დესპოტიზმი

დესპოტიზმი — პოლიტიკური რეჟიმი, რომლის დროს უჭირავს ერთ ადამიანს შეუზღუდავი ძალაუფლება. მისი სინონიმი არის დიქტატურა. დესპოტის ტიტულს ატარებდნენ ბიზანტიის იმპერატორები. ძველი ბერძნები „დესპოტს“ არათავისუფალი ქვეყნის მმართველს უწოდებდნენ. თეორიული აზრის განვითარების კვალად, თანადათანობით შეიცვალა ტერმინის მნიშვნელობაც. პირველად არისტოტელემ გამიჯნა ერთმანეთისაგან სპარსული დესპოტია და ბერძნული ტირანია. ტირანია ხანმოკლეა და მთლიანად ძალადობას ემყარება, მაშინ როდესაც აღმოსავლური დესპოტია სტაბილური რეჟიმია იმ ხალხისა, ვინც არც იცის სხვაგვარი მმართველობის წესი. შესაბამისად, აღმოსავლური დესპოტია ემყარება არა იმდენად ძალადობას, რამდენადაც ხალხის თანხმობას და ტირანიისგაან განსხვავებით, ლეგიტიმურია, დესპოტიზმი, როგორც სპეციფიკურად აღმოსავლური მმართველობის სახე, მონტესკიეს მიერ გვიან კიდევ უფრო გაიმიჯნა დასავლური აბსოლუტისტური რეჟიმებისაგან, რომელთა მონარქები, როგორი რეპრესიული ხასიათიც უნდა ჰქონოდა მათ მმართველობას, ყოველთვის მართავდნენ (თუნდაც, საკუთარ ნებას დაქვემდებარებული, მაგრამ მაინც არსებული) კანონის შესაბამისად. ბევრ თანამედროვე თეორიაში ტერმინი დესპოტიზმი ნეგატიური მნიშვნელობით — გადაჭარბებული ძალაუფლების აღმნიშვნელად გამოიყენება.

Court of Loango
ნგანგუე მვუმბე ნამიბის სასამართლო, წიგნიდან აფრიკის აღწერა (1668)

რესურსები ინტერნეტში

ავტოკრატია

ავტოკრატია (ბერძნ. αυτός, თვით და ბერძნ. κρατέω, მართვა) — სახელმწიფოს მმართველობის ფორმა, რომლის დროს მთელი ძალაუფლება მხოლოდ ერთ ადამიანს უჭირავს.

ბაბილონურ-ასურული კულტურა

ბაბილონურ-ასურული კულტურა — ძვ. წ. IV-I ათასწლეულებში მესოპოტამიაში მოსახლე ხალხების — შუმერების, აქადელების, ბაბილონელებისა და ასურელების კულტურა.

დიქტატურა

დიქტატურა (ლათ. dictatura) — ავტოკრატიული პოლიტიკური რეჟიმი, რომლის დროს ხელისუფლებას მართავს დიქტატორი — ადამიანი, რომლის ძალაუფლება არ არის შეზღუდული კონსტიტუციით ან რაიმე კანონმდებლობით.

ძველ რომში დიქტატურა იყო დროებითი პოლიტიკური რეჟიმი; საგანგებო სიტუაციის დროს შეუზღუდავი პოლიტიკური ძალაუფლება გადაეცემოდა ერთ ადამიანს — დიქტატორს.

დომიციანე

დომიციანე (ლათ. Titus Flavius Caesar Domitianus Augustus; ტიტუს ფლავიუს კეისარი დომიციანუს ავგუსტუსი; დ. 24 ოქტომბერი, 51 — გ. 18 სექტემბერი, 96) — რომის იმპერატორი 81-96 წლებში. ფლავიუსების დინასტიის მესამე და უკანასკნელი წარმომადგენელი. დომიციანემ თავისი ახალგაზრდობა და ადრეული კარიერა ძმის, ტიტუსის ჩრდილქვეშ გაატარა, რომელმაც სამხედრო სახელი იუდეველთა პირველი ომის დროს მოიპოვა. ასეთი მდგომარეობა მამამისის, ვესპასიანეს, მმართველობის დროსაც გაგრძელდა, რომელიც იმპერატორი ოთხი იმპერატორის წლის სახელით ცნობილი სამოქალაქო ომის შემდეგ, 69 წელს გახდა. სანამ ტიტუსმა მრავალი თანამდებობა გამოიცვალა, დომიციანემ მართალია პატივი მიიღო, მაგრამ რაიმე პასუხისმგებლობა არ ჰქონია. ვესპასიანე 79 წელს გარდაიცვალა და იმპერატორი ტიტუსი გახდა, რომლის ზეობასაც მოულოდნელად დაესვა წერტილი 81 წელს, როდესაც იგი უეცარი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მომდევნო დღეს პრეტორიანელთა გვარდიამ დომიციანე იმპერატორად გამოაცხადა, რამაც დასაბამი მისცა მის თხუთმეტწლიან მმართველობას. აღსანიშნავია, რომ იმპერატორის თანამდებობა ტიბერიუსის შემდეგ ამდენი ხნით არავის ჰქონია დაკავებული.

იმპერატორობისას დომიციანემ გააძლიერა რომის ეკონომიკა მონეტარული სისტემის გადაფასებით, გააფართოვა იმპერიის საზღვრების თავდაცვა და ქალაქ რომის დაზიანებული ნაწილების აღდგენის მიზნით გრანდიოზული სამშენებლო პროგრამის წამოწყების ინიციატივით გამოვიდა. მნიშვნელოვანი ომები მიმდინარეობდა ბრიტანეთში, სადაც რომის მხედართმთავარმა აგრიკოლამ სცადა კალედონიის (შოტლანდია) დაპყრობა და დაკიაში, სადაც დომიციანემ ვერ შეძლო მეფე დეკებალუსის წინააღმდეგ გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვება. დომიციანეს ხელისუფლება ავლენდა ტოტალიტარულ ნიშნებს. იგი საკუთარ თავს ახალ ავგუსტუსად მიიჩნევდა, განათლებულ დესპოტად, რომლის ბედისწერასაც წარმოადგენდა რომის იმპერიის გაძღოლა ბრწყინვალების ახალ ერაში. რელიგიურმა, სამხედრო და კულტურულმა პროპაგანდამ ხელი შეუწყო პიროვნების კულტის ჩამოყალიბებას. საკუთარი თავის სამუდამო ცენზორად გამოცხადებით, დომიციანე შეეცადა მოსახლეობის საჯარო და პიროვნული მორალის გაკონტროლებას. შედეგად, იმპერატორი ხალხსა და არმიაში პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა სენატი მას ტირანად მიიჩნევდა.

დომიციანეს ზეობას 96 წელს დაესვა წერტილი, როდესაც იგი სასახლის კარის მოხელეებმა მოკლეს. იმავე დღეს იმპერატორის ტახტი მისმა მრჩეველმა, ნერვამ დაიკავა. სიკვდილის შემდეგ რომის სენატმა დომიციანეს ხსოვნა დავიწყებას მისცა, ამასთანავე, სენატორმა ავტორებმა, როგორებიც იყვნენ ტაციტუსი, პლინიუს უმცროსი და სვეტონიუსი, იგი ბოროტ და პარანოიდ ტირანად წარმოაჩინეს. უნდა აღინიშნოს, რომ მისი პიროვნების თანამედროვე კვლევებმა გამოკვეთეს მისი, როგორც ულმობელი, თუმცა ქმედითი, უნარიანი თვითმპყრობლის სახე, რომლის კულტურულმა, ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა პროგრამამ საფუძველი შეუქმნა მშვიდობიან მეორე საუკუნეს.

ვლად III ცეპეში

ვლად III, ასევე ვლად ცეპეში (იგივე სარზე გამსმელი) (რუმ. Vlad Ţepeş) და ვლად დრაკულა (რუმ. Vlad Drăculea) ან უბრალოდ დრაკულა, შეიძლება ითარგმნოს როგორც „დრაკონის ძე“; დ. ნოემბერი ან დეკემბერი 1431 — გ. დეკემბერი 1476) — ვლახეთის მმართველი 1448, 1456—1462 და 1476 წლებში. სახელი გაითქვა განსაკუთრებული სისასტიკით, რაც შემდგომში მრავალი ლეგენდის წყარო გახდა. მისი გავლენით ბრემ სტოკერმა დაწერა რომანი დრაკულა.

პოლ დირაკი

პოლ ედრიენ მორის დირაკი (ინგლ. Paul Adrien Maurice Dirac [dɪˈræk]; დ. 8 აგვისტო, 1902, ბრისტოლი, გაერთიანებული სამეფო — გ. 20 ოქტომბერი, 1984, ტალაჰასი, ფლორიდა) — ინგლისელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი; ფუნდამენტური წვლილი მიუძღვის კვანტური მექანიკისა და კვანტური ელექტროდინამიკის ადრეულ განვითარებაში. ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1930). მას ეჭირა კემბრიჯის უნივერსიტეტის ლუკასიელი პროფესორის პოსტი და სიცოცხლის ბოლო თოთხმეტი წელიწადი ფლორიდის შტატის უნივერსისტეტში გაატარა. სხვა მნიშვნელოვან აღმოჩენებთან ერთად, მან ჩამოაყალიბა ე.წ. დირაკის განტოლება, რომელიც ფერმიონების ქცევას აღწერს, რაც, თავის მხრივ, ანტიმატერიის არსებობის წინასწარმეტყველების საფუძველი გახდა. დირაკმა ფიზიკის დარგში ნობელის პრემია გაიყო ერვინ შრედინგერთან 1933 წელს „ატომური თეორიის ახალი ნაყოფიერი ფორმების აღმოჩენისათვის“.

რუსეთის ისტორია

რუსეთის ისტორია იწყება აღმოსავლეთის სლავებიდან. პირველი აღმოსავლეთ სლავური გაერთიანება იყო, კიევის რუსეთი, სწორედ ამ პერიოდში 988 წელს ბიზანტიის იმპერიიდან კიევის რუსეთში გავრცელდა ქრისტიანობა. რუსული კულტურის ჩამოყალიბებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა ბიზანტიურმა და სლაურმა კულტურებმა. კიევის რუსეთის დასუსტების შემდეგ, წარმოიქმნა სამთავროები, ამ პერიოდში აღმოსავლეთ აზიაში ძლიერდება მონღოლეთი, რომელიც ახორციელებს დაპყრობით ომებს. მონღოლების მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა სრულიად რუსეთი.

XIII საუკუნის დასაწყისისთვის, მოსკოვი თანდათანობით ძლიერდება და მთავარი კულტუტული ცენტრი ხდება. ახლად შექმნილი მოსკოვის დიდი სამთავრო უკვე მოგვიანებით სამეფოდ, ხოლო პეტრე I დიდის დროს იმპერიად ცხადდება. რუსეთის იმპერიის ტერიტორიები სულ უფრო იზედებოდა. რუსეთის შემადგენლობაში შევიდა ერთ დროს უძლიერესი სახელმწიფო პოლონეთი, ხოლო აღმოსავლეთით იმპერიის საზღვრები აღწევდა წყნარ ოკეანემდე. ექსპანსია ასევე ხორციელდებოდა იმპერიის სამხრეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე. რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მრავალი ერი მოექცა, ამ ტერიტორიებზე ხშირდა იმართებოდა აჯანყებები დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის. მათგან აღსანიშნავია 1832 წლის პოლონეთის აჯანყება. რუსეთი თავისი განვითარებით კვლავ ბატონყმურ ქვეყნად რჩებოდა, 1861 წელს იმპერატორ ალექსანდრე II-ის დადგენილებით გლეხები ბატონყმური უღლისგან გათავისუფლდნენ. 1905 წელს დაწეყებული აჯანყების ჩახშობის მიზნით, იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ მოიწვია პირველი დუმა, თუმცა აჯანყება როგორც კი დასრულდა მეფემ ის დაითხოვა. 1914 წელს დაწყებულ პირველ მსოფლიო ომში რუსეთი ჩაერთო, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო 1914 წელს განხორციელდა სტოლიპინის აგრარული რეფორმა.

1917 წელს რუსეთში რევოლუცია დაიწყო, რევოლუციაში მონაწილე ბოლშევიკებმა გაიმარჯვეს. ქვეყანაში ბოლშევიკებს დამკვიდრება გაუჭირდათ ამის გამო რუსეთში დაიწყო სამოქალაქო ომი, ამ ომის დროს ბოლშევიკებმა სიცოცხლეს გამოასალმეს იმპერატორი ნიკოლოზი და მისი ოჯახის წევრები. 1922 წელს შეიქმნა საბჭოთა კავშირი რომელმაც 1991 წლამდე იარსება. რუსეთი შეუდგა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას. 1920 წლისათვის საბჭოთა კავშირის სათავეში ექცევა იოსებ სტალინი, სტალინის მმართველობის დროს საბჭოთა ეკონომიკა აღმავლობის გზაზე დადგა. სტალინის მმართველობის ოცდაათწლიან დროს უწოდებენ "სტალინის ერას". 1980-ანი წლებიდან საბჭოთა კავშირის ეკონომიკა დაღმასვლის გზაზე დადგა. დაშლამ შეუქცევადი სახე მიიღო, ქვეყნის ხელმძღვანელობამ საბჭოთა კავშირის შენარჩუნება სცადა ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების დადებით. 1991 წლის აგვისტოში მოეწყო ამბოხება. რომელიც ისტორიაში აგვისტოს პუტჩის სახელით არის ცნობილი. პუტჩმა კიდევ უფრო დააჩქარა სსრკ-ს დაშლის პროცესი. მიხეილ გორბაჩოვი თანამდებობიდან გადადგა. 1991 წლის 8 დეკემბერს საბჭოთა კავშირი ოფიციალურად დაიშალა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი ფედერაციულ სახელმწიფოდ გამოცხადდა. რუსეთის პირველი პრეზიდენტი გახდა ბორის ელცინი. რუსეთისთვის ეს პირველი წლები საკმაოდ მძიმე იყო, მისი ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში იყო. რუსეთის ფედერაცია შევიდა 1992 წელს ჩამოყალიბებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. ამ პერიოდში რუსეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა ჩეჩნეთმა, 1994 წელს დაიწყო ჩეჩნეთ-რუსეთის ომი, ამ ომში რუსეთმა გაიმარჯვა. 1999 წელს კვლავ დაიწყო რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომი, რომელშიც კვლავ რუსეთმა გაიმარჯვა. რუსეთის ეკონომიკა აღმასვლის გზაზე დადგა, რამაც ქვეყანაში ვითარება მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

რუსული ავტოკრატია

ცარისტული ავტოკრატია (რუს. царское самодержавие), აგრეთვე ცნობილი როგორც ცარისტული აბსოლუტიზმი ან რუსული აბსოლუტიზმი, რუსული ავტოკრატია ან რუსული დესპოტიზმი და მიუთითებს რუსეთის იმპერიაში არსებულ აბსოლუტური მონარქიის ფორმაზე.

ცარისტული ავტოკრატიის ცენტრში დგას თვით ცარი, ხელისუფალი აბსოლუტური ძალაუფლებით. სახელმწიფო მმართველობის ყველა უფლება ცარს ეკუთვნის. თუმცა ცარი ყველა მის უფლებას პირდაპირ არ ახორციელებს. აღმასრულებელი ხელისუფლება მის მიერ რწმუნებულ და ნდობით აღჭურვილ პირთა და ინსტიტუტთა ერთობლიობაა, რომლებიც მოქმედებენ მათთვის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, რაც თვით ცარის მიერ არის გაწერილი.

ცარისტულ ავტოკრატიას მრავალი მხარდამჭერი ჰყავდა რუსეთში. მმართველობის ამ ფორმის მთავარ პროპონენტთა შორის იყვნენ თედორე დოსტოევსკი, მიხეილ ნატკოვი, კონსტანტინ აკსაკოვი, ნიკოლაი კარამზინი, კონსტანტინ პობედონოსცევი და პეტრე სემიონოვი. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ძლიერ და ერთიან რუსეთს სჭირდებოდა ძლიერი ცარი, ხოლო რესპუბლიკანიზმისა და ლიბერალური დემოკრატიის ფილოსოფიები რუსეთისთვის მიუღებელი იყო. უბრალო მოკვდავთათვის, ყველაფერი კარგი მათ ცხოვრებაში ცარის წარგზავნილი იყო, ყველა უბედურება კი ბიუროკრატიის, თავად-აზნაურთა და სხვათა ბრალი იყო.

ჯონ მილტონი

ჯონ მილტონი (ინგლ. John Milton; დ. 19 დეკემბერი [ძვ. სტ. 9 დეკემბერი], 1608 — გ. 18 ნოემბერი [ძვ. სტ. 8 ნოემბერი], 1674) — ინგლისელი პოეტი, მწერალი, პოლემიკოსი და გაერთიანებული სამეფოს სამოქალაქო მოღვაწე. მისი ნამუშევრებიდან ყველაზე ცნობილია ეპიკური პოემა დაკარგული სამოთხე. ასევე აღსანიშნავია მილტონის ტრაქტატი ბეჭვდითი სიტყვის თავისუფლების შესახებ – არეოპაგიტიკა.

მიჩნეული იყო წერილების მამად, პოლემიკოს მწერლად და ოლივერ კრომველის ოფიციალურად მსახურად. მილტონი ასევე ითვლება კალვინისტად. იგი ერთდროულად წერდა რელიგიისა და პოლიტიკის შესახებ. ინგლისურ ენასთან ერთად, წერდა ლათინურ და იტალიურ ენებზე, რისი მეშვეობითაც ჰქონდა დიდი საერთაშორისო რეპუტაცია მთელი ცხოვრების განმავლობაში.

სიკვდილის შემდეგ მილტონის პირადი შემოქმედება ხანგრძლივი განხილვის საგნად იქცა, რომელიც საუკუნეები გაგრძელა. ადრეულ საფეხურებზე იგი გახდა სალაპარაკო თემა პარტიზანელი ბიოგრაფებისათვის, როგორებიცაა ჯონ ტოლანდი ნონკონფორმიზმიდან. სამუელ ჯექსონი წერს მას შემდეგაც: „ღვარძლიანი და პირქუში რესპუბლიკელი“, მაგრამ უელიამ ჰეილის 1796 წლის ბიოგრაფია მოიხსენიებს მას „უდიდეს ინგლისელ ავტორად“.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.