დასავლეთი ევროპა

დასავლეთი ევროპაევროპის ერთ-ერთი გეოგრაფიული რეგიონი. მისი შინაარსი ხშირად იცვლებოდა, მაგრამ ყოველთვის გულისხმობდა საფრანგეთს, ბენილუქსის ქვეყნებს - ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, დიდ ბრიტანეთს და ირლანდიას. ამ ჯგუფს, როგორც წესი, ხშირად აკუთვნებდნენ გერმანიასაც, თუმცა გეოგრაფიულად ის უფრო ცენტრალური ევროპის ნაწილია.

სხვადასხვა ისტორიული და პოლიტიკური გარემოებების გამო დასავლეთ ევროპაში შეჰყავდათ აგრეთვე შემდეგი ქვეყნებიც:

დასავლეთ ევროპის ქვეყნებში 2016
ევროპის რეგიონები

ევროპის სხვა რეგიონები

რესურსები ინტერნეტში

1001

1001 (ათას ერთი) წელი — იულიუსის კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ოთხშაბათი. ეს წელი არის XI საუკუნის 1-ლი დეკადის 1-ლი წელი.

1002

1002 (ათას ორი) წელი — იულიუსის კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ხუთშაბათი. ეს წელი არის XI საუკუნის 1-ლი დეკადის მე-2 წელი.

1014

1014 (ათას თოთხმეტი) წელი — იულიუსის კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა პარასკევი. ეს წელი არის XI საუკუნის მე-2 დეკადის მე-4 წელი.

1027

1027 (ათას ოცდაშვიდი) წელი — იულიუსის კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა კვირა. ეს წელი არის XI საუკუნის მე-3 დეკადის მე-7 წელი.

1032

1032 (ათას ოცდათორმეტი) წელი — იულიუსის კალენდრის ნაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა შაბათი. ეს წელი არის XI საუკუნის მე-4 დეკადის მე-2 წელი.

1050

1050 (ათას ორმოცდაათი) წელი — იულიუსის კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ორშაბათი. ეს წელი არის XI საუკუნის მე-5 დეკადის მე-10 წელი.

2005

2005 (ორი ათას ხუთი) წელი — გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა შაბათი. ეს წელი არის XXI საუკუნის 1-ლი დეკადის მე-5 წელი.

2006

2006 (ორი ათას ექვსი) წელი — გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა კვირა. ეს წელი არის XXI საუკუნის 1-ლი დეკადის მე-6 წელი.

ალილო

ალილო — ქართული საწესო სიმღერა. სრულდებოდა შობის წინა ღამეს. შეიკრიბებოდა რამდენიმე კაცი (სულ მცირე 3, რადგან სიმღერა სამხმიანია), ჩამოუვლიდა ყოველ ოჯახს და სიმღერით დღესასწაულს მიულოცავდა. მასპინძელი მომღერლებს სანოვაგით ასაჩუქრებდა (აუცილებლად უნდა გაეტანებინათ კვერცხი — სიცოცხლისა და ნაყოფიერების სიმბოლო). ალილოს ტექსტებში („ოცდახუთსა დეკემბერსა“, „ჩიტი ღობეზე შემოჯდა“, „წისქვილს პური დავარიგე“ და სხვ.) გამოთქმული იყო ჯანმრთელობის, ბედნიერებისა და ბარაქიანობის სურვილი.

ალილო მთელ საქართველოში იყო გავრცელებული და ყველა კუთხეში თავისებურად ასრულებდნენ. სიმღერას წარმართული ჰანგი უდევს საფუძვლად. „ალილო“, როგორც ჩანს, მოგვიანებით დაერქვა (ალილუიასგან). ვარაუდობენ, რომ საშობაო და სააღდგომო სიმღერების საერთო სახელწოდება უნდა ყოფილიყო ჭონა.

საქართველოში ალილოს ტრადიციას მრავალწლიანი ისტორია აქვს, რომელიც საქართველოს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ დაირღვა — საქართველოს გასაბჭოების შემდეგ. 1990 წლებში მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ ილია II-ემ აღადგინა. დღესდღეობით ალილოს ზეიმობენ სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, როდესაც მრავალი ეკლესიის მრევლი უერთდება ალილოს მსვლელობას.

აღმოსავლეთი ევროპა

აღმოსავლეთი ევროპა — ევროპის ერთ-ერთი გეოგრაფიული რეგიონი. დასავლეთ ევროპის მსგავსად, ტერმინი აღმოსავლეთი ევროპა სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება. ჩვეულებისამებრ, ამ ტერმინში იგულისხმება დსთ-ს ევროპული ქვეყნები: რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, ყაზახეთი. ყველაზე ხშირად მათ რიცხვს მიაკუთვნებენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს - საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს, თუმცა ისინი გეოგრაფიულად აზიაში მდებარეობენ.

ცივი ომის ეპოქაში, აღმოსავლეთ ევროპაში შედიოდნენ ვარშავის პაქტის ქვეყნები (პოლონეთი, გდრ, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი), ხშირ შემთხვევაში ალბანეთი და იუგოსლავია, აგრეთვე ბალტიის საბჭოთა რესპუბლიკები (ესტონეთი, ლატვია, ლიტვა. ამჟამად, სხვადასხვა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტექსტში ამ რეგიონს შეიძლება მიაკუთვნონ ე.წ. ”ვიშეგრადის ჯგუფის” (პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი) და ბალკანეთის ნახევარკუნძულის სახელმწიფოები (საბერძნეთის გარდა).

აღმოსავლეთი ნახევარსფერო

აღმოსავლეთი ნახევარსფერო (ინგლისურენოვან ლიტერატურაში: აღმოსავლეთი ჰემისფერო) — დედამიწის ნახევარსფერო, რომელიც მდებარეობს გრინვიჩის მერიდიანის აღმოსავლეთით და 180-ე მერიდიანის დასავლეთით. აღმოსავლეთი ნახევარსფერო აღნიშნავს ევროპის, აზიის, აფრიკისა და ავსტრალიის კონტინენტებს, საპირისპიროდ დასავლეთი ნახევარსფეროსა, რომელიც ამერიკას მოიცავს. გარდა ამისა, ტერმინი „აღმოსავლეთი ნახევარსფერო“ კულტურული და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც „ძველი სამყაროს“ სინონიმი.

აღმოსავლეთი და დასავლეთი ნახევარსფეროების დემარკაციის ხაზს დაუსაბუთებელი შეთანხმება წარმოადგენს, განსხვავებით ეკვატორისგან (წარმოსახვითი გადაკვეთის ხაზი დედამიწის ზედაპირის სიბრტყეზე), რომელიც ჰყოფს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებს. ნულოვანი მერიდიანი (გრძედისა) და დემარკაციული ხაზი, დაახლოებით გრძედის 180-ე მერიდიანი პირობითად მიღებული საზღვრებია, რამეთუ ისინი აღმოსავლეთ გრძედს დასავლეთ გრძედისაგან ყოფენ.

აღნიშნული შეთანხმება დაიდო 1884 წელს მერიდიანის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ქალაქ ვაშინგტონში გაიმართა. აღნიშნული დადგენილი საზღვრების მიხედვით დასავლეთი ევროპა, აფრიკა და აღმოსავლეთი რუსეთი ექცევა დასავლეთ ნახევარსფეროში, ხოლო ევრაზია და აფრიკა როგორც წესი, მოქცეულია აღმოსავლეთ ნახევარსფეროში.

აღმოსავლეთი ნახევარსფეროში მოქცეულია როგორც ხმელეთი ისე წყალი. ხმელეთის უმაღლესი წერტილია ევერესტი (8848 მ), ხოლო უდაბლესი მკვდარი ზღვა (– 423 მ). ამასთანავე აღმოსავლეთ ნახევარსფეროში ხმელეთი უფრო მეტია, ვიდრე დასავლეთ ნახევარსფეროში. ინდოეთის, ატლანტისა და წყნარის ოკეანეები აგრეთვე აღმოსავლეთი ნახევარსფეროს შემადგენელი ნაწილებია.

იეზუიტთა ორდენი

იეზუიტთა ორდენი (ლათ. Societas Jesu - „იესოს საზოგადოება“) — რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ქრისტიანული რელიგიური ორდენი, რომელიც პირდაპირ დაქვემდებარებაში იყო რომის პაპთან. დაარსდა 1534 წელს პარიზში ესპანელი კარისკაცი იგნასიო ლოიოლას მიერ, ხოლო 1540 წელს პავლე III-მ დაამტკიცა. იეზუიტები აქტიურად მოღვაწეობდნენ მეცნიერებაში, განათლებაში და მისიონერულ საქმიანობაში.

სამხრეთი ევროპა

სამხრეთი ევროპა — ევროპის კონტინენტის გეოგრაფიულად სამხრეთი რეგიონი.

სამხრეთ ევროპის განსაზღვრისათვის შეიძლება ვისარგებლოთ, როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მახასიათებლებით, ასევე ის შეიძლება განისაზღვროს თავისი ბუნებრივი თავისებურებითაც, როგორებიცაა მისი გეოგრაფია, კლიმატი და ფლორა.

ქალთევზა

ქალთევზა, სირინოზი — ადამიანის მაგვარი, ნახევრად ცხოველური არსება, რომელიც ძირითადად ან ნახევარწილად წყალში ცხოვრობს, რაც ფოლკლორსა და თვითმხილველთა გადმოცემებზე დაყრდნობით არის ჩვენამდე შემონახული. სიტყვა ქალთევზა შედგება ორი სიტყვისგან: ქალი და თევზი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს არსება ქალისა და თევზის მსგავია. ქალთევზები შესაძლებელია ადამიანისგან გარეგნულად არც კი განსხვავდებოდნენ, ანდაც, ჰქონდეთ წელსქვემოთ თევზის სხეული, ანუ ფეხების მაგივრად, თევზის კუდი.

უნდა აღინიშნოს, რომ ქალთევზას კულტი ძველ სამყაროში იღებს სათავეს და მოხსენიებულია ძველ ასურულ ტექსტებში და ბერძნულ მითებში და მთელ მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული. საბერძნეთში ქალთევზებს სირინოზებთან აიგივებდნენ. სიტყვა სირინოზი ბევრ ევროპულ ენაში გავრცელდა როგორც ქალთევზას, ასევე ლამაზი და მგალობელი ქალის შესატყვისად. ძველ საბერძნეთში განარჩევდნენ კაცთევზებსაც, რომელთაც ტრიტონს უხმობდნენ. ტრიტონი ანუ კაცთევზა იგივე არსებაა, რაც სირინოზი, ოღონდ მამრობითი სქესის. დასავლეთევროპულ ფოლკლორში ქალთევზას მოიხსენიებენ სიტყვით mermaid, კაცთევზას კი merman, ხოლო აღმოსავლეთ ევროპულ ქალთევზებს, ძირითადად, სლავური წარმოშობის ფოლკლორში rusalka ჰქვიათ.

ჩრდილოეთი ევროპა

ჩრდილოეთი ევროპა — ევროპის ერთ-ერთი გეოგრაფიული რეგიონი. ტრადიციულად ჩრდილოეთი ევროპა გულისხმობს სკანდინავიის ქვეყნებს (ფართო გაგებით): ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, დანია, ისლანდია. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ მათ რიცხვს მიემატა ბალტიის 3 ქვეყანა: ესტონეთი, ლატვია, ლიტვა. ეს არის ამ ტერმინის პოლიტიკური მნიშვნელობა.

წმინდა გეოგრაფიული თვალსაზრისით, ჩრდილოეთი ევროპა გაცილებით დიდი არეა, რომელიც მოიცავს ტერიტორიას ალპების ჩრდილოეთით. ამ მოსაზრების გათვალისწინებით, ჩრდილოეთ ევროპაში, გარდა ზემოხსენებული ქვეყნებისა, შედის:

ბრიტანეთის კუნძულები — დიდი ბრიტანეთი, ირლანდია.

ბენილუქსის ქვეყნები — ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი.

საფრანგეთის ჩრდილოეთი ნაწილი.

გერმანიის ნაწილი.

პოლონეთი — ნაწილობრივ.

რუსეთის ევროპული ნაწილის უდიდესი ნაწილი.

ცენტრალური ევროპა

ცენტრალური ევროპა — ევროპის ერთ-ერთი გეოგრაფიული რეგიონი. ცენტრალური ევროპა არ არის ისეთი დამკვიდრებული ტერმინი, როგორც დასავლეთი ან აღმოსავლეთი ევროპა. ცივი ომის დასრულებისა და ევროკავშირის გაფართოების გამო ევროპის ცენტრმაც აღმოსავლეთით გადაინაცვლა. ამჟამად მასში ქვეყნების ორი ჯგუფი მოიაზრება:

ალპური ქვეყნები - გერმანია, შვეიცარია, ლიხტენშტაინი, ავსტრია, სლოვენია.

ვიშეგრადის ქვეყნები - პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი.შენიშვნა: ცენტრალური ევროპის ქვეყნები რუკაზე მონიშნულია ცისფერით.

ხახვის ბუზი

ხახვის ბუზი (ლათ. Hylemyia antiqua) — მწერი ნამდვილი ბუზების ოჯახისა. ხახვის საშიში მავნებელია. ყველგანაა გავრცელებული. საქართველოში უმთავრესად იმ რეგიონებში გვხვდება, სადაც ხახვი და ნიორი მოჰყავთ. პატარა მწერია, სიგრძით 6-7 მმ, ნაცრისფერია, ზურგზე ოდნავ მწვანე ელფერი დაკრავს. ზრდასრული მატლი მოთეთროა. ნიადაგში ზამთრობს ცრუჭუპრის სახით, იქიდან გამოფრენილი ბუზი კვერცხს მცენარის ყელთან დებს. გამოჩეკილი მატლი შეიჭრება ბოლქვის რბილობში და იკვებება. მატლისაგან დაზიანებული ადგილები ლპება, მცენარე ვეღარ ვითარდება. საქართველოში ხახვის ბუზი 3 თაობას იძლევა. ხახვის ბუზი იკვებება დათესილი ხახვით, სათესლე ხახვით, ნიორით, პრასით,

მრავალიარუსიანი ხახვით და სხვა მცენარეებით. იზამთრებს ნიადაგში.

გავრცელების არეალი: დასავლეთი ევროპა, რუსეთი, ცენტრალური აზია, ჩინეთი, იაპონია, კორეა, ჩრდილოეთი ამერიკა და სხვ.

საქართველოში ყველგან გვხვდება.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.