არგენტინა

არგენტინა ოფიციალურად არგენტინის რესპუბლიკა (ესპ. República Argentina) — სამხრეთ ამერიკის სიდიდით მეორე ქვეყანა, კონსტიტუციური მოწყობით წარმოადგენს წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფედერალურ საპრეზიდენტო რესპუბლიკას 23 პროვინციითა და ბუენოს-აირესის ავტონომიური ოლქით. არგენტინა მსოფლიოში სიდიდით მერვე ქვეყანაა და ამავე დროს ყველაზე დიდია ესპანურენოვან ქვეყნებს შორის.

არგენტინის ტერიტორია მოქცეულია დასავლეთიდან ანდებსა და აღმოსავლეთიდან ატლანტის ოკეანეს შორის. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება პარაგვაი და ბოლივია, ჩრდილო-აღმოსავლეთით - ბრაზილია და ურუგვაი, ხოლო დასავლეთით და სამხრეთით - ჩილე. არგენტინა პრეტენზიას აცხადებს ანტარქტიკის ნაწილზეც (არგენტინული ანტარქტიკა), მაგრამ ამავე დროს ხელი აქვს მოწერილი 1961 წლის ანტარქტიკის ხელშეკრულებაზე, რომელიც კრძალავს ანტარქტიდის ტერიტორიაზე რომელიმე ქვეყნის სუვერენიტეტის გავრცელებას. არგენტინას ასევე აქვს პრეტენზია ფოლკლენდის კუნძულებსა (ესპ. Islas Malvinas) და სამხრეთი გეორგია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულებზე, რომლებიც ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებს წარმოადგენს.

არგენტინა არის როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და დიდი ოცეულის (20 უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა) წევრი, ასევე სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირის დამფუძნებელი.

არგენტინის რესპუბლიკა
República Argentina [1]
არგენტინა
არგენტინის დროშა არგენტინის გერბი
დროშა გერბი
დევიზი: En Unión y Libertad
ჰიმნი: Himno Nacioanal Argentino

არგენტინის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ბუენოს-აირესი
34°20′ ს. გ. 58°30′ დ. გ. / 34.333° ს. გ. 58.500° დ. გ.
ოფიციალური ენა ესპანური
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი მაურისიო მაკრი
ფართობი
 -  სულ 2,766,890 კმ2 (მე-8)
 -  წყალი (%) 1.1
მოსახლეობა
 -  2010 შეფასებით 40,091,359 (32-ე)
 -  2001 აღწერა 36,260,130 
 -  სიმჭიდროვე 14.49 ად კაცი/კმ2 (207-ე)
მშპ (მუპ) 2007 შეფასებით
 -  სულ $691.054 მილიარდი (მე-19)
 -  ერთ მოსახლეზე $13,307 (57-ე)
აგი (2007) 0.869 (მაღალი) (38-ე)
ვალუტა პესო (ARS)
დროის სარტყელი (UTC -3სთ.)
 -  ზაფხულის (DST) (UTC -2სთ.) (UTC)
ქვეყნის კოდი ARG
Internet TLD .ar
სატელეფონო კოდი 54

სახელწოდება

  • ოფიციალური: არგენტინის რესპუბლიკა.
  • ესპანური: República Argentina.
  • ეტიმოლოგია: 1526 წელს იტალიელი მოგზაური კაბოტო იკვლევდა მდინარე პარანის შესართავს. მისი აზრით, ეს მდინარე ვერცხლით მდიდარი რაიონიდან მოედინებოდა. ამიტომ მას უწოდა Río de la Plata (ესპანურად rio - „მდინარე“; plata - „ვერცხლი“), ხოლო მიმდებარე რეგიონს La Plata. შემდეგში ეს სახელი მთელ ქვეყანაზე გავრცელდა, მაგრამ ახლა ლათინური ფორმით: argentum - „ვერცხლი“.
  • ქვეყნის კოდი: AR.

ისტორია

უძველესი ისტორია

პირველი ადამიანები არგენტინის ტერიტორიაზე გაჩნდნენ პატაგონიის სამხრეთ ნაწილში, სადაც ისინი მივიდნენ ჩილედან. მათი ნაკვალევი აღმოჩენილია სანტა-კრუსის პროვინციაში და თარიღდება ძვ. წ. XI საუკუნით.

აბორიგენი არგენტინელები იყოფოდნენ ორ ჯგუფად: მონადირე-შემგროვებლები, რომლებიც ცხოვრობდნენ პატაგონიაში და მიწათმოქმედები, რომლებიც ცხოვრობდნენ კუიოში და მოგვიანებით არგენტინის მესოპოტამიაში. კოლუმბამდელ პერიოდში არგენტინაში გავრცელებული იყო რამდენიმე კულტურა. მათ შორის აღსანიშნავია ანსილტის, კონდორუასის, სენაგის, აგუადის, სანტა-მარიას, ბელესის, ავერიასის და სხვა კულტურები.

კოლონიზაციის შემდგომი პერიოდი

XVI საუკუნის დასაწყისში არგენტინის ტერიტორიაზე განსხვავებული ეთნიკური ჯგუფის ტომები დასახლდა. 1535 წელს ერთ-ერთი ექსპედიციის ხელმძღვანელმა პედრო დე მენდოსამ დააარსა სანტა-მარია-დე-ბუენ-აირე, არგენტინის დრევანდელი დედაქალაქი. 1776 წელს დაარსდა რიო-დე-ლა-პლატის ვიცე-სამეფო, რომლის შემადგენლობაში შევიდა თანამედროვე არგენტინა, პარაგვაი, ურუგვაი და ბოლივიის ნაწილი. 1810 წელს ვიცე-სამეფოში დაიწყო გამოსვლები და 1811 წელს მაისის რევოლუციის დროს დაამხეს ვიცე-მეფე და ჩამოყალიბდა რიო-დე-ლა-პლატის გაერთიანებული პროვინციები, რომელმაც ესპანეთისაგან დამოუკიდებლობა 1816 წელს ტუკუმანში გამოაცხადა. ქვეყნის სათავეში მოვიდა უზენაესი მმართველი, მაგრამ კონგრესმა ვერ მიაღწია შეთანხმებას მმართველობის ფორმის შესახებ. დელეგატების უმრავლესობა კონსტიტუციურ მონარქიას უჭერდა მხარს, მეორე ნაწილი ქვეყნის ფედერაციულ საპრეზიდენტო მმართველობას უჭერდა მხარს. დაპირისპირებამ ამ ორ მიმდინარეობას შორის გამოიწვია სამოქალაქო ომი.

გენერალი ხოსე დე სან-მარტინი სათავეში ჩაუდგა არმიას, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა ესპანელებზე. სან-მარტინმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არგენტინის, ჩილეს და პერუს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის საქმეში.

მშვიდობა აღსდგა 1820 წელს. მთავარი საკითხი, მმართველობის თუ როგორი ფორმა უნდა ყოფილიყო, კვლავ გააუწყვეტელი რჩებოდა. მომდევნო ათწლიან პერიოდში გაერთიანებული პროვინციები ანარქიაში ცხოვრობდა, რამაც ხელი შეუწყო ბრაზილიასთან ომს 1825-1827 წლებში. კონფლიქტის შედეგად ურუგვაი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა.

1833 წელს დიდმა ბრიტანეთმა დაიკავა ფოლკლენდის კუნძულები.

1852 წელს გენერალ ხუან მანუელ როსასის დიქტატურა დაემხო ხუსტო ხოსე დე ურკისას ხელმძღვანელობით. გამარჯვების მიღწევა მოხდა ურუგვაელი და ბრაზილიელი გენერლების წყალობით. 1853 წელს მიიღეს არგენტინის კონსტიტუცია და ურკისა გახდა არგენტინის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი. კონსტიტუციის მიხედვით პროვინცია ბუენოს-აირესი არ შეერთებია ქვეყანას და 1854 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ერთმანეთის შუღლმა 1859 წელს ქვეყნები ომამდე მიიყვანა. არგენტინის რესპუბლიკამ სწრაფად მიაღწია გამარჯვებას და ბუენოს-აირესის სეპარატისტული პროვინცია შეიერთა. მაგრამ მალევე ბუენოს-აირესი გახდა ფედერალური მთავრობის წინააღმდეგ მიმართული აჯანყების ცენტრი. ბარტოლომე მიტრეს ხელმძღვანელობით აჯანყებულები დაამარცხეს. 1861 წლის 5 ნოემბერს პრეზიდენტი სანტიაგო დერკი გადადგა, მომდევნო წლის მაისში ბარტოლომეო მიტრე აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად, ხოლო ბუენოს-აირესი გახდა ქვეყნის დედაქალაქი.

მომდევნო ათწლეულის განმავლობაში არგენტინა იწყებს ლას-პალმასის დაპყრობას, რომელიც ამჟამად ცნობილია როგორც რიო-ნეგროს პროვინცია. ამ ე. წ. უდაბნოს დაპყრობამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა გენერალი ხულიო არხენტინო როკა, გზა გაუხსნა სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის განვითარებას. 1880 წლიდან მომდევნო 50 წლის განმავლობაში არგენტინამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და XX საუკუნის დასაწყისში იგი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა იყო. არგენტინის პოპულარობის გაზრდამ ქვეყანაში ევროპელების შემოდინება გამოიწვია.

XX საუკუნე

XXსაუკუნის დასაწყისში არგენტინა სტაბილურად ვიტადებოდა. სტაბილურობა გაგრძელდა 1930 წლის სექტემბრამდე. ამ დღეს არგენტინის პრეზიდენტი იპოლიტო ირიგოიენი არგენტინის ახალ ისტორიაში პირველი სამხედრო გადატრიალების შედეგად დაამხეს და დაიწყო ე. წ. სამარცხვინო დეკადა. 1946 წელს პრეზიდენტად აირჩიეს ხუან პერონი, იგი ქვეყნის პრეზიდენტი იყო 1946-1955 და 1973-1974 წლებში. ხუან პერონი და მისი მეუღლე ევიტა სოციალური პრობლემების მოგავრებას შეუდგნენ, რამაც მათ პოპულარიზაციას შეუწყო ხელი. იგი მეორედაც აირჩიეს პრეზიდენტად, მაგრამ 1955 წელს მისი ხელისუფლება დაამხეს. 1973 წელს პერონი კვლავ ბრუნდება ქვეყნის სათავეში, მაგრამ 1974 წელს გარდაიცვალა და პრეზიდენტის თანამდებობა მისმა მეორე მეუღლემ მარია ესტელა მარტინეს დე პერონმა დაიკავა, რომელიც დაამხეს 1976 წელს და არგენტინის ისტორიაში იწყება „ბინძური ომის“ პერიოდი.

1982 წელს დიდ ბრიტანეთთან ჩაება საომარ მოქმედებებში ფოლკლენდის კუნძულების გამო, რის შემდეგაც გენერალი გალტიერი თანამდებობიდან გადადგა. ხელისუფლებაში მოვიდა დემოკრატიული გზით არჩეული რაულ ალფონსინი. ხოლო 1989 წელს მოხდა ხელისუფლების დემოკრატიული ცვლა. პრეზიდენტი გახდა კარლოს მენემი. 1990 წელს აღდგა დიპლომატიური ურთიერთობა ბრიტანეთთან. 1991 წლიდან დაიწყო ეკონომიკის ლიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობის განვითარება. 1995 წლს მენემი მეორე ვადით გახდა პრეზიდენტი, მისმა პერონისტულმა პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა კონგრესის არჩევნებშიც. არგენტინამ უკან მოიტოვა სამხედრო დიქტატურის შავბნელი პერიოდი და დაადგა დემოკრატიული განვითარების გზას.

XXI საუკუნე

2001 წელს არგენტინაში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა, რომლის მთავარი მიზეზიც უპრეცენდენტოდ გახსნილი ეკონომიკა და უცხოური ინვესტიციების ძალიან მკვეთრი ლიბერალიზაცია გახდა. ეკონომიკური კრიზისის შედეგად პრეზიდენტი ფერნანდო დე ლა რუა გადადგა. 2003 წელს ხელისუფლებაში მოდის პრეზიდენტი ნესტორ კირხნერი. მან გააუქმა კანონი, რომელიც სამართლებრივი დევნისაგან ათავისუფლებდა მმართველი ხუნტის ყოფილ მონაწილეებს. 2007 წლიდან დღემდე ქვეყნის პრეზიდენტია კრისტინა ფერნანდესი.

2010 წლიდან არგენტინაში ლეგალიზებულია ერთსქესიანთა ქორწინება[2].

გეოგრაფია

Ka Argentina-CIA WFB Map.png&filetimestamp=20110710153031&

ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, გადაჭიმულია 4000 კმ-ზე სუბტროპიკული ჩრდილოეთიდან სუბარქტიკულ სამხრეთამდე. მოსაზღვრე ქვეყნებია: ბრაზილია, ურუგვაი, პარაგვაი, ბოლივია, ჩილე. ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულები სადავოა დიდ ბრიტანეთთან.

სახელმწიფო

არგენტინის პოლიტიკური სისტემა, როგორც მას კონსტიტუცია განსაზღვრავს, ემყარება წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფედერალურ საპრეზიდენტო რესპუბლიკას, სადაც სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია არგენტინის პრეზიდენტი.

  • სახელმწიფო სისტემა: ფედერაციული რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდესი (2007 წლის 10 დეკემბრიდან).
  • საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი ეროვნული კონგრესი (სენატი 72 წევრი, დეპუტატთა პალატა - 257 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა: ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია 22 პროვინცია (provincia), ფედერალური დედაქალაქი (distrito federal), ეროვნული ტერიტორია “ცეცხლოვანი მიწა”.

დემოგრაფია

Pyramide Argentine
არგენტინის მოსახლეობის პირამიდა

ეკონომიკა

არგენტინა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, მაღალკვალიფიციური კადრებით, მაგრამ ეკონომიკა ხასიათდება პერიოდული აღმასვლებით და ვარდნებით. ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიზისი ქვეყანას 2001 წელს ჰქონდა, რომელმაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოაქცია.

  • ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 319 მლრდ $ (მე-17 ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 8.950 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 7, მრეწველობა 35, მომსახურება 58.
  • ბიუჯეტი: 44,000 მლნ $.
  • ვალუტა: არგენტინული პესო (ARS).

შეიარაღებული ძალები

არგენტინის ჯარის თვითდანიშნულებაა დამოუკიდებელი გაერთიანებული ტერიტორიის თავისუფლების დაცვა. იგი შედგება სახმელეთო, საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალებისგან.

მემკვიდრეობა

Iguacu
იგუასუ

არგენტინელებმა მსოფლიოს მისცეს ტანგო. ისინი ითვლებიან ფეხბურთის დიდოსტატებად. მათი სიყვარული ცხენებისადმი გამოიხატა „გაუჩოში“, როგორც მარტოხელა, მაგრამ დამოუკიდებელი მწყემსის არგენტინულ პერსონაჟში.

კულტურა

არგენტინის კულტურა განსხვავებულია ქვეყნის სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონში და შერწყმულია ეთნიკური ჯგუფების კულტურასთან. თანამედროვე არგენტინის კულტურამ უდიდესი გავლენა განიცადა ევროპული იმიგრაციისას, სულ მცირეა ადგილობრივ ინდიელეთა და აფრიკელთა კულტურების გავლენა, ისიც მუსიკასა და ხელოვნებაში. ბუენოს-აირესი და სხვა ქალაქები ევროპული არქიტექტურის ნათელი მაგალითებია, მაგრამ რაც შეეხება უფრო ძველ დასახლებებს ამ ქალაქების შიგნით, აქ თანამედროვე სტილი, არგენტინის ესპანური მმართველობის წარსულიდან გამომდინარე, შერწყმულია კოლონიურ არქიტექტურასთან. მსხვილ ურბანულ ცენტრებში მარვლადაა მუზეუმები, კინოთეატრები, გალერეები.

ტურიზმი

ტურიზმი არგენტინაში საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული, რაც, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის გეოგრაფიული და კულტურული მრავალფეროვნების დამსახურებაა.

2007 წელს, არგენტინაში 4,7 მლნ უცხოელი ტურისტი ჩავიდა, რაც თითქმის გაუთანაბრდა ქვეყნიდან სამოგზაუროდ გასულთა რიცხვს. მხოლოდ ბუენოს-აირესის მინისტრო პისტარინის აეროპორტით (Aeropuerto Internacional de Ezeiza Ministro Pistarini) ქვეყანაში 2,3 მლნ ტურისტი შემოვიდა, მათგან 26 % ბრაზილიიდან, 25 % ევროპიდან, 14 % აშშ-დან და კანადიდან, 8 % ჩილედან, ხოლო 27 % სხვადასხვა ქვეყნიდან.[4] [5][6][7]

ცნობილი არგენტინელები

სქოლიო

  1. Article 35 of the Constitution. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2007-11-22. gives equal recognition to "United Provinces of the River Plate", "Argentine Republic" and "Argentine Confederation" and authorizes the use of "Argentine Nation" in the making and enactment of laws
  2. Аргентина легализовала гей-браки. На очереди — Уругвай и Парагвай?
  3. Proyecciones provinciales de población por sexo y grupos de edad 2001-2015 (pdf). Gustavo Pérez. INDEC. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2005-11-09. წაკითხვის თარიღი: 2008-06-24.
  4. World Economic Forum
  5. WTO: World Tourism Barometer
  6. World Economic Forum: Argentina
  7. INDEC: turismo internacional
ანდები

ანდები (ესპ. Andes; Cordillera de los Andes) — ყველაზე გრძელი (9000 კმ) და მსოფლიოში სიმაღლით მეორე (აკონკაგუა 6962 მ) მთათა სისტემა დედამიწაზე (ჰიმალაის მთათა სისტემის შემდეგ). მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში და კონტინენტის მთელ დასავლურ ტერიტორიას იკავებს. ანდებს მსოფლიოში მთავარ და ყველაზე დიდ წყალგამყოფ სისტემად მიიჩნევენ. ანდებში სათავეს იღებს სამხრეთ ამერიკის ყველაზე დიდი მდინარეები: ამაზონი, ორინოკო, პარაგვაი, რიო-ნეგრო და ა.შ.

ანდებში მდებარეობს რამდენიმე უდიდესი სამხრეთამერიკული ქალაქი: კიტო, ბოგოტა, ლა-პასი, სუკრე, არეკიპა, მედელინი.

აქ მდებარე ალტიპლანოს ზეგანი, მსოფლიოში სიმაღლით მეორეა ტიბეტის ზეგანის შემდეგ. ანდები კონტინენტის შვიდ სახელმწიფოს მოიცავს, ესენია: არგენტინა, ბოლივია, ჩილე, კოლუმბია, ეკვადორი, პერუ და ვენესუელა. ზოგიერთ მათგანს ანდურ ქვეყანას უწოდებენ.

ანდებში მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე მაღალი ვულკანი ოხოს-დელ-სალადო (6 893 მ) არგენტინა-ჩილეს საზღვარზე, ასევე 50 სხვა ვულკანი, რომელთა მწვერვალებიც ზღვის დონიდან 6 000 მეტრზე მაღლა მდებარეობენ.

არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — წარმოადგენს არგენტინას საერთაშორისო ტურნირებზე და შეხვედრებზე ფეხბურთში. ნაკრების კონტროლს და ხელმძღვანელობას ახორციელებს არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია.

ბოლივია

ბოლივია, ოფიციალურად ბოლივიის მრავალეროვანი სახელმწიფო (ესპ. Estado Plurinacional de Bolivia, კეჩ. Bulivya Mamallaqta, აიმარ. Wuliwya Suyu) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში. მდებარეობს კონტინენტის ცენტრალურ ნაწილში. ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბრაზილია, სამხრეთით — პარაგვაი და არგენტინა, სამხრეთ–დასავლეთით — ჩილე და დასავლეთით — პერუ.

ევროპულ კოლონიზაციამდე, ანდების ის რეგიონი, სადაც დღეს ბოლივია მდებარეობს, წარმოადგენდა კოლუმბამდელი ამერიკის ყველაზე დიდი სახელმწიფოს — ინკების იმპერიის ნაწილს. ეს ტერიტორია XVI საუკუნეში ესპანეთმა დაიპყრო. ესპანური კოლონიალიზმის ეპოქაში, ამ ტერიტორიას ეწოდებოდა ზემო პერუ და შედიოდა პერუს ვიცე-სამეფოს შემადგენლობაში. ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1825 წლის 6 აგვისტოს და მას სამხრეთ ამერიკის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლის, სიმონ ბოლივარის პატივსაცემად ბოლივია ეწოდა. ამის შემდეგ, ბოლივიამ გამოიარა პოლიტიკური არასტაბილურობის, დიქტატურისა და ეკონომიკური არამდგრადობის პერიოდები.

დღეისათვის, ბოლივია საპრეზიდენტო, წარმომადგენლობითი დემოკრატიის რესპუბლიკაა. ადმინისტრაციულად იყოფა 9 დეპარტამენტად. ბოლივია განვითარებადი სახელმწიფოა, ადამიანური განვითარების ინდექსის საშუალო და სიღარიბის 53 პროცენტიანი მაჩვენებლებით. ძირითადი ეკონომიკური საქმიანობაა სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, სამთო მოპოვება და მანუფაქტურული წარმოება, ძირითადად ტექსტილის, ტანსაცმლის, დაწმენდილი მეტალებისა და ნავთობგადამუშავება. ბოლივია მდიდარია მინერალებით, განსაკუთრებით კალით. ქვეყანამ საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო 2010 წელს მიღებული „დედამიწის უფლებების კანონით“ — მსოფლიოში ერთ–ერთი უნიკალური კანონით, რომელიც ბუნებას ისეთივე უფლებებს ანიჭებს, როგორსაც ადამიანს.ბოლივიის დაახლოებით 10 მილიონიანი მოსახლეობა მრავალეთნიკურია, მათ შორის არიან ინდიელები, მეტისები, ევროპელები, აზიელები და აფრიკელები. ძირითადი სალაპარაკო ენაა ესპანური, თუმცა ოფიციალური ენის სტატუსი აქვს ასევე გუარანის, აიმარას, კეჩუას და 34 სხვა ადგილობრივ ენას. ქვეყანაში არსებულმა განსხვავებული კულტურების დიდმა რაოდენობამ განაპირობა ბოლივიის ძლიერ მრავალფეროვნება ხელოვნებაში, სამზარეულოში, ლიტერატურასა და მუსიკაში.

ბრაზილიის შტატები

ბრაზილიის შტატები (პორტ. estados brasileiros) – ბრაზილია ფედერაციული რესპუბლიკაა, შედგება 26 შტატისა (პორტ. estados) და ერთი ფედერალური ოლქისაგან, რომელიც მოიცავს დედაქალაქ ბრაზილიას. შტატები ძირითადად ისტორიულია, თუმცა ზოგიერთი საზღვარი ამ წესს არ ემორჩილება. 1955 წელს პრეზიდენტმა ჟუან კაფე ფილიუმ გოიასის შტატიდან გამოყო ტერიტორია ფედერალური ოლქისათვის. ოლქს ესაზღვრება გოიასი და მინას-ჟერაისი.

პირველი ადმინისტრაციული დანაყოფი ბრაზილიაში იყო მემკვიდრეობითი საკაპიტნოები.

იბერიის უნიის (1580-1640) შემდეგ პორტუგალიის სამფლობელოები სამხრეთ ამერიკაში კიდევ უფრო გაიზარდა და ტერიტორიები დაიყო საკაპიტნოებად, სამეფო საკაპიტნოებად და პროვინციებად.

1822 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბრაზილია გახდა იმპერია და ყველა საკაპიტნო პროვინციად გადაიქცა. კოლონიურ პერიოდში არსებული თითქმის ყველა საზღვარი ხელუხლებელი დარჩა. 1889 წელს კი ბრაზილიის რესპუბლიკად გამოცხადების შემდეგ ყველა პროვინციას შტატი ეწოდა.

კორდოვა (არგენტინა)

კორდოვა (ესპ. Córdoba) — ქალაქი არგენტინაში, კორდოვის პროვინციის დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე სიკუიაზე ბუენოს-აირესის ჩრდილო-დასავლეთით და მისგან დაშორებულია 700 კმ.-ით.

ქალაქის მოსახლეობა 2001 წლის მონაცემებით არის 1.272.334. იგი სიდიდით მეორე ქალაქია არგენტინაში.

კორდოვის პროვინცია (არგენტინა)

კორდოვის პროვინცია (ესპ. Provincia de Córdoba) – არგენტინის პროვინცია, მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი – კორდოვა. პროვინციის მოსახლეობა – 3 066 801 კაცი (2001). ფართობი – 165 321 კმ². პროვინცია მოიცავს 26 დეპარტამენტსა და 427 მუნიციპალიტეტს.

ლა-რიოხის პროვინცია (არგენტინა)

ლა-რიოხის პროვინცია (ესპ. Provincia de La Rioja) – არგენტინის პროვინცია, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი – ლა-რიოხა. პროვინციის მოსახლეობა – 289 983 კაცი (2001). ფართობი – 89 680 კმ². პროვინცია მოიცავს 18 დეპარტამენტსა და მუნიციპალიტეტს.

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2006

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2006 – რიგით მე-18 მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც მიმდინარეობდა 2006 წლის 9 ივნისიდან - ივლისამდე გერმანიაში.

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2010

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2010 — მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც გაიმართა 2010 წლის ივნისში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. მსოფლიო ჩემპიონი გახდა ესპანეთის ნაკრები, რომელიც გახდა პირველი ევროპული ნაკრები, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა სხვა კონტინენტზე გარდა ევროპისა.

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014 — ფიფა-ს მსოფლიო თასის მე-20 გათამაშება, რომელიც ბრაზილიაში ჩატარდა.

ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატი მეორედ გაიმართა. ქვეყანამ პირველად 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. არგენტინა 1978-ის შემდეგ, 2014 წლის გათამაშება სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ჩატარებული პირველი ჩემპიონატი იყო. ტურნირს უმასპინძლა შემდეგმა ქალაქებმა: მანაუსი, კუიაბა, ბრაზილია, ფორტალეზა, ნატალი, რესიფი, სალვადორი, ბელუ-ორიზონტი, რიო-დე-ჟანეირო, კურიტიბა, პორტუ-ალეგრი და სან-პაულუ.

პარაგვაი

პარაგვაი , ოფიციალურად პარაგვაის რესპუბლიკა (ესპ. República del Paraguay, გუარანი: Tetã Paraguái) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში. სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება არგენტინა, აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით ბრაზილია ხოლო ჩრდილო-დასავლეთით ბოლივია. მდებარეობს მდინარე პარაგვაის ორივე ნაპირზე, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მიედინება ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით. სამხრეთ ამერიკაში მისი ცენტრალური მდებარეობის გამო მას ხანდახან „ამერიკის გულსაც“ (Corazón de América) უწოდებენ.XVI საუკუნეში ევროპელთა მოსვლამდე, სანამ პარაგვაი ესპანეთის კოლონიური იმპერიის შემადგენელი ნაწილი გახდებოდა, მის ტერიტორიაზე გუარანის ხალხი სახლობდა. 1811 წელს ქვეყანამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამის შემდეგ პარაგვაის მართავდა დიქტატორთა მთელი რიგი, რასაც მოჰყვა იზოლაციონიზმისა და პროტექციონიზმის პოლიტიკა. განვითარებას ბოლო მოუღო პარაგვაულმა ომმა (1864–1870), რომელშიც ქვეყანამ მოსახლეობის 60 %-70 % და ტერიტორიის საკმაოდ დიდი ნაწილი დაკარგა. მეოცე საუკუნის საკმაოდ დიდი პერიოდის მანძილზე პარაგვაის მართავდა ალფრედო სტრესნერი, რომელმაც დაამყარა ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სამხედრო დიქტატურა სამხრეთ ამერიკაში. 1989 წელს სტრესნერი დაამხეს და 1993 წელს გაიმართა თავისუფალი არჩევნები. 1994 წელს, პარაგვაიმ არგენტინასთან, ბრაზილიასთან და ურუგვაისთან ერთად დააარსა მერკოსური.

2009 წლისთვის პარაგვაის მოსახლეობა დაახლოებით 6,3 მლნ ადამიანს შეადგენდა. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ასუნსიონი. ოფიციალური ენებია ესპანური და გუარანი. მოსახლეობის 92 % საუბრობს ესპანურად, 98 % კი გუარანზე.

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე უღარიბეს და ნაკლებ განვითარებულ ქვეყნად რჩება, 2010 წელს პარაგვაის ეკონომიკას 14,5 %-იანი ზრდა ჰქონდა, რაც უდიდესი მაჩვენებელი იყო მთელს ლათინურ ამერიკაში და მესამე უსწრაფესი მსოფლიოში, კატარისა და სინგაპურის შემდეგ. 2011 წლისთვის, ეკონომიკის ზრდამ იკლო, მაგრამ 6,4% შეადგინა.

სავანა

სავანა (ესპ. sabana, ნასესხებია კარიბის ინდიელთა ენიდან) — ტროპიკული და სუბტროპიკული მცენარეულობის ტიპი. შექმნილია ქსეროფილური ბალახნარით (ბალახოვანი სავანა), რომლის ფონზე ეულად ან ჯგუფურად გაფანტულია უპირატესად ფოთოლმცვივანი მერქნიანი მცენარეები — ხეები (ხეებიანი სავანა) და ბუჩქები (ბუჩქებიანი სავანა). სავანის მცენარეები შეგუებულია ხანგრძლივ გვალვას – ფოთლები უხეშია, შებუსული, ხშირად რედუცურებული, ხეების ქერქი სქელია და სხვა. ბალახებს შორის ჭარბობს მარცვლოვანები, რომელთა სიმაღლე ზოგჯერ 3-5 მ აღწევს. ხეები სავანაში მეტწილად ტანდაბალია, ქოლგისებური ვარჯი აქვთ. ზოგიერთი მათგანი (ბაობაბი, ბოთლის ხე და სხვა) წყალს ღეროში იმარაგებს. სამხრეთ ამერიკაში სავანას კამპოსს (ბრაზილია, არგენტინა, პარაგვაი, ურუგვაი) და ლიანოსს (უმთავრესად ორინოკოს აუზი) უწოდებენ.

სან-ხუანის პროვინცია (არგენტინა)

სან-ხუანის პროვინცია (ესპ. Provincia de San Juan) – არგენტინის პროვინცია, მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. ჩილეს საზღვართან. ადმინისტრაციული ცენტრი – სან-ხუანი. პროვინციის მოსახლეობა – 620 023 კაცი (2001). ფართობი – 89 651 კმ². პროვინცია მოიცავს 19 დეპარტამენტს და 100 მუნიციპალიტეტს.

სანტა-კრუსის პროვინცია (არგენტინა)

სანტა-კრუსის პროვინცია (ესპ. Provincia de Santa Cruz) – არგენტინის პროვინცია, მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი – რიო-გალიეგოსი. პროვინციის მოსახლეობა – 196 958 კაცი (2001). ფართობი – 243 943 კმ². პროვინცია მოიცავს 7 დეპარტამენტს.

სანტა-ფეს პროვინცია

სანტა-ფეს პროვინცია (ესპ. Provincia de Santa Fe) — არგენტინის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული პროვინცია, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრი – სანტა-ფე. პროვინციის მოსახლეობა – 3 000 701 კაცი (2001). ფართობი – 133 007 კმ². პროვინცია მოიცავს 19 დეპარტამენტს.

ფოლკლენდის კუნძულები

ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულები — არქიპელაგი ატლანტის ოკეანეში, არგენტინის სანაპიროდან 483 კმ-ში. არქიპელაგი მოიცავს კუნძულ აღმოსავლეთ ფოლკლენდს, დასავლეთ ფოლკლენდს და 776 პატარა კუნძულს. წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიას. დედაქალაქია პორტ-სტენლი, რომელიც მდებარეობს აღმოსავლეთ ფოლკლენდზე.

1833 წლიდან არგენტინა პრეტენზიას აცხადებს ფოლკლენდის კუნძულებზე. 1982 წელს, არგენტინასა და დიდ ბრიტანეთს შორის გაიმართა ორთვიანი ომი ამ კუნძულებისათვის (ფოლკლენდის ომი), რომელიც არგენტინის მარცხით დამთავრდა.

ხეობა

ხეობა — მდინარის ეროზიული მოქმედების შედეგად გამომუშავებული რელიეფის უარყოფითი ფორმა. ძირი ნაწილობრივ მდინარის კალაპოტს უჭირავს, ფერდობებზე ხშირად ტერასებია. განივკვეთი უმთავრესად V-ებრი პროფილისა აქვს, მყინვარის მოქმედების შედეგად გადამუშავებულ ხეობას კი — U-ებრი. მთებისთვის დამახასიათებელია ვიწრო და ღრმა ხეობები, ვაკისათვის — გაშლილი.

სხვა ენებზე

This page is based on a Wikipedia article written by authors (here).
Text is available under the CC BY-SA 3.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.