონე დასავლეთგერმანული ენა. იდიში დღემდე გამოიყენებს ებრაულ დამწერლობას.

სიტყვა იდიში წარმოდგება აღმოსავლური იდიშიდან; jidisch [ייִדיש] – ასე წერდნენ ამ ფორმას უწინ, თუმცა არსებობდა მისი მართლწერის ალტერნატიული ფორმაც და კერძოდ „jüdisch“, რომელსაც თვითონ გერმანელები გამოიყენებდნენ და იგი შეიძლება ითარგმნოს როგორც „იუდეველური“. ეს სიტყვა-ფორმა XIX საუკუნეში ისესხა ინგლისურმა ენამ, მაგრამ მისი ინგლისურში გადატანა ამ ენის ფონეტიკური წესების მიხედვით (yiddish) მოხდა. მოგვიანებით, XX საუკუნეში კი ეს ინგლისურად გაფორმებული სიტყვა ისევ დაუბრუნდა გერმანულსა და საერთოდ, ევროპის მრავალ ენას და დღეს სხვადასხვა ვარიანტებად გვხვდება.

იესო ქრისტე

იესო ქრისტე, იესო ნაზარეველი (ბერძ. Ίησους, ებრ. יהושע [იეჰოშუა] < იჰვჰ — „გადარჩენა“, ბერძ. Χριστός [მირონცხებული] იგივე „მესია“ ებრაულად; დ. 7 იანვარი/25 დეკემბერი, ძვ. წ. 1, ბეთლემი — გ. 33, იერუსალიმი) — ქრისტიანული ეკლესიის თავი და დამფუძნებელი. ქრისტიანობა მსოფლიო რელიგიაა, ისლამის და ბუდიზმის გვერდით, მის მიმდევრად 2 100 000 000-ზე მეტი ადამიანი მიიჩნევა.

მოსკოვის აზიისა და აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტი

აზიისა და აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტი (რუსულად Институт стран Азии и Африки, ხოლო აბრევიაციით ასევე ИСАА [ი-ეს-ა-ა]) წარმოადგენს მოსკოვის მ. ვ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენელ ერთ–ერთ ნაწილს.

ინსტიტუტი 1956 წლის 24 აპრილს შეიქმნა სპეციალური ფაკულტეტის სახით და სასწავლებლად იღებდა უმაღლესი განათლების უკვე მქონე და 35 წელს გადაცილებულ სწავლის მსურველთ. აქ შეასწავლიდნენ ახლო და შორეულ აღმოსავლურ ენებს.

დღეს მოსკოვის მ. ვ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ ამ ინსტიტუტში შეისწავლიან აღმოსავლური ენების უმეტესობას და ასევე რამდენიმე აფრიკულ ენას. მეტ–ნაკლები ინტენსივობით აქ შეისწავლიან აზიისა და აფრიკის 40-მდე ენას.

აღმოსავლურ ენათაგან შეისწავლიან შემდეგ ენებს;ჩინური ენა, იაპონური ენა, კორეული ენა, ვიეტნამური ენა, მონღოლური ენა, ტაის ენა, ბირმული ენა, ფილიპინური ენები, სპარსული ენა, პუშტუ ენა, არაბული ენა, ებრაული ენა, ჰინდი ენა, ურდუ ენა, დარი ენა (ფარსი-ქაბული), ქმერული ენა და მალაიური ენა.აფრიკულ ენათაგან შეისწავლიან შემდეგ ენებს;კი-სუაჰილი, ჰაუსა, ამქარული, აფრიკაანსი.ინსტიტუტის ისტორიული ფაკულტეტის ბაზაზე 2010 წელს პირველად შეიკრიბა ქართული ენის, როგორც ძირითადი ენის შემსწავლელი ჯგუფი, თუმცა ამ საქმემ გაგრძელება ვერ ჰპოვა.

პინხას პოლონსკი

პინხას პოლონსკი (გვარ-სახელი დაბადებისას — პეტრე ეფიმის ძე პოლონსკი; დ. 11 თებერვალი, 1958, მოსკოვი) — იუდაიზმის ებრაელი მკვლევარი, რუს ებრაელებში იუდაიზმის პოპულარიზატორი, უამრავი წიგნის ავტორი და რედაქტორი, მათემატიკოსი.

რელიგია

რელიგია — იდეათა და ქმედებათა სისტემა, რომელიც დაფუძნებულია რწმენაზე, რომ არსებობენ ზებუნებრივი ძალები, რომლებიც ზემოქმედებენ სამყაროზე და ადამიანის ცხოვრებაზე. ეტიმოლოგიურად რელიგიის ყველაზე ცნობილი განსაზღვრებაა „ხელახლა დაკავშირება“, თუმცა სხვები ვარაუდობენ, რომ იგი ნიშნავს „(სამყაროს) განმეორებით წაკითხვას“. ეს იდეა ღირებულია ქრისტიანობისათვის, მაგრამ არა რომაული წარმართობისათვის, რომლისგანაც მომდინარეობს ეს სიტყვა. მათთვის „რელიგია“ არის ღმერთთან ვისიმე ხელახლა დაკავშირების იარაღი.

სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლური ფაკულტეტი

სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლური ფაკულტეტი (რუსულად Восточный факультет СПбГУ [ვოსტოჩნიჲ ფაკულ'ტეტ ეს-პე-ბე-გე-უ]) - რუსეთის უძველესი აღმოსავლეთმცოდნეობითი ფაკულტეტი. იგი ფუნქციონირებს 1855 წლიდან.

ულპანი

ულპანი — ებრაული ენის ინტენსიური შესწავლის ცენტრი.

ებრაული დიასპორის ქვეყნებში, სადაც ებრაელებმა შეინახეს თვითმყოფადი კულტურა ებრაული ენა შეისწავლება ებრაულ სკოლებში (მაგ. ინგლისი, საფრანგეთი, აშშ და იემენი); ამ ქვეყნებიდან რეპატირანტებს ძირითადად სჭირდებად მაღალი დონის ულპანები, რომლებშიც ისინი აუმჯობესებენ ყოველდღიურ საკონტაქტო ენას.

რეპატრიანტები პოსტსაბჭოთა სივრცედან და ეთიოპიიდან, იწყებენ განათლებას ულპან ალეფიდან, საბაზისო ულპანიდან, სადაც ასწავლიან ანბანს და აძლევენ სიტყვათა მწირ მარაგს.

უნიკოდი

უნიკოდი — სიმბოლოთა სტანდარტი, რომელიც საშუალებას იძლევა გამოვხატოთ პრაქტიკულად ყველა ენის დამწერლობის ნიშნები (სიმბოლოები, ასოები). უნიკოდი წარმოდგენილია რამდენიმე ფორმით: UTF-8, UTF-16 (UTF-16BE, UTF-16LE) და UTF-32 (UTF-32BE, UTF-32LE). აგრეთვე შემუშავებულია UTF-7, შვიდ ბიტიანი არხით ინფორმაციის გადაცემისთვის, მაგრამ ეს ფორმა, ASCII-სთან შეუთავსებლობის გამო, არ არის დამკვიდრებული და არ შედის უნიკოდის სტანდარტში.

Microsoft-ის Windows NT-ში, მასზე დაფუძნებულ სხვა სისტემებში: Windows 2000, Windows XP - (უნიკოდი Microsoft ოპერაციულ სისტემებში) ძირითადად გამოიყენება UTF-16LE. UNIX-ში და მსგავს ოპერაციულ სისტემებში - GNU/Linux, BSD და მაკ ოს X მიღებულია: ფაილებისთვის - UTF-8 ფორმა; UTF-32 ან UTF-8 კი ოპერატიული მეხსიერების მონაცემთა დამუშავებისთვის.

სტადარტი შემოთავაზებულია 1991 წ. - არაკომერციული ორგანიზაციის ”უნიკოდის კონსორციუმი”-ს მიერ.

, რომელიც აერთიანებს უმსხვილეს IT (ინტერნეტ ტექნოლოგიების) კორპორაციებს. ამ სტანდარტის გამოყენება საშუალებას იძლევა გავუკეთოთ კოდირება ძალზე მაღალი რაოდენობის სიმბოლოებს - სხვადასხვა დამწერლობებიდან: უნიკოდ დოკუმენტებში, კოდური გვერდის გამოყენების გარეშე, გვერდიგვერდ თავსდებიან ჩინური იეროგლიფები, მათემატიკური სიმბოლოები, ბერძნული ალფავიტის ასოები და კირილიცა.

უნიკოდის სტანდარტში კოდები დაყოფილია რამდენიმე ჯგუფად. U+0000-დან U+007F-მდე ჯგუფი შეიცავს ASCII სიმბოლოებს, შესაბამისი კოდებით. შემდეგ ჯგუფებში მოთავსებულია სხვადასხვა დამწერლობის ნიშნები, პუნქტუაციის ნიშნები და ტექნიკური სიმბოლოები. კირილიცის სიმბოლოებს ეთმობა U+0400-დან U+052F-მდე ჯგუფი.

ფინიკია

ფინიკია (ბერძ. φοινως, ფოინიკე, „მეწამულის ქვეყანა“) — უძველესი ქვეყანა, რომელიც ქანაანის რეგიონში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ (ე.წ. ლევანტის) სანაპიროზე მდებარეობდა, მოიცავდა თანამედროვე ლიბანს და ნაწილობრივ სირიისა და ისრაელის ტერიტორიებს.

ფინიკიელებმა მძლავრი ცივილიზაცია შექმნეს სხვადასხვა განვითარებული დარგით — საზღვაო ვაჭრობა იქნებოდა თუ მაღალი კულტურა. ფინიკიური დამწერლობა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია დაფიქსირებული მარცვლოვანი სისტემის მქონე დამწერლობის ნიმუშებს შორის. ფინიკიური ცივილიზაციის თვალსაჩინო განვითარება ძვ. წ. 1200—800 წლებზე მოდის. ძვ. წ. VI საუკუნეში ფინიკია სპარსებმა დაიპყრეს, ხოლო ძვ. წ. 332 წელს ალექსანდრე მაკედონელმა.

ფინიკიის უმთავრესი ქალაქებია: აკო, აჰზივი, ტიროსი (თანამედროვე სური), ცარაათი (სარეპტა), სიდონი (თანამედროვე საიდა), ბერუთა (თანამედროვე ბეირუთი), ბიბლოსი (გებალი), ტრიპოლი და არვადი. ხანდახან ფინიკიური ქალაქთა რიცხვს მოშორებით მდებარე ქალაქ უგარითსაც მიაკუთვნებენ (თანამედროვე რას-შარმა).

ქართველი ებრაელები

ქართველი ებრაელები — ებრაული ხალხის ეთნოლინგვისტური ჯგუფი. ქართულ ლიტერატურაში ტერმინი იხმარებოდა XI საუკუნიდან. XIX საუკუნეში ტერმინმა მიიღო ფართო გავრცელება რუსეთის იმპერიაში.

ქრისტეს ვნებანი

ქრისტეს ვნებანი (ინგლ. The Passion of the Christ) — 2004 წლის ამერიკული ეპიკური დრამატული ფილმი, რომლის რეჟისორი არის მელ გიბსონი. მთავარ როლში მონაწილეობს ჯეიმზ კევიზელი, რომელიც განასახიერებს იესო ქრისტეს. ფილმი აღწერს ქრისტეს ცხოვრების ბოლო, მოკლე პერიოდს, რომელიც ცნობილია ქრისტეს ვნებანის სახელით. სიუჟეტი ვითარდება უმეტესწილად ახალი აღთქმის, კეძოდ კი მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებების მიხედვით. ფილმში ასევე გამოყენებულია სხვა რელიგიური ნაშრომები და ჩანაწერები, რომელთაგან ყველაზე გამორჩეულია XVIII-XIX საუკუნეებში მოღვაწე გერმანელი კათოლიკე ღვთისმეტყველის, ნეტარი ანა კატერინა ემერიკის ხილვები.

ფილმში ასახულია იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი 12 საათი. მოქმედება იწყება ბიბლიური ისტორიის მონაკვეთით, რომელიც ცნობილია როგორც აგონია ბაღში (რომელიც გადმოსცემს გეთსამანიის ბაღში მაცხოვრის შეპყრობის მოვლენებს) და მთავრდება ქრისტეს სასწაულებრივი მკვდრეთით აღდგომით. შიგადაშიგ წარმოდგენილია მოკლე რეტროსპექტული კადრები, რომლებიც ასახავენ მაცხოვრის ბავშვობას, ახალგაზრდობას, ქადაგებას გალილეის მთაზე, თორმეტ მოციქულთა სწავლებასა და საიდუმლო სერობას. ფილმში პერსონაჟების სალაპარაკო ენა ძირითადად არის ლათინური და რეკონსტრუირებული არამეული, რამდენიმე სცენაში კი გამოყენებულია ებრაული ენა. ამ ფილმის გახმოვანება აკრძალულია მსოფლიო მასშტაბით, თუმცა იგი წარმოდგენილია ქართული, ინგლისური, რუსული და სხვა ენების სუბტიტრებით.

მელ გიბსონის ამ ნამუშევარმა ძალიან დიდი კამათი და კრიტიკა გამოიწვია, გაკეთდა უამრავი არაერთგვაროვანი განხილვა. ზოგიერთი კრიტიკოსის მტკიცებით, გადამეტებული ძალადობის სცენები ხელს უშლის იმას, რომ ფილმის მთავარი სათქმელი მაყურებლამდე მივიდეს. დაისვა კითხვა იმაზე, არის თუ არა უტყუარი ის არაბიბლიური კათოლიკური მასალა, რომელიც გამოყენებულია ფილმში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს ფილმი იყო მთავარი კომერციული ჰიტი, რომლის შემოსავალმა, ჯერ კიდევ კინოთეატრებში ჩვენების დროს, მიაღწია 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტს. ამიტომ ის გახდა ყველაზე დიდი შემოსავლის მქონე R-რეიტინგის (17 წელს ქვევით მყოფი მოზარდებისთვის არ არის მიზანშეწონილი მეურვის თანხლების გარეშე R-რეიტინგის ფილმის ყურება) ფილმი აშშ-ში და ყველა დროის ყველაზე დიდი შემოსავლის მქონე არაინგლისურენოვანი კინემატოგრაფიული ნამუშევარი.

შმუელ აგნონი

შმუელ იოსებ აგნონი (ებრ. שמואל יוסף עגנון; დ. 17 ივლისი, 1888, ბუჩაჩი, აღმ. გალიცია — გ. 17 თებერვალი, 1970, იერუსალიმი) — ებრაელი მწერალი, ისრაელის ენის აკადემიის წევრი.

ცენტრალურ-სემიტური ენები

ცენტრალურ-სემიტური ენები — სემიტური ენების საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც მოიცავს არაბულ და ჩრდილო-დასავლეთ სემიტურ ენებს. ის წარმოადგენს სემიტური ენების სამი ძირითადი განშტოებიდან ერთ-ერთს (დანარჩენი ორია: აღმოსავლეთ სემიტური ენები და სამხრეთ სემიტური ენები).

სემიტური ენების დაყოფის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, მათ შორის ყველაზე მიღებულია მათი არაბულ და ჩრდილო-დასავლურ სემიტურ ენებად დაყოფა და Ethnologue-ს დაყოფა რომლის მიხედვითაც იყოვა სამხრეთ-ცენტრალურ სემიტურ ენებად (არაბული და ებრაული ენები) და არამეულად.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.