დარფურის კონფლიქტი

დარფურის კონფლიქტი — ეთნიკური კონფლიქტი სუდანში. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ რეგიონის არაფორმალური პროსახელისუფლებო არაბული შეიარაღებული დანაყოფები ჯანჯავიდები და ადგილობრივი ნეგროიდული რასის აჯანყებულთა დაჯგუფებები.

არაბთა შეიარაღებული დანაყოფების მიერ ადგილობრივი შავკანიანი მოსახლეობის, ფურის ტომის, გენოციდის გამო 2003 წელს რეგიონში განვითარდა ჰუმანიტარული კატასტროფა და შეიქმნა საგანგებო სიტუაცია. 2007 წელს დაიწყო აფრიკის კავშირისა და გაეროს ერთობლივი ოპერაცია.

2010 წლის ზაფხულში რეგიონში უნდა გამართულიყო რეფერენდუმი რეგიონის მომავალი სტატუსის განსაზღვრის მიზნით. მოსახლეობას უნდა ეპასუხა კითხვაზე, რა სურდათ მათ, დარფურის რეგიონი დაყოფილიყო კვლავ სამ შტატად თუ შექმნილიყო ერთიანი რეგიონი თავისი კონსტიტუციითა და მთავრობით.

2011 წლის ივნისში დაიდო დარფურის სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელმაც უნდა დაარეგულიროს კონფლიქტი რეგიონის აჯანყებულებსა და ხელისუფლებას შორის.[4]

დარფურის კონფლიქტი
Darfur refugee camp in Chad

დარფურელი ლტოლვილების ბანაკი ჩადში
თარიღი 2003–2009[1]/2010[2]
მდებარეობა დარფურის რეგიონი
შედეგი ჰუმანიტარული კატასტროფა (დაიღუპა დაახლ 200-400 ათ. კაცი; 2,5 მლნ. დევნილი); დაიწყო ჩადის სამოქალაქო ომი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ომი
მხარეები
მსთ,
ეაფ-ის ალიანსი
ჩადის დროშა ჩადი,
ერიტრეის დროშა ერიტრეა[3]
ჯანჯავიდი
სგმ
სუდანის დროშა სუდანი.
მეთაურები
იბრაჰიმ ხალილი,
აჰმედ დირაიგე
ომარ ალ-ბაშირი,
მინი მინავი

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Africa | War in Sudan's Darfur 'is over'“, BBC News, 2009-08-27. წაკითხვის თარიღი: 2010-03-24.
  2. Sudan, Darfur rebel group reach landmark deal. Presstv.com (2010-02-24). წაკითხვის თარიღი: 2010-03-24.
  3. Eritrean president hopes to unite Darfur rebels. Alertnet.org (2007-05-31). წაკითხვის თარიღი: 2010-03-24.
  4. Under peace deal, Sudan would halt prep for Darfur Referendum. Radio Dabanga. წაკითხვის თარიღი: 2011-09-05.
დარფურის რეგიონი

დარფურის რეგიონი (არაბ. دار فور „ფურის ტომის მიწა“) — რეგიონი სუდანის დასავლეთით. დარფურის ეთნიკური კონფლიქტის რაიონი, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ რეგიონის არაფორმალური პროსახელისუფლებო არაბული შეიარაღებული დანაყოფები ჯანჯავიდები და ადგილობრივი ნეგროიდული რასის აჯანყებულთა დაჯგუფებები.

კონფლიქტი სამხრეთ კორდოფანსა და ცისფერი ნილოსის შტატში

კონფლიქტი სამხრეთ კორდოფანსა და ცისფერი ნილოსის შტატში (2011–დღემდე) — სუდანის სამხრეთით კორდოფანსა და ცისფერი ნილოსის შტატში მიმდინარე კონფლიქტი. დაპირისპირებული მხარეებია ერთი მხრივ სუდანის არმია, ხოლო მეორე მხრივ: სუდანის სახალხო განმათავისუფლებელი მოძრაობა და სუდანის განმათავისუფლებელი არმია. 2005 წელს სუდანის მეორე სამოქალაქო ომის ნაივაშის შეთანხმებით დასრულების შემდგომ 2011 წელს სამხრეტ კორდოფანში სუდანის და განმათავისუფლებელ არმიებს შორის ბრძოლები ისევ დაიწყო. დაპირისპირება ცისფერი ნილოსის შტატშიც გავრცელდა. კონფლიქტი დაკავშირებულია დარფურის ომთან. 2011 წელს განმათავისუფლებელმა ფრონტმა კავშირი დაამყარა დარფურელ აჯანყებულებთან.2014 წლის ოქტომბრისთვის ომმა დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი დააზარალა. დაახლოებით 500 000 იქცა ლტოლვილად, ხოლო 250 000 გადავიდა სამხრეთ სუდანში ან ეთიოპიაში. 2015 წლის იანვრიდან ბრძოლები გააქტიურდა, რადგან ომარ ალ-ბაშირის მთავრობა ცდილობს მოიპოვოს კონტროლი აჯანყებულების ტერიტორიებზე და ემზადება აპრილში არჩევნების ჩასატარებლად.

მიმდინარე კონფლიქტები

ეს არის მიმდინარე მსოფლიო კონფლიქტების სია, რომლებშიც დღემდე გრძელდება სიცოცხლის ხელყოფა. გვერდის მიზანია მიმდინარე კონფლიქტებისა და მათი თანმდევი სიკვდიალიანობის მაჩვენებლის დადგენა. დაღუპულთა რიცხვი მოიცავს, როგორც სამოქალაქოებს, ასევე სამხედროებს. კონფლიქტები, რომლებიც აღარ იწვევენ ძალმომრეობით სიკვდილიანობას, არ არიან ჩამონათვალში, მაგრამ შეგიძლიათ ნახოთ ისტორიული ომების სიაში.

სუდანის ისტორია

ტერმინი სუდანი მომდინარეობს არაბულიდან: bilād as-sūdān "შავი ხალხის მიწა", ტერმინი ზოგადად ცენტრალური და დასავლეთი აფრიკის აღსანიშნავად გამოიყენება, განსაკუთრებით საჰელის რეგიონისთვის.

სუდანის თანამედროვე რესპუბლიკა 1956 წელს, 1899 წლიდან არსებული ანგლო-ეგვიპტური სუდანის საზღვრებში ჩამოყალიბდა. 1899 წლამდე ტერმინი სუდანი არ აღნიშნავდა სახელმწიფო ერთეულს, არამედ გამოიყენებოდა რეგიონის აღსანიშნავად.

დღევანდელი სუდანის ტერიტორიაზე ისტორიის ადრეულ პერიოდში, ნილოსის სანაპიროზე არსებობდა ქუშის სამეფო. რომლის ისტორიაც გადაჯაჭვული იყო ძველი ეგვიპტის ისტორიასთან და ხშირად ერთ პოლიტიკურ ერთეულსაც წარმოადგენდნენ. ეგვიპტესთან სიახლოვის გამო ის მონაწილეობდა ახლო აღმოსავლეთის ისტორიაშიც, სამეფო VI საუკუნეში გაქრისტიანდა, ხოლო VII საუკუნეში გახდა მუსლიმანური. ქრისტიანული მემკვიდრეობის გამო ძველი ნუბიური წარმოადგენს ნილო-საჰარულ ენათა შორის უძველესს, რომელზეც არსებობს ჩანაწერები (უძველესი ჩანაწერები თარიღდება IX საუკუნით).

1956 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სუდანი შიდა კონფლიქტებში ჩეფლო: სუდანის პირველი სამოქალაქო ომი (1955-1972), სუდანის მეორე სამოქალაქო ომი (1983-2005), 2011 წლის 9 ივლისს სამხრეთი სუდანის დამოუკიდებლობისთვის სწრაფვის გამო მდგომარეობის ესკალაცია, დარფურის კონფლიქტი (2003-2010).

სუდანის რეგიონის ისლამიზაცია

სუდანის რეგიონის ისლამიზაცია — ისტორიული პერიოდი, რომელიც მიმდინარეობდა დაახლოებით VIII–XVI საუკუნეებში. პროცესი მიმდინარეობდა საჰელის სამეფოებში სოციალური, რელიგიური და სამხედრო კონფლიქტების ფონზე. VIII საუკუნეში მაღრიბის დაპყრობის შემდეგ მუსლიმი არაბები სუბსაჰარულ აფრიკაში შეიჭრნენ. თავდაპირველად დაიპყრეს ნუბია ნილოსის გაყოლებით, შემდეგ საჰარა და დასავლეთი აფრიკა.

ისლამიზაცია იყო თანდათანობითი პროცესი რომელიც, მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა. ნუბიური სახელმწიფოები VII საუკუნიდან წნეხის ქვეშ იყვნენ, თუმცა მათ ქრისტიანობა რამდენიმე საუკუნე შენარჩუნეს. მაკურიის სამეფო და ძველი დონგოლა XIV საუკუნის დასაწყისში დაეცნენ. მალის იმპერიამ ისლამი 1324 წელს მუსა I–ის ჰაჯიში პილიგრიმობის შემდეგ მიიღო. ტომბუქტუ გახდა საჰარის სამხრეთით მდებარე მნიშვნელოვანი ისლამური ცენტრი. ალვა ნუბიის ბოლო ქრისტიანული სამეფო ფუნჯებმა 1504 წელს გაანადგურეს.

შედეგად დღეისთვის სუდანის რეგიონის უმეტესი სახელმწიფოები მუსლიმანური გახდა, რომლის მიზეზი მუსლიმური სუდანისგან ქრისტიანული სამხრეთ სუდანის გამოყოფაა. ასევე ხდება კონფლიქტები არაბულ და არაარაბულ ეთნიკურ ჯგუფებს შორის, როგორიცაა: დარფურის კონფლიქტი და ტუარეგების ამბოხება.

ჩადის სამოქალაქო ომი (2005-2010)

ჩადის სამოქალაქო ომი დაიწყო დარფურის კონფლიქტის შედეგად, მას შემდეგ რაც საომარმა მოქმედებებმა გაიდაინაცვლეს ჩადის ტერიტორიაზე. ომში მონაწილეობდა როგორც სუდანის აჯანყებულთა დაჯგუფებები, ასევე ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალები. ამავე დროს მრავალმა დაქირავებულმა შეაღწია დარფურში ჩადის ტერიტორიიდან.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.