გიორგი გახარია

გიორგი ზაურის ძე გახარია (დ. 19 მარტი, 1975) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი,[2] 2019 წლის 8 სექტემბრმადე იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.[3]

გიორგი გახარია
გიორგი გახარია

Flag of Georgia.svg
Greater coat of arms of Georgia.svg
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა8 სექტემბერი, 2019[1]
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
წინამორბედიმამუკა ბახტაძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 ნოემბერი, 2017 – 8 სექტემბერი, 2019
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი,
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიმამუკა ბახტაძე
წინამორბედიგიორგი მღებრიშვილი
მემკვიდრევახტანგ გომელაური

თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 აპრილი, 2019 – 8 სექტემბერი, 2019
პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიმამუკა ბახტაძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 ნოემბერი, 2016 – 13 ნოემბერი, 2017
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედიდიმიტრი ქუმსიშვილი
მემკვიდრედიმიტრი ქუმსიშვილი

დაბადებული19 მაისი, 1975
თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

განათლება

1992–1994 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე. 1994–1999 წლებში სწავლობდა მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სადაც მიენიჭა პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.[4] 2003-2004 წლებში სწავლობდა მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის უმაღლეს ბიზნეს სკოლაში, სადაც მიენიჭა ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი.

პროფესიული გამოცდილება

2006-2009 წლებში იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიოტექნოლოგიის მოწვეული ლექტორი. 2008 წლის ნოემბერიდან იყო Lufthansa Service Holding AG. (LSG, Frankfurt am Main) Germany GR & ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში 2013 წლის თებერვლამდე.

პოლიტიკური კარიერა

პოლიტიკური კარიერა დაიწყო 2013 წლის მარტიდან, როცა გახდა საქართველოს ბიზნესომბუდსმენი და თანამდებობას იკავებდა 2016 წლის ივლისამდე. 2014 წლის დეკემბრიდან 2016 წლის სექტემბრამდე იყო ეკონომიკური საბჭოს მდივანი. 2016 წლის 27 ნოემბრამდე 2017 წლის 13 ნოემბრამდე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.[5] 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად. იკავებს ვიცე-პრემიერის პოსტს.[6] 2019 წლის 30 აპრილიდან არის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი[7]

შინაგან საქმეთა სამინისტრო

2017 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობაში მოხდა მთავრობის წევრების შეცვლა. ცვლილება შეეხო შინაგან საქმეთა სამინისტორსაც და გიორგი მღებრიშვილის ადგილას, 2017 წლის 13 ნოემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა გიორგი გახარია.

ქვეითი პატრული

დანიშვნიდან რამდენიმე თვეში სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, ტურისტების და ტურისტული ზონების უსაფრთხოებისთვის შეიქმნა ქვეითი პატრულის ქვედანაყოფი. ქვეითმა პატრულებმა გაიარეს 3 კვირიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სპეციალური გადამზადების კურსი და ყველა მათგანი ფლობს ერთ ან მეტ უცხო ენას. მათ გააჩნიათ თანამედროვე საპოლიციო აღჭურვილობა, მათ შორის, უახლესი თაობის სამხრე ვიდეოკამერები.[8] [9] [10] [11]

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი

2018 წლის 11 იანვარს, გიორგი გახარიას მინისტრად დანიშვნიდან 1 თვეში, სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი,[12] რომელსაც ევალება უზრუნველყოს დროული რეაგირება და ეფექტიანი გამოძიების ჩატარება ისეთი კატეგორიის საქმეებზე როგორიცაა: ოჯახური დანაშაული, ქალთა მიმართ ძალადობა, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაული, ტრეფიკინგი, არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაული.[13] 2019 წლის 24 ივლისამდე დეპარტამენტის დირექტორი იყო ლონდა თოლორაია.[14]. 2019 წლის 24 ივლისიდან დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ნინო ცაციაშვილი.[15]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა
  2. პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა
  3. გიორგი გახარია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი იქნება
  4. police.ge - გიორგი გახარია
  5. გიორგი გახარია - Police.ge
  6. გიორგი გახარია - მთავრობის წევრები - Gov.ge
  7. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია გიორგი გახარიას დაეკისრა
  8. ქვეითი პატრული ტურისტების დასაცავად რადიო თავისუფლება
  9. სად და როგორ დაიცავს ქვეითი პატრული ტურისტებს ImediNews.ge
  10. დღეიდან თბილისის ქუჩებში ქვეითი პატრული იმუშავებს - ტაბულა
  11. ტურისტულ ზონებში ქვეითი პატრული დაიწყებს პატრულირებას
  12. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა
  13. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაინიშნენ
  14. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაინიშნენ
  15. შსს-ის ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
გიორგი მღებრიშვილი
შინაგან საქმეთა მინისტრი
13 ნოემბერი, 2017 - 8 სექტემბერი, 2019
შემდეგი:
ვახტანგ გომელაური
წინამორბედი:
მამუკა ბახტაძე
პრემიერ-მინისტრი
8 სექტემბერი, 2019 - დღემდე
შემდეგი:
ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი — შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტი, რომელიც 2018 წლის 11 იანვარს შეიქმნა. დეპარტამენტს 2019 წლის 15 თებერვლამდე ერქვა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი. 2019 წლის 24 ივლისამდე დეპარტამენტის დირექტორი იყო ლონდა თოლორაია.. 2019 წლის 24 ივლისიდან დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ნინო ცაციაშვილი.

გავრილოვის ღამე

გავრილოვის ღამე (რუს. Ночь Гаврилова) — საპროტესტო გამოსვლები და დარბევა თბილისში 2019 წლის 20 და 21 ივნისს, რომელიც თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სკამის დაკავებასა და საქართველოს პარლამენტში რუსულ ენაზე ასამბლეის სესიის ჩატარებას მოყვა.

თავდაპირველად საპროტესტო აქცია სასტუმრო „რედისონთან“ დაიწყო, თუმცა შემდგომ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდა. 20 ივნისს, გვიან ღამით სამართალდამცველებმა აქციის დაშლა დაიწყეს. ადგილობირივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით, სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ იყო გამოყენებული არაპროპორციული საპოლიციო ძალა. აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცველი იყო. დაშავებულებიდან ორმა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ, რომელიც, მისი დის თქმით, უბრალო გამვლელი იყო და აქციაში არ მონაწილეობდა. დაზიანებები მიიღო 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა.

საპროტესტო ტალღის შედეგად 21 ივნისს თანამდებობა დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ხოლო ასამბლეის საქართველოში ჩატარების ინიციატორმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მანდატზე უარი თქვა.

გიორგი მღებრიშვილი

გიორგი მღებრიშვილი (დ. 9 მაისი, 1970, თბილისი) — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 2015 წლის 1 აგვისტოდან — 2017 წლის 13 ნოემბრამდე.

საკადრო ცვლილებების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი და 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად .

2013-2014 წლებში იყო ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი. 2013 წლის ნოემბრიდან 2013 წლის დეკემბრამდე ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურის, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მრჩეველი.

2013 წლის სექტემბრიდან 2013 წლის ნოემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.

2013 წლის აპრილიდან 2013 წლის სექტემბრამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახური, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის აპრილამდე ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი.

2012 წლის ივლისიდან 2012 წლის ნოემბრამდე ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

2011 წლის მაისიდან 2012 წლის ივლისამდე ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

2011 წ. ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დასავლეთის პორტალის მთავარი სამმართველოს უფროსი;

2010-2011 წწ. ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) უფროსის მოადგილე;

2008-2010 წწ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) უფროსის მოადგილე;

2008 წ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საბაჟო ოპერაციების დამუშავების განყოფილების უფროსი;

2007-2008 წწ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საბაჟო კონტროლის განყოფილების უფროსი;

2004-2007 წწ. ფინანსთა სამინისტრო, ფინანსური პოლიციის გამომძიებელი;

1998-2004 წწ. შინაგან საქმეთა სამინისტრო, გამომძიებელი; 1997 წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, სტაჟიორი. პოლიციის პოლკოვნიკი.

დიმიტრი ქუმსიშვილი

დიმიტრი ქუმსიშვილი (დ. 7 სექტემბერი, 1974) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 2015 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 27 ნოემბრამდე იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 2016 წლის 27 ნოემბრიდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე ფინანსთა მინისტრი. 2015 წელს იყო ქალაქ თბილისის ვიცე-მერი.

ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე (დ. 3 მარტი, 1976, თბილისი) — ქართველი ექიმი და პოლიტიკოსი. 2019 წლის 18 ივნისიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

ვახტანგ გომელაური

ვახტანგ გომელაური (დ. 24 დეკემბერი, 1975, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსი. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი.

დაიბადა 1975 წლის 24 დეკემბერს, ქალაქ თბილისში. 1994 წელს დაინიშნა სამთავრობო დაცვის სამსახურის სპეციალური ქვედანაყოფის საბრძოლო განყოფილების უფროსად. 2002 წელს მუშაობდა შსს დაცვის პოლიციაში. 2013 წლამდე იყო პოლიტიკოს და ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი. პარალელურად, 2013-2014 წლებში იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2015 წლის 26 იანვარს, ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომის შემდეგ დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად. 2019 წლის 8 სექტემბერს მეორედ დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად.

ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

თბილისის კონტრტერორისტული სპეცოპერაცია (2017)

თბილისის კონტრტერორისტული სპეცოპერაცია (2017) — საქართველოში, კერძოდ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანი უკანონოდ შეიარაღებული დაჯგუფების განეიტრალება იყო. სპეცოპერაცია 17 საათი გაგრძელდა.

სპეცოპერაციის მიმდინარებისას დააკავეს ერთი ადამიანი, სამი ტერორისტი მოკლეს. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში დადასტურდა „ისლამური სახელმწიფოს“ ჩეჩენი ლიდერის, აჰმედ ჩატაევის სიკვდილი. გავრცელებული ვერსიით, მან სპეცოპერაციის მსვლელობისას თავი აიფეთქა.

სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებისას ერთი სპეცრაზმელი, ვანო გოლოშვილი დაიღუპა. ოთხი სამართალდამცველი დაიჭრა.

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი (დ. 28 ივნისი, 1982, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 დეკემბრამდე; პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, საქართველოს მე-11 და ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი. 2019 წლის 8 სექტემბერს დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრად.

ლევან იზორია

ლევან იზორია (დ. 5 თებერვალი, 1974, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი.

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე (დ. 9 ივნისი, 1982, თბილისი, საქართველოს სსრ) — საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2018 წლის 20 ივნისიდან 2019 წლის 2 სექტემბრამდე. 2017 წლის 13 ნოემბრიდან 2018 წლის 20 ივნისამდე იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი. მინისტრად დანიშვნამდე იყო საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი 2013 წლის აპრილიდან – 2017 წლის 13 ნოემბრამდე. 2010 წლიდან 2012 წლამდე იყო საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი. მამუკა ბახტაძე აგრეთვე არის „ახალი აბრეშუმის გზის“ საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი.

საქართველო

საქართველო (აფხ. Қырҭтәыла) — სახელმწიფო ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.

თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული. კლასიკურ ანტიკურ ხანაში აყვავდა ადრეული ქართული სახელმწიფოები კოლხეთი და იბერია, რამაც დასაბამი მისცა საერთო ქართულ კულტურასა და სახელმწიფოებრიობას. ქრისტიანობა გაბატონდა ადრეული IV საუკუნიდან; ქვეყანა გაერთიანებული მონარქია გახდა 1008 წელს. თუმცა მას შემდეგ საქართველომ აღორძინებისა და დაცემის რამდენიმე პერიოდი განვლო, სანამ XV საუკუნეში რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშლებოდა. იმპერიულმა რუსეთმა ქართული მიწები ნაწილ-ნაწილ დაიპყრო 1801–1866 წლებში. რუსეთის რევოლუციის შემდგომ აღდგენილი დამოუკიდებელი ქვეყანა — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–21) ბოლშევიკების მსხვერპლი გახდა და 1922 წლიდან საბჭოთა კავშირის ნაწილად იქცა.

საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს კვლავ მოიპოვა. სამოქალაქო ომისა და მკაცრი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ქაოსური პერიოდის შემდეგ ქვეყანა შედარებით სტაბილური გახდა 1990-იანი წლების ბოლოს. 2003 წელს მომხდარი ვარდების (უსისხლო) რევოლუციით ქვეყნის სათავეში მოვიდა ახალი, პროდასავლური, რეფორმისტული მთავრობა. ახალი მთავრობის მისწრაფება ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასა და გამოყოფილი ტერიტორიების დაბრუნებისკენ რუსეთთან ურთიერთობას მკვეთრად აუარესებს. პარალელურად მიმდინარე სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებამ ქვეყანა მნიშვნელოვანი ევრაზიული ენერგეტიკული პროექტების ეპიცენტრი გახადა.

საქართველო წარმომადგენლობითი დემოკრატიაა, ორგანიზებული როგორც უნიტარული, ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ქვეყანა ამჟამად რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის გაეროს, ევროპის საბჭოს, სუამის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის. საქართველო ასევე მიისწრაფვის ევროპის კავშირში ინტეგრაციასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (2010 წლამდე „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო“) — საქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) მთავრობის წევრია.

სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს.ამჟამად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრია ნათია თურნავა.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო (ადრე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო) — საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება საქართველოს კონსტიტუციის 99-ე მუხლის თანახმად, სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის ორგანიზაციის, ქვეყნის უშიშროებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მისაღებად.

მისი შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, კანონით ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტი (საბჭოს თავმჯდომარე), პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, უშიშროების მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს ნიშნავს პრეზიდენტი.2011 წლის მაისში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებები გაეზარდა. საბჭო უშიშროების სფეროში და ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციის მართვის მიზნით, ფაქტობრივად, უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოდ გარდაიქმნა. იგი ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის სიტუაციების მართვას უხელმძღვანელებს და ამ პროცესს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გაუწევს კოორდინაციას. ასევე გააკონტროლებს და კოორდინაციას გაუწევს აღნიშნულ საკითხებზე პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულებას და საფრთხის შემთხვევაში პრეზიდენტს მიმართავს.2018 წლის 16 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭო დაიშალა და შეიქმნა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭო.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არის სათათბირო ორგანო, რომელიც სახელმწიფო უშიშროების, საგარეო და საშინაო, სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული, სამოქალაქო, საინფორმაციო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის საკითხებს იხილავს.

მთავრობის მეთაურის გარდა საბჭოს მუდმივი წევრები არიან: თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ინფორმაციის გაცნობის მიზნით უფლებამოსილების ფარგლებში საბჭოს სხდომაზე შეიძლება საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა პირთა მიწვევა.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის უფლებამოსილება იქნება საბჭოს საქმიანობის ორგანიზება, საბჭოს სხდომების მომზადება და პრემიერ-მინისტრის ცალკეული დავალებების შესრულება.

საბჭოს სხდომები სამ თვეში ერთხელ დახურული წესით ჩატარდება.

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა — საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის წინაშე. მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა, რომელიც არის მთავრობის მეთაური და მინისტრებისგან. მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი, რომელიც შეიძლება შემოღებულ იქნეს კანონით, განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად.. კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, გარდა პარტიულისა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ანაზღაურებას სხვა საქმიანობისათვის, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა.

მთავრობა საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად იღებს დადგენილებებსა (ნორმატიული აქტი) და განკარგულებებს (ინდივიდუალური აქტი), რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი.მთავრობის უფლებამოსილება იწყება და წყდება კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით საქართველოს პალამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის/უნდობლობის გამოცხადების საფუძველზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი — საქართველოს მთავრობის მეთაური, რომელიც განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს, ორგანიზაციას უწევს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს მთავრობის წევრთა საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს..

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო — საქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) მთავრობის წევრია.

სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს.. 2017 წლის სექტემბრიდან შინაგან საქმეთა მინისტრია ვახტანგ გომელაური.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კაბინეტი (2019-დან)

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.