აღდგომა

აღდგომა — უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით. აღდგომას უძღვის 40-დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ქრისტიანთათვის ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და რაც სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა.

თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს ზეიმობდნენ. მხოლოდ IV საუკუნეში მიეცა აღდგომის დღესასწაულს თანამედროვე სახე. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას, იუდეველთა პასექის დასასრულს, უთუოდ მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს. ეს შუალედი ხვდება ახალი სტილით 4 აპრილიდან 8 მაისამდე. შესაბამისად, აღდგომა მოძრავი დღესასწაულების კატეგორიას განეკუთვნება.

ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის თანახმად, აღდგომის ზეიმი, უძველეს მესაქონლეთა და შემდეგ მიწათმოქმედთა საგაზაფხულო, საყოველთაო განახლების დღესასწაულია, რომელიც უშორესი ძირებით წარმართულ რელიგიებს უნდა უკავშირდებოდეს, სადაც ის ბუნების კვდომას და აღდგომას განასახიერებს.

Harrowing of hell from Vasilyevskiy chin (1408, Tretyakov gallery)
ქრისტეს აღდგომა, ანდრია რუბლიოვის 1408—1410 წ.წ. დაწერილი ხატი.

აღდგომის დღის გამოთვლა

ცნობილი გერმანელი მათემატიკოსის კარლ ფრიდრიხ გაუსის მიერ გამოყვანილ იქნა ფორმულები, რომელთა მიხედვითაც ქრისტიანული პასექის დღე (ძვ. სტილით) შემდეგნაირად განისაზღვრება:

გამოთვლა მათემატიკური ფორმულებით

კალენდარული წლის რიგითი ნომერი უნდა გაიყოს -ზე, -ზე და -ზე, ხოლო გაყოფის შედეგად მიღებული ნაშთები კი შესაბამისად , და -თი ავღნიშნოთ. შემდეგ სიდიდე უნდა გაიყოს -ზე, ნაშთი ავღნიშნოთ -თი, რის შედეგადაც გამოსახულება უნდა გაიყოს -ზე, ნაშთი კი ავღნიშნოთ -თი. საბოლოოდ მივიღებთ, რომ აღდგომის დღე 1) თუ , მაშინ აღდგომა მარტის თვეში იქნება და ან 2) თუ , მაშინ აღდგომა აპრილის თვეში იქნება და .

მაგალითისათვის 2015 წლის აღდგომის თარიღი ასე გამოითვლება:

მთელი ანუ

მთელი ანუ

მთელი ანუ

მთელი ანუ

მთელი ანუ

აღდგომა იქნება მარტის თვეში.

ე. ი. 2015 წელს აღდგომა დღე მოუწევს 30 მარტს (ძვ. სტილით).

გამოთვლა Excel-ის ფორმულით

ზემოთ მოყვანილი ფორმულების გათვალისწინებით შესაძლებელია Microsoft Excel-ის სივრცეში შეიქმნას აღდგომის ძვ. სტ. დაანგარიშების ფორმულა ნებისმიერი თარიღისათვის, რომლებიც გამოიყურება შემდეგნაირად:

=DATE(A1,IF(MOD((2*MOD(A1,4)+4*MOD(A1,7)+6*MOD((19*MOD(A1,19)+15),30)+6),7)+MOD((19*MOD(A1,19)+15),30)<10,3,4),IF(MOD((2*MOD(A1,4)+4*MOD(A1,7)+6*MOD((19*MOD(A1,19)+15),30)+6),7)+MOD((19*MOD(A1,19)+15),30)<10,22+MOD((2*MOD(A1,4)+4*MOD(A1,7)+6*MOD((19*MOD(A1,19)+15),30)+6),7)+MOD((19*MOD(A1,19)+15),30), MOD((2*MOD(A1,4)+4*MOD(A1,7)+6*MOD((19*MOD(A1,19)+15),30)+6),7)+MOD((19*MOD(A1,19)+15),30)-9))

სადაც: A1 — საძიებელი წელია.

გამოთვლა ცხრილით

აღდგომის სამარადისო ცხრილი.jpg&filetimestamp=20150828162323&
აღდგომის „მარადიული ცხრილი“

შენიშვნა: ცხრილით მიღებული თარიღები შეესაბამება ძვ. სტილს.

აღდგომის დაანგარიშება „მარადიული ცხრილითაც“ შეიძლება.

ამ ცხრილით სარგებლობისას მოცემული კალენდარული წლის ნომერი (N) უნდა გაიყოს 28-ზე და 19-ზე. მიღებული ნაშთები უნდა მოვიძიოთ შესაბამისად ჰორიზონდალურ და ვერტიკალურ ველებში.

2015/28=71 მთელი 27/28 ანუ ჰორიზონტალურ ველში 28-ის განაყოფის ნაშთებში უნდა მოვძებნოთ რიცხვი 27.

2015/19=106 მთელი 1/19 ანუ ვერტიკალურ ველში 19-ის განაყოფის ნაშთებში უნდა მოვძებნოთ რიცხვი 1.

აღნიშნული ციფრები „27“ და „1“, ცხრილში იკვეთება 30 მარტის (ძვ. სტილით) ადგილას, რაც შეესაბამება ზევით გამოთვლებს.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

12 საუფლო დღესასწაული

12 საუფლო დღესასწაული — მართლმადიდებლ მორწმუნეთათვის განსაკუთრებული დღეები. საუფლო დღესასწაულები იყოფა ორ ჯგუფად, მოძრავად და უძრავად.

Easter (Marillion-ის სიმღერა)

Easter — ბრიტანული ნეო-პროგრესული როკ-ჯგუფ Marillion-ის წლის სინგლი ალბომიდან Seasons End. იგი გამოიცა 1990 წლის 19 მარტს აუდიოკასეტის, ხოლო 27 მარტს - სხვა ფორმატებში. ასევე გამოვიდა 12 სინგლი ალბომის კონვერტით, განსხვავებული გამოსახულებით და სიმღერების სხვა სიით.

ეს სიმღერა ჯგუფის მოყვარულებს შორის განსაკუთრებით პოპულარულია. მას გამოარჩევს ხალხური მუსიკის ელემენტების გამოყენება. სიმღერაში საუბარია რიგითი ირლანდიელების დრამატულ და მძიმე ცხოვრებაზე. ტექსტს საფუძვლად უდევს აღდგომა 1916 (უილიამ ბატლერ იეიტსის ლექსი).

გრიგორიანული კალენდარი

გრიგორიანული კალენდარი, გრიგოლის კალენდარი — ახალი სტილი, წელთაღრიცხვის სისტემა, რომელიც შემოიღეს 1582 წლის 4 ოქტომბერს რომის პაპის გრიგოლ XIII-ის დროს (აქედანაა სახელწოდება).

ვატიკანის ტურიზმი

ვატიკანი არის პოპულარული ადგილი ტურისტებისთვის, განსაკუთრებით ქრისტიანებისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ იხილონ რომის პაპი ან მათი რწმენა ახლოს გაიცნონ.

ტურისტებისთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს წმინდა პეტრეს ბაზილიკა, წმინდა პეტრეს მოედანი, ვატიკანის მუზეუმები და რაფაელის ლოჟა.

პილიგრიმელები ხშირად სტუმრობენ ვატიკანს, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც აღინიშნება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთი, მაგალითად: შობა და აღდგომა. გარდა ამისა, მომლოცველთა რაოდენობა მატულობს პაპის დაკრძალვაზე ან ახალი პაპის არჩევისას.

ტურიზმი არის ვატიკანის ეკონომიკის ძირითადი წყარო.

ვატიკანი დანაშაულის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, რასაც ტურიზმი განაპირობებს, ტურისტებს ბრალი ედებათ სხვადასხვა მცირე ქურდობასა და ინციდენტებში.

ვიქტორ I (პაპი)

ვიქტორ I (ლათ. Victor; დ. ? – გ. 199) — რომის პაპი 189-199 წლებში. კათოლიკური ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე 28 ივლისი. დაიბადა ჩრდილოეთ აფრიკაში. გადათარგმნა ღვთისმსახურება ბერძნულიდან ლათინურ ენაზე. ის იბრძოდა იმისათვის, რომ ქრისტიანული აღდგომა ებრაულს არ დაკავშირებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ის ებრძოდა აღმოსავლურ ეკლესიას. რომში პარასკევს, რომელიც 14 ნისანს (აპრილს) მოსდევდა, აღნიშნავდნენ დიდ პარასკევს (იესოს ჯვარცმის დღე), ხოლო კვირა დღეს - აღდგომას. აღმოსავლეთში კი 14 ნისანს აღნიშნავდნენ აღდგომას და პასექის დღესასწაულს. ვიქტორის მოწვეულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა აღდგომის აღნიშვნის დასავლური ვერსია, თუმცა მთელ ქრისტიანულ სამყაროზე ეს წესი ვერ გაავრცელა, მცირეაზიულმა ეკლესიებმა საკუთარი ტრადიცია შეინარჩუნეს და აღდგომას კვლავ 14 ნისანს აღნიშნავდნენ.

თომა მოციქული

წმიდა მოციქული თომა (გ. 3 ივლისი, 72)— ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი, მარჩბივად წოდებული, დაიბადა გალილეის ქალაქ პანეადაში. ხსენება - 6 (19) ოქტომბერი.

იესო ქრისტე

იესო ქრისტე, იესო ნაზარეველი (ბერძ. Ίησους, ებრ. יהושע [იეჰოშუა] < იჰვჰ — „გადარჩენა“, ბერძ. Χριστός [მირონცხებული] იგივე „მესია“ ებრაულად; დ. 7 იანვარი/25 დეკემბერი, ძვ. წ. 1, ბეთლემი — გ. 33, იერუსალიმი) — ქრისტიანული ეკლესიის თავი და დამფუძნებელი. ქრისტიანობა მსოფლიო რელიგიაა, ისლამის და ბუდიზმის გვერდით, მის მიმდევრად 2 100 000 000-ზე მეტი ადამიანი მიიჩნევა.

ისლანდიის დროშა

ისლანდიის დროშა(ისლ. Íslenski fáninn) ოფიციალურად დამტკიცდა 1944 წლის 17 ივნისს დღეს, როდესაც ისლანდია გახდა დამოუკიდებელი რესპუბლიკა.

დროშის ფერები ასოცირდება ისლანდიის ლანდშაფტთან: წითელი ფერი- ისლანდიური ვულკანების ცეცხლის ფერი, თეთრი-ყინულის და თოვლის ფერი, ლურჯი-ატლანტის ოკეანის წყლის ფერი.

კაენის აღდგომა

კაენის აღდგომა (ინგლ. Raising Cain) — ბრაიან დე პალმას მიერ გადაღებული 1992 წლის ამერიკული მხატვრული კინოფილმი. მთავარ როლებში მონაწილეობენ: ჯონ ლითგოუ, ლოლიტა დავიდოვიჩი და სტივენ ბაუერი. წარმოადგენს ფსიქოლოგიურ თრილერს.

ფილმის სიუჟეტი მიმართულია ორი ძირითადი პრომლემის მიმართ — ექიმების ექსპერიმენტული მოქმედება საკუთარი პაციენტების მიმართ და პიროვნების გაორება.

ფილმის პრემიერა გაიმართა აშშ-ში 1992 წლის 7 აგვისტოს.

კერკირა (კუნძული)

კერკირა (ბერძ. Κέρκυρα), ან კორფუ (იტალ. Corfù), ან კორკირა (ლათ. Corcyra) — კუნძული საბერძნეთში, ფართობით მეორე კუნძული (593 კმ²) იონიის კუნძულებს შორის, მოსახლეობა — 111 081 ადამიანი ( 2001 წლის მონ.). კორფუ პარალელურად მიუყვება მატერიკის სანაპიროს — 65 კმ-ზე. კუნძულის უმაღლესი წერტილი არის მთა პანტოკრატორი 917 მეტრი.

კუნძული კერკირას ნომის ძირითადი ნაწილია. ადმინისტრაციული ცენტრია-ქალაქი კერკირა.

კუნძული ძალიან თვალწარმტაცია და გარდა სამხრეთ ნაწილისა ძალიან ნაყოფიერი. ძირითადი წარმოებული პროდუქცია - ზეითუნის ზეთი, სამხრეთის ხილები, და ღვინო. მთელ კუნძულზე დაგებულია შედარებით კარგი გზები.

მისი ბერძნული სახელწოდებით კერკირა ან კორკირა უკავშირდება ორი მნიშვნელოვანი წყლის სიმბოლოს: ზღვის ღმერთს პოსეიდონს და ბერძნულ ღვთაებას ასოპოსს. მითის მიხედვით პოსეიდონს შეუყვარდა ასოპოსის ქალიშვილი წყლის ნიმფა და მოიტაცა ის. პოსეიდონმა მიიყვანა აქამდე უცნობ კუნძულზე და შესთავაზა მას სახელი კორკირა როგორც კუნძულის სახელი. რომელიც თანდათან გადაიქცა კერკირად.

კომედია

კომედია (ბერძ. komedia < komos „მხიარული ბრბო“ და ode „სიმღერა“) — დრამის ერთ-ერთი სახე, სადაც კოლიზია და ხასიათები გამსჭვალულია კომიზმით.

ნეოპლატონიზმი

ნეოპლატონიზმი – თეორიული მოაზროვნეების ჰეტეროგენული სკოლების ფილოსოფიური და რელიგიური სწავლების საერთო სახელწოდება, ისინი ცდილობდნენ განევითარებინათ და შეერწყათ ბერძენ ფილოსოფ პლატონის მეტაფიზიკური იდეები.

ნესტორიანელობა

ნესტორიანელობა – ქრისტიანული ერესი. ნესტორიანული დოქტრინით, ქრისტე მხოლოდ კაცია, რომელშიც სულიწმიდის საშუალებით ჩასახლდა სიტყვა – ღმერთი (ლოგოსი). 431 წელს ეფესოს III მსოფლიო საეკლესიო კრებამ დაგმო ნესტორიანელობა და განკვეთა ამ სწავლების მამამთავარი ნესტორ კონსტანტინოპოლელი ეკლესიიდან.

ნესტორიანელობის მთავარი საღვთისმეტყველო პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ ის ქრისტეს ღმერთკაცური ბუნების სრულ სიმეტრიას აღიარებს: ერთიან ღმერთკაცურ პირში შეურწყმელად შეერთებულია ორი ჰიპოსტასი (ორი ბუნება) ღვთაებრივი და ადამიანური. ქრისტეს ნება ნესტორიანობაში ახასიათებს პირს, და არა ბუნებას (მართლმადიდებლობა და კათოლიციზმი) და არც ჰიპოსტასს (მიაფიზიტობა). ამიტომ ნესტორიანელები აღიარებენ ერთ ღმერთკაცურ ნებას, რთულს, რომელიც შედგება ორი ერთმანეთთან შეთანხმებული ნებისგან (ღვთაებრივი და ადამიანური). და ისევე როგორც მართლმადიდებლობაშია, განასხვავებენ ქრისტეს ორი სახის მოქმედებებს: ადამიანურს (შობა, ტანჯვა, სიკვდილი) და ღვთაებრივს (სასწაულები).

ვინაიდან ნესტორიანელობის მიხედვით, მარიამისგან შობა უკავშირდება ქრისტეს მხოლოდ ადამიანურ ჰიპოსტასს, და არა ღვთაებრივ ჰიპოსტასს, ტერმინი ”ღვთისმშობელი” ითვლება არაკორექტულად. ნესტორიანელობის მიხედვით მდინარე იორდანეში ნათლობამდე, ქრისტე იყო მხოლოდ ადამიანი, რომელიც სრულყოფილად ასრულებდა ებრაულ კანონებს, ხოლო ნათლობის შემდეგ მასში შესახლდა სიტყვა-ღმერთი (ლოგოსი). მხოლოდ ამის შემდეგ ქრისტე იძენს ღვთაებრივ ბუნებას და შეუძლია სასწაულმოქმედება და ასრულებს განსხვავებულ მორჩილებას უფლისადმი (ტანჯვა ჯვარზე, სიკვდილი და აღდგომა, სიკვდილზე გამარჯვება).

ოსე წინასწარმეტყველი

წმინდა ოსე წინასწარმეტყველი – მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 17 ოქტომბერი, ახალი სტილით - 30 ოქტომბერი. წინასწარმეტყველი ოსე ქრისტეს შობამდე IX საუკუნეში ცხოვრობდა ისრაელის სამეფოში და წმინდა წინასწარმეტყველთა: ისაიას, მიქეას და ამოსის თანამედროვე იყო. იმ დროისთვის მრავალ მის თანატომელს ზურგი ექცია ჭეშმარიტი ღვთისთვის და კერპებს სცემდა თაყვანს. წმინდა წინასწარმეტყველი თავისი ბრძნული შეგონებებით კეთილმსახურებისკენ მოუწოდებდა გზაშეცდომილებს.

მან იწინასწარმეტყველა ასურეთის ტყვეობაში ებრაელების გადასახლების შესახებაც. მაცხოვრის განკაცებამდე თითქმის ათასი წლით ადრე წმიდა ოსემ სულიწმიდის მადლით განჭვრიტა, რომ შეწყდებოდა ძველი აღთქმის მსხვერპლშეწირვა და ჭეშმარიტი ღვთის შემეცნება მთელ სამყაროში გავრცელდებოდა. ოსემ იწინასწარმეტყველა მაცხოვრის ეგვიპტიდან დაბრუნება, მესამე დღეს მკვდრეთით აღდგომა და სიკვდილის დათრგუნვა. წმინდანის წინასწარმეტყველებანი ძველი აღთქმის წიგნებშია ჩართული.ნეტარი ოსეს საწინასწარმეტყველო მსახურება სამოც წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მან ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს.

ოფიციალური უქმე დღეები საქართველოში

საქართველოში ოფიციალური უქმე დღეებია:

1 და 2 იანვარი – ახალი წელი;

7 იანვარი – შობა;

19 იანვარი – ნათლისღება;

3 მარტი – დედის დღე;

8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;

9 აპრილი — საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის დაღუპულთა მოხსენიების დღე;

სააღდგომო დღეები: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე (აღდგომის შემდეგი ორშაბათი);

9 მაისი — ფაშიზმზე გამარჯვების დღე;

12 მაისი – წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე;

26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;

28 აგვისტო – მარიამობა;

14 ოქტომბერი – მცხეთობა;

23 ნოემბერი – გიორგობა.

შავი პოლკოვნიკები

შავი პოლკოვნიკები, ან პოლკოვნიკთა რეჟიმი (ბერძ. Δικτατορία των Συνταγματαρχών) ან უბრალოდ ხუნტა (ბერძ. η Χούντα) – სამხედრო დიქტატურა საბერძნეთში 1967–1974 წლებში, რომელსაც სათავეში ედგნენ გეორგიოს პაპადოპულოსი და დიმიტრიოს იოანიდისი. ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ გადატრიალების გზით 1967 წლის 21 აპრილს და ერთ დღეში მთელს საბერძნეთს აკონტროლებდნენ. მთელი მინისტრთა კაბინეტი დააპატიმრეს, წინააღმდეგობა ვერც საბერძნეთის მეფე კონსტანტინემ გასწია და იძულებული გახდა პოლკოვნიკებთან ეთანამშრომლა.

ჯეჰან-შაჰის ლაშქრობები საქართველოში

ჯეჰან-შაჰის ლაშქრობები საქართველოში — ყარა-ყოინლუს თურქმანთა სახელმწიფოს მბრძანებლის ჯეჰან-შაჰის ლაშქრობები საქართველოში XV საუკუნის 40-იან წლებში. მას შემდეგ, რაც, საქართველოს მეფე ალექსანდრე I-მა (1412-1442 წწ.) მტკიცე უარი განუცხადა მორჩილებას ადა ხარკის მიცემაზე, ჯეჰან-შაჰმა „საღვთო ომის“ საბაბით ორგზის ილაშქრა საქართველოში. პირველად 1440 წელს წამოვიდა საქართველოზე 20-ათასიანი ლაშქრით, არდებილის შეიხის, ყადიებისა და მუსლიმანი სწავლულების თანხლებით. სომეხი მწერლის თომა მეწოფეცის ცნობით, 27 მარტს, აღდგომა დღეს, მტერმა მოულოდნელად შემოარტყა ალყა სამშვილდეს. 50 დღის შემდეგ შიმშილითა და წყურვილით შეწყხებული ქალაქი მოტყუებით აიღეს, ათასობით მცხოვრები გაჟლიტეს, მათი ქონება კი დაიტაცეს. ქალაქის კართან 1664 მოჭრილი თავისაგან მინარეთი აღმართეს, ათი ათასამდე ადამიანი დაატყვევეს. შემდეგ მტრის ლაშქარი თბილისისაკენ დაიძრა, გზად სოფლები ააწიოკა და დედაქალაქიც აიღო. თბილისი ააოხრეს და ცეცხლს მისცეს, ეკლესიები დააქციეს, ჯეჰან შაჰმა მოსახლეობას დიდი ხარკი დააკისრა.

1444 წელს ჯეჰან-შაჰი მეორედ შემოესია საქართველოს; დაესხა თავს ახალციხეს. ვახტანგ IV მტერს შეება. ბრძოლა დილიდან საღამომდე გაგრძელდა, მაგრამ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ქართველები მეორე დილასაც აპირებდნენ ბრძოლის გაგრძელებას, მაგრამ ჯეჰან-შაჰმა ღამით ჩუმად დატოვა ბრძოლის ველი.

ჯინ გრეი

ჯინ გრეი (ჯინ გრეი-სამერსი) — გამოგონილი სუპერგმირი Marvel Comics-ის მსოფლიოში. ასევე ცნობილია, როგორც მარველის გოგონა და ფენიქსი. იგი იქს-ადამიანების ხუთი ძირითადი წევრიდან ერთ-ერთია.

ჯინ გრეი არის მუტანტი, რომელიც დაბადებიდან ფლობს ტელეკინეზურ და ტელეპათიურ შესაძლებლობებს. იგი მზრუნველი, მოსიყვარულე ფიგურაა, თუმცაღა გამკლავება უწევს ომეგა-დონის მუტანტად ყოფნასა და კოსმიური ფენიქსის ძალის ფიზიკურ გამოვლინებასთან. კომიქსის სერიების ისტორიაში ჯინ გრეი რამდენიმეჯერ დაიღუპა, პირველად შავი ფენიქსის საგაში ("Dark Phoenix Saga"), თუმცა, ფენიქსის ძალასთან არსებული კავშირის გამო, მასაც შეუძლია ფერფლიდან აღდგომა.

ჯინ გრეი მნიშვნელოვანი ფიგურაა მისი მეუღლის, ციკლოპის, ცხოვრებაში, პროფესორი ქსავიე მისი მამობილი და აღმზრდელია, სამურავი გრეის ახლო მეგობარია და, შესაძლოა, სიყვარულის ობიექტიც, შტორმი მისი საუკეთესო მეგობარი და დასავით ახლობელი ფიგურაა, მისი ქალიშვილია რეიჩელ სამერსი, ვაჟი - ადამიანი-იქსი, გერი - კეიბლი.

ფენიქსი მონაწილეობს იქს-ადამიანების ისტორიების უდიდეს ნაწილში, ანიმაციურ სერიებში, უამრავ ვიდეო თამაშში, სრულმეტრაჟიან ფილმებში, სადაც მას მსახიობი ფანკე იანსენი ანსახიერებს.

2006 წელს, IGN.com-ის 25 საუკეთესო იქს-ადამიანის სიაში ჯინ გრეიმ მე-6 ადგილი დაიკავა.

იესო ქრისტეს ცხოვრება
დღესასწაულები
რელიკვია
წმინდანები
12 მოციქული
70 მოციქული
სხვა მოციქულები
სხვა პიროვნებები

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.