გეოგრაფიული კოორდინატები

გეოგრაფიული კოორდინატებიგრძედი და განედი, განსაზღვრავს წერტილის (პუნქტის) მდებარეობას დედამიწის ზედაპირზე.

  • განედი — კუთხე, პლანეტის ცენტრიდან მოცემულ წერტილამდე გავლებულ ხაზსა და ეკვატორის სიბრტყეს შორის, რომელიც ითვლება 0-დან 90°-მდე ეკვატორის ორივე მხარეს. გეოგრაფიული განედი, რომელიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარეობს (ჩრდილოეთის განედი) დადებითად ითვლება, სამხრეთ ნახევარსფეროში კი — უარყოფითად.
  • გრძედი — კუთხე, მოცემულ წერტილში გამავალი მერიდიანის სიბრტყესა და საწყისი ნულოვანი მერიდიანის სიბრტყეს შორის, საიდანაც იწყება გრძედი ათვლა. ამჟამად ნულოვან მერიდიანად ითვლება ის, რომელიც გადის ქალაქ გრინვიჩში მდებარე ძველ ობსერვატორიაზე, და ამიტომ მას გრინვიჩის მერიდიანს უწოდებენ. გრძედი 0-დან 180°-მდე ნულოვანი მერიდიანიდან აღმოსავლეთით უწოდებენ აღმოსავლეთისას, ხოლო დასავლეთით — დასავლეთისას. აღმოსავლეთის გრძედს დადებითს უწოდებენ, დასავლეთისას კი — უარყოფითს.
Geographic coordinates sphere
კოორდინატთა სფერო

კორდინატთა DDMMSS ფორმატი

DDMMSS ფორმატი შემოკლებით - DMS. ესაა აბრევიატურა კოორდინატებისა წარმოდგენილი ორ-ორი ლათინური ასოთი. DD ესაა გრადუსები, MM - მინუტები და SS - სეკუნდები. მისი სტანდარტული სახე ასე გამოიყურება - 42°15′53″ N, 43°50′40″ E.

კორდინატთა DD.DDDDD ფორმატი

DD.DDDDD ფორმატი შემოკლებით - DD. ესაა მოდიფიცირებული, მეათედებად გამოყვანილი ციფრი. რომელიც გამოითვლება შემდეგნაირად:

42°15′53″ N და 43°50′40″ E = 42+15/60+53/3600 N და 43+50/60+40/3600 E = 42.26472 N და 43.84444 E.

როგორც ხედავთ ერთი ფორმატიდან მეორეში გადაყვანა-კონვერტაცია დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ თუ თქვენ მუშაობთ ინტერნეტთან, მაშინ ყველაზე მარტივი ფორმაა ვიკიპედიას საიტზე გააქტიურებული DDMMSS ფორმატის კორდინატებზე დაკლიკებით აღმოჩნდეთ გვერდზე რომელიც პოზიციურ რუკაზე ადგილს გაძებნინებთ. იქვე შეგიძლიათ ავტომატურად გამოყვანილი ციფრები ამოიწეროთ (კოორდინატები 42°15′53″ N, 43°50′40″ E მეათედები 42.26472, 43.84444).

ავანის ბაზილიკა

ავანის ბაზილიკა (სომხ. Ավանի Սուրբ Աստվածածին Կաթողիկե Եկեղեցի) — სომხური ეკლესია, რომელიც მდებარეობს სომხეთის დედაქალაქ ერევანში, ავანის რაიონში. ავანის ბაზილიკა ერევნის უძველესი მოქმედი ეკლესიაა.

აირავანქის მონასტერი

აირავანქის მონასტერი (სომხ. Հայրավանք) — მონასტერი სომხეთში. მდებარეობს გეღარქუნიქის პროვინციის სოფელ აირავანქში.

აირავანქის მონასტერი დაარსებულია IX საუკუნეში. ცენტრალური აფსიდი ნახევარწრიულია. მონასტრის ჩრდილო-დასავლეთით შემორჩენილია ბრინჯაოს ხანის ციხესიმაგრე და ორი პატარა სასაფლაო.

ალჟირი (ქალაქი)

ალჟირი, ელ-ჯაზაირი (არაბ. مدينة الجزائر; Madīnat al-Jazā'ir, ფრანგ. Alger) — ალჟირის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი, მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის ნაპირას. ქალაქის სახელწოდება მომდინარეობს „ელ-ჯაზაირიდან“ რაც არაბულად ნიშნავს კუნძულს. შუა საუკუნეებში ქალაქის მახლობლად მდებარეობდა 4 კუნძული, რომლებიც 1525 წელს გახდნენ მატერიკის ნაწილები. მოსახლეობა — 1,6 მლნ ადამიანი, ხოლო აგლომერაციაში — 2,2 მლნ. გეოგრაფიული კოორდინატები: 36°47′ ჩ. გრძ. 3°4′ ა. გან. (G).

ქალაქის თანამედროვე ნაწილი ზღვის სანაპიროს მიჰყვება, ძველი ნაწილი კი ციცაბო ბორცვზეა შეფენილი, რომლის თავზე, 140 მ ზღვის დონიდან, მდებარეობს ციტადელი. ციტადელი და ორი ნავსაყუდელი ქალაქის სამკუთხედს ქმნის.

არაფურის ზღვა

არაფურის ზღვა მდებარეობს წყნარი ოკეანის დასავლეთით, ავსტრალიასა და ახალ გვინეას შორის.

ზღვას ესაზღვრება ტორესის სრუტე და მარჯნის ზღვა — აღმოსავლეთით, კარპენტარიის ყურე სამხრეთით, ტიმორის ზღვა — დასავლეთით, ბანდისა და სერამის ზღვები — ჩრდილო-დასავლეთით. მისი სიგრძე 1290 კმ-ია, ხოლო სიგანე — 560 მ. ზღვის სიღრმე ძირითადად 50–80 მეტრია და დასავლეთისკენ იზრდება.

აღჯოცვანქი

აღჯოცვანქი (სომხ. Աղջոց վանք) — სომხური ეკლესია, რომელიც მდებარეობს ხოსროვის სახელმწიფო ნაკრძალში, სოფელ გარნისსა და გოღთის შორის, არარატის პროვინციაში. მონასტერთან ახლოს, ამავე ნაკრძალში მდებარეობს ჰავუც-თარი და კაკავაბერდი. ეკლესია გადაყურებს მდინარე აზატს.

აშტარაკის წირანავორის ეკლესია

აშტარაკის წირანავორის ეკლესია (სომხ. Սպիտակավոր եկեղեցի) — სომხური ეკლესია, რომელიც მდებარეობს ქალაქ აშტარაკში, არაგაწოტნის პროვინციაში. ამავე ქალაქშია კარმრავორის, სპიტაკავორის, წმინდა მარიანას და წმინდა სარქისის ეკლესიები.

აშტარაკის წმინდა მარიანას ეკლესია

აშტარაკის წმინდა მარიანას ეკლესია (სომხ. Սուրբ Մարիանէ եկեղեցի) — სომხური ეკლესია, რომელიც მდებარეობს ქალაქ აშტარაკში, არაგაწოტნის პროვინციაში. ტაძართან მდებარეობს 1664 წლის ხიდი. ამავე ქალაქშია კარმრავორის, სპიტაკავორის, წირანავორის და წმინდა სარქისის ეკლესიები.

აშტარაკის წმინდა სარქისის ეკლესია

აშტარაკის წმინდა სარქისის ეკლესია (სომხ. Սուրբ Սարգիս եկեղեցի) — სომხური ეკლესია, რომელიც მდებარეობს ქალაქ აშტარაკში, არაგაწოტნის პროვინციაში. ამავე ქალაქშია კარმრავორის, სპიტაკავორის, წირანავორის და წმინდა მარიანას ეკლესიები.

განედი

განედი (ლათ. Latitudo) — ერთ-ერთი კოორდინატი სფერულ კოორდინატთა სისტემის რიგში, რომელიც ადგენს დედამიწის ზედაპირის წერტილების მდგომარეობას (გეოგრაფიული კოორდინატები, გეოდეზიური კოორდინატები), ციურ სფეროებსა (ციური კოორდინატები) და მზის, მთვარისა და პლანეტების ზედაპირზე (ჰელიოცენტრული კოორდინატები, სელენოგრაფიული კოორდინატები, პლანეტოგრაფიული კოორდინატები). გეოგრაფიული განედი არის კუთხე, რომელსაც ქმნის მოცემული წერტილის შვეული ეკვატორის სიბრტყესთან. მანძილი დედამიწის ზედაპირის რომელიმე წერტილამდე ეკვატორის ჩრდილოეთით ან სამხრეთით, გამოხატული გრადუსებით. გეოგრაფიულ განედს აითვლიან ეკვატორიდან ჩრდილოეთით (ჩ. გ.) და სამხრეთით (ს. გ.) 0-იდან 90°-მდე. გეოგრაფიული განედი განსაზღვრავს წერტილის მდებარეობას დედამიწის ზედაპირზე. გეოგრაფიული განედი „φ“ არის კუთხე შვეულ ხაზსა და ეკვატორის სიბრტყეს შორის. ტერმინი „შვეული ხაზი“ აღნიშნავს მიმართულებას სიმძიმის ცენტრისაკენ („ასტრონომიული განედი“) ან პერპენდიკულარს მოცემული წერტილის ზედაპირისკენ („გეოდეზიური განედი“). უკანასკნელ შემთხვევაში „ზედაპირის“ გაგებაში ჩვეულებრივ, იგულისხმება დედამიწის ელიფსოიდის მიახლოებითი ფორმა. წერტილების გეოგრაფიული განედი, რომელიც განფენილია ჩრდილოეთ ნახევარფეროში (ჩრდილოეთი განედი) მიჩნეულია დადებითად, ხოლო წერტილების განედი სამხრეთ ნახევარსფეროში — უარყოფითად. გარდა ამისა, ეკვატორთან მიახლოებულ განედებს უწოდებენ „დაბალს“, ხოლო პოლუსებთან ახლოს მდებარე განედებს — „მაღალს“. ადგილის განედის განსაზღვრა შესაძლებელია ისეთი ასტრონომიული ხელსაწყოების დახმარებით, როგორებიცაა სექსტანტი და გნომონი (პირდაპირი გაზომვა), აგრეთვე შესაძლებელია GPS-ისა და GLONASS-ის სისტემების გამოყენებაც (ირიბი გაზომვა).

გნდევანქი

გნდევანქი (სომხ. Գնդեվանք, მრგვალი კათედრალი) — X-XIII საუკუნეების მონასტერი სომხეთში, ვაიოცძორის პროვინციაში, ქალაქ ჯერმუკის გზაზე.

გრძედი

გრძედი (Longitude) — ერთ-ერთი კოორდინატი სფერულ კოორდინატთა სისტემის რიგში, რომელიც ადგენს დედამიწის ზედაპირის წერტილების მდგომარეობას (გეოგრაფიული კოორდინატები, გეოდეზიური კოორდინატები), ციურ სფეროებსა (ციური კოორდინატები) და მზის, მთვარისა და პლანეტების ზედაპირზე (ჰელიოცენტრული კოორდინატები, სელენოგრაფიული კოორდინატები, პლანეტოგრაფიული კოორდინატები). გეოგრაფიული გრძედი „λ“ არის ორწახნაგა კუთხე მოცემული წერტილის მერიდიანის სიბრტყესა და საწყისი მერიდიანის სიბრტყეს შორის. მას აითვლიან საწყისი მერიდიანიდან აღმოსავლეთით (ა. გ.) და დასავლეთით (დ. გ.) 0-იდან 180°-მდე. პრაქტიკულად გრძედი განისაზღვრება მერიდიანებს შორის დროთა სხვაობით, ამიტომ იგი კუთხური ზომების ნაცვლად, შეიძლება დროის ერთეულებშიც (სთ, წთ, წმ) გამოისახოს. აღმოსავლეთი გრძედები მიიჩნევა დადებითად, ხოლო დასავლეთი გრძედები — უარყოფითად. საწყისი მერიდიანი შერჩეულია პირობითად და გადის გრინვიჩის ობსერვატორიაზე, რომელიც ლონდონის ახლოს მდებარეობს. გარდა მისა, საწყის მერიდიანად სხვადასხვა დროს სხვადასხვა მერიდიანი იყო მიჩნეული. ნებისმიერი მერიდიანის გრძედის გრადუსები გლობუსსა და ნახევარსფეროების რუკაზე აღინიშნება ეკვატორზე. დედამიწის ნებისმიერი წერტილის განედი და გრძედი არის მისი გეოგრაფიული კოორდინატები. განასხვავებენ ასტრონომიულ და გეოდეზიურ გრძედებს. ასტრონომიული გრძედი დედამიწის ზედაპირზე ტოლია ადგილობრივი დროის სხვაობას. გეოდეზიური გრძედი განისაზღვრება გეოდეზიური გაზომვების გზით. ასტრონომიული გრძედი აგრეთვე ეწოდება ერთ-ერთ კოორდინატს ციურ კოორდინატთა ეკლიპტიკურ სისტემაში.

ერევნის სურბ-ჰოვანესის ტაძარი

ერევნის სურბ-ჰოვანესის ტაძარი (სომხ. Սուրբ Հովհաննես Մկրտիչ Եկեղեցի, Surp Hovhannes Mkrtich) — მოქმედი სომხური სამოციქულო ეკლესია კენტრონის რაიონში, ერევანი, სომხეთი. თავდაპირველად, იგი 1710 წელს, კონდის რაიონში, მიწისძვრის შედეგად დანგრეული ტაძრის ნანგრევების ადგილას, მელიქ აღამალის მიერ აიგო. შუა საუკუნეების ეკლესიების მსგავსად, ეს არის სამნავიანი ბაზილიკა. ტაძარი მოიცავს სამლოცველოს და მთავარ საკურთხეველს.

ვაჰრამაშენი

ვაჰრამაშენი (სომხ. Վահրամաշեն) ასევე ცნობილია, როგორც ამბერდის ეკლესია (სომხ. Ամբերդի եկեղեցին) — ეკლესია სომხეთში. მდებარეობს არაგაწოტნის პროვინციაში, არაგაწის მთის მახლობლად.

ვოსკევაზის ეკლესია

ვოსკევაზის სურბ ჰოვანესის ეკლესია (სომხ. Սուրբ ՅովհաննԷս Եկեղեցի; Ոսկեվազ եկեղեցի) — VII-XII საუკუნის ბაზილიკა სოფელ ვოსკევაზში, არაგაწოტნის პროვინციაში, სომხეთი. ეკლესიას აქვს ჯვრის ფორმის ინტერიერი და მართკუთხა ექსტერიერი. 2009 წლიდან მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები.

კათოღიკე ეკლესია

კათოღიკე ეკლესია (სომხ. Սուրբ Աստվածածին Կաթողիկե եկեղեցի) — სომხური ეკლესია, რომელიც მდებარეობს სომხეთის დედაქალაქ ერევანში, კენტრონის რაიონში. ეკლესია XIII საუკუნით თარიღდება. 1679 წლის ერევნის მიწისძვრის შემდეგ ტაძარი თითქმის ბოლომდე დაინგრა და 1693 - 1695 წლებში აღდგა.

კოთავანქი

კოთავანქი (სომხ. Կոթավանք) — სომხური ეკლესია, რომელიც მდებარეობს სოფელ ნერქინ-გეტაშენში, სევანის ტბის სამხრეთით, გეღარქუნიქის პროვინციაში. კოთავანქი აშენებიდან მალევე, X საუკუნეში დაანგრიეს დამპყრობლებმა, შემდეგ კი მიწისძვრამ.

ლმბატავანქი

ლმბატავანქი (სომხ. Լմբատավանք) — სომხური ეკლესია, რომელიც მდებარეობს ქალაქ ართიკში, შირაკის პროვინციაში. ტაძარი სტეფანე პირველმოწამის სახელობისაა. მასში ვხვდებით რამდენიმე ფრესკას.

ტათევის უდაბნო

ტათევის უდაბნო (სომხ. Տաթևի անապատ) — სომხური სამოციქულო ეკლესიის მონასტერი. მდებარეობს სომხეთში, სიუნიქის პროვინციაში, სოფელ ტათევთან ახლოს. მონასტერი დააარსეს XVII-XVIII საუკუნეებში. 1995 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია.

ღარღავანქი

ღარღავანქი (სომხ. Զորավոր եկեղեցի) — სომხური ეკლესია, რომელიც მდებარეობს სოფელ ზორავანში, კოტაიქის პროვინციაში. მონასტერი მთავარი მაგისტრალიდან მოჩანს, თუმცა მისვლა მხოლოდ ფეხითაა შესაძლებელი. მონასტრის აგება მამიკონიანების დინასტიის წარმომადგენლებმა ბრძანეს.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.