ბრინჯაოს ხანა

ბრინჯაოს ხანა — საზოგადოების განვითარების ისტორიულ–კულტურული პერიოდი, როდესაც საბრძოლო და სამუშაო იარაღების დასამზადებელი ძირითადი მასალა იყო ბრინჯაო. ბრინჯაოს ხანას წინ უსწრებდა ენეოლითი.

ბრინჯაოს ხანა მსოფლიოს სხვადასხვა ტერიტორიაზე სხვადასხვა პერიოდს მოიცავდა. ბრინჯაოს უძველესი (ძვ. წ. IV ათასწლ.) ნაწარმი აღმოჩენილია სამხრეთ ირანში, თურქეთსა და შუამდინარეთში. ძვ. წ. IV ათასწლ. ბოლოდან ბრინჯაო გავრცელდა ეგვიპტეში, III ათასწლეულის ბოლოდან – ინდოეთში, II ათასწლეულიდან – ევროპაში, II ათასწლეულის შუახანიდან – ჩინეთში. ამერიკაში ბრინჯაოს ხანას დამოუკიდებელი ისტორია აქვს; იქ მეტალურგიული ცენტრი პერუსა და ბოლივიის ტერიტორიაზე იყო (VI-X სს. ე. წ. გვიანი ტიუანაკოს კულტურა). ცენტრალურ აფრიკაში ბრინჯაოს წარმოების დამოუკიდებელი კერები უნდა აღმოცენებულიყო არა უგვიანეს ძვ. წ. I ათასწლეულისა.

ბრინჯაოს ხანაში განსაკუთრებით მკვეთრად იჩინა თავი ისტორიული განვითარების უთანაბრობამ. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში (შუამდინარეთი, ელამი, ეგვიპტე, სირია) ვითარდებოდა კლასობრივი საზოგადოებები და უძველესი სახელმწიფოები. ძვ. წ. III-II ათასწლეულებში მწარმოებლური მეურნეობის ამ ცენტრებს გარეთაც გარცელდა და შეიქმნა ახალი ცივილიზაციები: ჰარაფის კულტურა ინდოეთში, ინის სახელმწიფო ჩინეთში, ხური-მითანის, ხეთებისა და სხვ. სახელმწიფოები წინა აზიაში; კრეტა-მიკენის კულტურა ევროპაში.

ევრაზიის უმნიშვნელოვანესი მეტალურგიული ცენტრი ბრინჯაოს ხანაში იყო კავკასია. ბრინჯაოს ხანა აქ სამ ეტაპად იყოფა: ადრეული (ძვ. წ. III ათასწლ.), შუა (ძვ. წ. II ათასწლ. I ნახ.) და გვინი (ძვ. წ. II ათასწლ. II ნახ.). კავკასიაში გამოიყოფა ადრებრინჯაოს ხანის თავისებური მატერიალური კულტურები: კოლხეთის დაბლობზე, ჩრდ.– დას. კავკასიაში (ე. წ. მაიკოპის კულტურა) და ე. წ. მტკვარ-არაქსის კულტურა, რომელიც ძირითადად გავრცელებული იყო ცენტრ. და აღმ. ამიერკავკასიაში, ჩრდილო კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში, ანატოლიაში, ჩრდილო ირანში.

შუა ბრინჯაოს ხანაში კავკასიაში რამდენიმე დამოუკიდებელი კულტურა იქმნება: თრიალეთის, სევან-უზერლიქის, თაზაქენთ-ყიზილვანქის, დას. საქართველოსა და ჩრდ. კავკასიის კულტურები. ფიქრობენ, რომ ამ დროს იქმნებოდა ტომთა დიდი კავშირები, რომლებსაც ეს ცალკეული კულტურები შეესაბამებოდა.

გვიანბრინჯაოს ხანის მასალები კავკასიაში ორგანულად უკავშირდება როგორც წინამორბედ, ისე მომდევნო პერიოდის ძეგლებს და ადგილობრივი კულტურის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფეხურს წარმოადგენს. გვიანბრინჯაოს ხანაში კავკასიაში მოხდა დიდი სამეურნეო და სოციალურ-პოლიტიკური ძვრები. საწარმოო ძალთა და წარმოების საშუალების განვითარების ერთ–ერთი ძირითადი შედეგი იყო რკინის აღმოჩენა და ათვისება (ძვ. წ. II ათასწლ. დასასრ.), რამაც რევოლუციური როლი შეასრულა საზოგადოების განვითარების ისტორიაში. მოხდა შრომის მესამე დანაწილება. ხელოსნობა გამოეყო მიწათმოქმედებას. გაცხოველდა აღებ-მიცემობა. გაღრმავდა პირველყოფილი თემური წყობილების რღვევის პროცესი, მომზადდა საფუძვლები კლასობრივ საზოგადოებათა ჩამოყალიბებისა და სახელმწიფოების შექმნისათვის .

Bronze age weapons Romania
ბრინჯაოს ხანის იარაღები და ორნამენტები

ლიტერატურა

ანდრონოვოს კულტურა

ანდრონოვოს კულტურა — ბრინჯაოს ხანის კულტურების ერთობლიობა, რომლებიც განვითარებული იყო ძვ. წ. 2000–900 წლებში დასავლეთ ციმბირსა და აზიურ ველზე. მისი უფრო სწორი არქეოლოგიური განსაზღვრებაა კულტურული ფენა.

ადრინდელი შინტაშტური კულტურა (ძვ. წ. 2100–1800) აღარ მიიჩნევა ანდრონოვოს კულტურად, არამედ მის წინამორბედად, თუმცა შედის ანდრონოვოს კულტურულ ფენაში.

მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ანდრონოვოს კულტურის მომცველ ტერიტორიაზე ძირითადად ინდოირანულ ენებზე საუბრობდნენ.

აფანასევოს კულტურა

აფანასევოს კულტურა — სამხრეთ ციმბირში, დღემდე აღმოჩენილ არქეოლოგიურ კულტურათა შორის უძველესი. მიეკუთვნება ენეოლითის ხანას, ძვ. წ. 3500-2500. გავრცელებული იყო მინუსინსის ბასეინსა და ალთაის მთიანეთში.

აფანასევოს კულტურა ცნობილია მისი სასაფლაოებით. აღმოჩენილია დაახლოებით 10 დასახლება და 15 სასაფლაო. ადამიანების ნარჩენები მიეკუთვნებიან კავკასიურ რასას. აღმოჩენილია როგორც ერთეული ასევე ჯგუფური საფლავები, მიცვალებულები ძირითადად ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაშია დაკრძალული. საფლავების ფორმა არის მართკუთხედი, იშვიათად მრგვალი და ისინი შემოსაზღვრულია ქვის ფილებით.

ბელგიის ისტორია

ბელგიის ისტორია გადაჯაჭვულია მისი მეზობლების ისტორიასთან. ისტორიის უმეტეს დროს დღევანდელი ბელგიის ტერიტორია წარმოადგენდა ისეთი დიდი პოლიტიკური ერთეულების ნაწილს როგორიც იყო კაროლინგების იმპერია ან დანაწევრებული იყო ისეთ მცირე სამთავროებად როგორების იყვნენ: ბრაბანტის საჰერცოგო, ფლანდრიის საგრაფო, ლეჟიის საეპისკოპოსო და ლუქსემბურგის საგრაფო. მის ტერიტორიაზე მიმდინარე მრავალი საომარი მოქმედებების გამო ოცდაათწლიანი ომის (1618-1648) შემდეგ მას „ევროპის ბრძოლის ველს“ ან „ევროპის მამლების ჩხუბის ადგილს“ უწოდებდნენ.

ბრინჯაო

ბრინჯაო — სპილენძის შენადნობი სხვადასხვა ქიმიურ ელემენტთან, უმთავრესად ლითონთან: კალასთან (კალიანი ბრინჯაო), ალუმინთან (ალუმინიანი ბრინჯაო), ბერილიუმთან (ბერილიუმიანი ბრინჯაო) და სხვა. ბრინჯაოს არ უწოდებენ მხოლოდ სპილენძისა და თუთიის (თითბერი), აგრეთვე სპილენძისა და ნიკელის შენადნობებს (სპილენძნიანი შენადნობები). უძველესია კალიანი ბრინჯაო. მისი დამზადება და გამოყენება ადამიანმა ჯერ კიდევ ახ. წ.–მდე 3000 წლის წინ იცოდა (ბრინჯაოს ხანა). შუა და გვიან ბრინჯაოს ხანაში სპილენძს სხვადასხვა რაოდენობით უმატებდნენ დარიშხანს, სტიბიუმს, ტყვიას, თუთიას, მაგრამ ყველაზე გავრცელებული მაინც კალიანი ბრინჯაო იყო.

ვარაუდობენ, რომ საქართველოში ბრინჯაოს დამზადება და გამოყენება ახ. წ.-მდე დაახლოებით 2000 წლის წინ დაუწყიათ. პირველად დარიშხანიანი ბრინჯაო დაუმზადებიატ, შემდეგ მისთვის სტიბიუმი დაუმატებიათ (დარიშხანა - კვალიდან 2-3%-მდე, სტიბიუმი - კვალიდან 12%-მდე). შენადნობში დარიშხანის რაოდენობას განსაზღვრავდნენ ბრინჯაოს დანიშნულების მიხედვით, მაგ., ნაჭედიიარაღის დასამზადებლად განკუთვნილი ბრინჯაოშეიცავდა 0,5-7% დარიშხანს, სამკაულებისათვის განკუთვნილი კი - 7-22%-ს. კალიანი და სხვა ბრინჯაოს მეტალურგია საქართველოში განვითარდა ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრულსა და I ათასწლეულის დასაწყისში.

კალიანი ბრინჯაო კალას 14-18%-ს (ზოგჯერ მეტსაც) შეიცავდა. ასეთი რთული შედგენილობის შენადნობიდან ნივთებს ჭედვით და ჩამოსხმით ამზადებდნენ. კალიან ბრინჯაოს საუკეთესო სამსხმელო თვისებების გამო ფართოდ იყენებდნენ საომარი და სამეურნეო იარაღის (შუბები, მახვილები, სატევრები, ცულები), მონეტების, მხატვრული ნაკეთობებისა და სამკაულიების დასამზადებლად. შუა საუკუნეებში ბრინჯაოსგან ეკლესიის ზარებს ასხამდნენ. ასეთი ბრინჯაო 20%-მდე კალას შეიცავდა. XIX საუკუნიდან დაიწყეს ბრინჯაოს გამოყენება მანქანათმშენებლობაში (საკისრების მილისების, კბილანების, არმატურისა და სხვათა დასამზადებლად). ამ დარგისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბრინჯაოს ანტიფრიქციულ (ანტიფრიქციული მასალები) და ანტიკოროზიულ თვისებებს. შექმნილია სხვადასხვა მარკის სამანქანო ბრინჯაო, რომელიც შეიცავს კალას (10-15%-მდე), თუთიას (5-10%) და მცირე რაოდენობით ტყვიასა და ფოსფორს. XX საუკუნეში კალის დეფიციტურობის გამო დაიწყეს ბრინჯაოს შემცვლელის დამზადება. მაგ., შექმნილია ალუმინიანი ბრინჯაო, რომელიც საუკეთესო თვისებებისაა. იგი შეიცავს ალუმინს (5-12%), მცირე რაოდენობით რკინას, მანგანუმსა და ნიკელს. კარგი თვისებებით გამოირჩევა ბერილიუმიანი ბრინჯაოც (დამუშავებულია 20-30-იან წლებში). შენადნობი, რომელიც 2% ბერილიუმს შეიცავს, ზოგიერთ ფოლადზე მტკცეა. მაღალი სიმტკიცისაა კადმიუმიანი ბრინჯაოც. კადმიუმი უმნიშვნელოდ ამცირებს მის ელექტროგამტარობის უნარს. ამის გამო ამ შენადნობს იყენებენ ტელეგრაფის, ტელეფონისა და ტროლეიბუსის საკონტაქტო მავთულების დასამზადებლად.

საუკეთესო თვისებებისაა აგრეთვე სილიციუმიანი ბრინჯაო, რომელიც მაღალი პლასტიკურობის გამო ადვილად მუშავდება წნევით. ბრინჯაოს თანამედროვე მანქანათმშენებლობაში, საავიაციო და სარაკეტო ტექნიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

ბრინჯაოს საუკეთესო ჩამოსხმითი თვისებების წყალობით შესაძლებელი ხდება ნებისმიერი მოდელის უფაქიზესი დეტალების რეპროდუქცირება. ბრინჯაო მკვრივია, ოქსილირების შედეგად იძენს მედეგ ფერს (ბუნებრივ პატინას), ადვილია მისი ქიმიური ტონირება (პატინირება), მოოქროვება, მოჭედვა და გრავირება, რაც ნაკეთობათა ფერისა და გამრავალფეროვნების საშუალებას იძლევა. ბრინჯაო ფართოდ გამოიყენება სამონეტო საქმიანობაში.

გიამიგაიის კლდის მხატვრობა

გიამიგაიის კლდის მხატვრობა — კლდის მხატვრობა, რომელიც მიეკუთვნება ჩვ. წ. IV—I ათასწლეულს და მოიცავს როგორც ბრინჯაოს, ასევე ადრეულ რკინის ხანას. იგი განლაგებულია ორდუბადის რაიონის ტერიტორიაზე, სოფელ ნასირვაზის აღმოსავლეთით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე.

ეგეოსის კულტურა

ეგეოსის კულტურა, კრეტა-მიკენის კულტურა — ბრინჯაოს ხანის (ძვ.წ. III-II ათასწლ.) — კულტურა, გავრცელებული ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში (კონტინენტური საბერძნეთი, კ. კრეტა, ეგეოსის ზღვის კუნძულები). XIX ს. II ნახევარში ჰაინრიხ შლიმანისა და ა. ევანზის მიერ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად სავსებით დადასტურდა ეგეოსის კულტურის შესახებ ანტიკური ავტორების (ჰომეროსი, ჰესიოდე და სხვა.) ცნობები. ნეოლითის ხანაში ეგეიდაში არსებობდა განვითარებული კულტურები, მაგრამ ეგეოსის კულტურამ ჩამოყალიბებული სახე ბრინჯაოს ხანაში მიიღო.

ერგე

ერგე — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, შარაბიძეების თემში. მდებარეობს მდინარეების ჭოროხისა და ჯოჭოსწყლის შესართავთან, ბათუმი-ქედას საავტომობილო გზაზე. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 569 კაცი.

ინდოეთი

ინდოეთი, ოფიციალურად ინდოეთის რესპუბლიკა — სახელმწიფო სამხრეთ აზიაში. ინდოეთი მოსახლეობის რიცხოვნობით მეორე ქვეყანაა მსოფლიოში, ფართობის სიდიდის მხრივ კი — მეშვიდე. ქვეყნის დედაქალაქია ნიუ-დელი.

ორ საუკუნეზე მეტი ინდოეთი კოლონია იყო, „ბრიტანეთის იმპერიის გვირგვინში ჩასმული თვალ-მარგალიტი“. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანამ გადალახა ეკონომიკური იზოლაცია და ჩამორჩენილობა და ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ იქცა, ამის დასადასტურებლად საკმარისია ის ფაქტიც, რომ ინდოეთი ფლობს ბირთვულ იარაღს.

კარასუკის კულტურა

კარასუკის კულტურა — მოიცავს ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. 1500–800) სამოსახლოებს, რომლებიც მოიცავდა ტერიტორიას აღმოსავლეთით: არალის ზღვიდან ენისეის ზემო წელამდე და სამხრეთით: ალთაის მთიანეთიდან ტიან-შანამდე.კარასუკის კულტურა ფარავს ანდრონოვოს კულტურის აღმოსავეთ ნაწილს, რომელიც როგორც სჩანს ჩაანაცვლა კიდეც. აღმოჩენილია დაახლოებით 2000 საფლავი. მოსახლეობას ჰქონდა სავაჭრო ურთიერთობები როგორც ჩინეთთან ასევე შავი ზღვის რეგიონთან. კარასუკის კულტურა ტაგარის კულტურამ ჩაანაცვლა.

კვიპროსის ისტორია

კვიპროსზე ადამიანის პირველი ნამოსახლარები პალეოლითის ხანას განეკუთვნება. ისტორიის მანძილზე მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო კვიპროსი განიცდიდა აღმოსავლური და ხმელთაშუა ზღვის კულტურების გავლენას.

მაიკოპის ყორღანი

მაიკოპის ყორღანი, ან მაიკოპის გორასამარხი — ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრული) ძეგლი ქალაქ მაიკოპის ტერიტორიაზე. გამოიკვლია ნ. ვესელოვსკიმ 1897 წელს. 11 მეტრი სიმაღლის გორასამარხი განეკუთვნებოდა ტომის ბელადს და მის 2 ცოლს. ბელადი დაკრძალული იყო მდიდრული ბალდახინის ქვეშ, რომელიც ეყრდნობოდა 4 ვერცხლის ლიტანს. რომლებიც ბოლოვდებოდა ოქროსა და ვერცხლისაგან ჩამსხმული ხარის ფიგურებით. ბალდახინის ტილო შემკული იყო ლომებისა და ხარების ოქროს პატარა ფიგურებითა და ვარდულებით. სამარხში აღმოჩენილია აგრეთვე სპილენძის მრავალნაირი იარაღი და ვერცხლისა და ოქროს ჭურჭელი. ერთ-ერთ მათგანზე გამოსახულია ცხოველები და ალბათ კავკასიონის ქედი. აღმოჩენილი მასალა მიგვითითებს, რომ ჩრდილო კავკასიის ტომებს ურთიერთობა ჰქონდათ ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებთან. ნივთები დაცულია ერმიტაჟში (სანქტ-პეტერბურგი).

მტკვარ-არაქსის კულტურა

მტკვარ-არაქსის კულტურა ან ადრეული ტრანსკავკასიური კულტურა, ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევრისა — III ათასწლეულის არქეოლოგიური კულტურა, რომელიც გავრცელებულია იყო მტკვრისა და არაქსის აუზში. ძირითადად აგრძელებდა წინა ხანის (ადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურის) ტრადიციებს. მაგრამ უფრო მაღალ საფეხურზე იდგა.

პრეისტორია

პრეისტორია (”პრე”- ”წინარე-”, წინარეისტორია) — საზოგადოების განვითარების უძველესი ხანა, რომლის შესახებ წერილობითი ძეგლები არ მოგვეპოვება; ეს არის პერიოდი პირველი ადამიანის წარმოშობიდან დამწერლობის წარმოშობამდე. ამ ეპოქის შესახებ ცნობებს მხოლოდ არქეოლოგიური გათხრები გვაწვდიან.

მეცნიერები კაცობრიობის პრეისტორიის დასახასიათებლად იყენებს ცნებას “პირველყოფილობა” ანუ “პირველყოფილი ეპოქა”. პრეისტორია ადამიანის განვითარების იმ სტადიებს მოიცავს, რომლებიც წინ უძღოდა ისტორიული (დამწერლობის შემდგომ) ხანის დადგომასა და უძველესი ცივილიზაციების წარმოშობას. მაშასადამე, პირველყოფილი ეპოქა, სულ მცირე 5-6 მილიონი წლის წინ დაიწყო. ამ დროიდან აფრიკის კონტინენტზე ბინადრობდნენ თანამედროვე ადამიანების უშორესი წინაპრები.

პრეისტორია მოიცავს ქვისა და ლითონის ხანის პერიოდებს. ქვის ხანა თავის მხრივ სამ ნაწილად იყოფა:

პალეოლითი

მეზოლითი

ნეოლითილითონის ხანა ასევე, თავის მხრივ სამ პერიოდად იყოფა:

ენეოლითი

ბრინჯაოს ხანა

რკინის ხანა

რკინის ხანა

რკინის ხანა, საზოგადოების განვითარების ისტორიის ერთ-ერთი ეპოქა, როდესაც საბრძოლო და სამეურნეო იარაღის დასამზადებლად ძირითადად რკინა გამოიყენებოდა. 2 ათასი წლის წინ ტიტუს ლუკრეციუს კარუსმა კაცობრიობის განვითარების ისტორია 3 ეპოქად დაყო: ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანებად. XIX საუკუნის შუა წლებში აღნიშნული მოსაზრების სისწორე არქეოლოგიურ მასალაზე დაყრდნობით მეცნიერულად პირველად დაასაბუთა დანიელმა არქეოლოგმა კ. თომსენმა. ამ ტერმინით არქეოლოგიაში აღინიშნება რკინის წარმოების ადრინდელი საფეხურები: ადრინდელი რკინის ხანა და რკინის ფართოდ ათვისების ხანა.

ამ მასალის ათვისება ასევე დაემთხვა ცვლილებებს ზოგიერთ საზოგადოებაში განსხვავებული აგრარული პრაქტიკის სახით, რელიგიურ რწმენებში და ხელოვნების მიმდინარეობებში.

რკინის ხანა ბოლო პრინციპული პერიოდია წინაისტორიულ საზოგადოებათა კლასიფიცირების სისტემაში, რომელსაც წინ ბრინჯაოს ხანა უძღოდა. მისი თარიღი მერყეობს ქვეყნისა და გეოგრაფიული არეალის მიხედვით.

სამარხი ურნების კულტურა

სამარხი ურნების კულტურა (ძვ. წ. აღ. 1300 – 750) — გვიანი ბრინჯაოს ხანის კულტურა ცენტრალურ ევროპაში. დასახელება მომდინარეობს კრემაციის ჩვეულებიდან. ამ კულტურის წარმომადგენლები გარდაცვლილებს წვავდნენ, შემდეგ მათ ფერფლს ათავსებდნენ ურნებში და მარხავდნენ მინდორში. ის იყო ყორღანების კულტურის მემკვიდრე და ჩაანაცვლა ჰალშტატის კულტურამ.

ტშინეცის კულტურა

ტშინეცის კულტურა — ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური კულტურა (XV—XII სს. ძვ. წ.ა.).

ქვის ფილების საფლავების კულტურა

ქვის ფილების საფლავების კულტურა — გვიან ბრინჯაოს და ადრეული რკინის ხანის მონღოლური არქეოლოგიური კულტურა. სხვა და სხვა წყაროების მიხედვით კულტურა თარიღდება ძვ. წ. 1,300 - 300 პერიოდით. ქვის ფილების საფლავების კულტურა წარმოადგენდა ევრაზიელი მომთაბარეების უზარმაზარი ტერიტორიის აღმოსავლეთ ფრთას, რომლებმაც ძველი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულში სკვითურ-ციმბირული სამყარო შექმნეს. მოსახლეობის ანთროპოლოგიურ ტიპში დომინანტური არის მონღოლოიდური რასა. დღევანდელი ტუვას ტერიტორიაზე დასავლეთიდან გამოჩენილი ახალმოსულები წარმოადგენენ კავკასიურ რასას.

ყორღანების კულტურა

ყორღანების კულტურა ცენტრალურ ევროპაში შუა ბრინჯაოს ხანაში დომინირებდა. (ძვ. წ. აღ. 1600-1200).

ის წარმოიშვა უნეტიკური კულტურიდან. მისი ძირითადი ტერიტორია მოიცავდა ბავარიასა და ვიურტემბერგს. გვიან ბრინჯაოს ხანაში ის ჩაანაცვლა სამარხი ურნების კულტურამ.

მისი დასახელება მომდინარეობა გარდაცვლილის ყორღანში დასაფლავების ტრადიციიდან.

ძველი ესტონეთი

ძველი ესტონეთი — მოიცავს ესტონეთის ისტორიის პერიოდს მის ტერიტორიაზე დამწერლობის გავრცელებამდე.

უკანასკნელ გამყინვარებამდე, დაახლ. ძვ. წ. 10 ათ. წლამდე ესტონეთის ტერიტორია ჯერ კიდევ არ იყო დასახლებული. ადამიანის დასახლება ესტონეთის ტერიტორიაზე ხდება კუნდის კულტურის პერიოდში (სახელი ეწოდა ქ. კუნდას გამო). ყველაზე უძველესი დასახლებაა პულის დასახლება, რომელიც მდებარეობს ესტონეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდინარე პიარნუს ნაპირზე, ქალაქ სინდის მახლობლად. აღნიშნული დასახლება თარიღდება ძვ. წ. 9600-9500 წლებით.

ნეოლითის დასაწყისში ჩნდება კერამიკის ჭურჭელი, რომელიც ეკუთვნის ნარვის კულტურას და თარიღდება ძვ. წ. V ათასწლეულით. ყველაზე უძველესი ნიმუშები თარიღდება ძვ. წ. 4 900 წლით.

გვიანი ნეოლითში, დაახლ. ძვ. წ. 2 200 წ. ვრცელდება საბრძოლო ცულების კულტურა, რომელიც ხასიათდება ზოლებიანი კერამიკით და კარგად გაპრიალებული ნავისებური ფორმის ცულებით.

ბრინჯაოს ხანა ესტონთის ტერიტორიაზე ვრცელდება ძვ. წ. 1 800 წელს. ამ პერიოდში ყალიბდება საზღვრები ფინურ-უგრულსა და ბალტიისპირა ხალხებს შორის. იწყება პირველი გამაგრებული დასახლებების ასვასა და რიდალას მშენებლობა კუნძულ საარემააზე.

რომაელებამდელი რკინის პერიოდი იწყება ძვ. წ. 500 წლისათვის და გრძლდება ძვ. წ. I საუკუნემდე, ხოლო რომაული რკინის პერიოდი 50-450 წლებს მოიცავს.

სახელწოდება „ესტონეთი“ პირველად იხსენიება VI საუკუნეში რომაელი ისტორიკოსისა და პოლიტიკური მოღვაწის მაგნუს ავრელიუს კასიოდორიუსის „წერილებში“.

სკანდინავიის ქვეყნების გაქრისტიანება იწყება ჩრდილოეთის ჯვაროსნული ლაშქრობების პერიოდში (1198-1411 წწ.). ესტონეთის გაქრისტიანების შემდეგ ქვეყანა ადმინისტრაციულად დაიყო 8 მააკონდად და 45 კიჰელკონდად.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.