გვარი (ბიოლოგია)

გვარი (Genus) — ძირითადი ტაქსონომიური კატეგორია, რომელიც აერთიანებს ფილოგენეზურად ახლომდგომ სახეობებს. მაგალითად ფიჭვის გვარი (Pinus) აერთიანებს ფიჭვის ყველა სახეობას; კატის გვარი (Felis) — გარეული კატის სხვადასხვა სახეობას. ბოტანიკური და ზოოლოგიური ნომენკლატურით ყოველი გვარი ერთი სიტყვით (არსებითი სახელით) აღინიშნება. მაგალითად, Pinus — ფიჭვი, Felis — კატა. ჩვეულებრივ, გვარში გაერთიანებულია მრავალი ან რამდენიმე სახეობა. მაგრამ არის ისეთი გვარებიც, რომლებშიც მხოლოდ თითო სახეობაა (გინკგო — Ginkgo biloba, იხვნისკარტა — Ornithorhynchus anatinus), მათ მონოტიპური გვარი ეწოდებათ. მახლობელი გვარები ქმნიან ოჯახს. მაგალითად ძახველისა (Viburnum) და ანწლის (Sambucus) გვარები გაერთიანებულია ცხრატყავასებრთა (Caprifoliaceae) ოჯახში, ძაღლისა (Canis) და მელის (Vulpes) გვარები — ძაღლისებრთა ოჯახში. ზოგჯერ გვარში გამოყოფენ ქვეგვარებს; გვარსა და ოჯახს შორის კი შუალედ კატეგორიას — ქვეოჯახსა და ტრიბას. მაგალითად, ქერისა და ხორბლის გვარები შედის ქერისებრთა ტრიბაში, ხოლო ონდატრისა და წყლის მემინდვრიას გვარები ქმნიან მემინდვრიების ქვეოჯახს.

სიცოცხლედომენისამეფოტიპიკლასირიგიოჯახიგვარისახეობა
იერარქია ბიოლოგიური სისტემატიკის რვა ძირითადი ტაქსონომიურ რანგში. შუალედური კატეგორიები არ არის ნაჩვენები.

ლიტერატურა

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.