დასავლეთი

დასავლეთი (დასავლეთის წერტილი) — ჰორიზონტის (ქვეყნის მხარეების) ოთხი მთავარი წერტილიდან ერთ-ერთი, რომელიც ჩრდილოეთისაკენ პირშექცეული დამკვირვებლის ხელმარცხნივაა. აღინიშნება W (West) ასოთი. ბუნიობის დღეებში მზე ამ წერტილის მახლობლად ჩადის. ცის ეკვატორისა და ჭეშმარიტი ჰორიზონტის გადაკვეთის ორი წერტილიდან ერთი დასავლეთის წერტილია.

Compass Rose English West
ჰორიზონტის წერტილი - დასავლეთი, რომელიც მარცხნივაა განთავსებული (W)

გეოგრაფიული ორიენტაცია

მსოფლიო გეოგრაფიულ რუკაზე, როგორც ცნობილია გადის ნულოვანი მერიდიანი; მისგან დასავლეთით გაწოლილია ევროპისა და აფრიკის გარკვეული დასავლური ნაწილები, ასევე ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა და ცოტად თუ ბევრად ანტარქტიკა.

ტერმინ დასავლეთს იყენებენ გეოგრაფიულ რუკებზე ამა თუ იმ ქვეყნის ნაწილების ან უფრო მცირე მონაკვეთების — მდებარეობის მიხედვით. მაგ.: მსოფლიო რუკაზე ვრცელი კონტინენტი ჩრდილოეთი ამერიკა გაწოლილია დასავლეთ ნახევარსფეროში, ე.ი. რუკაზე ჩვენგან იგი მარცხნივ გამოისახება.

ტერმინი დასავლეთი აქტიურად გამოიყენება თვით კონტინენტის შიდა ნაწილში ადგილის დასადგენად; მაგ.: აზიის კონტინენტის უკიდურეს დასავლეთ ნაწილს გეოგრაფიულ ლიტერატურაში ეწოდება დასავლეთი აზია. იგი ვრცელდება აგრეთვე გეოგრაფიულ ობიექტებზეც, დასავლეთი კარპატები, დასავლეთ ციმბირის ვაკე, დასავლეთი კავკასიონი და ა.შ.

ამავდროულად, ტერმინი დასავლეთის გამოყენება შეიძლება კონკრეტულად რომელიმე ქვეყანაში შიდა ტერიტორიის რომელიმე წერტილების აღსანიშნავად.

ამის კარგ მაგალითს გვაძლევს საქართველო. საქართველოში კარგად არის გამოხატული ჰორიზონტის ოთხივე წერტილი (დასავლეთი, აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი, სამხრეთი). საქართველოს დასავლეთი ტერიტორია გეოგრაფიულ ლიტერატურაში ცნობილია როგორც — დასავლეთ საქართველო, რომელსაც რუკაზე ჩვენგან მარცხენა მხარე უკავია.

დასავლეთ ტერიტორიას ამა თუ იმ მონაკვეთში ემატება ჰორიზონტის მნიშვნელოვანი წერტილები — ჩრდილოეთი და სამხრეთი. ჩრდილოეთ-დასავლეთი ასეთ შემთხვევაში იქნება ჰორიზონტის ნაწილი, უფრო ზუსტად კი მისი არაძირითადი წერტილი. იგივე ითქმის სამხრეთ-დასავლეთზეც. ძირითადია ამ თვალსაზრისით თვით დასავლეთი. მაგ., საქართველოს ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილი აფხაზეთია; ხოლო სამხრეთ-დასავლეთი აჭარა.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

ჰორიზონტის მხარეები
  ჩრდილოეთი  
დასავლეთი Compass Rose Russian North აღმოსავლეთი
  სამხრეთი  
.eh

რადგან დასავლეთი საჰარა სადვაო ტერიტორიაა, მას არ გააჩნია ზედა დონის ეროვნული დომენი (ccTLD). თუმცა დომენური სახელი .eh დაჯავშნულია ამ მიზნისთვის.

ბესარიონი (ერისთავი)

ბესარიონი (გ. 15 ნოემბერი, 1773) — დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1742–1769 წლებში, ოდიშის სამთავროს კათოლიკოს-პატრიარქი 1769–1773 წლებში, შოშიტა III რაჭის ერისთავის ძე. მეფისადმი მტრულად განწყობილი სათავადო სახლის წევრი. თავდაპირველად იგი მეფის მიმართ ლოიალობას იჩენდა, შემდეგ ფარულად შეუკავშირდა თავის ძმას, - როსტომ რაჭის ერისთავს და დისწულს, — ოდიშის მთავარს კაცია დადიანს და მათთან ერთად გაილაშქრა სოლომონ I-ის პოლიტიკის წინააღმდეგ. 1768 წელს ბესარიონი ახალციხის ფაშას ეწვია და სოლომონის წინააღმდეგ დახმარება სთხოვა. ფაშამ დააპატიმრა იგი, მაგრამ ბესარიონი პატიმრობიდან გამოიქცა. მეფესთან კონფლიქტის გამო მალე გადააყენეს. კაცია დადიანმა კი ოდიშის კათოლიკოსად დასვა და სამთავროში შემავალი საეპისკოპოსოები დაუქვემდებარა. დასავლეთ საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი იოსები არ ცნობდა ბესარიონის არალეგიტიმურ საეკლესიო უფლებებს ოდიშის ეკლესია-მონასტრებსა და საეკლესიო მამულებზე, რის გამო მათ მუდმივი დავა ჰქონდათ. ახალგაზრდობაში ბესარიონზე დიდი გავლენა მოუხდენია სულხან-საბა ორბელიანს. დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსობის პერიოდში ბესარიონი დაუახლოვდა და მფარველობდა კაპუცინელ მისიონერებს. 1750 წლისთვის კი მას უკვე კათოლიკობა აქვს მიღებული, რაზეც დღემდე უხვი ისტორიული მასალა მოიპოვება კაპუცინელთა არქივში. მისიონერები ბესარიონის გაკათოლიკებას უშუალოდ სულხან-საბა ორბელიანს მიაწერენ.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (1990 წლამდე)

დასავლეთი გერმანია (გერმ. Westdeutschland); ოფიციალურად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (გფრ) (Bundesrepublik Deutschland) — ცენტრალური ევროპის ყოფილი სახელმწიფო 1949-1990 წლებში. 1991 წლიდან გერმანიის გაერთიანების შემდეგ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა გახდა გაერთიანებული გერმანიის ოფიციალური სახელი.

დასავლეთ რომის იმპერია

დასავლეთ რომის იმპერია (ლათ. Imperium Romanum Occidentale) — რომის იმპერიის დასავლეთი ნაწილის დასახელება იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ 285 წელს ჩატარებული რეფორმის შემდგომ. მეორე ნაწილს ეწოდებოდა აღმოსავლეთ რომის იმპერია, რომელიც გვიანდელ ისტორიოგრაფიაში ცნობილია ბიზანტიის იმპერიის სახელით.

დასავლეთი აზია

დასავლეთი აზია — ბუნებრივი რეგიონი აზიაში, მოიცავს მცირე აზიის ნახევარკუნძულს, სომხეთისა და ირანის მთიანეთების დიდ ნაწილს, არაბეთის ნახევარკუნძულს, მესოპოტამიის დაბლობს და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთს კვიპროსის ჩათვლით. ფართობი დაახლოებით 7,5 მლნ კვ.კმ. რელიეფში ჭარბობს ზეგნები, განაპირა მხარეებში — მთები. დიდი ადგილი უკავია უდაბნოებს, ნახევარუდაბნოებს, სტეპებს. სამხრეთ-დასავლეთ აზიის ტერიტორიაზე მოიაზრებენ შემდეგ სახელმწიფოებს:

მცირე აზია: თურქეთი (ევროპული ნაწილის გამოკლებით).

ახლო აღმოსავლეთი: ისრაელი, სირია, ლიბანი, იორდანია, ეგვიპტე (სინაის ნახევარკუნძული), ერაყი.

არაბეთის ნახევარკუნძულის ქვეყნები: საუდის არაბეთი, ქუვეითი, ბაჰრეინი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ომანი, იემენი.

ირანის პლატო: ირანი.

კავკასია: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთის შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური ერთეულები: დაღესტანი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ჩრდილოეთი ოსეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი, ადიღე. (რუსეთის უკიდურესი სამხრეთი ნაწილი).დასავლეთი აზია ხშირად სამხრეთ-დასავლეთ აზიად მოიხსენიება.

დასავლეთი აფრიკა

დასავლეთი აფრიკა — მდებარეობს აფრიკის კონტინენტის დასავლეთ ნაწილში. მის შემადგენლობაში შედის 16 ქვეყანა და მოიცავს დაახლოებით 5 მილიონ კვადრატულ კილომეტრს.

დასავლეთი ევროპა

დასავლეთი ევროპა — ევროპის ერთ-ერთი გეოგრაფიული რეგიონი. მისი შინაარსი ხშირად იცვლებოდა, მაგრამ ყოველთვის გულისხმობდა საფრანგეთს, ბენილუქსის ქვეყნებს - ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, დიდ ბრიტანეთს და ირლანდიას. ამ ჯგუფს, როგორც წესი, ხშირად აკუთვნებდნენ გერმანიასაც, თუმცა გეოგრაფიულად ის უფრო ცენტრალური ევროპის ნაწილია.

სხვადასხვა ისტორიული და პოლიტიკური გარემოებების გამო დასავლეთ ევროპაში შეჰყავდათ აგრეთვე შემდეგი ქვეყნებიც:

პირენეის ნახევარკუნძულის ქვეყნები - ესპანეთი, პორტუგალია, ანდორა.

აპენინის ნახევარკუნძულის ქვეყნები - იტალია, სან-მარინო, ვატიკანი.

ჩრდილოეთის ქვეყნები - ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, დანია, ისლანდია.

ალპური ქვეყნები - შვეიცარია, ლიხტენშტაინი, ავსტრია, სლოვენია.

სამხრეთის ქვეყნები - საბერძნეთი, თურქეთი.

დასავლეთი საჰარა

დასავლეთი საჰარა — ტერიტორია ჩრდილო-დასავლეთი აფრიკაში, რომლის სამართლებრივი სტატუსი და სუვერენულობის საკითხი გადაუჭრელია და კვლავ განხილვის საგანია. დასავლეთიდან გარს ერტყმის ატლანტის ოკეანე. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: ჩრდილოეთიდან — მაროკო, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან — ალჟირი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთიდან — მავრიტანია.

მაროკო

მაროკო (არაბ. المغرب ალ-მაღრიბი — „დასავლეთი“, ასევე მაღრიბ ალ-აკსა — „შორეული დასავლეთი“, ბერბ. ⵍⵎⴰⵖⵔⵉⴱ Lmaɣrib), სრული ოფიციალური სახელწოდება — მაროკოს სამეფო (არაბ. المملكة المغربية ალ-მამლიაკა ალ-მაღრიბია, ბერბ. ⵜⴰⴳⵍⴷⵉⵜ ⵏ ⵍⵎⴰⵖⵔⵉⴱ Tagldit n Lmaɣrib, ტამაზიხტი (როგორც ერთ-ერთი ბერბერული ენებიდან) ) — სახელმწიფო ჩრდილოეთ აფრიკაში.

მაროკო ამ დროისთვის ერთადერთი აფრიკული ქვეყანაა, რომელიც არ არის აფრიკის კავშირის წევრი (კავშირიდან გამოვიდა 1984 წელს). თუმცა ეს სახელმწიფო შედის არაბული ქვეყნების ლიგაში, არაბეთის მაღრიბის კავშირში, ისლამის თანამეგობრობის ორგანიზაციაში, ფრანკოფონიაში, ხმელთაშუაზღვიური დიალოგის ჯგუფში, ჯგუფ 77-ში.

მინას-ჟერაისის შტატის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთი მეზორეგიონი

მინას-ჟერაისის შტატის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთი მეზორეგიონი (პორტ. Mesorregião do Sul e Sudoeste de Minas) — ადმინისტრაციულ -სტატისტიკური მეზორეგიონი ბრაზილიაში, შედის მინას-ჟერაისის შტატში. მოსახლეობა შეადგენს 2 438 611 ადამიანს (2010 წელი). ფართობი — 49 576,148 კმ². მოსახლეობის სიმჭიდროვე — 49,19 ად./კმ².

სამხრეთი

სამხრეთი (სამხრეთის წერტილი) — ჰორიზონტის ერთ-ერთი მთავარი წერტილი, სამყაროს სამხრეთ პოლუსთან უახლოესი იმ ორ წერტილს შორის, რომლებშიც ცის მერიდიანი ჭეშმარიტ ჰორიზონტთან იკვეთება. აღინიშნება S ასოთი.

ჩრდილოეთი

ჩრდილოეთი (ჩრდილოეთის წერტილი) — ჰორიზონტის ერთ-ერთი მთავარი წერტილი. სამყაროს ჩრდილოეთ პოლუსთან უახლოესი იმ ორ წერტილს შორის, რომლებშიც ცის მერიდიანი ჭეშმარიტ ჰორიზონტთან იკვეთება. აღინიშნება გერმანული N (Nord) ასოთი.

ჩრდილოეთი აფრიკა

ჩრდილოეთი აფრიკა — მდებარეობს აფრიკის კონტინენტის ყველაზე ფართო ნაწილში. გეოპოლიტიკურად, გაეროს განსაზღვრებით მასში შედიან:

ალჟირი

ეგვიპტე

ლიბია

მაროკო

სუდანი

ტუნისი

დასავლეთი საჰარახშირად ამ ნაწილს მიაკუთვნებენ ეთიოპიას, ერიტრეას, მავრიტანიას, კანარის კუნძულებსა და მადეირას.

ცენტრალური ევროპა

ცენტრალური ევროპა — ევროპის ერთ-ერთი გეოგრაფიული რეგიონი. ცენტრალური ევროპა არ არის ისეთი დამკვიდრებული ტერმინი, როგორც დასავლეთი ან აღმოსავლეთი ევროპა. ცივი ომის დასრულებისა და ევროკავშირის გაფართოების გამო ევროპის ცენტრმაც აღმოსავლეთით გადაინაცვლა. ამჟამად მასში ქვეყნების ორი ჯგუფი მოიაზრება:

ალპური ქვეყნები - გერმანია, შვეიცარია, ლიხტენშტაინი, ავსტრია, სლოვენია.

ვიშეგრადის ქვეყნები - პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი.შენიშვნა: ცენტრალური ევროპის ქვეყნები რუკაზე მონიშნულია ცისფერით.

ხუგასთა

ხუგასთა — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში (ქსუისის თემი), 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში. მდებარეობს მდინარეების პატარა ლიახვისა და მეჯუდის წყალგამყოფი ქედის დასავლეთი კალთის ძირას. ზღვის დონიდან 950 მეტრი, ცხინვალიდან 12 კილომეტრი.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.