გენოციდი

გენოციდი (ბერძ. γένος — ჯიში, თემი და ლათ. caedo — ვკლავ) — რასობრივი, ეროვნული თუ რელიგიური მოტივებით მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების ფიზიკური მოსპობა ან ცხოვრების ისეთ პირობებში ჩაყენება, რაც მათ განადგურებას გამოიწვევს. გენოციდი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაულია. იგი ორგანულად უკავშირდება რეაქციულ „თეორიებს“, რომლებიც ქადაგებენ რასობრივ და ეროვნულ სიძულვილს, ე. წ. „უმაღლესი“ რასის გაბატონებას „დაბალ“ რასაზე და სხვა. 1948 წლიდან ითვლება საერთაშორისო დანაშაულად.

მსოფლიო კაცობრიობის ისტორიაში არის გენოციდის ბევრი შემთხვევა დაწყებული უძველესი დროიდან ჩვენს დრომდე. ყველაზე მეტად ეს დამახასიათებელია გამანადგურებელი ომებისა და თავდასხმებისათვის, დამპყრობლებისათვის, შინაგანი ეთნიკური და რელიგიური დაპირისპირებისათვის, ქვეყნის გაყოფის პერიოდში, გაყოფილი მსოფლიოს გადასხვაფერების პროცესისათვის უმკაცრეს ბრძოლებში, რომელიც ორ მსოფლიო ომამდე მივიდა.

თავად ტერმინი „გენოციდი“ ხმარებაში მეოცე საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში შემოვიდა. იგი, პოლონელი იურისტის რაფაელ ლემკინის მიერ იქნა შემოღებული (სომხური და ებრაული წყაროს საფუძველზე) და საერთაშორისო სამართლიანობის სტატუსი მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გაეროს გენერალური ანსამბლეამ 1948 წლის 9 დეკემბერს მიიღო, როგორც ყველაზე მძიმე დანაშაული ადამიანის მიმართ.

გენოციდი აღიარებულია საერთაშორისო დანაშაულად. კონკრეტულად, რუსეთში არის სამართლებრივი პასუხილსმგებლობა გენოციდისთვის, როგორც დანაშაულისა მსოფლიოს და კაცობრიობის უსაფრთხოების წინაშე (357-ე მუხლი)

რამდენიმე მოსაზრების თანახმად, გენოციდი არ მიეწერება სახელმწიფოს, არამედ ხელისუფლებას.

XX საუკუნის ყველაზე ცნობილი გენოციდის ფაქტები:

  1. ნაცისტური გერმანიის მიერ ებრაელების განადგურება (ჰოლოკოსტი), სლავების, ბოშების (პარაიმოსი) და გერმანიის მიერ ევროპაში ოკუპირებულ ქვეყნებში სხვა მცხოვრებლები,მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.
  2. სამი მილიონი კამბოჯელის განადგურება პოლ პოტასა და იენ სარის რეჟიმის დროს 1974-79წლებში,კამბოჯაში.
  3. 1994 წელს-მასობრივი განადგურება რუანდეში, რის შედეგადაც ჰუტუს ტომის წარმომადგენლებმა გაანადგურეს 800 ათასი ტუტსის ტომის წარმომადგენელი.
Buchenwald Slave Laborers Liberation
ბუხენვალდის საკონცეტრაციო ბანაკი

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 57, თბ., 1978 წელი.
  • Kakar, M. Hassan. Afghanistan: The Soviet Invasion and the Afghan Response, 1979–1982. Berkeley: University of California Press, 1995. ISBN 0-520-08591-4.
  • Lemkin, Raphael (1944). Axis Rule in Occupied Europe: Laws of Occupation – Analysis of Government – Proposals for Redress. Washington, D.C: Carnegie Endowment for International Peace.
  • Andreopoulos, George J., ed. (1994). Genocide: Conceptual and Historical Dimensions. University of Pennsylvania Press. ISBN 0-8122-3249-6.
  • Ball, P., P. Kobrak, and H. Spirer (1999). State Violence in Guatemala, 1960–1996: A Quantitative Reflection. Washington, D.C.: American Association for the Advancement of Science.
  • Chalk, Frank; Kurt Jonassohn (1990). The History and Sociology of Genocide: Analyses and Case Studies. Yale University Press. ISBN 0-300-04446-1.

რესურსები ინტერნეტში

11 ივლისი

11 ივლისი — გრიგორიანული კალენდრის 192-ე დღე (ნაკიან წლებში – 193-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 173 დღე.

17 აპრილი

17 აპრილი — გრიგორიანული კალენდრის მე-107 დღე (ნაკიან წლებში — 108-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 258 დღე.

1919

1919 (ათას ცხრაას ცხრამეტი) წელი — გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ოთხშაბათი და იულიუსის კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა სამშაბათი. ამ წელს კალენდრებს შორის განსხვავება იყო 13 დღე. ეს წელი არის XX საუკუნის მე-2 დეკადის მე-9 წელი.

21 მაისი

21 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 141-ე დღე (ნაკიან წლებში - 142-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 224 დღე.

დარფურის კონფლიქტი

დარფურის კონფლიქტი — ეთნიკური კონფლიქტი სუდანში. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ რეგიონის არაფორმალური პროსახელისუფლებო არაბული შეიარაღებული დანაყოფები ჯანჯავიდები და ადგილობრივი ნეგროიდული რასის აჯანყებულთა დაჯგუფებები.

არაბთა შეიარაღებული დანაყოფების მიერ ადგილობრივი შავკანიანი მოსახლეობის, ფურის ტომის, გენოციდის გამო 2003 წელს რეგიონში განვითარდა ჰუმანიტარული კატასტროფა და შეიქმნა საგანგებო სიტუაცია. 2007 წელს დაიწყო აფრიკის კავშირისა და გაეროს ერთობლივი ოპერაცია.

2010 წლის ზაფხულში რეგიონში უნდა გამართულიყო რეფერენდუმი რეგიონის მომავალი სტატუსის განსაზღვრის მიზნით. მოსახლეობას უნდა ეპასუხა კითხვაზე, რა სურდათ მათ, დარფურის რეგიონი დაყოფილიყო კვლავ სამ შტატად თუ შექმნილიყო ერთიანი რეგიონი თავისი კონსტიტუციითა და მთავრობით.

2011 წლის ივნისში დაიდო დარფურის სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელმაც უნდა დაარეგულიროს კონფლიქტი რეგიონის აჯანყებულებსა და ხელისუფლებას შორის.

დახაუს საკონცენტრაციო ბანაკი

დახაუს საკონცენტრაციო ბანაკი — პირველი საკონცენტრაციო ბანაკი ფაშისტურ გერმანიაში, ქალაქ დახაუს გარეუბანში. შეიქმნა 1933 წლის მარტში. ბანაკის არსებობის მანძილზე აქ იყო 250 ათასი პატიმარი 24 ქვეყნიდან. ბანაკში აწამეს ან მოკლეს 70 ათასი კაცი, 140 ათასი კაცი სხვა ბანაკებში გადაიყვანეს, განთავისუფლებას მხოლოდ 30 ათასი კაცი მოესწრო. დახაუში ადამიანებზე ატარებდნენ დანაშაულებრივ „სამედიცინო ცდებს“. 1945 წლის 28 აპრილს ამერიკის ჯარების მოსვლამდე ერთი დღით ადრე, დახაუს ტყვეთა ფარულმა ორგანიზაციამ, რომელსაც ინტერნაციონალური კომიტეტი ხელმძღვანელობდა, მოაწყო აჯანყება და ჩაშალა ცოცხალ დარჩენილ პატიმართა მოსპობის გეგმა. 1960 წელს დახაუში გაიხსნა ბანაკში წამებულთა და დახოცილთა ძეგლი.

ეთნიკური წმენდა

ეთნიკური წმენდა — ეთნორელიგიური ჯგუფების იძულებითი გადაადგილება გარკვეული ტერიტორიებიდან, იმ განზრახვით, რომ ეს ტერიტორია გახდეს ეთნიკურად ან რელიგიურად ჰომოგენური. მიზნის მისაღწევად სხვადასხვა ღონისძიებანი შეიძლება იყოს გამოყენებული – იძულებითი და მასობრივი დეპორტაციები, გადასახლება, მოსახლეობის დაშინება, აუტანელი პირობების შექმნა ან მასობრივი მკვლელობებიც.

ეთნიკურ წმენდას, როგორც წესი, თან ახლავს სამიზნე ჯგუფის კულტურული მემკვიდრეობისა და მათი იქ ყოფნის დამადასტურებელი ნიშნების მოსპობაც – მათი სასაფლაოების, სამლოცველოებისა და საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის განადგურება, ხოლო მათ საცხოვრებელ ადგილას სხვა რეგიონებიდან გადმოსახლებული ადამიანების დასახლება.

კამანის ხოცვა-ჟლეტა

კამანის ხოცვა-ჟლეტა — აფხაზეთის ომის პერიოდი, რომლის ფარგლებშიც 1993 წლის 9 ივლისს აფხაზი სეპარატისტებისა და მათი თანამოაზრეების მიერ განხროციელებული იყო სოფელი კამანის სვანთა მოსახლეობის მასიური ხოცვა-ჟლეტა.

პოლ კაგამე

პოლ კაგამე (ფრანგ. Paul Kagame; დ. 23 ოქტომბერი, 1957, გიტარამა, რუანდა) — რუანდელი პოლიტიკოსი. ქვეყნის პრეზიდენტი 2000 წლიდან. უგანდის სამხედრო დაზვერვის ყოფილი მაიორი. რუანდის პატრიოტული ფრონტის დამაარსებელი.

გადამწყვეტი როლი ითამაშა რუანდის გენოციდის დასრულებაში. მიეკუთვნება ტუტსის ეთნიკურ ჯგუფს. 1959 წელს საკუთარი ტომის წევრების დევნის გამო მშობლები 2 წლის კაგამესთან ერთად უგანდაში გადაბარგდნენ. 1979 წელს კაგამე შეუერთდა მეამბოხე ეროვნული წინააღმდეგობის არმიას. 1985 წელს შექმნა რუანდის პატრიოტული ფრონტი, რომელშიც გაწევრიანდნენ ტუტსის ეთნიკური ჯგუფის მებრძოლები.

1994 წელს ჰუტუს ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლის, ჟიუვენალ ჰაბიარიმანას, მთავრობის დამხობის შემდეგ, კაგამემ ხელში ჩაიგდო ძალაუფლება და დაასრულა რუანდის გენოციდი. თავად კი დაიკავა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის თანამდებობები. 2000 წელს აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად, ატარებს პროამერიკულ კურსს.

პონტოელები

პონტოელები, ასევე პონტოელი ბერძნები (ბერძ. Πόντιοι, Ελληνοπόντιοι, Póntioi, Ellinopóntioi; თურქ. Pontus Rumları, Karadeniz Rumlari) — ეთნიკური ბერძნების ქვეჯგუფი, რომელთა ისტორიული განსახლების ადგილი, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე პონტოს რეგიონია, თუმცა მათ გარკვეულ ნაწილს, თურქების მიერ მათი ეთნიკური შევიწროვების გამო მოუწია სხვა ქვეყნებისთვის თავის შეფარება. პონტოელები ძირითადად საქართველოში, სამხრეთ რუსეთში, უკრაინაში (ყირიმში), სომხეთში, ყაზახეთში და უზბეკეთში ცხოვრობენ, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იწყეს მიგრაცია საბერძნეთსა და კვიპროსში.

რუანდის გენოციდი

რუანდის გენოციდი — მასობრივი ხოცვა-ჟლეტა რუანდაში (რესპუბლიკა ცენტრალურ აფრიკაში, გერმანიის ყოფილი კოლონია), რომლის დროსაც 100 დღის განმავლობაში, 1994 წლის 6 აპრილიდან იმავე წლის ივლისის შუა რიცხვებამდე, დაახლოებით 800,000-დან 1,071,000-მდე ადამიანი იქნა განადგურებული ჰუტუს ტომის ექსტერმისტული დაჯგუფებების მიერ. გენოციდის მსხვერპლი ძირითადად ტუტსის ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები და ზომიერად განწყობილი ჰუტუს ტომელები იყვნენ.

ისტორიაში რუანდის გენოციდი შევიდა არა მხოლოდ როგორც ასეთ ხანმოკლე პერიოდში მოკლული ადამიანების რიცხვის, არამედ გაეროს და დასავლეთის არაადეკვატურად დაგვიანებული პასუხის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იყო ცნობილი დაგეგმილი ხოცვა-ჟლეტის შესახებ, არც ერთ სახელმწიფოს ამის წინააღმდეგ არც პროტესტი გამოუთქვამს და არც რაიმე ზომები მიუღია.

1993 წლის ოქტომბერში გაერომ დააარსა ორგანიზაცია UNIMAR-ი (გაერთიანებული ერების რუანდის დახმარების მისია) რათა შესრულებულიყო ის სამშვიდობო ხელშეკრულება რომელიც 1993 წლის 4 აგვისტოს რუანდის პარტიებს შორის დაიდო, ტანზანიის ქალაქ არუშაში. ორგანიზაციას მანდატი შეუწყდა 1996 წელს. გაეროს არ მიუცია უფლება/დავალება UNIMAR-ისთვის რომ გენოციდის დასაწყისშივე მოეხდინა პრევენცია და არც შემდეგ მიუღიათ ზომები რომ თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლე მაინც გადაერჩინათ. გაეროს მისიის ხელმძღვანელი იყო კანადელი გენერალ-ლეიტენანტი რომეო რომეო დალერი.

გენოციდის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, გაეროში წარადგინეს ანგარიშები ჰუტუს დაჯგუფების შეიარეღებისა და გეგმების შესახებ, გაერომ ყურადღება არ მიაქცა ამ ცნობებს და უარი თქვა პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე. მიუხედავად დალერის მრავალგზის გაფრთხილებისა გეარომ აუკრძალა სამშვიდობო მისიის წარმომადგენლებს კონფლიქტში ჩარევა.

გენოციდი დასრულდა როდესაც ტუტსის ტომის დაჯგუფებამ, რუანდის პატრიოტულმა ფრონტმა, რომლის სათავეშიც პოლ კაგამე იყო, ჰუტუს მთავრობა ჩამოაგდო და ხელში ჩაიგდო ძალაუფლება. ასი ათასობით ჰუტუ გადავიდა აღმოსავლეთ ზაირში (ამჟამად კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) რათა ტუტსის ტომის შურისძიება აეცილებინა თავიდან. რუანდის ამბებმა გავლენა იქონია მეზობელ ქვეყნებზეც და გამოიწვია ორი ომი კონგოში, ბურუნდის სამოქალაქო ომი.

სომხების გენოციდი

სომხების გენოციდი — ოსმალეთის იმპერიის მმართველთა მიერ დაგეგმილი და განხორციელებული, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული 1915-1918 წლებში, რომელიც მოყვა სომეხთა აჯანყებებს. გენოციდის დასაწყისად ითვლება 1915 წლის 24 აპრილი, როდესაც ოსმალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა აჯანყებისათვის დაესაჯა ეთნიკური სომხები, რომლებიც განუდგნენ მათ სახელმწიფოს და კონსტანტინოპოლში 250-მდე სომეხი ინტელექტუალი და სომხური დიასპორის მეთაური დააპატიმრა. გენოციდი განხორციელდა პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას და მისი დასრულების შემდეგ და ორ ძირითად ეტაპს მოიცავს: შრომისუნარიან მამაკაცთა მკვლელობა და ქალების, ბავშვების, მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დეპორტაცია და სიკვდილი. დეპორტაციისას სომხები მოკლებულნი იყვნენ საჭმელსა და წყალს, პერიოდულად ადგილი ჰქონდა ძარცვას, გაუპატიურებასა და მკვლელობას. დაღუპულთა რიცხვი მერყეობს 1-დან 1,5 მილიონამდე.

პარალელურად, ოსმალეთში ხდებოდა ასურელთა და ბერძენთა მასობრივი მკვლელობაც. დაზარალდნენ სხვა უმცირესობებიც.

სოხუმის მუნიციპალიტეტი

სოხუმის მუნიციპალიტეტი (აფხ. Аҟәа амуниципалитет) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში. დღევანდელი საზღვრებით დაარსდა 1966 წელს, როგორც სოხუმის რაიონი.

სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა

სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა (სერბ. Масакр у Сребреници) — ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დაპირისპირება იუგოსლავიაში მიმდინარე სამოქალაქო ომების პერიოდში (ხორვატიისა და ბოსნიის ომები).

სრებრენიცის ანკლავი, რომელიც გაერომ 1993 წლის აპრილში გამოაცხადა „უსაფრთხოების ზონად“, 1995 წლის 11 ივლისს ბოსნიელმა სერბებმა აიღეს. საერთაშორისოდ აღიარებული ვერსიის თანახმად ბოსნიელმა სერბებმა 8000 ბოსნიელი-მუსლიმი მამაკაცი მოკლეს, რომელთა ასაკი 13-დან 77 წლამდე მერყეობდა.

2007 წელს საერთაშორისო სასამართლომ ამ ფაქტს გენოციდის კვალიფიკაცია მიანიჭა, ხოლო 2009 წლის იანვარში ევროპის პარლამენტმა 11 ივლისი „სრებრენიცის გენოციდის ხსოვნის დღედ“ გამოაცხადა.

უსტაშები

უსტაშები (ხორ. Ustaše - აჯანყებული) — ხორვატული ნაცისტური მოძრაობა. დააარსა ანტე პაველიჩმა 1929 წელს იტალიაში. ორგანიზაცია ჩამოყალიბდა სხვადასხვა ულტრანაციონალისტური ხორვატული ჯგუფებიდან რომლებიც 1920-ან წლებში აქტიურ ბრძოლას ეწეოდნენ იუგოსლავიის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ.

ქართველების ეთნიკური წმენდა აფხაზეთში

ქართველთა ეთნიკური წმენდა აფხაზეთში, იგივე ქართველთა გენოციდი აფხაზეთში — 1992-93 წლების აფხაზეთის ომის და 1998 წლის კონფლიქტის დროს, ეთნიკურ ქართველთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა და იძულებითი გასახლება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან. ძირითად შემთხვევებში ქართველთა გენოციდი განხორციელებული იყო აფხაზი სეპარატისტებისა და რუსი მოხალისეების მიერ. ამ დროს ასევე დაიღუპნენ სომეხი, ბერძენი, რუსი და აფხაზი მებრძოლები თუ მაცხოვრებლები. ეთნიკური წმენდის პროცესში დაახლოებით 200,000-დან 250,000-მდე ქართველი ლტოლვილად იქცა საკუთარ სამშობლოში. ქართველების მიზანმიმართული ხოცვა და ეთნიკური წმენდა აღიარებულ იქნა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მიერ 1994, 1996 და 1997 წლის კონვენციებზე, ბუდაპეშტის, ლისაბონისა და სტამბოლის სამიტებზე, სადაც დაიგმო ომის დანაშაულებანი ჩადენილი კონფლიქტის პროცესში. 2008 წლის 15 მაისს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია A/RES/62/249 რომელშიც იგი „ხაზს უსვამს იძულებით გადაადგილებულ პირთა, მათ შორის ეთნიკური წმენდის შედეგად დაზარალებულთა ქონების შენარჩუნებას აფხაზეთში, და მოუწოდებს ყველა წევრ ქვეყანას არ დაუშვან მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფ მოქალაქეთა მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე ქონების უკანონო მოპოვება“. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ ასევე მიიღო რიგი რეზოლუციები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

ჩერქეზები

ჩერქეზები (ადიღ. Адыгэхэр) — ადიღეების საერთო სახელწოდება. წერილობით ძეგლებში პირველად იხსენიება XIII საუკუნეში. ჩერქეზებს რუსეთში უწოდებენ ყარაჩაი-ჩერქეზეთის მოსახლეობას (მ. შ. ყაბარდოელების წინაპრებსაც, რომლებიც ყუბანში გადასახლდნენ XIX საუკუნეში). ლაპარაკობენ ყაბარდოულ-ჩერქეზულ ენაზე, რომელიც განეკუთვნება კავკასიური ენების აფხაზურ-ადიღეურ ჯგუფს. საერთო რაოდენობა 50,8 ათასი კაცი. ცხოვრობენ ყარაჩაი-ჩერქეზეთის 17 აულში. ასევე ახლო აღმოსავლეთში, სადაც გადაასახლეს XIX საუკუნის მეორე ნახევარში. აქ ჩერქეზებს უწოდებენ ადიღეებსაც, აფხაზებსაც და ოსებსაც.

წიწერნაკაბერდი

წიწერნაკაბერდი (სომხ. Ծիծեռնակաբերդ - მერცხლის ციხე) — მემორიალი ერევანში, რომელიც 1915 წელს გენოციდის მსვერპლთა ხსენების საპატივსაცემლოდაა აგებული. მემორიალი ააშენეს ერევნის ერთ-ერთ ბორცვზე 1965 წელს.

ჰოლოკოსტი

ჰოლოკოსტის სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების, ასევე ბოშების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მასიური გენოციდი. განადგურებული იქნა 6 მილიონზე მეტი ებრაელი. მოკლული საბჭოთა სამხედრო ტყვეების, პოლონელი ინტელექტუალების და სხვების გათვალისწინებით მსხვერპლის რიცხვი გაცილებით დიდია.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.