დავიდ ბენ-გურიონი

დავიდ ბენ-გურიონი (დავიდ გრინი) (ივრ. דָּוִד בֶּן-גּוּרִיּוֹן‎, დ. 16 ოქტომბერი, 1886, პლონსკი, პოლონეთი — გ. 1 დეკემბერი, 1973, თელ-ავივი, ისრაელი) — თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს ერთ-ერთი დამაარსებელი. სიონისტური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ისრაელის პირველი და მესამე პრემიერ-მინისტრი.

David BG
დავიდ ბენ-გურიონი

ბიოგრაფია

დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1906 წელს პალესტინაში გაემგზავრა, სადაც ებრაელთა თავდაცვის ორგანიზაცია "ჰაშომერის" დაარსებაში მიიღო მონაწილეობა. 1910 წელს ებრაული ყოველკვირეული ჟურნალის "ჰააჰდუთ" (ერთობა) რედაქტორი გახდა. პირველი მსოფლიო ომის წლებში ებრაული ლეგიონის ფორმირებაში მიიღო მონაწილება პალესტინის განთავისუფლებისთვის. 1920 წელს ებრაელ მშრომელთა საყოველთაო ფედერაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახდა. 1935 წელს ებრაული სააგენტოს თავმჯდომარედ აირჩიეს. 1940 წელს აირჩიეს ისრაელის მუშათა პარტიის ლიდერად.

1948-53 და 1955-63 წლებში ისრაელის პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრია. მისი ხელმძღვანელობით მოგებულ იქნა დამოუკიდებლობის ომი (1948-49) და სინაის კამპანია (1956). 1965 წელს დააარსა ოპოზიციური პარტია "რაფი". 1970 წელს კნესეტიდან წავიდა და პოლიტიკას თავი დაანება.

რესურსები ინტერნეტში

25 იანვარი

25 იანვარი — გრიგორიანული კალენდრის 25-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 340 დღე (ნაკიან წელში - 341).

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი (არაბ. الصراع العربي الإسرائيلي ალ-სირა'ა ალ'არაბი ა'ისრაილი; ებრ. הסכסוך הישראלי-ערבי ჰა'სიხსუხ ჰა'იისრაელი-არავი) — პოლიტიკური დაძაბულობა და სამხედრო კონფლიქტების არაბული ქვეყნების ლიგასა და ისრაელს, არაბებსა და ისრაელელებს შორის. თანამედროვე არაბულ-ისრაელიანური კონფლიქტი ეფუძნება XIX საუკუნის ბოლოს, სიონიზმისა და არაბული ნაციონალიზმის ზრდას. ტერიტორიას ებრაელები საკუთარ სამშობლოდ, პანაარაბისტული მოძრაობა კი პალესტინელი არაბების ისტორიულ კუთვნილებად, ხოლო პანისლამისტურ კონტექსტში, ისლამურ მიწად თვლიან. დაპირისპირება პალესტინელ ებრაელებსა და პალესტინელ არაბებს შორის XX საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა და მრავალეტაპიან დაპირისპირებებს, 1948 წლის მაისში თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს შექმნა მოჰყვა.

კონფლიქტი, რომელიც დაიწყო ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, როგორც არაბებსა და ებრაელებს შორის პოლიტიკური და ნაციონალისტური კონფლიქტი ტერიტორიულ ამბიციებზე, გადაიზარდა უფრო ლოკალურ ისრაელურ-პალესტინურ კონფლიქტში. საომარი მოქმედებები დიდწილად დასრულდა ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, რომელიც იომ-ქიფურის ომის დასრულებას მოჰყვა. შესაბამისად, სამშვიდობო შეთანხმებებს ხელი მოეწერა ისრაელსა და ეგვიპტეს შორის 1979 წელს და ისრაელსა და იორდანიას შორის 1994 წელს. ოსლოს ხელშეკრულებამ 1993 წელს პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია შექმნა განაპირობა, თუმცა საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებას დღემდე ვერ მიაღწია. ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება ისრაელსა აკავშირებს სირიასა და 2006 წლიდან ლიბანს შორის. კონფლიქტი ისრაელსა და ღაზას შორის, რომელიც დასრულდა 2009 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით (მიუხედავად ამისა ბრძოლები დღემდე გრძელდება), თუმცა პირდაპირ არ უკავშირდება არაბული ქვეყნების ლიგას, განიხილება, როგორც ისრაელ-პალესტინის კონფლიქტისა და შესაბამისად არაბეთ-ისრაელის კონფლიქტის ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ეგვიპტესა და იორდანიასთან სამშვიდობო და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებები, არაბულ სამყაროსა და ისრაელს შორის ტერიტორიული კონფლიქტი ჯერაც არ დასრულებულა.

ებრაელები

ებრაელები — სემიტური მოდგმის ხალხი. რაოდენობა — 13 428 300 მლნ, მათ შორის აშშ-ში — დაახლ. 5 275 000, ისრაელში — 5 მ703 700, რუსეთის ფედერაციაში — 205 000.

სახელები: თვითწოდება — იეჰუდიმ, იდნ;

ენა: ებრაელთა დიდი ნაწილი ლაპარაკობს იმ ქვეყნის ენაზე, სადაც ცხოვრობენ. ებრაელთა ნაწილი ლაპარაკობს აგრეთვე ებრაულ ენებზე — ივრითი, იდიში და სხვა.

მორწმუნეები: ძირითადად იუდეველები. დიასპორაში ისინი გაყოფილი არიან აშქენაზებად და სეფარდებად.ებრაელები პალესტინაში დაახლოებით 4000 წლის წინ დასახლდნენ. ისინი პალესტინაში მესოპოტამიის ქალაქ ურიდან ჩავიდნენ. ჯერჯერობით, ზუსტად არავინ იცის, საიდან აღმოჩნდნენ ისინი ურში. ებრაელები, ამ სახელით აღნიშნავდნენ „ხალხს, ევფრატის გაღმა ნაპირიდან“. მათი ისტორია ბიბლიაშია მოთხრობილი. ძველი აღთქმის მიხედვით, პირველი ებრაელების წინამძღოლი ყოფილა ურში მცხოვრები მწყემსი აბრაამი. თავდაპირველად აბრაამი ოჯახთან ერთად სირიაში გაემგზავრა, შემდეგ კი ქანაანში (დღევანდელი პალესტინა) ჩავიდა და აქვე დამკვიდრდა.

ისრაელი

ისრაელი (ებრ. יִשְׂרָאֵל Yisra'el; არაბ. إِسْرَائِيل Isrā'īl, ოფიციალურად ისრაელის სახელმწიფო) — ქვეყანა სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ კიდეზე. ესაზღვრება ლიბანი ჩრდილოეთით, სირია ჩრდილო-აღმოსავლეთით, იორდანია აღმოსავლეთით და ეგვიპტე სამხრეთ-დასავლეთით, და მოიცავს გეოგრაფიულად მრავალფეროვან რეგიონებს მის შედარებით მცირე ტერიტორიაზე. ასევე ესაზღვრება დასავლეთი სანაპირო აღმოსავლეთით და ღაზას სექტორი სამხრეთ-დასავლეთით. 7,86 მილიონი მოსახლეობით, რომელთა უმრავლესობა ებრაელია, ისრაელი მსოფლიოს ერთადერთი ებრაული სახელმწიფოა. ისრაელი სამშობლოდ ითვლება სხვა ეთნიკური ჯგუფებისთვისაც, მათ შორის უმრავლესობას არაბები და მრავალრიცხოვანი რელიგიური ჯგუფები (მაჰმადიანები, ქრისტიანები, დრუზები, სამარიტელები და სხვ.) წარმოადგენენ.

ისრაელის თანამედროვე სახელმწიფო საფუძვლებს იყრის ისრაელის მიწაზე (Eretz Yisrael), კონცეფცია, რომელიც უძველესი დროიდან იუდაიზმის ცენტრალური იდეა იყო, და უძველესი იუდეის სამეფოს გულში, საიდანაც თანამედროვე ებრაელები უნდა იყვნენ წარმოშობით. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ერთა ლიგამ დაამტკიცა პალესტინაზე ბრიტანეთის მანდატი, რომლის მიზანი „ებრაელი ხალხისთვის ეროვნული სახლის“ შექმნა იყო. 1947 წელს გაერომ დაამტკიცა პალესტინის დაყოფა ორ სახელმწიფოდ, ებრაულ და არაბულ ნაწილებად. 1948 წლის 14 მაისს ისრაელმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რასაც მეზობელ არაბულ ქვეყნებთან ომის დაწყება მოჰყვა, ვინაიდან მათ უარი განაცხადეს ისრაელის ცნობაზე. ისრაელი ამ ომების სერიაში გამარჯვებული გამოვიდა და შეძლო საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვა. ამ ომებით მან საკუთარი საზღვრები გაეროს დაყოფის გეგმით ფარგლებს გარეთ გადაწია. მას შემდეგ ისრაელი კონფლიქტშია მრავალ მეზობელ არაბულ ქვეყანასთან, რის გამოც პერიოდული ომები და კონფლიქტები რეგიონში დღემდე გრძელდება. დაფუძნების შემდეგ ისრაელის საზღვრები და სახელმწიფოს არსებობის უფლება მუდმივი დისპუტის საგანი იყო, განსაკუთრებით მის არაბ მეზობლებთან და მათ პალესტინელ ლტოლვილებთან. ისრაელს სამშვიდობო ხელშეკრულება აქვს მოწერილი ეგვიპტესთან და იორდანიასთან, თუმცა ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა პალესტინელებთან დღემდე შეუძლებელი გახდა.

ისრაელი წარმომადგენლობითი დემოკრატიაა საპარლამენტო სისტემითა და საყოველთაო საარჩევნო უფლებით. პრემიერ-მინისტრი მთავრობის ხელმძღვანელის, ხოლო ქნესეთი ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს დანიშნულებას ასრულებს. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკა სიდიდით 44-ეა მსოფლიოში. ჰუმანური განვითარებით, პრესის თავისუფლებითა და ეკონომიკური კონკურენტულობით ისრაელი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში რანგით პირველია. იერუსალიმი ქვეყნის პოლიტიკური დედაქალაქია და ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ხოლო თელ-ავივი — ეკონომიკური ცენტრი.

ხაიმ ვაიცმანი

ხაიმ ვაიცმანი ხაიმ ვაიცმანი (ებრ. חיים ווייצמן)(Chaijim Weizmann, Haim Weizmann; (დ. 27 ნოემბერი, 1874 — გ. 9 ნოემბერი, 1952) — ქიმიკოსი, პოლიტიკოსი, სიონისტთა მსოფლიო ორგანიზაციის უფროსი, პრეზიდენტი (1929—1946), ისრაელის სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტი (აირჩიეს 1948 წლის 16 მაისს), ვაიცმანის ინსტიტუტის პრეზიდენტი და1949—1952) ფუძემდებელი, (დღეს ინსტიტუტი მის სახელს ატარებს).

დროებითი სახელმწიფო
საბჭოს თავმჯდომარეები
პრეზიდენტები
ისრაელის თავდაცვის მინისტრები ისრაელის დროშა

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.