დეივიდ რიკარდო

დეივიდ რიკარდო (ინგლ. David Ricardo; დ.18 აპრილი, 1772, ლონდონი ― გ. 11 სექტემბერი, 1823, გლოსტერშირი) — ბრიტანელი პოლიტეკონომისტი, კლასიკური ეკონომიკის ცნობილი წარმომადგენელი. თავისი პროფესიონალური კარიერა ბროკერისა და ფინანსური ბაზრის სპეკულანტობით დაიწყო. დაიბადა ლონდონში, პორტუგალიელ ებრაელთა ოჯახში. შეიმუშავა სრულყოფილი თეორია მიწის რენტის ფორმების შესახებ. განავითარა ადამ სმითის იდეები, რომლის მიხედვითაც პროდუქტის ღირებულება განისაზღვრება შრომის რაოდენობით, რომელიც მის შესაქმნელად გამოიყენება და ასევე შეიმუშავა განაწილების თეორია. 1821 წელს დააარსა პირველი პოლიტიკური ეკონომიკის კლუბი ინგლისში. გარდაიცვალა ყურის ინფექციით 51 წლის ასაკში, გლოსტერშირში.

დეივიდ რიკარდო
Portrait of David Ricardo by Thomas Phillips
მშობლიური სახელი David Ricardo
დაბ. თარიღი 18 აპრილი 1772[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი ლონდონი[5] [6]
გარდ. თარიღი 11 სექტემბერი 1823[5] [1] [7] [3] [8] [4] (51 წლის)
გარდ. ადგილი ლონდონი
გარდაცვალების მიზეზი სეფსისი
მოღვაწეობის სფერო ეკონომიკა

ლიტერატურა

  • Case, Karl E.; Fair, Ray C. (1999), Principles of Economics (5th რედ.), Prentice-Hall, ISBN 0-13-961905-4
  • Samuel Hollander (1979). The Economics of David Ricardo. University of Toronto Press.
  • G. de Vivo (1987). "Ricardo, David," The New Palgrave: A Dictionary of Economics, v. 4, pp. 183–98
  • Samuelson, P. A. (2001). "Ricardo, David (1772–1823)," International Encyclopedia of the Social & Behavioral Sciences, pp. 13,330–13,334. Abstract.
  • Éric Pichet, David RICARDO, le premier théoricien de l'économie, Les éditions du siècle, 2004*
      19 აპრილი

      19 აპრილი — გრიგორიანული კალენდრის 109-ე დღე (ნაკიან წლებში — 110-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 256 დღე.

      თავისუფალი ბაზარი

      თავისუფალი ბაზარი — საბაზრო სისტემა, რომელშიც საქონლისა და მომსახურების ფასები გამყიდველებსა და მომხმარებლებს შორის თავისუფლად, გარე ძალების ჩაურევლად მიღწეული შეთანხმების შედეგია. ამგვარ ბაზარზე მიწოდებისა და მოთხოვნის კანონები და ძალები თავისუფალია მთავრობის, ფასების დამწესებელი მონოპოლიის ან რაიმე სხვა ძალაუფლების გავლენისაგან. თავისუფალი ბაზარი უპირისპირდება კონტროლირებად ბაზარს ან რეგულირებად ბაზარს, რომელშიც ხელისუფლება, მთავრობა ერევა მიწოდებისა და მოთხოვნების რეგულირებაში არა-საბაზრო მეთოდებით, როგორიცაა, მაგალითად, კანონები, რომლებიც კრძალავს ბაზარზე შემოსვლას ან რომლებიც პირდაპირ აწესებენ ფასებს. თავისუფალი ბაზრის ეკონომიკა (საბაზრო ეკონომიკა) არის ბაზარზე დამყარებული ეკონომიკა, სადაც საქონლისა და მომსახურების ფასები თავისუფლად ყალიბდება მიწოდებისა და მოთხოვნის ძალების მიერ და მათ საშუალება გააჩნიათ, რომ მიაღწიონ წონასწორობის წერტილს სამთავრობო პოლიტიკის ჩარევის გარეშე. ჩვეულებრივ, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა გულისხმობს ძლიერ კონკურენტული ბაზრების მხარდაჭერას და სამრეწველო საწარმოების კერძო საკუთრებასაც (ანუ კაპიტალიზმს). მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად თავისუფალი ბაზარი ასოცირდება კაპიტალიზმთან ამ სიტყვის თანამედროვე აზრით (და ასევე პოპულარულ კულტურაშიც), თავისუფალ მარკეტებზე ხშირად აგებენ თავიანთ თეორიებს ანარქისტები, სოციალისტები და ა.შ.

      კლასიკური ლიბერალიზმი

      კლასიკური ლიბერალიზმი — პოლიტიკური იდეოლოგია და ლიბერალიზმის მიმართულება, რომელიც მხარს უჭერს სამოქალაქო და პოლიტიკურ თავისუფლებას, წარმომადგენლობით დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას; ასევე, ხაზს უსვამს ეკონომიკურ თავისუფლებას.კლასიკური ლიბერალიზმი განვითარდა მე-19 საუკუნის ევროპასა და შეერთებულ შტატებში. მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური ლიბერალიზმი აგებული იყო იდეებზე, რომლებიც უკვე განვითარებული იყო მე-18 საუკუნის მიწურულს, იგი მხარს უჭერდა კონკრეტული სახის საზოგადოებას, მთავრობას და საჯარო პოლიტიკას, სამრეწველო რევოლუციისა და ურბანიზაციის საპასუხოდ. მნიშვნელოვანი ხალხი, რომელთა იდეებმაც წილი შეიტანა კლასიკური ლიბერალიზმის განვითარებაში, არიან: ჯონ ლოკი, ჟან ბატისტ სეი, თომას რობერტ მალთუსი და დეივიდ რიკარდო. მის მიმართულებაზე გავლენა მოახდინა ადამ სმიტის ეკონომიკურმა შეხედულებებმა და ბუნებითი სამართლის ფილოსოფიამ, უტილიტარიზმმა და პროგრესმა.

      სხვა ენებზე

      This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
      Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
      Images, videos and audio are available under their respective licenses.