გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი (დ. 4 სექტემბერი, 1969, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი და ფილოსოფოსი. საქართველოს მე-4 პრეზიდენტი 2013 წლის 17 ნოემბრიდან 2018 წლის 16 დეკემბრამდე. საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ინაუგურაციის შემდეგ, იმავე წლის 17 ნოემბერს შეუდგა. 2013 წლის მაისში უპარტიო გიორგი მარგველაშვილი მმართველმა კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანიდადატად დაასახელა, რომელმაც დამაჯერებლად გაიმარჯვა ხმათა 62,18 პროცენტით. მისი წარსული დაკავშირებულია პოლიტიკასთან, საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო საქმიანობასთან.

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური კოალიციის გამარჯვების შემდეგ „ქართული ოცნების“ მთავრობასთან შეერთებამდე, გიორგი მარგველაშვილი ცნობილი იყო, როგორც პოლიტიკური ექსპერტი. მას ათ წელზე მეტ ხანს ეკავა სხვადასხვა, მათ შორის, რექტორის თანამდებობა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), რომელიც წამყვანი უმაღლესი განათლების ცენტრია სახელმწიფო მართვის, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ჟურნალისტიკის მიმართულებით.[1]

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი
საქართველო საქართველოს მე-4 პრეზიდენტი საქართველო
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 ნოემბერი 2013 – 16 დეკემბერი, 2018
პრემიერ-მინისტრი  ბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი
მამუკა ბახტაძე
წინამორბედიმიხეილ სააკაშვილი
მემკვიდრესალომე ზურაბიშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ოქტომბერი, 2012 – 18 ივლისი, 2013
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
წინამორბედიხატია დეკანოიძე
მემკვიდრეთამარ სანიკიძე

დაბადებული4 სექტემბერი, 1969
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
მეუღლემაკა ჩიჩუა
შვილებიანა მარგველაშვილი, თეიმურაზ მარგველაშვილი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაფილოსოფოსი
ხელმოწერა
Margvelashvili Signature
საიტიოფიციალური საიტი

ბიოგრაფია

გიორგი მარგველაშვილი დაიბადა 1969 წლის 4 სექტემბერს ქალაქ თბილისში, მამამისის, ინჟინერის — თეიმურაზ მარგველაშვილისა და დედამისის, ფსიქოლოგის — მზეანა გომელაურის ოჯახში.[2] დაამთავრა თბილისის N1 საჯარო სკოლა. იგი, აგრეთვე, სწავლობდა რუსულ სკოლაში სირიაში, სადაც მისი მშობლები სამსახურეობრივ მივლინებაში იმყოფებოდნენ.[2] 1987-1992 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქვს პედაგოგის სერტიფიკატი. 1993-1994 წლებში სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (Central European University), დიპლომის შემდგომ კურსზე სოციოლოგიაში (პრაღა, ჩეხეთი).[3] მუშაობდა: 1992-1995 წლებში ტურისტული კომპანიაში სამთო ტურიზმის გიდად; [3]1994-1995 წლებში „ბიზნეს დღიურების“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსად; 1996-1997 წლებში იყო თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ლექტორი ფილოსოფიასა და კულტურაში.[4] ხოლო 1995-2000 წლებში საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ადგილობრივი ხელმძღვანელობის სპეციალისტი — პროგრამის კონსულტანტი. 1998 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი ფილოსოფიაში.

2000-2006 და 2010-2012 წლებში საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი. 2006-2010 წლებში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კვლევითი დეპარტამენტის უფროსი.[5]

პოლიტიკა

მარგველაშვილი, პირველად, პოლიტიკურ ასპარეზზე 2003 წელს გამოჩნდა, როდესაც ზურაბ ჟვანიას მოწვევით, შეუერთდა ოპოზიციურ ბლოკს „ბურჯანაძე—დემოკრატები“.[6] იგი პარტიის საარჩევნო სიის ათეულში შედიოდა.[7] თუმცაღა ვარდების რევოლუციის შემდეგ, რომელიც არჩევნების გაყალბებას მოჰყვა, „ბურჯანაძე—დემოკრატები“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანდა, ხოლო მარგველაშვილმა დატოვა პოლიტიკა.[8]

2011 წლიდან უკვე აქტიურად ჩაერთო პოლიტიკაში. გამოდიოდა ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად. საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის გამარჯვების შემდეგ, 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა განათლების მინისტრად. 2013 წლის 11 მაისს კოალიცია ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა[9]. არჩევნებში მონაწილეობის გამო გიორგი მარგველაშვილმა დატოვა მინისტრის პოსტი 2013 წლის 18 ივლისს. 27 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მან ხმათა 62% მიიღო და არჩეულ იქნა საქართველოს პრეზიდენტად.

2018 წლის არჩევნები

ლატვიის ყოფილ პრეზიდენტთან, ვალდის ზატლერსისთან ერთად გამართულ სტუდენტებთან და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან საჯარო შეხვედრაზე, გიორგი მარგველაშვილმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. მისი თქმით, როგორც პრეზიდენტობის 5 წლის განმავლობაში, მანამდეც და მომავალშიც მისი სამსახური საქართველოს სამსახურია - „არ ყოფილა მომენტი, რომ მე ელიტის ან სხვა ჯგუფის სამსახურში ვყოფილიყავი, ეს იწყებოდა საქართველოს მოქალაქეებით და გრძელდებოდა საქართველოს მოქალაქეებით. ამ არჩევნებში მე მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებს, არამედ სხვანაირად, სხვა ფორმით გავაგრძელებ თქვენი ქვეყნის სამსახურს“.[10]

პირადი ცხოვრება

მშობლიური ქართულის გარდა ფლობს ინგლისურსა და რუსულს.[11] მისი ჰობია სეირნობა და ცხენოსნობა. უყვარს ცხოველები. შეუძლია ნადირობა, ეწევა ქველმოქმედებას. [2] ჰყავს ქალიშვილი ანა (დ. 1993), რომელიც არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტი. ასევე ჰყავს ვაჟი თეიმურაზი (დ. 2015).[12] მისი მეუღლეა მსახიობი და მხატვარი მაკა ჩიჩუა.[13]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. მისი აღმატებულება, ბატონი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
  2. 2.0 2.1 2.2 გიორგი მარგველაშვილის ბიოგრაფიის დეტალები
  3. 3.0 3.1 გიორგი მარგველაშვილის ბიოგრაფია
  4. ვინ არის გიორგი მარგველაშვილი?
  5. გიორგი მარგველაშვილი — ბიოგრაფიული ცნობები
  6. გიორგი მარგველაშვილის ბიოგრაფია, [1]
  7. Burjanadze, Zhvania Offer Radical Changes. Civil Georgia. 22 August 2003. Accessed 30 March 2013.
  8. Giorgi Margvelashvili. Civil Georgia. 15 October 2013.
  9. „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილია
  10. გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს
  11. გიორგი მარგველაშვილის ბიოგრაფიული ცნობები
  12. გიორგი მარგველაშვილსა და მაკა ჩიჩუას ვაჟი შეეძინათ ჟურნალი „ლიბერალი“. 02.02.2015
  13. გიორგი მარგველაშვილის ბიოგრაფია
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ხატია დეკანოიძე
საქართველოს განათლების მინისტრი
2012—2013
შემდეგი:
თამარ სანიკიძე
წინამორბედი:
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი
2013–2018
შემდეგი:
სალომე ზურაბიშვილი
ათონელის რეზიდენცია

ათონელის რეზიდენცია (ასევე - ორბელიანების სასახლე) — საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია, მდებარეობს დედაქალაქ თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, გიორგი ათონელის ქუჩა № 25-ში. პირველი პრეზიდენტი, რომელიც ორბელიანების სასახლეში შევიდა, არის სალომე ზურაბიშვილი.

2012 წელს კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირების მიხედვით, ამ მისამართზე უნდა გადასულიყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ხოლო ავლაბრის სასახლეში უნდა გახსნილიყო ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, თუმცა არჩევნების დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილი ახალ რეზიდენციაში არ გადასულა. პრეზიდენტ მარგველაშვილის უარის შემდეგ იგეგმებოდა შენობის გასხვისება, აუქციონზე გაყიდვის მცდელობის ჩავარნის შემდეგ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით იგი დაუზუსტებელი სახელმწიფო უწყების საკუთრებაში უნდა გადასულიყო. ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი აღნიშნავს, რომ ათონელის 25-ში მდებარე შენობა XX საუკუნის დასაწყისშია აშენებული და გამოირჩევა ტიპური თბილისური, ეკლექტიკური არქიტექტურით. სასახლის სახელწოდება - ორბელიანების სასახლე - იქიდან მომდინარეობს, რომ სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ამ ადგილზე იდგა სასახლე, რომელიც თეიმურაზ II-ეს უჩუქებია თავისი სიძის, დიმიტრი ორბელიანისთვის. სასახლის ბოლო მობინადრე იყო გრიგოლ ორბელიანი, რომლის ხელშიც იმართებოდა ხალხმრავალი ლიტერატურული საღამოები და სხვა სახის ღონისძიებები. XIX საუკუნის მიწურულსთავდაპირველი სასახლე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და დაინგრა, თუმცა მის ადგილზე აშენებულ შენობას, დღემდე შემორჩა ორბელიანების სახელი.საქართველოს ოკუპაციის შემდეგ შენობაში საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები, ხოლო 90-იან წლებში აშშ-ის საელჩო იყო განთავსებული.

ალექსანდრე ქანთარია

ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია (დ. 7 ოქტომბერი, 1959, თბილისი) — ქართველი რეჟისორი, საქართველოს მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი.

არჩილ ხაბაძე

არჩილ ხაბაძე (დ. 11 მარტი, 1981, ბათუმი) — ქართველი პოლიტიკოსი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 2012 წლის 30 ოქტომბრიდან 2016 წლის 6 ივლისამდე.

გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილი (დ. 20 ივლისი, 1967, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2015 წლის 30 დეკემბრიდან 2018 წლის 13 ივნისამდე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 2012-2015 წლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2015 წელს. 2013 წლის ივლისიდან — 2015 წლის დეკემბრამდე იყო საქართველოს ვიცე-პრემიერი.

დავით ბაქრაძე (პოლიტიკოსი)

დავით ბაქრაძე (დ. 30 დეკემბერი, 1975, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი. 2014-2016 წლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.

დავით ნარმანია

დავით ნარმანია (დ. 7 მარტი, 1979, სოფელი კოკი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, საქართველოს სსრ) — საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი 2012-2014 წლებში. თბილისის მერი 2014 წლის 2 აგვისტოდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე.

დავით სერგეენკო

დავით სერგეენკო (დ. 25 სექტემბერი, 1963) — ბავშვთა და მოზარდთა კარდიოქირურგი და რეანიმატოლოგი. 2012 წლის 25 ოქტომბრიდან — 2018 წლის 15 ივლისამდე იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 2018 წლის 15 ივლისიდან 2019 წლის 18 ივნისამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

დიმიტრი ქუმსიშვილი

დიმიტრი ქუმსიშვილი (დ. 7 სექტემბერი, 1974) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 2015 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 27 ნოემბრამდე იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 2016 წლის 27 ნოემბრიდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე ფინანსთა მინისტრი. 2015 წელს იყო ქალაქ თბილისის ვიცე-მერი.

თამარ სანიკიძე

თამარ სანიკიძე (დ. 30 აგვისტო, 1978) — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 2013 წლის ივლისიდან 2016 წლის ივნისამდე.

დაიბადა თბილისში. 1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 2000 წელს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მიიღო მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო მმართველობაში.

2005—2009 წლებში მუშაობდა საქართველოში ურბანული ინსტიტუტის წარმომადგენლობაში, ხოლო 2009 წლიდან 2012 წლის ოქტომბრამდე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. 2012 წლის ოქტომბერში დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის მოადგილედ.

2013 წლის ივლისში, როდესაც გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დატოვა მინისტრის პოსტი, დაინიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრად. ეს პოსტი მას 2016 წლის 3 ივნისამდე ეკავა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ის ალექსანდრე ჯეჯელავათი შეცვალა.

მაკა ჩიჩუა

მაკა ჩიჩუა (დ. 31 მარტი, 1971, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი, მხატვარი, ვიზაჟისტი და მუსიკოსი. საქართველოს პირველი ლედი (17 ნოემბერი 2013 – 16 დეკემბერი, 2018), საქართველოს მე-4 პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მეუღლე. არის შემსრულებელი სიმღერისა „ელექტროტალღები“. ჰყავს ორი შვილი, მაშო და თეიმურაზი.მაკა ჩიჩუა და გიორგი მარგველაშვილი დაქორწინდნენ 2014 წლის 10 სექტემბერს. მათ ხელი დუშეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მოაწერეს. საქორწინო ხელისმოწერისას მოწმეები მათი შვილები — ანა მარგველაშვილი და მაშო ჩიჩუა იყვნენ. 2015 წლის 2 თებერვალს მეორე შვილი შეეძინა. მაკა ჩიჩუამ საკეისრო კვეთით იმშობიარა. ახალშობილი გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას პირველი საერთო შვილია. პრეზიდენტის ვაჟს ბაბუის სახელი, თეიმურაზი (თემიკო) დაარქვეს.

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე (დ. 9 ივნისი, 1982, თბილისი, საქართველოს სსრ) — საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2018 წლის 20 ივნისიდან 2019 წლის 2 სექტემბრამდე. 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2018 წლის 20 ივნისამდე იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი. მინისტრად დანიშვნამდე იყო საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი 2013 წლის აპრილიდან – 2017 წლის 13 ნოემბრამდე. 2010 წლიდან 2012 წლამდე იყო საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი. მამუკა ბახტაძე აგრეთვე არის „ახალი აბრეშუმის გზის“ საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი.

მარგველაშვილი

საკუთარი სახელი მარგველაშვილი შეიძლება აღნიშნავდეს ერთ-ერთ შემდეგ პიროვნებათაგანს:

გივი მარგველაშვილი — ქართველი გერმანულენოვანი მწერალი და ფილოსოფოსი

გიორგი მარგველაშვილი — ქართველი პოლიტიკოსი და ფილოსოფოსი

გიორგი მარგველაშვილი — ქართველი რეჟისორი

გიორგი მარგველაშვილი — ქართველი კრიტიკოსი

გიორგი მარგველაშვილი — ქართველი მოჭადრაკე

ტიტე მარგველაშვილი — ქართველი ფილოსოფოსი და მწერალი

მიხეილ გიორგაძე

მიხეილ გიორგაძე (დ. 25 აპრილი, 1967) — ქართველი პოლიტიკოსი, ეკონომისტი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი 2014 წლის 23 ივლისიდან - 2017 წლის 15 დეკემბრამდე. 2017 წლის 15 დეკემბრიდან - 2018 წლის 15 ივლისამდე საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი. ამჟამად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე.

1983-1992 წლებში საქართველოს წყალბურთის ეროვნული გუნდის წევრი, თბილისის „დინამოს” წყალბურთის გუნდის წევრი, საბჭოთა კავშირის წყალბურთის ნაკრების წევრი. 1984-1991 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის ფაკულტეტზე. მისი დასრულების შემდეგ, 1992-1993 წლებში, იყო სახელმწიფო მრჩეველი საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკის დეპარტამენტში. 1993-1994 წლებში საგარეო ეკონომიკური საკითხების კომიტეტის, საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.

1994-1997 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „მსოფლიო ლაბორატორიის" პროექტების მენეჯერი, ხოლო 1998 წლიდან 2014 წლის ივლისამდე — შპს „ისთერნ პრომოუშენის“ გენერალური მენეჯერი, რომელიც ჯაზ-ფესტივალებს უწევს საქართველოში ორგანიზებას. პარალელურად, 2005-2014 წლებში იყო თბილისის საკონცერტო დარბაზის დირექტორთა საბჭოს წევრიც.

2014-2016 წლებში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი​; 2017-2018 წლებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი​; 2018 წლიდან დღემდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე;

ოთარ დანელია

ოთარ დანელია (დ. 21 სექტემბერი, 1979) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი 2014-დან 2016 წლამდე.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია — საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშემწყობი და მაორგანიზებელი ორგანო. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტაცია შეიქმნა 2004 წლის 14 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის №60 ბრძანებულებით. ადმინისტრაცია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით, დებულებითა და საქართველოს პრეზიდენტის სხვა სამართლებრივი აქტებით. ადმინისტრაციის სტრუქტურასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი. 2019 წლის 14 მაისიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობას ნათია სულავა ასრულებს, აღნიშნული პოსტის დაკავებამდე ნათია სულავა ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის ლაშა ჟვანიას ერთ-ერთი მოადგილე იყო.

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები (2013)

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2013 — რიგით მეექვსე საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში. გაიმართა 2013 წლის 27 ოქტომბერს.

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი (დ. 4 ნოემბერი, 1964, ჭუბერი, მესტიის რაიონი) — ისტორიკოსი, თეოლოგი, ჟურნალისტი, საქართველოს სახალხო დამცველი 2004-2009 წწ. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, საქართველოს ეკლესიაში დიაკვნად, საჯარო სკოლის დირექტორად, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთის კორესპონდენტად და რედაქტორად, მოღვაწეობდა თავისუფლების ინსტიტუტში (2003-2004). 2014 წლის 26 ივლისიდან - 2018 წლის 15 ივლისამდე იყო საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი.

ქართული ოცნება

კოალიცია ქართული ოცნება — პოლიტიკური კოალიცია საქართველოში, რომელიც არსებობდა 2011-2016 წლებში. სხვადასხვა პერიოდში კოალიციაში შედიოდა შემდეგი პარტიები: ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ეროვნული ფორუმი, საქართველოს კონსერვატიული პარტია, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს და თავისუფალი დემოკრატები.

ქეთევან ციხელაშვილი

ქეთევან ციხელაშვილი (დ. 21 აგვისტო, 1978) — საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში 2016 წლის აგვისტოდან.

საქართველოს განათლების მინისტრები
საქართველოს დრ
საქართველოს სსრ
საქართველო

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.