აფანასევოს კულტურა

აფანასევოს კულტურა — სამხრეთ ციმბირში, დღემდე აღმოჩენილ არქეოლოგიურ კულტურათა შორის უძველესი. მიეკუთვნება ენეოლითის ხანას, ძვ. წ. 3500-2500.[1] გავრცელებული იყო მინუსინსის ბასეინსა და ალთაის მთიანეთში.

აფანასევოს კულტურა ცნობილია მისი სასაფლაოებით. აღმოჩენილია დაახლოებით 10 დასახლება და 15 სასაფლაო.[1] ადამიანების ნარჩენები მიეკუთვნებიან კავკასიურ რასას.[1] აღმოჩენილია როგორც ერთეული ასევე ჯგუფური საფლავები, მიცვალებულები ძირითადად ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაშია დაკრძალული. საფლავების ფორმა არის მართკუთხედი, იშვიათად მრგვალი და ისინი შემოსაზღვრულია ქვის ფილებით.

Afanasevo provisional
აფანასევოს კულტურის გავრცელების არეალი.

ლიტერატურა

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 Mallory 1997
ოკუნევის კულტურა

ოკუნევის კულტურა (რუს. Окуневская культура) — ბრინჯაოს ხანის კულტურა. თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის პირველი ნახევრით. გავრცელებული იყო სამრეთ ციმბირში. სახელი ეწოდება ხაკასეთის სამხრეთით მდებარე სოფლის მიხედვით, სადაც ის სერგეი ტეპლოუხოვმა 1928 წელს აღმოაჩინა.

ოკუნევის კულტურას წინ უძღვოდა აფანასევოს კულტურა. მათ შორის სხვაობა აჩვენებს, რომ ოკუნევის კულტურა წარმოიშვა ტაიგის რეგიონში, ხოლო აფანასევოს კულტურა მიიჩნევა პროტოინდოევროპულად.

ოკუნევის კულტურა წარმოდგენილია სასაფლაოების სტრუქტურებით, რომლებიც შედგენილია ზედაპირზე გაკეთებული მცირე ზომის მართკუთხა ღობეებით. თვითონ საფლავებიც ასევე შემოსაზღვრულია ქვის ფილებით. აღმოჩენილი ჩონჩხები მიეკუთვნება მონღოლოიდური რასას, რომლებიც დასაფლავებული არიან ზურგზე მწოლიარენი და მუხლებში მოხრილი ფეხებით. ზოგიერთ საფლავში აღმოჩენილია გულუხვად დეკორირებული ჭურჭელი, ვერცხლის და ბრინჯაოს დანები, სათევზაო ანკესები და ბეჭდები. ასევე ხელოვნების ნიმუშები: ადამიანის სახიანი ქვის ფიგურები და ქვის ფილებზე მიჭედებული ფრინველების და ცხოველების გამოსახულებიანი ძვლის ფირფიტები.

მოსახლეობის მთავარი საქმიანობა მეცხოველეობა იყო, ასევე მისდევდნენ მეთევზეობას და ნადირობას. არ არის გამოკვეთილი ნიშნები ქონების ან საზოგადოების ფენებად დაყოფის.

ოკუნევის კულტურა ჩაანაცვლა ანდრონოვოს კულტურამ.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.