აღმოსავლეთი ჩინეთი

აღმოსავლეთი ჩინეთი (华东, 華東)ჩინეთის 6 რეგიონიდან ერთ-ერთი. მოიცავს 6 პროვინციას: ანხოი, ფუძიანი, ძიანსუ, ძიანსი, შანდუნი, ჯეძიანი, 1 მუნიციპალიტეტს შანხაი, და 2 სადავო პროვინციას: ფუძიანსა და ტაივანს.

Huadong China New
აღმოსავლეთი ჩინეთი

ადმინისტრაციული დაყოფა

პროვინციები
სახელი ჩინურად პინ-ინი აბრევიატურა პროვინციის დედაქალაქი ჩინურად პინ-ინი
ანჰოი 安徽 Ānhuī 皖 wǎn ხეფეი 合肥 Héféi
ფუძიანი 福建 Fújiàn 闽 mǐn ფუჯოუ 福州 Fúzhōu
ძიანსუ 江苏 Jiāngsū 苏 sū ნანკინი 南京 Nánjīng
ძიანსი 江西 Jiāngxī 赣 gàn ნანჩანი 南昌 Nánchāng
შანდუნი 山东 Shāndōng 鲁 lǔ ძინანი 济南 Jǐnán
ჯეძიანი 浙江 Zhèjiāng 浙 zhè ხანჯოუ 杭州 Hángzhōu
მუნიციპალიტეტი
სახელი ჩინურად პინ-ინი აბრევიატურა
შანხაი 上海 Shànghǎi 沪 hù
სადავო პროვინციები
ჩსრ პრეტენზია - *
ჩრ პრეტენზია - **
პროვინციების მარეგულირებელია ჩინეთის რესპუბლიკა თუმცა მათზე პრეტენზიას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აცხადებს
სახელი ჩინურად პინ-ინი აბრევიატურა პროვინციის დედაქალაქი ჩინურად პინ-ინი
ფუძიანი** 福建 Fújiàn 闽 mǐn ფუჯოუ *
კინმენი**
福州*
金城**
Fúzhōu*
Jīnchéng**
ტაივანი**
ტაივანი*
台灣 Táiwān 台 tái ზონსინი**
ტაიბეი*
中兴新村**
台北*
Zhōngxīng Xīncūn**
Táiběi*

იხილეთ აგრეთვე

General Motors

General Motors (ქართ. ჯენერალ მოტორს), აკრონიმი GM (ჯი-ემი) (NYSE: GM) — უმსხვილესი ამერიკული საავტომობილო კორპორაცია, 2007 წლამდე 77 წლის განმავლობაში მსოფლიოში უმსხვილესი ავტომწარმოებელი იყო, 2008 წლიდან კი პოზიციები ტოიოტას და ფოლსკვაგენ გრუპს დაუთმო და 2014 წლის მონაცემებით მესამე პოზიციას იკავებს. მას შვილობილი კომპანიები ჰყავს 35 ქვეყანაში, ხოლო დილერები — 192 ქვეყანაში. კომპანიის შტაბ-ბინა დეტროიტში მდებარეობს.

აზია

აზია (ჩინ. 亚洲; ჰინ. एशिया; არაბ. آسيا; იაპონ. アジア; სომხ. Ասիա; ბერძ. Ασία; რუს. Азия; ინგლ. Asia) — ყველაზე დიდი ქვეყნის ნაწილი, როგორც ტერიტორიისა და მოსახლეობის რაოდენობის, ისე მოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით. ევროპასთან ერთად ქმნის ევრაზიის კონტინენტს. ძირითადად, მდებარეობს აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროებში. აზია იკავებს დედამიწის მთლიანი ფართობის 8,7 %-სა და ხმელეთის 30 %-ს. აზიაში ცხოვრობს 4,3 მილიარდი ადამიანი, რაც მსოფლიოს მოსახლეობის, დაახლოებით, 60 %-ს შეადგენს. იგი წარმოადგენს პირველი თანამედროვე ცივილიზაციების სამშობლოს და ისტორიულად, აქ ყოველთვის ცხოვრობდა მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. აზია გამოირჩევა არა მხოლოდ უზარმაზარი ზომითა და მოსახლეობით, არამედ უჩვეულო სიმჭიდროვითა და გიგანტური დასახლებებით, ისევე, როგორც დიდი ზომის მეჩხერად დასახლებული რეგიონებით. აზიის საზღვრები, ტრადიციულად, განისაზღვრება ევრაზიის საზღვრებით, რამდენადაც არ არსებობს ევროპისა და აზიის რაიმე მნიშვნელოვანი გეოგრაფიული გამყოფი. უმეტესწილად, მიღებულია საზღვრების განთავსება სუეცის არხის, მდინარე ურალისა და ურალის მთების აღმოსავლეთით და კავკასიონის მთებისა და შავი და კასპიის ზღვების სამხრეთით. აღმოსავლეთით საზღვრავს წყნარი ოკეანე, სამხრეთით — ინდოეთის ოკეანე, ხოლო ჩრდილოეთით — ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე.

ჩინეთი და ინდოეთი მონაცვლეობით იკავებდნენ მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსს ახ. წ. 1 წლიდან 1800 წლამდე. ჩინეთი უმთავრესი ეკონომიკური ძალა იყო და ბევრს იზიდავდა აღმოსავლეთისაკენ. ბევრისათვის ანტიკური ინდური კულტურის სიმდიდრე და კეთილდღეობა აზიას განასახიერებდა, რაც იზიდავდა ევროპულ ვაჭრობას, კვლევებსა და კოლონიალიზმს. კოლუმბის მიერ ინდოეთის ძიებისას, შემთხვევით, ამერიკის აღმოჩენა ამ ღრმა მიმზიდველობის გამოხატულებაა. აბრეშუმის გზა დასავლეთ-აღმოსავლეთის უმთავრესი სავაჭრო მარშრუტი გახდა აზიის სიღრმეში, ხოლო მალაკის სრუტე უმთავრეს საზღვაო მარშრუტს წარმოადგენდა. XX საუკუნის აზიისათვის დამახასიათებელი იყო ეკონომიკური დინამიზმი (განსაკუთრებით, აღმოსავლეთ აზიაში) და მოსახლეობის რაოდენობის მკვეთრი ზრდა, თუმცა ამ უკანასკნელის საერთო მაჩვენებელი მას შემდეგ მსოფლიოს საშუალო დონეებამდე დაეცა. აზია მსოფლიოს ისეთი უმთავრესი რელიგიების სამშობლოა, როგორებიცაა ქრისტიანობა, ისლამი, იუდაიზმი, ინდუიზმი, ბუდიზმი, კონფუციანელობა, დაოსიზმი, ჯაინიზმი, სიქიზმი და ზოროასტრიზმი. აქ ჩაისახა მრავალი სხვა რელიგიაც.

აზიის ზომისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით, სახელ აზიას, რომელიც კლასიკური ანტიკური ხანით თარიღდება, შესაძლოა, უფრო მეტი საერთო ჰქონდეს საზოგადოებრივ გეოგრაფიასთან, ვიდრე ფიზიკურთან. იგი, ასევე, ძალიან ჭრელია ეთნიკური, კულტურული, გარემოს, ეკონომიკური, ისტორიული კავშირებისა და მმართველობის სისტემების ფაქტორების მიხედვით. მრავალფეროვანია აზიის კლიმატიც: ეკვატორული სამხრეთი და ფართო სუბარქტიკული და პოლარული ტერიტორიები ციმბირში.

მონღოლთა იმპერია

მონღოლთა იმპერია (ძველმონღ. Yeke Mongγol ulus — მონღოლთა უდიდესი სახელმწიფო, მონღ. Их Монгол улс, Монголын эзэнт гүрэн ) – სახელმწიფო, რომელიც XIII საუკუნის პირველ ნახევარში (1206 წელს) შეიქმნა ჩინგიზ-ყაენისა და მისი მემკვიდრეების დამპყრობლური ომების შედეგად.იმპერიის პერიოდში შედიოდა ცენტრალური აზია, სამხრეთ ციმბირი, კავკასია, აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, ჩინეთი და ტიბეტი. XIII საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო იმპერიის დაშლა, ულუსებად, რომელთა სათავეშიც იდგნენ ჩინგიზიდები. იმპერიის ყველაზე მსხვილი წარმონაქმნები იყვნენ ოქროს ურდო, ჰულაგუიანთა სახელმწიფო, იუანის იმპერია და ჩაღათაის სახანო. ყუბილაიმ (1260-1294 წწ.) 1271 წელს, მთელი ჩინეთის დაპყრობის შემდეგ მიიღო იუანის იმპერატორის ტიტული და დედაქალაქი გადაიტანა ხანბალკში. XIV საუკუნის დასაწყისში ფორმალურად აღსდგა იმპერიის ერთიანობა და წარმოადგენდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ფედერაციას. ამავე საუკუნის დამლევს მონღოლეთის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა.

ჩინეთი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (ჩინ. 中华人民共和国, პინ-ინი Zhōngguó), ზოგადად ცნობილი როგორც ჩინეთი — მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა 1.3 მილიარდზე მეტი მოსახლით. ჩინეთი მდებარეობს აღმოსავლეთ აზიაში. ქვეყანაში არის ერთპარტიული სისტემა და მმართველი ძალაა ჩინეთის კომუნისტური პარტია. ჩინეთის იურისდიქცია ვრცელდება 22 პროვინციაზე, ხუთ ავტონომიურ რეგიონზე, ოთხ პირდაპირ კონტროლირებად მუნიციპალიტეტზე, (პეკინი, ტიანძინი, შანხაი და ჩუნცინი) და ორ მაღალი ავტონომიის მქონე სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონზე (ჰონგ-კონგი და მაკაო). ჩინეთის დედაქალაქია პეკინი.

აღმოსავლეთიდან აკრავს ყვითელი, აღმოსავლეთ ჩინეთისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვები (წყნარი ოკეანე). სანაპიროსთან ბევრი კუნძულია, რომელთაგან უდიდესია ტაივანი და ჰაინანი. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მონღოლეთი და რუსეთი, დასავლეთიდან ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ავღანეთი; სამხრეთით ნეპალი, ინდოეთი, ბჰუტანი, მიანმარი, ლაოსი, ვიეტნამი; ჩრდილოეთით ჩრდილოეთ კორეა. ოფიციალური ენა — ჩინური. ეროვნული დღესასწაულია 1 ოქტომბერი — რესპუბლიკის გამოცხადების დღე (1949). ოფიციალური კალენდარი — გრიგორიანულია, იყენებენ ასევე მთვარისა და მზის კალენდარს. ფულის ერთეულია იუანი.

ჩინეთის რეგიონები

ქვემოთ მოცემულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 31 პროვინციული დონის ქვედანაყოფების სია. ჩინეთის ყოფილი ადმინისტრაციული მხარეები დაჯგუფებული 1949-1952 წწ. დღეისათვის ცნობილია როგორც ტრადიციული რეგიონები.

ჩრდილო-აღმოსავლეთი ჩინეთი

ჩრდილო-აღმოსავლეთი ჩინეთი — ჩინეთის 6 რეგიონიდან ერთ-ერთი. მოიცავს 3 პროვინციას: ხეილუნძიანი, გირინი, და ლიაონინი.

ძველი ჩინეთი

მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი კერა ჩინეთი აღმოსავლეთდა ცენტრალურ აზიაში მდებარეობს.დასავლეთი ჩინეთი მთიანი მხარეა,რომლის ძირითადი ნაწილი ტიბეტის მაღალ ზეგანს უკავია.აღმოსავლეთი ჩინეთი ზღვისპირამდე გადაჭიმულ დაბლობს წარმოადგენს.ტიბეტის ზეგნიდან იღებენ სათავეს და დაბლობის გავლით ზღვას ერთვიან ჩინეთის ორი დიდი წყალუხვი მდინარე, ხუანხე და იანძი.სამხრეთით და დასავლეთით ჩინეთს ინდოეთისაგან ჰიმალაის მაღალი მთები გამოყოფენ.უძველესი ხანის დასავლეთ ჩინეთისა და ინდოეთის მოსახლეობის საქმიანობა, მათი შრომის იარაღები, სამეურნეო კულტურები ძალზე წააგავდნენ ერთმანეთს.მათ ერთი და იგივე ჯიშის შინაური ცხოველები ჰყავდათ.მსგავსებასთან ერთად იყო განსხვავებებიც: ჩინელებმა, პირველებმა მსოფლიოში, აბრეშუმის ჭიის შრომის საიდუმლოება გაითავისეს.მათ აბრეშუმის ძაფის მიღების მიღებისა და გამიყენების რთული სისტემაც შექმნეს. კულტურული მცენარეებიდან ჩინეთში დიდი მიწონებით სარგებლობდა ჩაი, რომელსაც სამკურნალო დანიშნულებაც ჰქონდა.

ჩინეთის სახელმწიფოს წარმოქმნა და განვითარების თავისებურებანი. ქრ.შ-მდე მეორე ათასწლეულის მეორე ნახევარში ხუანხეს აუზში ჩინეთის პირველი სახელმწიფო შეიქმნა. მას მეფე მართავდა. მეფის ძალაუფლება მემკვიდრეობით გადაიცემოდა. ამ დროისთვის მიწების უმეტესი ნაწილი მეფეს, მთავრებს, მოხელეებსა და ქურუმებს ეკუთვნოდა. ადგილობრივი მთავრები, ხშირად, მეფის უზენაესობას არ ცნობდნენ. ამიტომ წარმოქმნილი სახელმწიფო მტკიცე არ იყო.

გლეხებს სათემო მიწები უნაწილდებოდათ. ისინი შემოსავლის განსაზღვრულ ნაწილს სახელმწიფოს უხდიდნენ.

უძველესი ჩინეთის ისტორიისათვის დამახასიათებელია სამთავროთა შორის ხელისუფლებისათვის გაუთავებელი სისხლიანი ბრძოლები. გამარჯვებული მეფე-მთავარი ახალ კანონებს და საგადასახადო სისტემას აწესებდა.

ქრ.შ-მდე მესამე საუკუნეში ხელისუფლებისათვის ბრძოლა ცინის სამეფოს გამარჯვებით დამთავრდა. მისმა მეფემ თავი გამოაცხადა, როგორც ცინ შიხუანდი, რაც ნიშნავდა "ცინის პირველ მმართველს" ანუ იმპერატორს. იმპერატორის სამფლობელოს, სახელმწიფოს კი იმპერია ეწოდა. ამიერიდან უძველესი ჩინეთის სახელმწიფო იმპერიად მოიხსენიებოდა, მისი მმართველები კი იმპერატორად.

იმპერიის სახელწოდებიდან "ცინი" წარმოდგა ჩინეთის ქართული დასახელების ძირი "ჩინ". ამ დროისთვის იქმნება ხმელეთით ჩინეთის ხმელთაშუა და შავ ზღვებთან დაკავშირებული "აბრეშუმის დიდი გზა", რომლის ერთი ბოლო საქართველოზე გადიოდა.

მომთაბარე ტომების შემოსევებისაგან ცინის იმპერიის ჩრდილო საზღვრის დაცვის მიზნით იმპერატორის ბრძანებით აიგო "ჩინეთის დიდი კედელი".

ქრ.შ-მდე მეორე საუკუნიდან სამთავროთა ბრძოლებმა ახალი ზალით იფეთქა. არაჩვეულებრივი სისწრაფით ცვლიდნენ ერთმანეთს მმართველები და იმპერატორები, იწერებოდა ერთიმეორეზე მკაცრი კანონები, იზრდებოდა გადასახადები. შექმნილმა ვითარებამ ძალიან გააუარესა გლეხების, ხელოსნებისა და მეფის ჯარში მომსახურეთა მდგომარეობა.

ქრ.შ-დან პირველ-მესამე საუკუნეებში მრავალრიცხოვანმა და ზლიერმა სახალხო აჯანყებებმა არაერთხელ დაარღვიეს იმპერატორთა, მთავართა და მიწათმფლობელთა სიმშვიდე. მდგომარეობას ართულებდა ჩინელ მოხელეთა ბრძოლა თანამდებობისა და სიმდიდრისათვის. ამას დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან უცხო ტომთა ხშირი შემოტევებიც ემატებოდა. ქრ.შ-დან მესამე საუკუნეში ერთიანი ჩინეთი სამთავროებად დაიშალა.

წყლის ირემი

წყლის ირემი (ლათ. Hydropotes inermis) — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 75-100 სმ, სიმაღლე მინდაოში 45-55. რქებს მოკლებულია. მამრს აქვს ზედა ნაწილში განვითარებული ბასრი ეშვები, რომლებიც, ზედა ტუჩიდან ამოშვერილია 5-6 სმ-ზე. მოკლე კუდი აქვს (სიგრძე 5-8 სმ), რომელიც თითქმის არ ემჩნევა. საერთო შეფერილობა მოყავისფროა. ზედა ტუჩი და თვალებს შორის არსებული რგოლები მოთეთროა. ზაფხულში მოკლე ბეწვი აქვს, ხოლო ზამთარში პირიქით, დამახასიათებელია ხშირი ბეწვი. ცხოვრობს განმარტოებულად ან ჯოგებად. ძირითადად აქტიურია დღისით. მეტად ფრთხილია. გავრცელების არეალი მოიცავს მდინარე იანძის ხეობის ჩრდილოეთ ნაწილსა (აღმოსავლეთი ჩინეთი) და კორეას; აქ გვხვდება მათი ქვესახეობები. აკლიმატიზებულია საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში. ჰყავთ მსოფლიოს მრავალ ზოოპარკში. იმყოფება დაცვის ქვეშ.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.