დავითის ვარსკვლავი

დავითის ვარსკვლავი (ებრ. מָגֵן דָּוִדმაგენ დავიდ, „დავითის ფარი“; იდიშში გამოითქმის როგორც მოგენდოვიდი) — ექვსკუთხა ვარსკვლავის, ჰექსაგრამის ფორმის ემბლემა, სადაც ორი ტოლგვერდა სამკუთხედი ერთმანეთზეა.

დავითის ვარსკვლავი გამოსახულია ისრაელის დროშაზე და არის მისი ერთ-ერთი ძირითადი სიმბოლო.

ლეგენდის თანახმად, ეს სიმბოლო გამოსახული იყო მეფე დავითის მეომრების ფარებზე, მისი მეორე ვარიანტი პენტაგრამა (ხუთკუთხა ვარსკვლავი), ცნობილია ”სოლომონის ბეჭდის სახელით”, თუმცა ამ პენტაგრამების კავშირი მეფე სოლომონის სახელთან (ისევე როგორც ჰექსაგრამის - მეფე დავითთან) დამტკიცებული არ არის და ითვლება შუასაუკუნეების ერთ-ერთ ლეგენდად.

Star of David
დავითის ვარსკვლავი
ბანძის სინაგოგა

ბანძის სინაგოგა – სინაგოგა სოფელ ბანძაში, (მარტვილის მუნიციპალიტეტი), ე. წ. ებრაელების უბანში. აშენდა XX საუკუნის დასაწყისში. დღეს სინაგოგა არ არის მოქმედი და დაკეტილია.

ებრაული დღესასწაულები

ებრაული დღესასწაულები და ზეიმები ერთ ან რამდენიმე დღეს გრძლდება. ებრაელები აღნიშნავენ საერო და რელიგიურ დღესასწაულებს, რომლებიც დაკავშირებულია ებრაელი ხალხის ისტორიასთან და რწმენასთან. თავისი შინაარსის მიხედვით დღესასწაულებს სხვადასხვა სახელს უწოდებენ: იომ ტოვ (ებრ. იონტიფ) არის „კარგი დღე“; ხაგ „ფესტივალი“; თა’ანით „მარხვა“.

ებრაული დღესასწაულების უმრავლესობა დასაბამს იღებს ბიბლიიდან, რაბინთა სწავლებიდან და ისრაელის თანამედროვე ისტორიიდან.

რელიგიური დღესასწაულების თარიღი გარდამავალია და ყოველწლიურად იცვება.

იხილეთ ებრაული დღესასწაულები (2000-2050) საერთაშორისო კალენდრის მიხედვით.

ებრაული დღესასწაულები (2000-2050)

ებრაული დღესასწაულები იწყება მწუხრზე ანუ წინა დღის საღამოს. ზოგიერთ დღესასწაულზე ებრაელებს მოეთხოვებათ დაიცვან უქმე და არ ისაქმიანონ. ვარსკვლავით * აღნიშნულია ის დღესასწაულები, როდესაც სავალდებულოა უქმეს დაცვა.

ებრაული კალენდარი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს და მზის წლიურ ციკლს, იგი ეყრდნობა ზუსტ მათემატიკურ გამოთვლებს. ამიტომ ძირითადი დღესასწაულების (რელიგიური) თარიღი გარდამავალია, ცვალებადია. ებრაული კალენდრით ახალი წელი იწყება სექტემბერში როშ ჰაშანას დღესასწაულით.

ქვემოთ მოცემულია ებრაული დღესასწაულების ზუსტი თარიღები 2000-2050 წლებში .

თბილური დრამა

თბილური დრამა — VIII-XIV საუკუნეებში თბილისის ზარაფხანაში მოჭრილი ვერცხლის მონეტების აღმნიშვნელი ზოგადი სახელწოდება. ესენია:

VIII-X სს. ომანიანთა და აბასიანთა დირჰემები. ერთ მხარეზე გამოსახულია მუსლიმანური სარწმუნოებრივი სიმბოლო, ზარაფხანის სახელწოდება და მოჭრის თარიღი, მეორეზე - ზედწერილები ყურანის სურებიდან.

თბილისის ჯაფარიანი ამირების ვერცხლის ფული. შუბლზე რელიგიური ფორმულაა და ცნობები ზარაფხანისა და მოჭრის დროის შესახებ, ზურგზე - ხალიფასა და ჯაფარიანი ამირას სახელები.

XIII საუკუნის 30-40-იანი წლების პირველი ანონიმური მონღოლური მონეტები. ა) მშვილდისა და ბ) მხედრის გამოსახულებითურთ და წარწერით "მონღოლთა დიდი ულუს-ბექი".

მანგუ-ყაენის დირჰემები. მუბლზე, ცენტრში არაბულად აწერია "მანგუ-ყაენი, უზენაესი, სამართლიანია", გარშემო - მოჭრის ადგილი, ზურგზე - მაჰმადიანური სარწმუნოებრივი სიმბოლო, ზარაფხანა და მოჭრის თარიღი.

ყაანურები.

ქართულ-ჰულაგუიანური დირჰემები.

ქართველ მეფეთა დრამები: დავით VI ნარინისა (შუბლზე გამოსახულია ცხენოსანი მეფე, გეკსოგრამა: 6 ქიმიანი დავითის ვარსკვლავი (იუდაიზმის სიმბოლო), სახელის მონოგრამა და თარიღი ქორონიკონით, ზურგზე - დავითის სახელის შემცველი სპარსული ზედწერილი და მოჭრის ადგილი); დავით VII უკლუსი (შუბლზე მოთავსებულია დავითის სახელის შემცველი ზედწერილი და ზარაფხანის სახელწოდება. ზურგზე - მანგუ-ყაენის სახელის შემცველი ზედწერილი სპარსულ და მოჭრის თარიღი არაბულად); დავით VIII-ისა (შუბლზე აწერია ყაზან-ყაენის სახელის შემცველი ლეგენდა. ზურგზე - ქრისტ. ლოცვა არაბულად: "სახელითა მამისა, ძისა და სულისა წმინდისა, ღმერთისა ერთისა" და დავითის მონოგრამა ქართულად, გარშემო მოჭრის თარიღი); ვახტანგ III-ისა (შუბლზე ყაზან-ყაენის სახელის შემცველი ოთხსტრიქონიანი უიღურული ზედწერილი აქვს, ზურგზე - ქრისტ. ლოცვა, ჯვარი და ვახტანგის სახელის მონოგრამა, გარშემო - თარიღი);

1300-1355 წლებში მოჭრილი ილხანთა საერთო ჰულაგუიანური ტიპის დირჰემები. შუბლზე ილხანის სახელი და ეპითეტების შემცველი ზედწერილი აქვს, ზურგზე - შიიტური სარწმუნოებრივი სიმბოლო, მოჭრის ადგილი და დრო.

ისრაელის დროშა

ისრაელის დროშა თავდაპირველად შეიმუშავეს სიონისტური მოძრაობისთვის 1891 წელს. ვიზუალურად წააგავს ტალითს – ებრაულ სამლოცველო მოსასხამს. ცენტრში მოთავსებულია მაგენ დავიდი - ექვსკუთხედი, აგრეთვე ცნობილი როგორც დავითის ვარსკვლავი და დავითის ფარი. აღნიშნული დროშა 1897 წელს სიონისტური მოძრაობის პირველ კონგრესზე ოფიციალურად მიღებულ იქნა მოძრაობის სიმბოლოდ.

1948 წლის 28 ოქტომბერს ისრაელის დამოუკიდებლობის 5 თვისთავზე დროშას სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა.

მასონობა

მასონობა, თავისუფალი მასონობა (ფრანგ. franc-maçonnerie, ინგლ. Freemasonry) სიტყვასიტყვით ნიშნავს ქვისმთლელს. ძმობაზე და სამსახურზე დამყარებული ორგანიზაციაა, მორალურ-ეთიკური მოძრაობა, აღმოცენებული XVIII საუკუნეში (1717 წლის 24 ივლისი, პირველი ოფიციალური დიდი ლოჟა დიდ ბრიტანეთში) დახურული ორგანიზაციის სახით, საკუთარი რიტუალებით და სიმბოლოებით, რომლებიც გადმოღებულია ნაწილობრივ ქრისტიანობიდან. მასონური ეთიკა და ფილოსოფია აგებულია მონოთეისტურ შეხედულებებზე. დღევანდელ დღეს თავისუფალი მასონობა სხვადასხვა ფორმით არსებობს მსოფლიოში. ორგანიზაცია დაახლოებით 5 მილიონ წევრს ითვლის, რომელთაგან 2 მილიონამდე აშშ-ში ცხოვრობს და 480,000 ინგლისში, შოტლანდიასა და ირლანდიაში.

თავისუფალ მასონებს ერთმანეთთან აკავშირებთ ერთიანი მორალური და მეტაფიზიკური იდეალები. მათი ერთ-ერთი ფუძემდებლური იდეალია უზენაესი არსების რწმენა. თავისუფალი მასონები სიმბოლოებად იყენებენ ქვისმთლელების იარაღებსა და ხელსაწყოებს. სოლომონის ტაძრის მშენებლობის ალეგორიული სიმბოლოს წინააღმდეგ. მასონური იერარქია თავის წევრებს მოუწოდებს იღვაწონ კაცობრიობის „პროგრესისათვის“, თუმცა დაიტოვონ თავიანთი შეხედულება ამ სიტყვებზე.

ძმობა ადმინისტრაციულად დაყოფილია დიდ ლოჟებად (ან ზოგჯერ ორიენტებად). თითოეულ დიდ ლოჟას საკუთარი იურისდიქცია გააჩნია და მოიცავს დაქვემდებარებულ ლოჟებს. დიდი ლოჟები ერთმანეთს აღიარებენ მასონური სასაზღვრო ნიშნებისა და რეგულარული მასონური იურისდიქციის რიტუალით. არსებობენ, ასევე, ცალკეული ორგანიზაციები, რომლებიც დაკავშირებული არიან მასონთა ძირითად პალატასთან, მაგრამ დამოუკიდებელი მმართველობა გააჩნიათ. ეს ლოჟები და ორგანიზაციები გავლენას ახდენენ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და ატარებენ თავიანთ შეხედულებებსა და მიზნებს სხვადასხვა გზით, თუმცა მათ ქმედებებს მოწინააღმდეგეებიც ჰყავთ: დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის აზრით, ევროკავშირში გაერთიანებას მისი ქვეყნისთვის სიკეთე არ მოუტანია. მისთვის მიუღებელია მასონური პრინციპები მსოფლიო ინტეგრაციის, ერების გაერთიანების შესახებ, რომლითაც, მისივე აზრით, ევროკავშირი ხელმძღვანელობს.

როჯერ უოტერსი

ჯორჯ როჯერ უოტერსი (ინგლ. George Roger Waters; დ. 6 სექტემბერი, 1943, დიდი ბუკჰემი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო) — ინგლისელი როკ-მუსიკოსი, ვოკალისტი, ბას-გიტარისტი, სიმღერების ავტორი და კომპოზიტორი. იგი უფრო მეტად ცნობილია, როგორც პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის წევრი და ლიდერი 1968–1985 წლებში.

1968 წელს პინკ ფლოიდი დატოვა სიმღერების ავტორმა, ვოკალისტმა და გიტარისტმა სიდ ბარეტმა და უოტერსი დროთა განმავლობაში იქცა ჯგუფის ტექსტების და მუსიკის, აგრეთვე კონცეპტუალური იდეების ძირითად ავტორად. მსოფლიო წარმატება მისი მონაწილეობით კოლექტივმა მოიპოვა 1970-იანი წლების ალბომებით The Dark Side of the Moon, Wish You Were Here, Animals და The Wall. მიუხედავად იმისა, რომ უოტერსი ძირითადად ბას-გიტარაზე უკრავდა, იგი აგრეთვე ატარებდა ცდებს სინთეზატორებთან და ფირებთან, კონცერტებსა და სტუდიურ ჩანაწერებზე კი რიტმულ გიტარასაც იყენებდა. 1985 წელს, კოლექტივის სხვა წევრებთან აზრთა სხვადასხვაობის გამო მან დატოვა პინკ ფლოიდი და ყოფილ კოლეგებთან სასამართლო დავით ეცადა, შეენარჩუნებინა უფლება ჯგუფის სახელწოდებასა და მასალაზე. 1987 წელს ეს დავა დასრულდა საავტორო უფლებების გადანაწილებით. 2010 წლის მონაცემებით პინკ ფლოიდს მსოფლიო მასშტაბით გაყიდული ჰქონდა 250 მილიონი დისკი, მათ შორის 74,5 მილიონი — მხოლოდ აშშ-ში.

უოტერსის სოლო-კარიერა მოიცავს ოთხ სტუდიურ ალბომს — The Pros and Cons of Hitch Hiking (1984), Radio K.A.O.S. (1987) და Amused to Death (1992) და Is This the Life We Really Want? (2017). მას აგრეთვე ეკუთვნის რონ გისინთან ერთად 1970 წლის ფილმისთვის „სხეული“ დაწერილი მუსიკა და სიმღერები 1986 წლის ანიმაციური ფილმისთვის „როდესაც ქარი ქრის“ (რომელიც ეფუძნება რეიმონდ ბრიგზის ამავე სახელწოდების გრაფიკულ რომანს). 1990 წელს როჯერმა დადგა მსოფლიო მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი მასშტაბური როკ-შოუ, The Wall – Live in Berlin, რომელსაც დაახლოებით 200 000 მაყურებელი დაესწრო. 1996 წელს იგი, პინკ ფლოიდთან ერთად, შეიყვანეს აშშ-ის როკ-ენ-როლის დიდების, ხოლო 2005 წელს – ბრიტანეთის მუსიკის დიდების დარბაზში. 1999 წლიდან უოტერსი აქტიურად მოგზაურობს საკონცერტო ტურნეებით, რომელთა შორის პირველი იყო In the Flesh (1999-2002). 2006-2008 წლებში გაიმართა მასშტაბური ტურნე The Dark Side of the Moon Live. 2005 წელს უოტერსმა გამოსცა სამმოქმედებიანი ოპერა Ça Ira, რომელიც ეძღვნება საფრანგეთის რევოლუციის იუბილეს. 2005 წლის 2 ივლისს იგი პინკ ფლოიდის წევრებთან, ნიკ მეისონთან, რიჩარდ რაიტთან და დეივიდ გილმორთან, გაერთიანდა საქველმოქმედო მარათონზე Live 8 ერთადერთი გამოსვლისთვის.

2010 წელს დაიწყო მუსიკოსის ტურნე The Wall Live, რომელზეც ალბომის The Wall მთლიანი მასალა პირველად შესრულდა მასშტაბური სოლო-ტურნეს ფარგლებში. ამ ტურნეს მსვლელობისას, 2011 წლის 12 მაისს, ლონდონის დარბაზში O2 მასთან ერთად სიმღერის „Comfortably Numb“ შესასრულებლად პინკ ფლოიდის ვოკალისტი, სიმღერების ავტორი და გიტარისტი დეივიდ გილმორი გამოვიდა, ხოლო საბოლოო სიმღერაში „Outside the Wall“ სცენაზე ავიდა როგორც გილმორი, ასევე ნიკ მეისონი, ჯგუფის დრამერი. 2017 წელს დაიწყო მუსიკოსის კიდევ ერთი ტურნე, Us + Them.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.