გიორგი მღებრიშვილი

გიორგი მღებრიშვილი (დ. 9 მაისი, 1970, თბილისი) — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 2015 წლის 1 აგვისტოდან2017 წლის 13 ნოემბრამდე.

საკადრო ცვლილებების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი და 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად [1].

2013-2014 წლებში იყო ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი. 2013 წლის ნოემბრიდან 2013 წლის დეკემბრამდე ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურის, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მრჩეველი. 2013 წლის სექტემბრიდან 2013 წლის ნოემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.

2013 წლის აპრილიდან 2013 წლის სექტემბრამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახური, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. 2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის აპრილამდე ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი. 2012 წლის ივლისიდან 2012 წლის ნოემბრამდე ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

2011 წლის მაისიდან 2012 წლის ივლისამდე ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2011 წ. ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დასავლეთის პორტალის მთავარი სამმართველოს უფროსი;

2010-2011 წწ. ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) უფროსის მოადგილე; 2008-2010 წწ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) უფროსის მოადგილე; 2008 წ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საბაჟო ოპერაციების დამუშავების განყოფილების უფროსი;

2007-2008 წწ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საბაჟო კონტროლის განყოფილების უფროსი; 2004-2007 წწ. ფინანსთა სამინისტრო, ფინანსური პოლიციის გამომძიებელი; 1998-2004 წწ. შინაგან საქმეთა სამინისტრო, გამომძიებელი; 1997 წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, სტაჟიორი. პოლიციის პოლკოვნიკი.[2]

გიორგი მღებრიშვილი
გიორგი მღებრიშვილი

Flag of Georgia.svg
Georgia MIA logo.jpg
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 აგვისტო, 2015 – 13 ნოემბერი, 2017
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედივახტანგ გომელაური
მემკვიდრეგიორგი გახარია

თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 ივლისი, 2014 – 1 აგვისტო, 2015
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედისოზარ სუბარი
მემკვიდრეკახა კახიშვილი

დაბადებული9 მაისი, 1970
თბილისი, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
შვილები2
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი
რელიგიამართლმადიდებელი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. http://gov.ge/files/466_62785_177804_304.pdf
  2. გიორგი მღებრიშვილის ბიოგრაფია
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ვახტანგ გომელაური
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
2015–დღემდე
შემდეგი:
გიორგი გახარია

გიორგი ზაურის ძე გახარია (დ. 19 მარტი, 1975) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, 2019 წლის 8 სექტემბრმადე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.

გიორგი მღებრიშვილი (ექიმი)

გიორგი მღებრიშვილი (დ. 1880 — გ. 1968) — ქართველი ექიმი. 1916 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.

1930 წელს მისი თაოსნობით დაარსდა თბილისის ფიზკულტურის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც თვითონვე ხელმძღვანელობდა 1935 წლამდე.

1931-1968 წლებში განაგებდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფიზკულტურის კათედრას, იყო თსუ ფიზკულტურის ფაკულტეტის პირველი დეკანი (1935-1937).

აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს საექიმო კონტროლისა და სამკურნალო ფიზკულტურის სამეცნიერო საზოგადოების დაარსებაში (1963) და იყო მისი პირველი თავმჯდომარე.

მისი შრომები ძირითადად ეხება სპორტული მედიცინის, ორგანიზმის გაკაჟებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს ავადმყოფთა ფიზიკური რეაბილიტაციის საკითხებს.

სამკურნალო ფიზკულტურისა და საექიმო კონტროლის დარგის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1948), პროფესორი (1950).

ჯილდოები, პრემიები და პრიზები (1961 — საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე)

გიორგი მღებრიშვილი (მრავალმნიშვნელოვანი)

გიორგი მღებრიშვილი შეიძლება აღნიშნავდეს:

გიორგი მღებრიშვილი — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 2015 წლის 1 აგვისტოდან — 2017 წლის 13 ნოემბრამდე.

გიორგი მღებრიშვილი — ქართველი ექიმი.

ვახტანგ გომელაური

ვახტანგ გომელაური (დ. 24 დეკემბერი, 1975, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსი. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი.

დაიბადა 1975 წლის 24 დეკემბერს, ქალაქ თბილისში. 1994 წელს დაინიშნა სამთავრობო დაცვის სამსახურის სპეციალური ქვედანაყოფის საბრძოლო განყოფილების უფროსად. 2002 წელს მუშაობდა შსს დაცვის პოლიციაში. 2013 წლამდე იყო პოლიტიკოს და ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი. პარალელურად, 2013-2014 წლებში იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2015 წლის 26 იანვარს, ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომის შემდეგ დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად. 2019 წლის 8 სექტემბერს მეორედ დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად.

ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტი

ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტი — საქართველოს მინისტრთა კაბინეტი 2013-2015 წლებში, რომელსაც პრემიერ-მინისტრის რანგში ხელმძღვანელობდა ირაკლი ღარიბაშვილი. როდესაც საქართველოს პარლამენტმა ის დაამტკიცა 2013 წლის 20 ნოემბერს, მის შემადგენლობაში ძირითადად შედიოდნენ წინამორბედის, ბიძინა ივანიშვილის კაბინეტის წევრები.

კახა კახიშვილი

კახა კახიშვილი (დ. 22 მარტი, 1973 წელი, თბილისი) — საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი 2015 წლის 1 აგვისტოდან - 2018 წლის 15 ივლისამდე.

მღებრიშვილი

საკუთარი სახელი მღებრიშვილი შეიძლება აღნიშნავდეს ერთ-ერთ შემდეგ პიროვნებათაგანს.

აბესალომ მღებრიშვილი — რუსეთის არმიის გენერალ ლეიტენანტი.

ალექსანდრე მღებრიშვილი — საბჭოთა თეატრის დამსახურებული არტისტი.

გიორგი მღებრიშვილი — ქართველი ექიმი, სამკურნალო ფიზკულტურისა და საექიმო კონტროლის დარგის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

გიორგი მღებრიშვილი — ქართველი პოლიტიკოსი.

დავით მღებრიშვილი — ქართველი რეჟისორი.

ვლადიმერ მღებრიშვილი — კონსტრუქტორი, ერთ-ერთი პირველი ტანკის ინჟინერი.

ზვიად მღებრიშვილი — ქართველი მუსიკოსი.

ლინა მღებრიშვილი — ქართველი ინჟინერი.

ირაკლი მღებრიშვილი — ქართველი ინჟინერი.

მერაბ მღებრიშვილი — ქართველი ინჟინერი.

ტიტო მღებრიშვილი — რევოლუციონერი.

შავერდა მღებრიშვილი — სახალხო გმირი.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო — საქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) საქართველოს მთავრობის წევრია, რომლის დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო უწყება პასუხისმგებელია პენიტენციალური სისტემის გამართულ საქმიანობაზე. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. მისი მთავარი ოფისი მდებარეობს ქალაქ თბილისში.

სამინისტრო დაარსდა 2009 წლის 1 თებერვალს საქართველოს კანონის შესაბამისად მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო — საქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) მთავრობის წევრია.

სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს.. 2017 წლის სექტემბრიდან შინაგან საქმეთა მინისტრია ვახტანგ გომელაური.

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი (დ. 4 ნოემბერი, 1964, ჭუბერი, მესტიის რაიონი) — ისტორიკოსი, თეოლოგი, ჟურნალისტი, საქართველოს სახალხო დამცველი 2004-2009 წწ. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, საქართველოს ეკლესიაში დიაკვნად, საჯარო სკოლის დირექტორად, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთის კორესპონდენტად და რედაქტორად, მოღვაწეობდა თავისუფლების ინსტიტუტში (2003-2004). 2014 წლის 26 ივლისიდან - 2018 წლის 15 ივლისამდე იყო საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი.

წიწერნაკაბერდის სტუმრების სია

წიწერნაკაბერდი — სომხების გენოციდის ოფიციალური მემორიალი სომხეთის დედაქალაქ ერევანში. გაიხსნა 1967 წელს, რასაც წინ უძღვოდა 1965 წლის 24 აპრილის ერევნის მასობრივი გამოსვლები, რომელიც ოსმალეთის იმპერიიდან სომხების დეპორტაციისა და გენოციდის დაწყების 50-ე წლისთავს მიეძღვნა. 1991 წელს სომხეთის მიერ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მემორიალი ოფიციალური ცერემონიების გამართვის ადგილად იქცა. მას შემდეგ სომხეთში ჩასული ყველა უცხოური დელეგაციის წარმომადგენელი სტუმრობს მემორიალს და პატივს მიაგებს გენოციდის მსხვერპლი სომხების ხსოვნას. წიწერნაკაბერდის მონახულებაში ასევე შესულია მუზეუმის ტურიც. ზოგიერთმა ცნობილმა სტუმარმა მემორიალთან ახლოს ხეები დარგეს.

მემორიალი მოინახულეს მაღალი რანგის პოლიტიკოსებმა, მსახიობებმა, მუსიკოსებმა, სპორტსმენებმა და რელიგიურმა პირებმა. მათ შორის ყველაზე ცნობილები იყვნენ რუსეთის (ბორის ელცინი, ვლადიმერ პუტინი, დიმიტრი მედვედევი), საფრანგეთის (ჟაკ შირაკი, ნიკოლა სარკოზი, ფრანსუა ოლანდი), უკრაინის, ჩეხეთის, პოლონეთის, საბერძნეთის, საქართველოს, ირანის, ბელარუსის, რუმინეთის, ლიბანის, ხორვატიის და სერბეთის პრეზიდენტები, ასევებულგარეთის, ჩეხეთის და სხვა ქვეყნების პრემიერ-მინისტრები. მრავალი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი (მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და რამდენიმე მაღალი რანგის წარმომადგენელი ევროკავშირიდან — მათ შორის ჟოზე მანუელ ბაროზუ და ჰერმან ვან რომპეი) — პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. სტუმართა შორის ასევე იყვნენ პაპი იოანე პავლე II 2001 წელს, პაპი ფრანცისკე 2016 წელს, ისრაელის მთავარი რაბი იონა მეცგერი, სრულიად ინგლისის პრიმასი როუენ უილიამსი, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი კირილე I, მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ვლადიმერ კრამნიკი, მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში იური ჯორკაეფი, ინგლისელი როკ-ვარსკვლავი იან გილანი, სერბი რეჟისორი ემირ კუსტურიცა, ფრანგი მსახიობები ჟერარ დეპარდიე და ალენ დელონი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში ჟორეს ალფეროვი.

წიწერნაკაბერდის მემორიალი არასდროს მოუნახულებიათ თურქეთის ოფიციალურ პირებს.

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.