გერმანია

გერმანია, ოფიციალურად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (გერმ. Bundesrepublik Deutschland) — ქვეყანა ცენტრალურ ევროპაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება — ჩრდილოეთის ზღვა, დანია და ბალტიის ზღვა, აღმოსავლეთითპოლონეთი და ჩეხეთი, სამხრეთითავსტრია და შვეიცარია, ხოლო დასავლეთითსაფრანგეთი, ბელგია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები. მისი ფართობია 357 021 კმ². 2008 წლის მონაცეემბით, ქვეყნის მოსახლეობა 82 060 000 კაცია.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა
Bundesrepublik Deutschland
გერმანია
გერმანიის დროშა გერმანიის გერბი
დროშა გერბი
დევიზი: „Einigkeit und Recht und Freiheit“[1][2][3]
„ერთიანობა, სამართალი, თავისუფლება“
ჰიმნი: Das Lied der Deutschen
(გერმანელების სიმღერა)
ფედერალური არწივი
  • გერმანიის მთავრობის გერბი
გერმანიის მდებარეობა
გერმანიის მდებარეობა ევროპის რუკაზე
გერმანიის მდებარეობა
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
ბერლინი
52°31′ ჩ. გ. 13°23′ ა. გ. / 52.517° ჩ. გ. 13.383° ა. გ.
ოფიციალური ენა გერმანული [ა]
ეთნიკური ჯგუფები
ეთნოქორონიმი გერმანელი
ლიდერები
 -  პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი
 -  კანცლერი ანგელა მერკელი
 -  ბუნდესტაგის პრეზიდენტი ნორბერტ ლამერტი
 -  ბუნდესრატის პრეზიდენტი შტეფან ვაილი
საკანონმდებლო ორგანო
 -  ზედა პალატა ბუნდესრატი
 -  ქვედა პალატა ბუნდესტაგი
ფორმირება
 -  საღვთო რომის იმპერია 2 თებერვალი, 962 
 -  გერმანიის კავშირი 8 ივნისი, 1815 
 -  გაერთიანება 18 იანვარი, 1871 
 -  ფედერაციული რესპუბლიკა 23 მაისი, 1949 
 -  დაარსდა ევროპული
თანამეგობრობა
(ამჟამად ევროკავშირი)
1 იანვარი, 1958 
 -  ხელახალი გაერთიანება 3 ოქტომბერი, 1990 
ფართობი
 -  სულ 357 168 კმ2 (63-ე)
 -  წყალი (%) 2.416
მოსახლეობა
 -  2014 შეფასება 80 716 000[5] (მე-16)
 -  2011 აღწერა 80 219 695[6] (მე-16)
 -  სიმჭიდროვე 226 კაცი/კმ2 (58-ე)
მშპ (მუპ) 2014 შეფასება
 -  სულ $3.338 ტრილიონი[7] (მე-5)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $41 248[7] (მე-16)
მშპ (ნომინალი) 2014 შეფასება
 -  სულ $3.876 ტრილიონი[7] (მე-4)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $47 893[7] (მე-15)
ჯინი (2011)29.0[8]
დაბალი
აგი (2013)Steady2.svg 0.911
ძალიან მაღალი · მე-6
ვალუტა ევრო (€) (EUR)
სასაათო სარტყელი UTC+01:00 (UTC+1)
 -  ზაფხული (DST) UTC+02:00 (UTC+2)
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი +49
ინტერნეტ-დომენი .de  [ბ]
ა. ^  დანიური, ქვემო გერმანული, სორბული, რომანი და ფრიზული ოფიციალურად აღიარებულია რეგიონული ენებისა და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის მიერ.
ბ. ^  ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu.

სახელწოდება

  • ოფიციალური: ქართულად — გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა; გერმანულად — Die Bundesrepublik Deutschland.
  • ეტიმოლოგიალათინურად — Germania, მომდინარეობს Ger, Germani, Germanus-დან, რაც გალების კელტური ტომის ენაზე „მეზობელს“ ან „ძმას“ უნდა ნიშნავდეს. გერმანულად – Deutschland, ეს სახელი უკავშირდება ძველ გერმანულ სატომო სახელს — Diutisce-ს. ფრანგულად — Allemagne, ალემანებიც ერთ-ერთი გერმანული სატომო სახელია, alle man „ყველა ადამიანს“ ნიშნავს. სლავურ ენებზე — Niemcy, Nemecko, მომდინარეობს სიტყვა „მუნჯისაგან“ ანუ მეტაფორულად გულისხმობს მათ, ვისაც „ჩვენი ენა არ ესმის“.
  • ქვეყნის კოდი — DE.

ისტორია

Karte des Deutschen Reiches, Weimarer Republik-Drittes Reich 1919–1937

გერმანია 1919-1937 წლებში

გერმანია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1945 წელს გაყოფილ იქნა 4 საოკუპაციო ზონად. 1949 წელს ამერიკული, ფრანგული და ბრიტანული ზონებისაგან — შეიქმნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, საბჭოთა ზონისაგან — გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა. 1961 წელს აღიმართა ბერლინის კედელი. ეროვნული საზღვრები გახსნილ იქნა 1989 წელს, ოფიციალურად გერმანიის გაერთიანება გამოცხადდა 1990 წლის ოქტომბერში. გაერთიანებული გერმანიის პირველ კანცლერად აირჩიეს ჰელმუტ კოლი.

გეოგრაფია

Deutschland topo
ფიზიკური რუკა

გერმანია ცენტრალური ევროპის ქვეყანაა, რომლის გეოპოლიტიკური მდგომარეობა არაერთხელ შეიცვალა გასულ საუკუნეში. რელიეფში მკვეთრად არჩევენ სამ საფეხურს, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ თანდათან მაღლდება. უმაღლესი მწვერვალია ცუგშპიცე, ქვეყნის სამხრეთში. ენერგეტიკული რესურსებით ქვეყანა შედარებით ღარიბია, მართალია, იგი მდიდარია ქვანახშირით, მაგრამ ღარიბია ნავთობითა და გაზით. მნიშვნელოვანია ჰიდრორესურსები. კლიმატი ძირითადად ოკეანურია. ძლიერია ატლანტის ოკეანის გავლენა. ქვეყნის ტერიტორიაზე ევროპის არაერთი მნიშვნელოვანი მდინარე გაედინება. მდ. რაინი ქვეყნის „მთავარი სამრეწველო ქუჩაა“. ბოდენის ტბას იგი მის ორ სამხრეთელ მოზობელთან იყოფს. ქვეყანაში, განსაკუთრებით მისი სამრეწველო რაიონებში, მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემებია.

მოსაზღვრე ქვეყნებია: დანია, პოლონეთი, ჩეხეთი, ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ბელგია, ნიდერლანდები.

  • ფართობი — 357 021 კმ². საზღვრები: საზღვაო — 892 კმ; სახმელეთო — 3767 კმ.
  • ბუნება: გეოგრაფიული რაიონები — ჩრდილოეთ გერმანიის დაბლობი, ცენტრალური გერმანიის ზეგანი მრავალრიცხოვანი მდინარეებით, სამხრეთ გერმანიის ნაყოფიერი დაბლობები, ბავარიის ალპები.
  • ბუნებრივი რესურსები — რკინის მადანი, ქვანახშირი, საშენი ხე-ტყე, ურანი, სპილენძი, ბუნებრივი აირი, მარილი, ნიკელი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.

კლიმატი

გერმანიის კლიმატი ზომიერია. ჩრდილოეთით ზღვიური ჰავაა გაბატონებული, დანარჩენ ტერიტორიაზე ზღვიურიდან კონტინენტურზე გარდამავალი. ჩრდილო-აღმოსავლეთით შესამჩნევია ატლანტის ოკეანის გავლენა, სამხრეთ-აღმოსავლეთით იზრდება კონტინენტური ჰავა. სიცივე ძირითადად აღინიშნება მაღალ სიმაღლეზე, მთებში, სამხრეთ საზღვარზე(-6 °C) . რაინის ხეობაში მდელოები და ველები ზამთარშიც მწვანეა. იქ თოვლი იშვიათად მოდის და ისიც მალე დნება. ივლისი ყველაზე ცხელი თვეა. ამ თვის საშუალო ტემპერატურა 16 °C-დან 20 °C-მდე მერყეობს.

ვაკე ადგილებში ყოველწლიურად მოდის 500-600 მმ ნალექი, მთებში 900, 1100 მმ.

ყველაზე მშრალი ამინდი იცის მარტში, ყველაზე წვიმიანი — ივლისში. რაც შეეხება მზიანი დღეების რაოდენობას, იგი დეკემბერში დღეში საშუალოდ 1,1 სთ-ია, ივნისში 8,1 სთ.

შიდა წყლები

მდინარეებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გერმანელებისთვის. ისინი ვაჭრობისა და სატრანსპორტო გადაზიდვებისთვის აქტიურად გამოიყენება. გერმანიის ძირითადი მდინარეებია: რაინი, ელბა, მაინი, დუნაი. მდინარეების უმეტესობა სანაოსნოა. სატრანსპორტო შესაძლებლობები მდინარეებზე გაიზარდა არხების მშენებლობის ხარჯზე. ყველა დიდი მდინარე მოედინება სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთით, რომლებიც შიდა რაიონებს ზღვასთან აკავშირებენ. გამონაკლისია დუნაი, ის სათავეს იღებს შვარცვალდის მასივში, მიედინება აღმოსავლეთით და ჩაედინება შავ ზღვაში. დუნაი და რაინი განსაკუთრებით წყალუხვია გაზაფხულზე და ზაფხულში, როდესაც დნება თოვლი და მყინვარები. წყალგამყოფები მდინარეებს შორის მაღალი არ არის, რაც იმის საშუალებას იძლევა რომ მდინარეები არხების საშუალებით დაუკავშირდნენ ერთმანეთს.

სახელმწიფო

Schloss Bellevue
სასახლე ბელვიუ - პრეზიდენტის რეზიდენცია

გერმანია ფედერაციული მმართველოს ქვეყანაა, სადაც მოქმედებს 1949 წელს მიღებული კონსტიტუცია. ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტს, ბუდესტაგს, ირჩევენ ოთხი წლის ვადით და შედგება 496 დეპუტატისაგან. პარლამენტში შეიძლება არჩეულ იქნეს 21 წელს მიღწეული მოქალაქე, არჩევნებში მონაწილეობის უფლება კი აქვს 18 წლის მოქალაქეს. საკანონმდებლო სისტემაში მნიშვნელოვანია ასევე ბუნდესრატის როლი, სადაც შედიან მიწების მთავრობათა წევრები. მთავრობას მეთაურობს კანცლერი. გერმანია მრავალპარტიული ქვეყანაა.

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი. პრეზიდენს, კონსტიტუციის თანახმად, ირჩევენ 5 წლის ვადით ფედერალურ კრებაზე. ერთი და იმავე კანდიდანტურის არჩევა შესაძლებელია მხოლოდ 2-ჯერ.

ადმინისტრაციული დაყოფა

De-1.jpg&filetimestamp=20060611163848&
გერმანია

გერმანია ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად იყოფა 16 ფედერაციულ მხარედ (Bundesland), მათ შორის 5 აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე შეიქმნა, დანარჩენი — დასავლეთ გერმანიაში. გერმანიის მხარეებია(ფრჩხილებში დედაქალაქები):

დემოგრაფია

მოსახლეობის რაოდენობით გერმანია მეორე ქვეყანაა ევროპაში და პირველი - ევროკავშირში. ბუნებრივი ნამატი დაბალია, მნიშვნელოვანია საგარეო მიგრაციის როლი. აქ თითქმის 8 მლნ უცხოელი ცხოვრობს. სიმჭიდროვე და ურბანიზაცია ერთ-ერთი უმაღლესია მსოფლიოში. მოსახლეობის თითქმის 89 % ცხოვრობს ქალაქებში. „რურშტადტი“ მაღალურბანიზებული რეგიონია 10-11 მლნ მცხოვრებით.

ეკონომიკა

Skyline Frankfurt am Main
ფრანკფურტი - გერმანიის ფინანსური ცენტრი

ეკონომიკური პოტენციალით გერმანია უძლიერესი ქვეყანაა ევროპაში, და არამარტო ევროპაში. „დიდი რვიანის“ ქვეყნებს შორის, იგი მხოლოდ აშშ-სა და იაპონიას ჩამორჩება. მომსახურების სფეროს უდიდესი დარგებია ტრანსპორტი და საბანკო-საფინანსო საქმე. ენერტიკა ვითარდება როგორც ადგილობრივ, ასევე შემოტანილ ნედლეულზე. მანქანათმშენებლობა და ქიმიური ინდუსტრია ქვეყნის მრეწველობის წამყვანი დარგებია. მანქანათმშენებლობის წამყვანი სფეროა საავტომობილირო ინდუსტრია, დარგის სიძლიერით მას კონკურენტი არა ჰყავს ევროპაში. პირველობით გამოირჩევა ქიმიური ინდუსტრიაც. „ბასცი“ და „ბაიერი“ ქიმიური გიგანტები არიან. აგრობიზნესი უმსვილესია მეზობელი საფრანგეთის ანალოგიური დარგის შემდეგ ევროკავშირში.

გერმანია მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, მშპ-ს მოცულობით (2.321 ტრილიონი $) მსოფლიოში მე-3 ადგილი უკავია აშშ-სა და იაპონიის შემდეგ.

  • მშპ-ს სტრუქტურა (%) — სოფლის მეურნეობა — 1, მრეწველობა — 32, მომსახურება — 67;
  • ე.ე.პ. (1 სულზე) — 28.280 $.
  • ექსპორტი — ჩარხები (უდიდესი ექსპორტიორი მსოფლიოში), ავტომობილები, სატრანსპორტო საშუალებები, ელექტრონიკა, სამრეწველო საქონელი, საფეიქრო ნაწარმი, ქიმიკატები, რკინა, ქვანახშირი, პლასტმასი.
  • ბიუჯეტი — 802,000 მლდ $.
  • ვალუტაევრო (EUR); 2002 წლამდე გერმანული მარკა.
  • უდიდესი კომპანიები — დაიმლერ-მერსედეს-ბენცი, ფოლკსვაგენი, აუდი, BMW, პორშე, ოპელი, ზიმენსი, ალიანცი, ადიდასი, აგფა, ბასფ, ლუფტჰანზა.
  • უდიდესი ბანკები — დოიჩე ბანკი, კომერცბანკი, ბაიერიშე ფერაინსბანკი.

ტურიზმი

მართალია, ტურისტული თვალსაზრისით ევროპის დიდ ოთხეულთან შედარებით (საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო) გერმანია მსხვილი ევროპული ქვეყანა არ არის, მაგრამ ეკონომიკის ეს დარგი ბოლო პერიოდში სწრაფი ტემპით ვითარდება. ქვეყანაში ყოველწლიურად ჩამოდის 20-22 მლნ ტურისტი, ძირითადად ნიდერლანდებიდან, აშშ-დან, გაერთიანებული სამეფოდან, შვეიცარიიდან და იტალიიდან. უმნიშვნელოვანისი ტურისტული ადგილებია: ბერლინი, მიუნხენი, კელნი, ბალტიის ზღვის სანაპირო, ჰამბურგი.

მემკვიდრეობა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. "Die zentralen Worte daraus, 'Einigkeit und Recht und Freiheit', waren zum offiziellen Wahlspruch der BRD erhoben worden." – Peter Ebenbauer, Christian Wessely und Reinhold Esterbaue: Religiöse Appelle und Parolen: Interdisziplinäre Analysen zu einer neuen Sprachform, Kohlhammer, 2008, p. 84 Online
  2. Other Than Identity: The Subject, Politics and Art - Google Books
  3. The complete guide to national symbols and emblems - James Minahan - Google Books
  4. BAMF - Bundesamt für Migration und Flüchtlinge - Das BAMF - Migrationsbericht 2012
  5. Statistische Ämter des Bundes und der Länder: Bevölkerung Deutschland 2013. Retrieved 29 May 2014.
  6. Zensus 2011: Bevölkerung am 9. Mai 2011. Retrieved 1 June 2013.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 Germany. International Monetary Fund (April 2014). წაკითხვის თარიღი: 28 June 2014.
  8. Gini coefficient of equivalised disposable income (source: SILC). Eurostat Data Explorer. წაკითხვის თარიღი: 13 August 2013.
1954

1954 (ათას ცხრაას ორმოცდათოთხმეტი) წელი — გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა პარასკევი. ეს წელი არის XX საუკუნის მე-6 დეკადის მე-4 წელი.

ადმინისტრაციული ოლქი (გერმანია)

ადმინისტრაციული ოლქი (გერმ. Regierungsbezirk) — ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც გერმანიაში აერთიანებს რამდენიმე რაიონს. ისინი ყველა ფედერალურ მხარეში არ არსებობენ:

ბადენ-ვიურტემბერგი — 4 ადმინისტრაციული ოლქი:Regierungsbezirk Freiburg — ფრაიბურგის ადმინისტრაციული ოლქი

Regierungsbezirk Karlsruhe — კარლსრუეს ადმინისტრაციული ოლქი

Regierungsbezirk Stuttgart — შტუტგარტის ადმინისტრაციული ოლქი

Regierungsbezirk Tübingen — ტიუბინგენის ადმინისტრაციული ოლქიბავარია — 7 ადმინისტრაციული ოლქი:Oberbayern — ზემო ბავარია

Niederbayern — ქვემო ბავარია

Oberfranken — ზემო ფრანკონია

Mittelfranken — შუა ფრანკონია

Unterfranken — ქვემო ფრანკონია

Regierungsbezirk Oberpfalz — ზემო პფალცი

Regierungsbezirk Schwaben — შვაბიის ადმინისტრაციული ოლქიჰესენი — 3 ადმინისტრაციული ოლქი:Regierungsbezirk Darmstadt — დარმშტადტის ადმინისტრაციული ოლქი

Regierungsbezirk Gießen — გისენის ადმინისტრაციული ოლქი

Regierungsbezirk Kassel — კასელის ადმინისტრაციული ოლქიჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია — 5 ადმინისტრაციული ოლქი:Regierungsbezirk Arnsberg — არნსბერგის ადმინისტრაციული ოლქი

Regierungsbezirk Detmold — დეტმოლდის ადმინისტრაციული ოლქი

Regierungsbezirk Düsseldorf — დიუსელდორფის ადმინისტრაციული ოლქი

Regierungsbezirk Köln — კელნის ადმინისტრაციული ოლქი

Regierungsbezirk Münster — მიუნსტერის ადმინისტრაციული ოლქისაქსონია — 3 ადმინისტრაციული, 2008 წლის 1 აგვისტოდან — დირექციული ოლქები (გერმ. Direktionsbezirk), რომლებიც 2012 წლის 1 მარტიდან გაერთიანებულია ერთიან საქსონიის ფედერალური დირექციაში (გერმ. Landesdirektion Sachsen), რომელიც მოიცავს სამ შესაბამის განყოფილებას (გერმ. Dienststelle):Direktionsbezirk Chemnitz — კემნიცის დირექციული ოლქი

Direktionsbezirk Dresden — დრეზდენის დირექციული ოლქი

Direktionsbezirk Leipzig — ლაიფციგის დირექციული ოლქიქვემოთ მოყვანილ ფედერალურ მხარეებში ადმინისტრაციული ოლქები გაუქმდა:

რაინლანდ-პფალცი (1999)

საქსონია-ანჰალტი (2003)

ქვემო საქსონია (2004)

ბენედიქტე XVI

ბენედიქტე XVI (ლათ. Benedictus Sextus Decimus), ერისკაცობაში იოზეფ ალოიზ რაცინგერი (გერმ. Joseph Alois Ratzinger) (დ. 16 აპრილი 1927, მარკტლ-ამ-ინი, ბავარია, გერმანია) — რომის პაპი 2005 წლის 19 აპრილიდან 2013 წლის 28 თებერვლამდე, კათოლიკე თეოლოგი.

გერმანელები

გერმანელები — ხალხი, ინდოევროპული ენათა ოჯახის გერმანული ჯგუფის წარმომადგენლები (გერმანულად Deutsche), გერმანიის ძირითადი მოსახლენი (80,6 მლნ). სულ მსოფლიოში ეთნიკურ გერმანელთა რიცხვი 90,0 მლნ-ს შეადგენს, მათ შორის მნიშვნელოვანი დიასპორებია: აშშ-ში 5.1 მლნ, კანადაში 1.2 მლნ, რუსეთის ფედერაციაში 843 ათ., ბრაზილიაში 700 ათ., ყაზახეთში 958 ათ. მიეკუთვნებიან ევროპეიდული რასის ატლანტურ-ბალტიურ შტოს. გერმანული ეთნოსის საფუძველი ძველგერმანული ტომებია — ფრანკები, საქსები, ბავარები, ალემანები და სხვა.

გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა

აღმოსავლეთ გერმანია (გერმ. Ost-Deutschland), ოფიციალურად გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა (გდრ) (გერმ. Deutsche Demokratische Republik, DDR) — ცენტრალური ევროპის ყოფილი სახელმწიფო 1949-1990 წლებში.

გდრ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან ოთხი წლის შემდეგ, საბჭოთა კავშირის მიერ გერმანიის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 1949 წლის 7 ოქტომბერს შეიქმნა. ამავე დროს, დასავლეთ-მოკავშირეებმა მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ("trizone") გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა დააარსეს.

გდრ-ს სტრუქტურა შემუშავებულ იქნა ულბრიხტის ჯგუფის ხელმძღვანელობით, რომელსაც სტალინის მხარდაჭერა ჰქონდა. 1952 წლიდან სახელმწიფოებრივ თვითშეგნებაში გდრ ხასიათდება, როგორც პირველი გერმანული „სოციალისტური მუშათა და გლეხთა სახელმწიფო“. 1961 წლის ბერლინის კედლის აშენებამდე, სახელმწიფო სისტემაში ჯერ კიდევ იყო შენარჩუნებული ფედერაციული და დემოკრატიული ელემენტები, რომლებიც საბოლოოდ აღმოიფხვრა. „სოციალიზმის მშენებლობა“ გერმანიის სოციალისტური ერთიანობის პარტიის (SED), როგორც „მარქსისტულ-ლენინისტური მუშათა კლასის პარტიის“ მითითებებით უფრო მეტად ავტორიტარულად და ცენტრისტულად ხორციელდებოდა.

1989-1990 წლების მშვიდობიანმა რევოლუციამ ხაზი გაუსვა გდრ-ის პოლიტიკურ და ეკონომიკურ წარუმატებლობას. პირველად 1990 წელს თავისუფლად არჩეულმა პარლამენტმა (Volkskammer) მიიღო გადაწყვეტილება, აღმოსავლეთგერმანული მიწების აღდგენისა და თვითგამორკვევის აქტით გდრ-ის შეერთებისა დასავლეთ გერმანიასთან. ამის შედეგად გერმანია კვლავ გაერთიანდა, რასაც 1990 წლის 3 ოქტომბერს გდრ-ის არსებობის შეწყვიტა მოჰყვა.

გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

გერმანიის ეროვნული ნაკრები (გერმ. Die Deutsche Fußballnationalmannschaft) — საფეხბურთო ნაკრები საერთაშორისო არენაზე. მას საერთაშორისო დონეზე ადმინისტრირებას უწევს გერმანიის საფეხბურთო კავშირი, არის უეფა-სა და ფიფა-ს წევრი და მონაწილეობს მათი ეგიდით ჩატარებულ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე.

გერმანიის ნაკრები არის მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი: 1954, 1974, 1990 და 2014 წლებში. ასევე ოთხგზის ვიცე-ჩემპიონი: 1966, 1982, 1986 და 2002 წლებში. 4-ჯერ გავიდა მესამე ადგილზე: 1934, 1970, 2006 და 2010 წლებში. გერმანია სულ 12-ჯერაა გასული ნახევარფინალში. 1930 და 1950 წლის გარდა მსოფლიოს ყველა ჩემპიონატზე აქვს მონაწილეობა მიღებული. 1930 წელს უარი თქვა, 1950 წელს კი მეორე მსოფლიო ომის გამო ვერ დაძლია საკვალიფიკაციო რაუნდი.

ეროვნულ ნაკრებებს შორის გერმანიას მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი — 100 მატჩი აქვს ჩატარებული,,ასევე გერმანიას აქვს ყველაზე მეტი გოლი გატანილი – 224.ევროპის ჩემპიონატებზე გერმანიას ყველაზე მეტი, ექვსი ფინალი აქვს ნათამაშები.

გერმანიის ნაკრებიდან გერდ მიულერი, მიროსლავ კლოზე და თომას მიულერი გახდნენ მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირები. ლოთარ მათეუსს ჩატარებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი მატჩი, ხოლო კლოზეს გატანილი აქვს ყველაზე მეტი გოლი (16).

არის სამგზის ევროპის ჩემპიონი 1972, 1980, 1996 წლებში, მიოგო რა ექვსიდან 3 ფინალი. გუნდი 1972 წლიდან მონაწილეობს ევროპის ყველა ჩემპიონატში, ხოლო ამ ტურნირებზე ბომბარდირები გახდნენ გერდ მიულერი, დიტერ მიულერი, კლაუს ალოფსი და კარლ-ჰაინც რიდლე. გერმანიის ნაკრები რვაჯერაა დასახელებული გერმანიის წლის გუნდად.

გერმანიის რაიონი

რაიონი (გერმ. Kreis, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში და შლეზვიგ-ჰოლშტაინში) ან ფედერალური რაიონი (გერმ. Landkreis, ყველა დანარჩენ ფედერალურ მხარეში) გერმანიაში — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის ერთეული, რომელიც დაყოფილია თემებად (გერმ. Gemeinde).

რაიონების წარმომადგენლობითი ორგანოებია მოსახლეობის მიერ არჩეული კრაისტაგები (Kreistag), რომლებიც შედგებიან კრაისტაგის დეპუტატებისგან (Kreistagsabgeordnete — ქვემო საქსონიაში, ბრანდენბურგში, ჰესენში და შლეზვიგ-ჰოლშტაინში), კრაისტაგის წევრებისგან (Kreistagsmitglieder — მეკლენბურგ-წინა პომერანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, რაინლანდ-პფალცში, ზაარლანდში და თიურინგიაში) ან კრაისრატები (Kreisrat — ბადენ-ვიურტემბერგში, ბავარიაში და საქსონიაში), არაპროფესიონალი წევრებისგან (Ehrenamtliche Mitglieder, საქსონია-ანჰალტში). ბრანდენბურგში, ჰესენში, ქვემო საქსონიაში და საქსონია-ანჰალტში კრაისტაგი საკუთარი სხდომების ჩასატარებლად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კრაისტაგის თავჯდომარეს (Vorsitzender des Kreistages), მეკლენბურგ-წინა პომერანიაში და შლეზვიგ-ჰოლშტაინში — კრაისტაგის პრეზიდენტს (Kreistagspräsident). დანარჩენ ფედერალურ მხარეში კრაისტაგების სხდომები მიჰყავთ ლადრატებს.

რაიონების აღმასრულებელი ორგანოებია სარაიონო კომიტეტები (Kreisausschuss), რომლებიც შედგებიან ლანდრატებისგან (Landrat) და სარაიონო კომიტეტის წევრებისაგან. რაინლანდ-პფალცში ასევე არსებობს რაიონული სამმართველოები (Kreisvorstand), რომლებიც შედგებიან ლანდრატისაგან და ოლდერმენებისგან (Beigeordneter). ბადენ-ვიურტემბერგში, ბავარიაში, ბრანდენბურგში, ქვემო საქსონიაში, რაინლანდ-პფალცში, საქსონიაში, საქსონია-ანჰალტში და თიურინგიაში ლანდრატი ასევე შედის კრაისტაგში.

გერმანიის ფედერალური მხარეები

გერმანია ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად იყოფა 16 ფედერაციულ მიწად (გერმ. Bundesland), მათ შორის 5 აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე შეიქმნა, დანარჩენი — დასავლეთ გერმანიაში.

გერმანიის მიწებია (ფრჩხილებში დედაქალაქები):

ბადენ-ვიურტემბერგი (შტუტგარტი)

ბავარია (მიუნხენი)

ბერლინი (მხარე) (ბერლინი)

ბრანდენბურგი (პოტსდამი)

ბრემენი (ბრემენი)

თიურინგია (ერფურტი)

მეკლენბურგ-წინა პომერანია (შვერინი)

რაინლანდ-პფალცი (მაინცი)

ზაარლანდი (ზაარბრიუკენი)

საქსონია (დრეზდენი)

საქსონია-ანჰალტი (მაგდებურგი)

შლეზვიგ-ჰოლშტაინი (კილი)

ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია (დიუსელდორფი)

ქვემო საქსონია (ჰანოვერი)

ჰამბურგი (ჰამბურგი)

ჰესენი (ვისბადენი)

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (1990 წლამდე)

დასავლეთი გერმანია (გერმ. Westdeutschland); ოფიციალურად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (გფრ) (Bundesrepublik Deutschland) — ცენტრალური ევროპის ყოფილი სახელმწიფო 1949-1990 წლებში. 1991 წლიდან გერმანიის გაერთიანების შემდეგ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა გახდა გაერთიანებული გერმანიის ოფიციალური სახელი.

გერმანული ენა

გერმანული ენა (გერმ. Deutsch [ˈdɔʏtʃ]) — გერმანიის, ავსტრიის და ლიხტენშტაინის ოფიციალური და შვეიცარიის, ლუქსემბურგის და ბელგიის ერთ-ერთი ოფიციალური ენა. გერმანული ინგლისურთან, ნიდერლანდურთან და ფრიზიულთან ერთად ინდოევროპული ოჯახის დასავლეთ-გერმანული ენების ჯგუფს მიეკუთვნება.

დარბაზული ეკლესია

დარბაზული ეკლესია — საეკლესიო ნაგებობის ერთ-ერთი სახეობა. XI საუკუნიდან გავრცელდა ევროპის ქვეყნებში. ჩვეულებრივ შედგება საკურთხევლისა და ერთი ნავისაგან, რომელიც გადახურულია ორკალთიანი სახურავით და ზოგჯერ ეგვტერები და გარშემოსავლელიც აქვს. არის ისეთი დარბაზული ეკლესიებიც, რომლებსაც თანაბარი სიმაღლის ნაგები ან რამდენიმე მაღალი უსარკმლო შუა ნავი აქვთ (სანქტ-ბართოლომეუსის კაპელა პადერბორნში, გერმანია, დაახლოებით 1017; სან-სერნენის ეკლესია ტულუზაში, საფრანგეთი, XI საუკუნის დასასრული) და სხვა. აღორძინების ეპოქიდან მოყოლებული ევროპაში დარბაზულ ეკლესიებს თითქმის აღარ აშენებენ. საქართველოში დარბაზული ეკლესია ერთადერთი ტიპია, რომელიც არსებობდა მთელი შუა საუკუნეების მანძილზე. სოფლის მცირე, მხატვრულად უმნიშვნელო სამლოცველოებთან ერთად დარბაზული ეკლესიის ტიპს მიეკუთვნება ბევრი საყურადღებო ძეგლიც: აკვანება, ოლთისი, ეხვევი, ხვისი, სავანე, მალაანთ ეკლესია, ქარზამეთი და სხვა.

მესამე რაიხი

გერმანული რაიხი (გერმ. Deutsches Reich; ქართ. გერმანული იმპერია), დიდი გერმანული რაიხი (გერმ. Großdeutsches Reich; ქართ. დიდი გერმანული იმპერია), მესამე რაიხი (გერმ. Drittes Reich; ქართ. მესამე იმპერია) ასევე ნაცისტური გერმანია — გერმანული სახელმწიფო, რომელმაც 1933 წლიდან 1945 წლამდე იარსება, რა დროსაც იმპერიას დიქტატორი მმართველი ადოლფ ჰიტლერი და მისი ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია მართავდა. ჰიტლერის მმართველობისას გერმანია ტრანსფორმირდა ნაცისტურ სახელმწიფოდ, რომელიც სიცოცხლის (ცხოვრების) თითქმის ყველა ასპექტს აკონტროლებდა. 1945 წლის მაისში საბჭოთა კავშირის მიერ ბერლინის აღებისა და მოკავშირეთა ძალების მიერ გერმანიის დამარცხების შემდეგ, მესამე რაიხმა არსებობა შეწყვიტა, რითაც ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა.

1933 წლის 30 იანვარს ვაიმარის რესპუბლიკის რაიხსპრეზიდენტმა პაულ ფონ ჰინდენბურგმა ადოლფ ჰიტლერი გერმანიის რაიხსკანცლერად დანიშნა. რის შემდეგაც საკუთარი ძალებისა და პოზიციების გამაგრება/გამყარების მიზნით ნაცისტურმა პარტიამ ყველა პოლიტიკური ოპიზიციის გაუქმება (ლიკვიდაცია) დაიწყო. 1934 წლის 2 აგვისტოს ფონ ჰინდენბურგის გარდაიცვალების შემდეგ, ჰიტლერი რაიხსპრეზიდენტისა და რაიხსკანცლერის თანამდებობების შერწყმით გერმანიის დიქტატორი გახდა. 1934 წელს ჩატარებული რეფერენდუმით, ჰიტლერი გერმანიის ერთადერთ (სოლო) ლიდერად ფიურერად აირჩიეს. მთელი ძალები ჰიტლერის ხელში იყო ცენტრალიზებული, მისი სიტყვა კი ყველა კანონზე მაღლა იდგა. ხელისუფლება არ იყო კოორდინირებული, არ არსებობდა თანამშრომლობის ორგანო, არსებობდნენ მხოლოდ სხვადასხვა ფრაქციები, რომლებიც ძალაუფლებისა და ჰიტლერის კეთილგანწყობილების (მფარველობის) მოპოვებისთვის იბრძოდნენ. დიდი დეპრესიის დროს, ნაცისტებმა აღადგინეს ეკონომიკური სტაბილურობა, მძიმე სამხედრო ხარჯებისა და შერეული ეკონომიკის ხარჯზე კი ქვეყანაში მასობრივი უმუშევრობის პრობლემა აღმოფხვრეს. ჩატარდა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სამუშაოები, მათ შორის ავტობანების (ჩქაროსნული ავტომაგისტრალების) მშენებლობა. ეკონომიკური სტაბილურობის დაბრუნებამ, ქვეყანაში რეჟიმის პოპულარობა უფრო გაზარდა.

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი

ფიფა-ს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი — ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის წევრი ქვეყნების მამაკაცთა ეროვნული საფეხბურთო გუნდების საერთაშორისო შეჯიბრი. ღონისძიება ტარდება 1930 წლიდან ოთხწლიანი შუალედით, გარდა 1942 და 1946 წლებისა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის გამო არ ჩატარებულა. მოქმედი ჩემპიონია გერმანია.

ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდები სამი წლის განმავლობაში (ევროპაში თითქმის ორი წელი) მიმდინარეობს. ტურნირის ფინალურ ფაზაში, მასპინძელი ქვეყნის სტადიონებზე, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში 32 ეროვნული გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს.

დღემდე ჩატარებულ 19 ჩემპიონატში რვა ქვეყანამ შეძლო მსოფლიო თასის მოპოვება. ამჟამად ლიდერობს ბრაზილია, რომელიც ტურნირის ხუთგზის გამარჯვებულია, მას მოჰყვებიან იტალია და გერმანია ოთხი გამარჯვებით. ორჯერ გაიმარჯვეს ურუგვაიმ და არგენტინამ, ხოლო თითო გამარჯვება აქვთ ინგლისის, საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებებს.

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს მსოფლიოში, 2006 წლის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაახლოებით 715,1 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალყურს ტელევიზიით.

ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში

ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიოლოგიასა და მედიცინის დარგში.

პრეზიდენტი

პრეზიდენტი — ტიტული, რომელსაც ატარებენ ქვეყნების, ორგანიზაციების, კომპანიების, სასწავლებლების პირველი პირები. ეტიმოლოგიურად პრეზიდენტი ნიშნავს პიროვნებას, რომელიც თავმჯდომარის ფუნქციას ასრულებს (ლათინურად: prae (წინ, თავში) + sedere (ჯდომა)).

მისი თავდაპირველი მნიშვნელობა იყო შეხვედრების, ცერემონიების გაძღოლა, ამჟამად ის უპირატესად თანამდებობის პირთან ასოცირდება, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება აქვს. პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის, ძალაუფლების ხარისხი ვარირებს ქვეყნიდან ქვეყანაში, ზოგიერთ ქვეყანაში მას დიდ ძალაუფლება აქვს მინიჭებული, მაგალითად აშშ-ში, საფრანგეთში, ზოგიერთში კი ნომინალური (გერმანია, იტალია).

საფოსტო ინდექსი

საფოსტო ინდექსი — ასოების ან ციფრების თანმიმდევრობა, რომელიც ემატება საფოსტო მისამართს კორესპონდენციის სორტირების, მათ შორის ავტომატურის, გამარტივების მიზნით. ამჟამად ეროვნული საფოსტო სამსახურების უმეტესობა საფოსტო ინდექსებს იყენებს.

ჩეხეთი

ჩეხეთის რესპუბლიკა (ჩეხ. Česká republika; მოკლე სახელი ჩეხეთი, Česko) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება პოლონეთი, დასავლეთით — გერმანია, სამხრეთით — ავსტრია და აღმოსავლეთით — სლოვაკეთი. ქვეყნის უდიდესი ქალაქი და დედაქალაქია პრაღა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 1,3 მილიონს ადამიანს შეადგენს.

ჩეხეთი პლურალისტური, მრავალპარტიული საპარლამენტო ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრია.

ევროკავშირის
წევრები
დანარჩენი ევროპა
ბალტიის ზღვის ქვეყნები

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.