ბასილი II

ბასილ II ბულგართმმუსვრელი (დ. 958 — გ. 15 დეკემბერი, 1025) — ბიზანტიის იმპერატორი 976–1025 წლებში. თანამედროვეები ბასილ უმცროსს და ბასილ პორფიროგენიტოსს უწოდებდნენ, რათა განესხვავებინათ მისი წინაპრის ბასილ მაკედონიელისგან.

მისი მმართველობის პირველი ეტაპი იყო დომინირებული სამოქალაქო ომებით მცირე აზიაში, რომლის ჩახშობა მან მოახერხა. ამის შემდეგ მოახდინა იმპერიის სტაბილიზაცია, ექსპანსია და საიმპერატორო ძალის გაზრდა. მუდმივი ომების მიუხედავად, მან თავი გამოიჩინა, როგორც ძლიერმა მმართველმა და გააფართოვა ბიზანტია. ბასილმა 40 წლიანი ომი გააჩაღა ბულგარელების წინააღმდეგ. ომში გამარჯვების შედეგად მთლიანად დაიმორჩილა და იმპერიას მიუერთა ბულგარეთის იმპერია. მისი ბრძანებით ბიზანტიელებმა 15 ათასი ბულგარელი ტყვე დააბრმავეს. ამ სისასტიკის გამო იმპერატორს „ბულგართმმუსვრელი“ (იგივე ბულგართმჟლეტი) უწოდეს. ბასილის წყალობით 1018 წელს ბულგარეთი ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. 1021–1023 წლებში შეებრძოლა გიორგი I-ს, რომელიც დაამარცხა და ქართველებს წაართვა ტაო-კლარჯეთის დიდი ნაწილი.

ბასილ II ბულგართმმუსვრელი
Βασίλειος Β
Basilios II

ბასილი II-ის მინიატურა
ბიზანტიის იმპერატორი
კორონაცია: 10 იანვარი 976
მმართ. დასაწყისი: 10 იანვარი 976
მმართ. დასასრული: 15 დეკემბერი 1025
წინამორბედი: იოანე I ციმისკე
მემკვიდრე: კონსტანტინე VIII
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 958
დაბ. ადგილი: კონსტანტინოპოლი
გარდ. თარიღი: 15 დეკემბერი 1025
გარდ. ადგილი: კონსტანტინოპოლი
დინასტია: მაკედონელთა
მამა: რომანოზ II
დედა: თეოფანო
რელიგია: მართლმადიდებლობა

რესურსები ინტერნეტში

აღმოსავლეთ რომის იმპერატორები
ბიზანტიის იმპერია
395–1204
ნიკეის იმპერია
1204–1261
ბიზანტიის იმპერია
1261–1453

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.