გამოცანა

გამოცანა — ზეპირსიტყვიერების ჟანრი; საგნის ან მოვლენის პოეტური, ნართაული დახასიათება თვით ამ ობიექტის დაუსახელებლად მისი გამოცნობის მიზნით. წარმოშობით გამოცანა პირველყოფილ საზოგადოებას მიეკუთვნება; თავდაპირველად მას საკულტო მნიშვნელობა ჰქონდა, იმ უძველეს წარმოდგენებს უკავშირდებოდა, რომლებიც საგნის ან მოვლენის საკუთარი სახელით მოხსენიებას კრძალავდა. მოგვიანებით გამოცანამ მხატვრულ-ესთეტიკური და შემეცნებითი ფუნქცია შეიძინა. მისი დანიშნულებაა ადამიანში გონებამახვილობისა და დაკვირვების უნარის აღზრდა. გამოცანის თემატიკა, შეუზღუდველია, მისი ფორმა — კომპაქტური, დახვეწილი, უმთავრესად რიტმული, ზოგჯერ რითმიანიც („ვკეცე, ვკეცე — ვერ დავკეცე“, „დავკარ ხმალი, არ დააჩნდა კვალი“ და სხვა). ქართული გამოცანების პირველი შემკრებია პლატონ იოსელიანი („გამოცანანი ქართულნი“, 1835, ხელნაწერი დაცულია სანქტ-პეტერბურგში, სალტიკოვ-შჩერდრინის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში). ქართული გამოცანების პირველი ბეჭდური გამოცემა 1879 წელს მიეკუთვნება (შემკრები რაფიელ ერისთავი). გამოცანების ტექსტები ჩაწერილი აქვთ აკაკი წერეთელს, სოსიკო მერკვილაძეს, მელიტონ კელენჯერიძეს, ი. გომელაურს და სხვებს. გამოცანა გვხვდება ფოლკლორის სხვა ჟანრებში და მხატვრულ ლიტერატურაშიც (გამოცანის ნიმუშები იხ. წიგნში „ხალხური სიბრძნე“, ტ. 5, 1965).

ლიტერატურა

  • ჩიქოვანი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, თბ., 1956;
LEGO Batman

LEGO Batman — მოქმედებითი-სათავგადასავლო ჟანრის ვიდეო თამაშების სერია, რომელიც შეიმუშავა TT Games-მა და გამოუშვა Warner Bros-მა. თამაში შედგება 3 ნაწილისგან. პირველი ნაწილის მთავარი პერსონაჟები არიან ბეტმენი და რობინი, რომლებიც ებრძოლებიან ჯოკერსა და მის ბოროტ გმირებს როგორიცაა ჰარლი ქუინი კაცი გამოცანა და ა.შ თამაშში 50-ზე მეტი საყიდელი პერსონაჟია, ასევე თამაშში მოთამაშეს შეუძლია ითამაშოს სხვადასხვა ბოროტი გმირებით, მაგალითად, ჯოკერითა და ჰარლი ქუინით ზოგიერთი ტურში ჩართული პერსონაჟი არ იყიდება, რადგან ტურის დასრულების შემდეგ ავტომატურად გაიხსნება ასევე ამ ნაწილში და სხვა ნაწილებში. ბეტმენსა და რობინს აქვთ სხვადასხვა კოსტიუმები, რომელიც თამაშის მსვლელობის დროს მოთამაშეს სჭირდება, რათა შეასრულოს კონკრეტული დავალება.

LEGO Batman 2: DC Super Heroes - ეს ნაწილი არის გაგრძელება პირველი ნაწილისა ამ თამაშში ემატება ბეტმენსა და რობინს სხვადასხვა სუპერგმირები როგორებიცაა: სუპერმენი, ქალი საოცრება, მწვანე ლამპარი და ა.შ ბოროტ გმირებს კი ემატებათ ახალი პერსონაჟი ლექს ლუთორი. სუპერგმირები ერთიანდებიან რათა გადაარჩინონ ქალაქი გოთემი გასაჭირისგან. თამაშში არის 100-ზე მეტი საყიდელი პერსონაჟი, მაგრამ ზოგიერთი პერსონაჟი ტურის დამთავრების შემდეგ ავტომატურად იხსნება. კოსტიუმები კი ბეტმენს და რობინს ისევ აქვთ თუმცა ამ ნაწილში ახალი კოსტიუმებია დამატებული.

LEGO Batman 3: Beyond Gotham - ეს ნაწილი არის სრულიად განსხვავებული სხვა ნაწილებისგან რადგან ამ ნაწილში ერთიანდებიან სუპერგმირები და ბოროტი გმირები, რათა დაამარცხონ ბოროტი გმირი ე.წ Brainiac. ამ ნაწილში პერსონაჟებს შეუძლიათ გზაშივე გადაცვალონ სხვადასხვა კოსტიუმზე და არ დაჭირდებათ იპოვონ ახალი კოსტიუმი. ასევე ამ ნაწილში ჯოკერსა და ლექს ლუთორს ემატებათ კოსტიუმების არჩევა.

Publius Enigma

Publius Enigma — ინგლისურ პროგრესულ როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდთან დაკავშირებული ერთ-ერთი იდუმალი მოვლენა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1994 წლიდან მოყოლებული. დღემდე ამ გამოცანის ბევრი ამოხსნა არსებობს და ინტერნეტში არის რამდენიმე საიტი, რომელზეც მისი დამოუკიდებელი ანალიზებია გამოქვეყნებული.

ალეგორია

ალეგორია (ბერძნ. allegoria — გადაკრულად თქმა) — გადაკრულად ნათქვამი სიტყვა თუ სიტყვათა რიგი, რომელშიც მოვლენის შინაარსი კონკრეტული სახითაა წარმოდგენილი. მასში ნათქვამია ერთი და იგულისხმება მეორე (ანდაზა, გამოცანა, იგავ-არაკი და სხვ.). მისი მიზანია ავტორის აზრის შენიღბვა.

ამერიკის სამოა

ამერიკის (აღმოსავლეთი) სამოა (ინგლ. American Samoa) — ამერიკის კუნძულოვანი ტერიტორია წყნარ ოკეანეში. მთავარი კუნძულია ტუტუილა, რომელიც შედის სამოას არქიპელაგის შემადგენლობაში. მას აქვს არაინკორპორირებული და არაორგანიზებული ტერიტორიის სტატუსი აშშ-ის შემადგენლობაში (ინგლ. unincorporated and unorganized territory). ოფიციალური ენებია — ინგლისური და სამოური. ქვეყნის მოსახლეობა — 55 519 ადამიანი (2010 წ.). ფართობი — 199 კმ². დედაქალაქია პაგო-პაგო.

ტერიტორიას აქვს საზღვაო საზღვარი დასავლეთით სამოასთან, სამხრეთ-დასავლეთით – ტონგასთან, ჩრდილოეთით – ტოკელაუსთან, აღმოსავლეთით კუკის კუნძულებთან, სამხრეთით კი ნიუესთან.

ბეტმენი სამუდამოდ

ბეტმენი სამუდამოდ (ინგლ. Batman Forever) — რეჟისორ ჯოელ შუმახერის 1995 წლის ფილმი. იგი ეფუძნება ბობ კეინის მიერ შექმნილი ბეტმენის ისტორიებს. ფილმის სცენარის ავტორები არიან ლი ბეჩლერი, ჯენეტ სკოტ-ბეჩლერი და აკივა გოლდსმენი. მთავარ როლებს ფილმში ასრულებენ: ველ კილმერი (ბრიუს უეინი/ბეტმენი), ტომი ლი ჯონსი (ჰარვი დენტი/ორსახა), ჯიმ კერი (ედვარდ ნიგმა/გამოცანა), ნიკოლ კიდმანი (ჩეის მერიდიანი) და კრის ო'დონელი (რობინი).

ტიმ ბარტონის წინა ეკრანიზაციებთან შედარებით, ახალი ფილმის ტონი განსხვავებული იყო და უფრო მეტად გათვლილი იყო ოჯახურ გარემოში სანახავად. Warner Bros.-ში თვლიდნენ, რომ წინა ფილმი, „ბეტმენი ბრუნდება“, კინოთეატრებში წარუმატებელი აღმოჩნდა ძალადობისა და ბნელი გარემოს გამო. ახალი ფილმის ბიუჯეტმა დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. წარმოებას პრობლემები ახლდა - მთავარ როლებზე მსახიობთა შერჩევის გამო. გადაღებების ადგილებს შორის იყო ალკატრასის კუნძული (სან-ფრანცისკო) და მანჰეტენის ხიდი (ნიუ-იორკი). ფილმი 1995 წლის 16 ივნისს გამოვიდა.

ფილმის გამოსვლის შემდეგ რეაქციები არაერთგვაროვანი იყო. კრიტიკოსებმა მაღალი შეფასება მიანიჭეს ოპერატორის ნამუშევარს, ვიზუალურ ეფექტებსა და მხატვრულ გადაწყვეტას, მაგრამ აღნიშნეს, რომ იგი იყო უფრო მხიარული, ვიდრე ბარტონის ეკრანიზაციები. მაყურებელთა ფენებმა ფილმი დადებითად მიიღეს და წინა ეკრანიზაციასთან შედარებით, მან მნიშვნელოვანი შემოსავალი, მსოფლიო მასშტაბით 336,529,844 აშშ დოლარი მოიტანა. იგი იქცა 1995 წლის რიგით მეექვსე ყველაზე შემოსავლიან ფილმად. აშშ-ში 2842 ეკრანზე გამოსვლის პირველი კვირის ბოლოს (22 ივნისი 1995) მისმა შემოსავალმა უკვე შეადგინა 52,784,433 აშშ დოლარი.

ელიზაბეთ ჰერლი

ელიზაბეთ ჯეინ ჰერლი (ინგლ. Elizabeth Hurley; დ. 10 ივნისი, 1965) — ინგლისელი მოდელი და მსახიობი.

ელიზაბეთ ჯეინ ჰერლი დაიბადა ქალაქ ბესინგსტოკში, დედამისის, სკოლის მასწავლებლის — ანჟელა ჰერლისა და მამამისის, ბრიტანეთის არმიის მაიორის — როი ლეონარდ ჰერლის ოჯახში. ჰყავს უფროსი და კეიტი, და უმცროსი ძმა მაიკლ ჯეიმზ ჰერლი. ახალგაზრდა წლებში მოცეკვავის სურვილით გატაცებული, სწავლობდა ბალეტს, მოგვიანებით კი დაეუფლა ცეკვას. 1995 წელს ჰერლი იყო ამერიკული კომპანიის „Estée Lauder Companies“-ის მოდელი. სამჯერ აღმოჩნდა ჟურნალ „ვოგის“ გარეკანზე.კინოში ელიზაბეთ ჰერლის დებიუტი შედგა 1987 წელს ფილმში „არია“. სხვადასხვა დროს ითამაშა ფილმებში: „ოსტინ პაუერსი: შპიონი რომელმაც შემაცდინა“, „ოსტინ პაუერსი: საერთაშორისო ადამიანი გამოცანა“, „თაღლითები“, „სურვილებით დაბრმავებული“ და სხვ. მოღვაწეობს აგრეთვე როგორც ქველმოქმედი.

ჰერლი მრავალი წლის განმავლობაში ურთიერთობაში იმყოფებოდა მსახიობ ჰიუ გრანტთან. 2000 წელს წყვილი ერთმანეთს გაშორდა.2002 წლის 4 აპრილს ჰერლის სტივ ბინგისგან შვილი შეეძინა, თუმცა ბინგი მამობას უარყოფდა და აღნიშნავდა, რომ მასსა და

ჰერლის შორის საამისოდ ურთიერთობა მეტად ხანმოკლე იყო. დნმ-ის ხარჯზე გამოვლინდა, რომ ბავშვის მამა არის სტივ ბინგი. 2002 წლიდან ჰერლი ურთიერთობაში იმყოფებოდა არუნ ნაიართან. 2007 წლის 2 მარტს წყვილი დაქორწინდა, თუმცა ოთხი წლის შემდეგ 2011 წლის 15 ივნისს ერთმანეთს დაშორდნენ. ჰერლი ურთიერთობაში იმყოფებოდა აგრეთვე ავსტრალიელ სპორტსმენთან შეინ უარნისთან.

ლელა წურწუმია

ლელა წურწუმია (დ. 12 თებერვალი, 1969, თბილისი) — ქართველი პოპ-მომღერალი. გამოშვებული აქვს 12 ალბომი, გადაღებული აქვს 10 მუსიკალური ვიდეო. მისი ალბომი „სულელი წვიმა“ დასახელდა 2003 წლის ყველაზე მაღალტირაჟიან ალბომად. „სტუდია თბილისის“ ინტერნეტ-მაღაზიაში ეს ალბომი დღემდე ყველაზე კარგად გაყიდვად ალბომთა ათეულს ლიდერობს. 2006 წელს ლელამ ჩამოაყალიბა საკონცერტო ბენდიც, რომელთან ერთად შემდგომში თავის სიმღერებს ასრულებდა. საქართველოს გარდა ის გარკვეული პოპულარობით სარგებლობს საზღვარგარეთ. 2006 წელს გამოუშვა საუკეთესო სიმღერების კომპილაცია აშშ-სა და ისრაელში. იმავე წელს, ერთ-ერთ სოციოლოგიურ გამოკითხვაში წლის ტელესახეებს შორის პირველ ათეულში მოხვდა.. მან ქართველ მაყურებელს შესთავაზა ერთ-ერთი პირველი კოსტიუმირებული სოლო-კონცერტი სანახაობრივი ეფექტებით. ზოგ გამოკითხვაში სახელდება როგორც ყველაზე პოპულარული ქართველი მომღერალი

მემერტი

მემერტი (გერმ. Memmert) — გერმანიის კუთვნილი პატარა კუნძული ჩრდილოეთის ზღვაში, აღმოსავლეთ ფრიზის კუნძულების შემადგენლობაში. მისი ფართობი 5,2 კმ²-ს შეადგენს და დაუსახლებელია, ერთადერთი სახლი ველური ბუნების სამეთვალყურეო სადგურს წარმოადგენს. თუმცა ხანდახან, მემერტს ახლომდებარე კუნძულებიდან დამსვენებლები სტუმრობენ. იგი ოფიციალურად ველური ბუნების დაცულ არეალია.

კუნძული მნიშვნელოვან როლს თამაშობს რობერტ ერსკინ ჩალიდერსის ნოველაში „ქვიშის გამოცანა“.

მკვდრების დასი (ტიფლისი)

მკვდრების დასი — სერიალის ტიფლისი პირველი ეპიზოდი, რომელიც ეთერში გავიდა 2014 წლის 24 ოქტომბერს.

ოიდიპოსი

ოიდიპოსი (ბერძ. Οίδιπους) — მეფე ლაიოსის და იოკასტეს ვაჟი, თებეს მითური მეფე, რომელმაც გაუცნობიერებლად საკუთარი მამა მოკლა და დედაზე იქორწინა.

ოიდიპოსის დედას მითებში ეპიკასტეს უწოდებენ, იოკასტე მას ტრაგიკოსებმა შეარქვეს. ოიდიპოსის მამას უწინასწარმეტყველეს, რომ მას მოელოდა თავისი შვილის ხელით სიკვდილი. ამ უსიამოვნო მოვლენის თავიდან აცილების მიზნით, როდესაც მას ვაჟი შეეძინა, ფეხები შეუკრა (ოიდიპუს ნიშნავს ფეხებშეკრულს) და მონას გადასცა გადასაგდებად, მაგრამ მონას შეეცოდა ჩვილი და აღსაზრდელად მისცა მწყემსებს კორინთოში. არსებობს მითის ძველი ვარიანტიც, რომლის მიხედვითაც მამამ ბავშვი თვითონ გადააგდო ზღვაში, მაგრამ ტალღებმა იგი ნაპირზე ცოცხალი გარიყეს და სიკიონის მეფემ იგი შვილად აიყვანა. როდესაც ოიდიპოსი გაიზარდა, დელფოს ორაკულმა უწინასწარმეტყველა, რომ მამას მოკლავდა და დედას ცოლად შეირთავდა. ამ საშინელი წინასწარმეტყველებით შეძრწუნებულმა ოიდიპოსმა გადაწყვიტა სამუდამოდ დაეტოვებინა სამშობლო და სასწრაფოდ გაეცალა კორინთოს. გზაში მას, ერთ–ერთ გზაჯვარედინზე შეეჩეხა ვინმე დიდებული, რომელიც შეედავა, შემდეგ შეებრძოლა და შემდეგ შემოაკვდა კიდეც. მასთან ერთად ოიდიპოსმა მისი მთელი ამალა ამოხოცა ერთის გარდა, რომელმაც გაქცევით უშველა თავს. ამის შემდეგ ოიდიპოსი წავიდა თებეში და შესასვლელში მიადგა სფინქსს, რომელიც დარაჯობდა ქალაქის შესასვლელს და შესვლის მსურველთ უსვამდა კითხვას: "რა არის ისეთი, რაც დილას დადის ოთხ ფეხზე, შუადღისას – ორზე, და საღამოს – სამზეო", გამოცანას ვინც ვერ გამოიცნობდა, სფინქსი ყველას ჭამდა. ოიდიპოსმა გამოიცნო ეს გამოცანა – უპასუხა ეს ადამიანიაო, ამით გამწარებული სფინქსი უფსკრულში გადაიჩეხა. თებე განთავისუფლდა ამ საშინელი ურჩხულისაგან და მადლიერმა თებელებმა გმირს ახლად დაღუპულ მეფის ულამაზესი ქვრივი და სამეფო ტახტი შესთავაზეს. ოიდიპოსმა მიიღო შენათავაზები ჯილდო და თებეს მეფე გახდა. იოკასტეს და ოიდიპოსის ქორწინების შედეგად დაიბადნენ ვაჟები: ეტეოკლე და პოლინიკე და ქალები: ანტიგონე და ისმენე.

გარკვეული ხნის შემდეგ ქვეყანას შიმშილი და ჭირი მოედო. დელფოს სამისნოს წინასწარმეტყველების მიხედვით ყოველივე ამას არ მოეღებოდა ბოლო, მანამ ქალაქიდან ლაიოს მეფის მკვლელი არ გაძევდებოდა. ოიდიპოსი შეუდგა დამნაშავის ძებნას. გარკვეული დროის შემდეგ მან მიაგნო ლაიოსის ამალიდან გადარჩენილ ერთადერთ მოხელეს და მისგან გაიგო საშინელი ამბავი: რომ ის დიდებული, რომელიც მან რამდენიმე წლის წინათ გზაჯვარედინზე მოკლა, იყო სწორედ ლაიოს მეფე. ეს გადარჩენილი მოხუცი კი გამოდგა სწორედ ის, რომელსაც მრავალი წლის წინათ ლაიოსმა ფეხებგაკოჭილი ოიდიპოსი გადასცა გადასაგდებად და დაადასტურა, რომ ოიდიპოსი ლაიოსისა და მისი ცოლის იოკასტეს ვაჟი იყო. ამ უბედურებას ვეღარ გაუძლო გამწარებულმა გმირმა და თავი დაიბრმავა. იოკასტემ კი გაიგო რა, რომ ახდა წინასწარმეტყველება, თავი ჩამოიხრჩო. ამის შემდეგ დაბრმავებული მეფე გასცილდა თებეს და უგზო–უკვლოდ ხეტიალი დაიწყო. ოიდიპოსის შემდგომი ცხოვრების შესახებ არსებობს მრავალი, სხვადასხვა შინაარსის ლეგენდა. ერთ–ერთი მათგანი მოგვითხრობს, რომ მან ცხოვრების უკანასკნელი წლები ისევ თებეში გაატარა. სხვა მითის მიხედვით მამა შვილებმა განდევნეს სამშობლოდან, რისთვისაც მან ისინი დაწყევლა და სწორედ ეს გახდა მათ შორის განხეთქილებისა და მათი დაღუპვის მიზეზი. ერთ–ერთი ათენური ლეგენდის თანახმად ოიდიპოსმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები კოლონოში გაატარა. ზოგიერთი მეცნიერი ოიდიპოსს წინაბერძნულ ღვთაებად მიიჩნევს. სამხრეთ და შუა საბერძნეთში შემორჩენილია ოიდიპოსის კულტის ნიშნები. ჯერ კიდევ კლასიკურ პერიოდში ოიდიპოსის მითი დაამუშავეს და გამოიყენეს სოფოკლემ, სენეკამ, ესქილემ, ევრიპიდემ და სხვებმა. მითმა შთააგონა კორნელი, ვოლტერი, შილერი და ხელოვნების სხვა კორიფეები.

პინკ ფლოიდი

პინკ ფლოიდი (ინგლ. Pink Floyd) — ინგლისური როკ-ჯგუფი, რომელმაც მსოფლიო წარმატებას მიაღწია ფსიქოდელიურ და პროგრესულ მუსიკაში. მათი ნამუშევრები გამორჩეულია ფილოსოფიური ლირიკით, ბგერითი ექსპერიმენტებით, ალბომების ინოვაციური ყდებითა და საკონცერტო გამოსვლების თანმხლები ფერადი შოუებით, სადაც თვითონ შემსრულებლები, ძირითადად, მეორეხარისხოვანნი იყვნენ.

თავდაპირველად ჯგუფში შედიოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები: როჯერ უოტერსი, ნიკ მეისონი, რიჩარდ რაიტი და სიდ ბარეტი. დაარსდა 1965 წელს, ხოლო გვიან 1960-იანებში პოპულარული გახდა ლონდონის ანდერგრაუნდში გამოსვლებით. ბარეტის ლიდერობით, მათ გამოუშვეს პირველი ორი სინგლი – „Arnold Layne“, „See Emily Play“ და წარმატებული სადებიუტო ალბომი The Piper at the Gates of Dawn (1967). გიტარისტი და ვოკალისტი დეივიდ გილმორი „პინკ ფლოიდს“ სიდ ბარეტის წასვლამდე რამდენიმე თვით ადრე შეუერთდა. ბარეტის წასვლის მიზეზი მისი გაუარესებული გონებრივი მდგომარეობა იყო. სიმღერების მთავარი ავტორის წასვლის შემდეგ, ძირითადი კონცეფციების ავტორი როჯერ უოტერსი გახდა, ხოლო გიტარისტი და მეორე ვოკალისტი — დეივიდ გილმორი. ამ შემადგენლობით „პინკ ფლოიდმა“ მსოფლიო წარმატებას მიაღწია, ძირითადად ალბომებით The Dark Side of the Moon, Wish You Were Here, Animals და როკ-ოპერის მსგავსი The Wall-ით.

რაიტმა ჯგუფი 1979 წელს, ხოლო უოტერსმა − 1985 წელს დატოვა, მაგრამ გილმორმა და მეისონმა (მოგვიანებით რაიტის დაბრუნების შემდეგ) გააგრძელეს ალბომების ჩაწერა და საკონცერტო ტურნეები. ისინი „პინკ ფლოიდის“ სახელით გამოდიოდნენ, რის გამოც უოტერსმა ყოფილი კოლეგების მისამართით სასამართლოში სარჩელი შეიტანა, მაგრამ განაჩენი მის საწინააღმდეგოდ იქნა გამოტანილი – დამტკიცდა, რომ მათ ჰქონდათ ჯგუფის სახელის გამოყენების უფლება. ამის შემდეგ, „პინკ ფლოიდმა“ კიდევ ორი ალბომი გამოუშვა – A Momentary Lapse of Reason და The Division Bell. 24 წლის შემდეგ, 2005 წელს ჯგუფის ოთხკაციანი შემადგენლობა აღდგა მხოლოდ ერთი კონცერტისთვის, „Live 8“. რაიტის გარდაცვალების შემდეგ, ჯგუფის დარჩენილი წევრები, უოტერსი, გილმორი და მეისონი ერთმანეთს შეხვდნენ როჯერის ტურნეს The Wall Live ფარგლებში, 2011 წლის 12 მაისს ლონდონის დარბაზში O2 გამართულ კონცერტზე, სადაც გილმორმა შეასრულა სიმღერა „Comfortably Numb“, ხოლო მეისონი სხვებს შეუერთდა სიმღერის „Outside the Wall“ შესრულებისას.

2014 წლის 5 ივლისს სხვადასხვა პიროვნებამ (მათ შორის, დეივიდ გილმორის მეუღლემ) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი სტუდიური ალბომი, დაფუძნებული 1994 წელს შექმნილ ჩანაწერებზე, იქნება „რიჩარდ რაიტის გედის სიმღერა“ და გამოიცემოდა 2014 წლის ოქტომბერში სახელწოდებით The Endless River.

„პინკ ფლოიდი“ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული როკ-ჯგუფია. მთელ მსოფლიოში მას გაყიდული აქვს 250 მილიონზე მეტი დისკი, აქედან 74.5 მილიონი – მხოლოდ აშშ-ში. 1996 წელს ჯგუფი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.

პოლონიუმი

პოლონიუმი — პერიოდული სისტემის მე-6 პერიოდის მე-16 ჯგუფის (ძველი კლასიფიკაციით - VI ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის, ჰალოგენები), ქიმიური ელემენტია ატომური რიცხვით 84 და აღინიშნება სიმბოლოთი Po (ლათ. Polonium), რადიოაქტიური ნახევრადლითონი მოვერცხლისფრო-თეთრი ფერისაა. არ გააჩნია სტაბილიური იზოტოპები.

რებუსი

რებუსი (ლათ. Rebus (მოქმედებითი ბრუნვა სიტყვისა res — ნივთი, რაიმე) — ნივთების საშუალებით) — 1. გამოცანა, რომელშიც გამოსაცნობი სიტყვა ან ფრაზა მოცემულია ნახატების, ნიშნების, ასოების კომბინაციით. 2. ძნელად გამოსაცნობი, თავსამტვრევი რამ.

სალვადორ დალი

სალვადორ ფელიპ ჟასინტ დალი ი დომენეკი (კატ. Salvador Domènec Felip Jacint Dalí i Domènech; ესპ. Salvador Domingo Felipe Jacinto Dalí i Domènech; დ. 11 მაისი, 1904, ფიგერასი, კატალონია ― გ. 23 იანვარი, 1989, ფიგერასი) — ესპანელი მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი და სკულპტორი, სიურრეალიზმის წარმომადგენელი.

სიშორე

სიშორე – გურამ გეგეშიძის 1967 წლის მოთხრობების კრებული.

შედის მოთხრობები:

გივი და ლეო

წვიმა

ნავსადგური

ეუ. ოცნება

ერთი დღე

გამოცანა

შურისძიება

სიშორე

სტივ დიტკო

სტივენ „სტივ“ დიტკო (დ. 2 ნოემბერი, 1927 — გ. 29 ივნისი, 2018, ნიუ-იორკი) — კომიქსების ამერიკელი მწერალი და კომიქსებისმხატვარი. დიდ წარმატებას მიაღწია Marvel Comics-ში სტენ ლისთან ერთად მუშაობით. მის მიერ შექმნილ პერსონაჟებს შორის ყველაზე პოპულარულები ადამიანი-ობობა და დოქტორი სტრეინჯი არიან.

ტომას ტრანსტრიომერი

ტუმას (ტომას) გოსტა ტრანსტრიომერი (შვედ.Tomas Gösta Tranströmer) (დ. 15 აპრილი, 1931, სტოკჰოლმი — გ. 26 მარტი, 2015, იქვე ) — შვედი პოეტი, მწერალი და მთარგმნელი. 2011 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. საპატიო ჯილდოს გადაცემის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ მან ლიტერატურაში შემოიტანა „რეალურობის ახლებური შეგრძნება მდიდარი, ნახევრად გამჭვირვალე სურათების მეშვეობით“

ჯედეფრე

ჯედეფრე (ასევე ჯედეფრა, რაჯედეფი) — ძველი ეგვიპტის ფარაონი მეოთხე დინასტიიდან, რომელიც მეფობდა ძველი სამეფოს პერიოდში. ჯედეფრე ასევე ცნობილია ელინისტური სახელით რატოისესი, სწორედ ამ სახელით იხსენიებს მას ისტორიკოსი მანეთონი. იგი ფარაონ ხეოფსის გიზას დიდი პირამიდის ამგების ვაჟი და ტახტის პირდაპირი მემკვიდრე იყო. ჯედეფრე იყო ფარაონი, რომელიც ატარებდა სამეფო ტიტულს Sa-Rê (ითარგმნება როგორც რას შვილი) და იყო პირველი, რომელმაც საკუთარი სახელი მზის ღმერთს ღვთაება რას დაუკავშირა.

ჰემონი

ჰემონი (ბერძნ. Αἵμων / Haímôn) — კრეონტ მეფის ვაჟი, ანტიგონეს საქმრო. 1. ეპოსის ვერსიით ის დაიღუპა მაშინ, როდესაც სფინქსის დასმული გამოცანა ვერ ამოხსნა. ეპოსი ასევე წერს, რომ ჰემონი ბოლო იყო მათ შორის ვინც სფინქსის გამოცანის ამოხსნა სცადა. 2. როდესაც ჰემონმა ანტიგონეს სიკვდილი გაიგო, თვითონაც თავი მოიკლა.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.