დავით სერგეენკო

დავით სერგეენკო (დ. 25 სექტემბერი, 1963) — ბავშვთა და მოზარდთა კარდიოქირურგი და რეანიმატოლოგი. 2012 წლის 25 ოქტომბრიდან — 2018 წლის 15 ივლისამდე იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 2018 წლის 15 ივლისიდან 2019 წლის 18 ივნისამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

დავით სერგეენკო
დავით სერგეენკო

დავით სერგეენკო
Flag of Georgia.svg
Greater coat of arms of Georgia.svg
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 ივლისი 2018 – 18 ივნისი 2019
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  მამუკა ბახტაძე
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრეეკა ტიკარაძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ოქტომბერი 2012 – 15 ივლისი 2018
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი
მამუკა ბახტაძე
წინამორბედიზურაბ ჭიაბერაშვილი
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

დაბადებული25 სექტემბერი, 1963
შვილები2
განათლებათბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი
საიტისამინისტროს გვერდი

ბიოგრაფია

დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ასევე სწავლობდა ბოსტონისა და ბერლინის სამედიცინო სასწავლებლებში. დავით სერგეენკო ბოლო დრომდე, წლების მანძილზე, ხელმძღვანელობდა საჩხერის სამედიცინო ცენტრს, რომელსაც სრულად აფინანსებს ბიძინა ივანიშვილი. მინიჭებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატი ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია, კრიტიკული მედიცინის დარგში. ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.

მოღვაწეობა

  • 1987 — დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი, 1991 წელს - მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი - ინტენსიური თერაპიის მიმართულებით.
  • 1995 - 1997 — საქართველოს სპორტის დეპარტამენტი. სამედიცინო სამსახურის უფროსი
  • 1992 - 1993 — საქართველოს შეიარაღებული ძალები. საავიაციო დანაყოფის ექიმი.
  • 1989 - 1992 — ექიმი-ნეონატოლოგი. რუსთავის სამშობიარო სახლი
  • 1987 - 1989 — ექიმი-ინტერნი , სოხუმის ბავშვთა საავადმყოფო
  • 2002 - 2006 — MediClubGeorgia - სამედიცინო მენეჯერი.
  • 2001 — პედიატრიული კარდიორეანიმაცია. ჰარვარდის სამედიცინო სკოლა, ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფო
  • 1999 — მაისი-ივლისი, ანესთეზია - ინტენსიური თერაპიის კვალიფიკაცია. ბერლინის გულის ინსტიტუტი.
  • 1997 - 2006 — ჯოენის სამედიცინო ცენტრი- ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი.
  • 2006 - 2012 — საჩხერის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი.
  • 2006 — ივლისი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სასწავლო კურსი. თბილისი, საქართველო.
  • 2005 — ივნისი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება პედიატრიაში. თბილისი, საქართველო.
  • 2003 — ოფშორული მედიცინის კვალიფიკაცია. აბერდინი, გაერთიანებული სამეფო.
  • 2012 — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

რესურსები ინტერნეტში

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ზურაბ ჭიაბერაშვილი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრი

25 ოქტომბერი 2012 - 15 ივლისი 2018
შემდეგი:
თანამდებობა გაუქმდა
წინამორბედი:
თანამდებობა შეიქმნა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
15 ივლისი 2018 -
შემდეგი:
ეკა ტიკარაძე
ბიძინა ივანიშვილის კაბინეტი

ბიძინა ივანიშვილის კაბინეტი — საქართველოს მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის რანგში. კაბინეტი ჩამოაყალიბეს პოლიტიკურ პარტიათა კოალიცია ქართული ოცნების წევრებმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. საქართველოს პარლამენტმა ის დაამტკიცა 2012 წლის 25 ოქტომბერს. 2013 წლის 20 ნოემბერს, მას შემდეგ რაც ივანიშვილმა თანამდებობა დატოვა, ის ჩაანაცვლა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობამ.

ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე (დ. 3 მარტი, 1976, თბილისი) — ქართველი ექიმი და პოლიტიკოსი. 2019 წლის 18 ივნისიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

ზურაბ ჭიაბერაშვილი

ზურაბ ჭიაბერაშვილი (დ. 6 ივნისი, 1972, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი და დიპლომატი.

ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტი

ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტი — საქართველოს მინისტრთა კაბინეტი 2013-2015 წლებში, რომელსაც პრემიერ-მინისტრის რანგში ხელმძღვანელობდა ირაკლი ღარიბაშვილი. როდესაც საქართველოს პარლამენტმა ის დაამტკიცა 2013 წლის 20 ნოემბერს, მის შემადგენლობაში ძირითადად შედიოდნენ წინამორბედის, ბიძინა ივანიშვილის კაბინეტის წევრები.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ყოფილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო — საქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) საქართველოს მთავრობის წევრია. პასუხისმგებელია ჯანმრთელობის სისტემის რეგულირებაზე, შრომის საკითხებზე და სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გამართულ მუშაობაზე საქართველოში, ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.