განათლება

განათლება — სისტემურ ქმედებათა პროცესი, რომელიც შეგნებულად არის მიმართული ადამიანის ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური უნარ-ჩვევების განვითარებისაკენ. განათლებაში აგრეთვე იგულისხმება შედეგი. განათლების მიღების ძირითადი გზაა სწავლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომელიც მჭიდრო კავშირშია აღზრდასთან. განათლების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვითგანათლებას, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საზოგადოებრივ-შრომით საქმიანობაში მონაწილეობას. განათლების საერთო და სპეციალური (პროფესიული) დონე განპირობებულია საზოგადოებრივ ურთიერთობათა, მეცნიერების, ტექნიკისა და კულტურის, წარმოების მოთხოვნებით.

განათლების თაობაზე ისტორიულად ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომ ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის ამ პროცესს ორგანიზებას უკეთებს ოჯახი, სკოლა, უნივერსიტეტი და ა.შ., ხოლო მათი მოვალეობაა ბეჯითად შეისწავლონ ყველაფერი ანუ აქტიურად მიიღონ შესასწავლი მასალა. მე-20 საუკუნიდან დაიწყო იმის გაცნობიერება, რომ წარმატებული სწავლისათვის გადამწყვეტი ფაქტორია შინაგანი მოტივაცია. ამის შესაბამისად მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში სხვადასხვა ქვეყნებში დაიწყო სწავლების სისტემის რეფორმირება. თუმცა ამ ტენდენციებს ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა, რომელთა აზრით ზედმეტმა თავისუფლებამ ჩამოაყალიბა სამომხმარებლო მიდგომა განათლების პროცესისადმი. გლობალიზაციის პროცესი კაცობრიობას სტიმულს აძლევს, რათა ხელახლა იქნეს გააზრებული აღზრდისა და განათლების მთელი სისტემა.

მთელი ისტორიის განმავლობაში ყველა ახალ ეტაპზე კაცობრიობა მუდმივად გამოთქვამდა უკმაყოფილებას განათლებაში შექმნილი მდგომარეობითა და სვამდა საკითხს- როგორი უნდა იყოს განათლება დღეს და როგორ უნდა ვითარდებოდეს იგი ხვალინდელი დღის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ძიების პროცესი ისევე როგორც თვით კაცობრიობის განვითარება განუწყვეტელია, რეფორმისტული იდეებით გატაცებულებს კი უმეტეს შემთხვევაში გვავიწყდება, არა განათლების ,,სუბიექტი" თუ ,,ობიექტი არამედ პიროვნება რომლის გამოც და რომლისთვისაც საერთოდ შეიქმნა ეს სისტემა -ბავშვი,მოსწავლე.

Klassenzimmer1930
გერმანული საკლასო ოთახი, 1930-იანი წლები

დაწყებითი განათლება

ტერმინის სათანადო განმარტების მიზნით,კომიტეტი (ეკონომიკური,სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი) ხელმძღვანელობს მსოფლიო დეკლარაციით- განათლება ყველასათვის,რომელიც აცხადებს: "დაწყებითი სასკოლო განათლება არის ოჯახის გარეთ ბავშვებისათვის საბაზო განათლების უზრუნველყოფის ძირითადი სისტემა.დაწყებითი განათლება უნდა იყოს საყოველთაო და ითვალისწინებდეს საზოგადოების კულტურას,მოთხოვნებსა და შესაძლებლობებს. გაეროს ბავშვთა ფონდის პოზიცია ასეთია,რომ: "დაწყებითი განათლება საბაზისო განათლების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია"

საგანმანათლებლო დაწესებულებები

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

BBC

BBC (ინგლ. The British Broadcasting Corporation; ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია) — მსოფლიოში უმსხვილესი სამაუწყებლო კორპორაცია 20,950-მდე თანამშრომლით მსოფლიოში და 4 მილიარდი გირვანქა სტერლინგი წლიური ბიუჯეტით. შტაბ-ბინა მდებარეობს ლონდონში, დიდი ბრიტანეთი.

დაარსდა 1922 წელს, როგორც შპს ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია. 1927 წელს ის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, მაგრამ დამოუკიდებელი კორპორაცია გახდა. კორპორაცია ქმნის პროგრამებს, ამზადებს საინფორმაციო გამოშვებებს და გადასცემს მათ ტელევიზის, რადიოსა და ინტერნეტის საშუალებით. BBC -ის თავისი მისია შემდეგნაირად აქვს ჩამოყალიბებული: „ინფორმაციის მიწოდება, განათლება და გართობა“.

არაბული ენა

არაბული ენა (არაბულად, თვითსახელრქმევით اَللُّغَةُ اَلْعَرَبِيَّة, al-luġatu al-ʿarabiyya‚ ‚არაბული ენა‘, მოკლე ფორმა العربية, al-ʿarabiyya ‚არაბული‘,) — აფროაზიური ენათა ოჯახის სემიტური შტოს ყველაზე უფრო გავრცელებული ენა, რომლის ზერეგიონული სალიტერატურო ფორმა ფუსჰა (الفصحى / Fuṣḥā) გაერთიანებული ენების ორგანიზაციის 6 ენთაგან ერთ-ერთ ოფიციალურ სამუშაო ენას წარმოადგენს.

არაბულ ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვი სავარაუდოდ 206 მილიონი კაცი ამ ენას მშობლიურ ენად მიიჩნევს, ხოლო 246 მილიონი ადამიანი კი მას მეორე ან მესამე ენად მიიჩნევს. არაბული ენა მსოფლიო ენად საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა უწინარესად ღვთისმსახურების ენის ფუნქციის გამო. თანამედროვე არაბული ენის სტანდარტული ვარიანტი ეფუძნება კლასიკურ არაბულს, - ყურანისა და პოეზიის ენას და იგი ძლიერ განსხვავდება ამ ენისავე სამეტყველო ვარიანტებისაგან.

ბასილ III

ბასილი ვაჩეს ძე — XI საუკუნის ქართველი მწერალი და საეკლესიო მოღვაწე, კათოლიკოსი (დაახლოებით 1090-1100).

ვარაუდობენ, რომ ეფრემ მცირის ძმა იყო. სწავლა-განათლება კონსტანტინოპოლში მიუღია. სამშობლოში დაბრუნებული შიომღვიმის სავანეში დამკვიდრებულა. მას ეკუთვნის ჰაგიოგრაფიული თხზულება „თხრობაჲ სასწაულთათჳს წმინდისა და ღმერთ-შემოსილისა მამისა შიოჲსთაჲ“ და „დასდებელი შიოჲსი“, რომლებიც შეიცავენ საქართველოს ისტორიისათვის საინტერესო მასალებს.

ბერენიკა IV

ბერენიკა IV (დ. ძვ. წ. 77, ალექსანდრია) — პტოლემე XII-ისა და სავარაუდოდ, კლეოპატრა V-ის ქალიშვილი. კლეოპატრა VI-ისა და კლეოპატრა VII-ის და.

ბერენიკა IV-ს უყვარდა გართობა და ძვირფასეულობა. იყო საკმაოდ ზარმაცი და ეშინოდა დაბალი კლასის წარმომადგენლებთან ურთიერთობა, უყვარდა თავისი ოჯახი და მეგობრები, საუბრობდა მხოლოდ მშობლიურ ენაზე, არ ჰქონდა საკმარისი განათლება, გამოირჩეოდა დიდი სილამაზით.

ძვ. წ. 58 წელს პტოლემე XII და კლეოპატრა VII გაიქცნენ რომში, მის წინააღმდეგ ბერენიკას უფროსი დის ტრიფაენის მხარდასაჭერად. მისი გარდაცვალების შემდეგ ძვ. წ. 57 წელს ბერენიკა IV გახდა ეგვიპტის ერთადერთი მართველი, ხოლო მშობლების დაბრუნების შემდეგ ბერენიკა ტახტიდან ჩამოაგდეს და სიკვდლილით დასაჯეს.

ბერენიკა IV თავისმა მრჩევლებმა აიძულეს ცოლად გაყოლოდა სელევკიდ კიბიოზაკტს, რომელიც ბერენიკას ბრძანებით გაგუდეს, მოგვიანებით ბერენიკა ცოლად გაყვა არხელაის, მაგრამ იგი ვერ უწევდა წინააღმდეგობას მმართველობაში. არხელაი პომპეუსმა დანიშნა უმაღლეს ქურუმად კაპადოკიაში და ითვლებოდა მითრიდატე VIს შვილად.

ბერენიკას მეფობა დამთავრდა ძვ. წ. 55 წელს, როდესაც მისმა მამამ ტახტი დაიბრუნა რომაელების დახმარებით, აულუს გაბინიუსის მეთაურობით. მამის ბრძანებით ბერენიკას მოაჭრეს თავი და ლანგარზე დადებული მიუტანეს მას, ამ ყველაფერს ბერენიკას დედა კლეოპატრა საიდუმლოდ უთვალთვალებდა. არხელაი დაიღუპა გაბინიუსთან წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელთანაც სტრაბონის თანახმად მეგობრული ურთიერთობები ჰქონდა.

ზესტაფონი

ზესტაფონი — ქალაქი დასავლეთ საქართველოში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, 1921 წლამდე ყვირილა ეწოდებოდა.

იერუსალიმი

იერუსალიმი (ებრ. יְרוּשָׁלַיִם — იერუშალაიმ, არაბ.: القُدس — ალ-ყუდსი (ქართ. — წმინდა); ან أُورُشَلِيم -— ურ[უ]შალიმ — მხოლოდ ფორმალური, ებრაული სახელმწიფოსადმი ლოიალობის გამომხატველი სახელი) — ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქი, წმინდა ქალაქი სამი მონოთეისტური რელიგიის - იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის — მიმდევართათვის. მოსახლეობა: 695 000 (დაახ. 2/3 ებრაელი, 1/3 არაბი). მდებარეობს იეჰუდის (იუდეის) მთების გულში, ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე. იყოფა ძველ და ახალ (ძველზე გაცილებით დიდ) ქალაქად.

იუნესკო

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (იუნესკო), (UNESCO, აკრ. United Nations Educational, Scientific and Cultural Organization) — გაეროს სპეციალიზებული სააგენტო. მისი მიზანია მშვიდობისა და საერთაშორისო უშიშროების ინტერესებისათვის ხელი შეუწყოს განათლებისა და კულტურის გავრცელებას, მეცნიერების განვითარებას, ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემას რასის, სქესის, ენისა და რელიგიის მიუხედავად.

ორგანიზაცია 1945 წლის 16 ნოემბერს დაარსდა. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს პარიზში, საფრანგეთი. 2011 წლის 1 ნოემბრის მონაცემებით იუნესკო აერთიანებს 195 ქვეყანას. მას ასევე 50 წარმომადგენლობითი ოფისი, რამდენიმე ინსტიტუტი და ცენტრი აქვს მსოფლიოში. იუნესკოს ყურადღების ცენტრში მოქცეულია აფრიკა და გენდერული თანასწორობა.

კლემენტ IX

კლემენტ IX (ლათ. Clement IX, ერისკაცობაში ჯულიო როსპილოზი; დ. 28 იანვარი, 1600 — გ. 9 დეკემბერი, 1669) — რომის პაპი 1667–1669 წლებში.

ჯულიო როსპილოზი დაიბადა 1600 წლის 28 იანვარს დღევანდელი ტოსკანის რეგიონში. მიიღო უმაღლესი განათლება. დაეუფლა ფილოსოფიასა და თეოლოგიას. 1664 წელს იყო პაპის ნუნცია ესპანეთში. 1657 წელს გახდა კარდინალი.

ლაიფციგი

ლაიფციგი (გერმ. Leipzig) — ქალაქი გერმანიაში, საქსონიის უდიდესი ქალაქი, სამრეწველო,სავაჭრო და კულტურული ცენტრი, სარკინიგზო და საავტომობილო გზების კვანძი, აეროპორტი. ცნობილია თავისი უნივერსიტეტითა და ბაზრით. ქალაქია 1165 წლიდან. გაშენებულია ვაისე-ელსტერის ნაპირზე, მდინარე პლაისეს შესართავთან.

მალდივის რესპუბლიკა

მალდივის რესპუბლიკა (ადგილ. ދިވެހި) — სახელმწიფო სამხრეთ აზიაში, მალდივის კუნძულებზე (ინდოეთის ოკეანე). მალდივის არქიპელაგი მოიცავს 1190 მცირე კუნძულ-ატოლს, რომელთაგან მხოლოდ 220-ია დასახლებული. ინდოეთისგან სამხრეთ-დასავლეთით განლაგებული, კუნძულები გადაჭიმულია 764 კმ-ით ჩრდილოეთით სამხრეთამდე და 130 კმ-ით აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე. ფართობით 298 კმ²-ია.

მასწავლებელი

მასწავლებელი — განათლების სისტემაში პიროვნება, რომელიც სწავლის პროცესში დახმარებას უწევს, რჩევებს აძლევს მოსწავლეს, ხშირად საჯარო სკოლებში. უმაღლესი სასწავლებლის მასწავლებლებისთვის იხმარება სხვა სიტყვები მაგ., პროფესორი, ლექტორი.

მოსკოვი

მოსკოვი (რუს. Москва́, მოსკვა, IPA: [mɐ'skva]) — რუსეთის ფედერაციის დედაქალაქი, ფედერალური დანიშნულების ქალაქი, ცენტრალური ფედერალური ოკრუგის ადმინისტრაციული ცენტრი და მოსკოვის ოლქის ცენტრი, რომლის შემადგენლობაშიც არ შედის. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით არის რუსეთის უდიდესი ქალაქი (მოსახლეობა 2012 წლის 1 იანვრისათვის — 11 612 943 კაცი; ახალ საზღვრებში — 2012 წლის 1 სექტემბრისათვის 11 911 100 კაცი), მთლიანად ევროპაში მდებარე ქალაქებიდან ყველაზე მჭიდროდ დასახლებული, შედის მსოფლიოში მოსახლეობის მხრივ უდიდესი ქალაქების პირველ ათეულში. მოსკოვის საქალაქო აგლომერაციის ცენტრი.

მოსკოვის დიდი სამთავროს, რუსეთის სამეფოს, რუსეთის იმპერიის, საბჭოთა რუსეთისა და სსრკ-ის ისტორიული დედაქალაქი. გმირი ქალაქი. მოსკოვში მდებარეობს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ხელისუფლების ფედერალური ორგანოები (საკონსტიტუციო სასამართლოს გარდა), ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, უცხოური სახელმწიფოების საელჩოები, დიდი რუსული კომერციული ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების უმეტესობის შტაბ-ბინები. ჟურნალი Foreign Policy 2010 წელს მოსკოვს ასახელებს 25-ე ადგილზე გლობალურ ქალაქებს შორის, რომელთაც შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში.

მდებარეობს მდინარე მოსკოვზე აღმოსავლეთ ევროპის ვაკის ცენტრში, ოკისა და ვოლგის შუამდინარეთში. მოსკოვი, როგორც ფედერაციის სუბიექტი ესაზღვრება მოსკოვისა და კალუგის ოლქებს.

მოსკოვი — მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი რუსეთში; მოსკოვის კრემლი, წითელი მოედანი, ნოვოდევიჩის მონასტერი და კოლომენსკოეს ამაღლების ეკლესია შედიან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ის აგრეთვე წარმოადგენს მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს. ქალაქს ემსახურება 5 აეროპორტი, 9 სარკინიგზო სადგური, 3 საზღვაო პორტი (გააჩნია სამდინარო კავშირები ატლანტისა და ჩრდილო-ყინულოვანი ოკეანეების აუზის ზღვებთან). 1935 წლიდან მოსკოვში ფუნქციონირებს მეტროპოლიტენი.

პარიზი

პარიზი (ფრანგ. Paris [paˈʁi] პაღი) — საფრანგეთის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ასევე ადმინისტრაციული ცენტრი ილ-დე-ფრანსის რეგიონის, რომელიც მოიცავს პარიზსა და მის შემოგარენს. პარიზი ევროპის წამყვანი კულტურული, ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრია, დამახასიათებელი ნეოკლასიკური არქიტექტურითა და მისი გავლენით მოდასა და ხელოვნებაზე. მეტსახელად „სინათლის ქალაქი“ (la Ville Lumière), პარიზი მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ყველაზე რომანტიკული ქალაქის რეპუტაციით სარგებლობს.

მდებარეობს რა ჩრდილო-ცენტრალურ საფრანგეთში მდ. სენის ნაპირებზე, პარიზი მდიდარია მუზეუმებით, გალერეებით, რესტორნებითა და ღამის კლუბებით. პარიზის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა სენის ნაპირას მდებარე 324 მეტრი სიმაღლის ყავისფერი ლითონის ეიფელის კოშკი.

პარიზის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2012 წლის მონაცემებით 224,062 ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა ბოლო საუკუნის განმავლობაში ქალაქი გაიზარდა და მნიშვნელოვანწილად გაფართოვდა. ამჟამად პარიზის ურბანულ ნაწილში დაახ. 10,550 350 (2011) მილიონი მცხოვრებია, აგლომერაციაში კი - 12,341,418 მილიონი (2012) .

პარიზი და ილ-დე-ფრანსის რეგიონი აწარმოებს საფრანგეთის სიმდიდრის მეოთხედზე მეტს და მისი ეშპ დაახ. €450 მილიარდი ($506.7 მილ. ამ. დოლარი) იყო 2003 წელს. ახლომდებარე ლა დეფანსის ბიზნეს უბნის ჩათვლით პარიზში განლაგებულია ფრანგულ კომპანიათა თითქმის ნახევარის შტაბ-ბინები, ისევე როგორც მრავალ საერთაშორისო ფირმათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლობები.

პროფესორი

პროფესორი (ლათ. professor – მასწავლებელი) — სამეცნიერო წოდება, რომელსაც ანიჭებენ უმაღლესი სასწავლებლების ყველაზე უფრო კვალიფიციურ მასწავლებლებს (აგრეთვე სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა მეცნიერ-თანამშრომლებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას); ამ წოდების მქონე პირი. ტერმინი პროფესორი შემოიღეს რომის იმპერიაში (ძველი წელთაღრიცხვის I საუკუნე — ახალი წელთაღრიცხვის V საუკუნიას დასასრული) გრამატიკოსთა და რიტორთა სკოლების მასწავლებელთა აღსანიშნავად. ადრეულ შუა საუკუნეებში პროფესორს უწოდებდნენ სასულიერო სკოლების, XII საუკუნიდან უნივერსიტეტების მასწავლებლებს. ასისტენტ-პროფესორი — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობა; სრული პროფესორი — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას.

სპარსული ენა

სპარსული ენა, იგივე ფარსი — სპარსელების ენა, მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის ირანულ ენებს. სპარსულთან ძალიან ახლოსაა დარი ანუ ქაბულის სპარსული ენა. განსხვავება მათ შორის უმნიშვნელოა, ლექსიკის დონეზე. სპარსულის დიალექტზე საუბრობენ ტაჯიკებიც (იხ. ტაჯიკური ენა და დარი). იყენებს სპარსულ დამწერლობას, რომელიც არაბულ გრაფიკაზეა დაფუძნებული.

ტაშირი (ქალაქი)

ტაშირი — ქალაქი სომხეთში, მდებარეობს ლორეს პროვინციის ჩრდილოეთით, ერევნიდან 172 კილომეტრში.

ტენესი

ტენესი (ინგლ. Tennessee) — შტატი აშშ-ში, მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთის ცენტრალურ რეგიონში. სახელი ჩეროკის ინდიელთა ენაზე „სოფელს“ ნიშნავს. 1757 წელს აქ შეიქმნა ევროპელთა პირველი დასახლებები, 1796-დან აშშ-ს შტატია. 1861-1866 წლებში კონფედერაციის წევრი იყო.

ურბან III

ურბან III (ლათ. Urbanus PP. III; ერისკაცობაში უბერტო კრიველი დ. 1120, მილანი — გ. 20 ოქტომბერი, 1187, ფერარა) — რომის პაპი 1185–1187 წლებში.

წარმოშობით იტალიელი. დაიბადა მილანის ცნობილი გვარის წარმომადგენელთა ოჯახში. მიიღო საღვთისმეტყველო განათლება ბოლონიაში. პაპად აირჩიეს 25 ნოემბერს, ხოლო კორონაცია გაიმართა 1 დეკემბერს. შტაუფენების შეურიგებელი მტერი. მისი პონტიფიკატი აღინიშნება იმპერატორ ფრიდრიხ I ბარბაროსას წინააღმდეგ შეუპოვარი, მაგრამ უშედეგო ბრძოლით. სალაჰ-ად-დინის მიერ იერუსალიმის აღებამ დააჩქარა მისი სიკვდილი.

ქისტაური

ქისტაური — სოფელი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთის ძირში, ახმეტა-თელავის საავტომობილო გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: არაშენდა, ახალშენი, ახშანი, ახშნისველები, ინგეთი, კოჯორი, ოსიაური, საჩალე). ზღვის დონიდან 540 მეტრი, ახმეტიდან 7 კილომეტრი, თბილისიდან 170 კმ. თელავიდან 27 კმ.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.