არგენტინის პრეზიდენტი

არგენტინის პრეზიდენტი (ესპ. Presidente de la Nación Argentina) — არგენტინის სახელმწიფოს მეთაური. ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი ასევე არის ფედერალური მთავრობის მეთაური და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. პრეზიდენტის რეზიდენციაა კასა-როსადა ბუენოს-აირესში. ამჟამინდელი პრეზიდენტია მაურისიო მაკრი, რომელიც სათავეში მოვიდა 2015 წლის 10 დეკემბერს[2].

არგენტინის პრეზიდენტი
Standard of the President of Argentina Land

არგენტინის საპრეზიდენტო დროშა
მიმართვის სტილი თქვენო უდიდებულესობავ
რეზიდენცია კასა-როსადა
ვადის ხანგრძლივობა 4 წელი
პირველი თანამდებობაზე ბერნარდინო რივადავია
ხელფასი 77,855.65 არგენტინული პესო[1] (2016-ის თებერვლის მონაცემით)

ცოცხალი ყოფილი პრეზიდენტები

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • Mendelevich, Pablo (2010). El Final. Buenos Aires: Ediciones B. ISBN 978-987-627-166-0.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Iván Ruiz and Maia Jastreblansky. (February 11, 2016) El primer sueldo de Mauricio Macri como Presidente: $131.421 brutos Spanish. La Nación. წაკითხვის თარიღი: February 11, 2016.
  2. Buenos Aires mayor favored in Argentina's presidential election. წაკითხვის თარიღი: 2015-11-23.
აგუსტინ პედრო ხუსტო

აგუსტინ პედრო ხუსტო (ესპ. Agustín Pedro Justo Rolón; დ. 26 თებერვალი, 1876, ენტრე-რიოსის პროვინცია — გ. 11 იანვარი, 1943, ბუენოს-აირესი) – არგენტინელი გენერალი, დიპლომატი და პოლიტიკოსი. არგენტინის პრეზიდენტი 1932-1938 წლებში. თანამდებობა ეკავა 1932 წლის 20 თებერვლიდან 1938 წლის 19 თებერვლამდე.

ადოლფო როდრიგეს საა

ადოლფო როდრიგეს საა (ესპ. Adolfo Rodríguez Saá Páez Montero; დ. 25 ივლისი, 1947, სან-ლუისი, არგენტინა) – არგენტინელი პერონისტი პოლიტიკოსი. სან-ლუისის პროვინციის გუბერნატორი 1983–2001 წლებში. არგენტინის პრეზიდენტი 2001 წლის 23 დეკემბრიდან 30 დეკემბრამდე.

არტურო როუსონი

არტურო როუსონი (ესპ. Arturo Rawson Corvalán; დ. 4 ივნისი, 1885, სანტიაგო-დელ-ესტერო — გ. 8 ოქტომბერი, 1952, ბუენოს-აირესი) — არგენტინელი პოლიტიკოსი. არგენტინის პრეზიდენტი 1943 წელს. თანამდებობა ეკავა 1943 წლის 4 ივნისიდან 6 ივნისამდე.

არტურო უმბერტო ილია

არტურო უმბერტო ილია (ესპ. Arturo Umberto Illia Francesconi; დ. 4 აგვისტო, 1900, ბუენოს-აირესი — გ. 18 იანვარი, 1983, კორდოვა) — არგენტინელი პოლიტიკოსი. არგენტინის პრეზიდენტი 1963–1966 წლებში თანამდებობა ეკავა 1963 წლის 12 ოქტომბრიდან, 1966 წლის 28 ივნისამდე.

არტურო ფრონდისი

არტურო ფრონდისი (ესპ. Arturo Frondizi Ercoli; დ. 28 ოქტომბერი, 1908, პასო-დე-ლოს-ლიბრესი — გ. 18 აპრილი, 1995, ბუენოს-აირესი) — არგენტინელი პოლიტიკოსი. არგენტინის პრეზიდენტი 1958-1962 წწ. თანამდებობა ეკავა 1958 წლის 1 მაისიდან, 1962 წლის 28 ამარტამდე.

ბარტოლომე მიტრე

ბარტოლომე მიტრე მარტინესი (Bartolomé Mitre Martinez; დ. 26 ივნისი, 1821, ბუენოს-აირესი — გ. 19 იანვარი, 1906, იქვე) — არგენტინის პოლიტიკური, სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, არგენტინაში ლიბერალურ–პოზიტივისტური მიმართულების მამამთავარი. არგენტინის პრეზიდენტი 1862–1868 წლებში. მონაწილეობდა ქვეყნის ეროვნული გაერთიანებისათვის ბრძოლაში, ხელს უწყობდა არგენტინაში დიდი ბრიტანეთის პოზიციების განმტკიცებას. 1865 წელს წამოიწყო პარაგვაის წინააღმდეგ დამპყრობლური ომი.

ბარტოლომე მიტრე იყო არგენტინის პირველი პრეზიდენტი, რომელიც არგენტინაში დაიბადა.

ედელმირო ხულიან ფარელი

ედელმირო ხულიან ფარელი (ესპ. Edelmiro Julián Farrell Plaul; დ. 12 თებერვალი, 1887, ლანუსი — გ. 21 ოქტომბერი, 1980, ბუენოს-აირესი) — არგენტინელი გენერალი და პოლიტიკოსი. არგენტინის პრეზიდენტი 1944-1946 წლებში. თანამდებობა ეკავა 1944 წლის 24 თებერვლიდან 1946 წლის 3 ივნისამდე.

ედუარდო დუალდე

ედუარდო დუალდე (ესპ. Eduardo Alberto Duhalde Maldonado) – არგენტინელი პოლიტიკური მოღვაწე. არგენტინის პრეზიდენტი 2002-2003 წწ. პროფესიით ადვოკატი. პერონისტი. მისი მმართველობის დროს არგენტინამ თავი დააღწია ეკონომიკურ კრიზისს.

1973 წლიდან ბუენოს-აირესის მეტროპოლიის ხელმძღვანელი.

1987-1989 წწ. დეპუტატი და ვიცე-სპიკერი.

1989-1991 წწ. კარლოს მენემის ვიცე-პრეზიდენტი

1991-1999 ბუენოს-აირესის პროვინციის გუბერნატორი.

ედუარდო ლონარდი

ედუარდო ლონარდი (ესპ. Eduardo A. Lonardi Doucet; დ. 15 სექტემბერი, 1896, ბუენოს-აირესი — გ. 21 მარტი, 1956, ბუენოს-აირესი) — არგენტინელი პოლიტიკოსი. არგენტინის პრეზიდენტი 1955 წელს. თანამდებობა ეკავა 1955 წლის 23 სექტემბერიდან, 1955 წლის 12 ნოემბერამდე.

კარლოს მენემი

კარლოს საულ მენემი (ესპ. Carlos Saúl Menem; დ. 2 ივლისი, 1930, ანილიაკო, არგენტინა) – არგენტინელი პერონისტი პოლიტიკოსი. ლა-რიოხის პროვინციის გუბერნატორი 1973–1976 და 1983–1989 წწ. არგენტინის პრეზიდენტი 1989-1999 წლებში. ამჟამად არგენტინელი სენატორია ლა-რიოხის პროვინციიდან.

მისი მშობლები იყვნენ არგენტინაში გადასახლებული სირიელი ემიგრანტები.

პედრო ეუხენიო არამბურუ

პედრო ეუხენიო არამბურუ (ესპ. Pedro Eugenio Aramburu Silveti; დ. 21 მაისი, 1903, კორდოვის პროვინცია — გ. 1 ივნისი, 1970, კარლოს-ტეხედორი) — არგენტინელი პოლიტიკოსი. არგენტინის პრეზიდენტი 1955–1958 წლებში. თანამდებობა ეკავა 1955 წლის 13 ნოემბრიდან 1958 წლის 30 აპრილამდე.

პედრო პაბლო რამირესი

პედრო პაბლო რამირესი (ესპ. Pedro Pablo Ramírez; დ. 30 იანვარი, 1884, ლა-პასი (ენტრე-რიოსი) — გ. 12 მაისი, 1962, ბუენოს-აირესი) — არგენტინელი გენერალი და პოლიტიკოსი. არგენტინის პრეზიდენტი 1943-1944 წლებში. თანამდებობა ეკავა 1943 წლის 7 ივნისიდან 1944 წლის 23 თებერვლამდე.

რამონ კასტილიო

რამონ კასტილიო (ესპ. Ramón S. Castillo Barrionuevo; დ. 20 ნოემბერი, 1873, კატამარკის პროვინცია — გ. 12 ოქტომბერი, 1944, ბუენოს-აირესი) — არგენტინელი პოლიტიკოსი. არგენტინის პრეზიდენტი 1942-1943 წლებში. თანამდებობა ეკავა 1942 წლის 27 ივნისიდან 1943 წლის 4 ივნისამდე.

რაულ ალფონსინი

რაულ ალფონსინი (ესპ. Raúl Ricardo Alfonsín; დ. 12 მარტი, 1927, ბუენოს-აირესი, არგენტინა — გ. 31 მარტი, 2009, ბუენოს-აირესი, არგენტინა) — არგენტინელი პოლიტიკოსი. არგენტინის პრეზიდენტი 1983–1989 წლებში. 1989 წელს გადადგა თანამდებობიდან.

რობერტო ლევინგსტონი

რობერტო ლევინგსტონი (ესპ. Roberto Marcelo Levingston Laborda; დ. 19 იანვარი, 1920, სან-ლუისი — გ. 17 ივნისი, 2015, ბუენოს-აირესი, არგენტინა) — არგენტინელი პოლიტიკოსი. არგენტინის პრეზიდენტი 1966–1970 წწ. თანამდებობა ეკავა 1966 წლის 29 ივნისიდან, 1970 წლის 8 ივნისამდე, მის გარდაცვალებამდე.

რობერტო მარია ორტისი

რობერტო მარია ორტისი (ესპ. Jaime Gerardo Roberto Marcelino María Ortiz Lizardi; დ. 24 სექტემბერი, 1886, ბუენოს-აირესი — გ. 15 ივლისი, 1942, ბუენოს-აირესი) — არგენტინელი პოლიტიკოსი. არგენტინის პრეზიდენტი 1938-1942 წლებში. თანამდებობა ეკავა 1938 წლის 20 თებერვლიდან 1942 წლის 26 ივნისამდე.

ფერნანდო დე ლა რუა

ფერნანდო დე ლა რუა (დ. 15 სექტემბერი, 1937 — დ. 9 ივლისი, 2019) — არგენტინელი პოლიტიკოსი. იგი იყო არგენტინის პრეზიდენტი 1999 წლის 10 დეკემბრიდან, 2001 წლის 21 დეკემბრამდე. პროფესიით იყო ადვოკატი.

ხოსე მარია გიდო

ხოსე მარია გიდო (ესპ. José María Guido; დ. 29 აგვისტო, 1910, ბუენოს-აირესი — გ. 13 ივნისი, 1975, ბუენოს-აირესი) — არგენტინელი პოლიტიკოსი. არგენტინის პრეზიდენტი 1962-1963 წწ. თანამდებობა ეკავა 1962 წლის 29 მარტიდან, 1963 წლის 11 ოქტომბრამდე.

ხუან კარლოს ონგანია

ხუან კარლოს ონგანია (ესპ. Juan Carlos Onganía Carballo; დ. 17 მარტი, 1914, მარკოს-პასი (ბუენოს-აირესი) — გ. 8 ივნისი, 1995, ბუენოს-აირესი) — არგენტინელი პოლიტიკოსი. არგენტინის პრეზიდენტი 1966-1970 წწ. თანამდებობა ეკავა 1966 წლის 29 ივნისიდან, 1970 წლის 8 ივნისამდე, მის გარდაცვალებამდე.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.